რატომ ვსვამ ამდენ შეკითხვას?

საქართველოს პრეზიდენტის ხალხის წინაშე გამოსვლიდან კარგა ხანი გავიდა. ამ გამოსვლის შესახებ მოკლე დროში ძალიან ბევრი დაიწერა და ითქვა და, დღეს, ერთი შეხედვით, ახალს ვერაფერს დავამატებ, თუმცა, რა იცი, რა ხდება…
მიხეილ სააკაშვილის იმდღევანდელ საუბარი დასაწყისიდან დასასრულამდე როგორი იყო, თითქმის ყველამ ვნახეთ და, მართალი გითხრათ, პატარა გაკვეთილიც მივიღეთ. ვისწაველეთ, მაგალითად: როგორ უნდა აარიდო თავი არასასურველ შეკითხვას ძალიან პროფესიონალურად; როგორ უნდა ილაპარაკო ისე, რომ საქმეში ნაკლებად ჩახედული მსმენელი სიხარულისგან მეცხრე ცას აწიო (ეს რა კარგ ქვეყანაში ვცხოვრობთო); როგორ უნდა „აღიარო“ საკუთარი შეცდომები, ოღონდ დასძინო, რომ ეს არაფერია იმასთან შედარბით, რაც რაც რეალურად გაკეთდა და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს ერთი დიდი მასტერკლასი იყო ფსიქოლოგიური ზემოქმედების და ორატორობის ხელოვნებისა.
თუმცა, ამ შემთხვავაში, პრეზიდენტის გამოსვლაზე ლაპარაკს იმდენად არ ვაპირებ. მე უფრო მეტად დამაინტერესა არა იმან, რომ პრეზიდენტმა, საბოლოო ჯამში, პირადად ჩემთვის, ძალიან გაუგებრად და ზედაპირულად ისაუბრა. არც იმან, რომ არცერთ კონკრეტულ პრობლემაზე (მაგალითად ერთერთ სოფელში მიწის დასამუშავებელი ტექნიკის უქონლობის) შესახებ დასმულ შეკითხვაზე მას კონკრეტული პასუხი არ გაუცია. ჩემი ყურადღება უფრო მეტად იმან მიიპყრო, რომ ამ დროს გადაცემის არცერთ წამყვანს, მგონი, აზრადაც არ მოსვლია, რომ ქვეყნის პირველ პირს კითხვებში ჩასძიებოდა. არადა, ეს იმის ფონზე, როდესაც მიხეილ სააკაშვილი ამავე გამოსვლაში ამბობდა, თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენი ტელეჟურნალისტიკა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე განვითარებულიაო.
დღეს, როდესაც გადაცემა „პილოტმა“ მონაწილეებს მცირე ტრეინინგი (ქართულად წვრთნა ქვია ამ სიტყვას, მაგრამ, რატომღაც, ყველა ტრეინინგს ხმარობს) ჩაგვიტარა, საშუალება მოგვეცა, ვახო სანაიასთვის პირადად დაგვესვა შეკითხვები. ჰოდა, რადგანაც სწორედ სანაია, როგორც ჟურნალისტი, იყო ერთერთი, ვინც უძღვებოდა პრეზიდენტის ხალხის წინაშე გამოსვლას, გამოვიყენე შანსი და ვკითხე, რაც ძალიან დიდხანს მაინტერესებდა: ანუ, რატომ არ ჩაუღრმავდა იგი პრეზიდენტის არცერთ პასუხს, როდესაც, ფაქტია, ნებისმიერ მათგანი ჩემშიც კი (მე კი ერთი ჩვეულებრივი დამწყები ჟურნალისტი ვარ) უამრავ შეკითხვას ბადებდა. პასუხად კი მივიღე ის, რომ ჯერ ერთი, რეგლამენტი მას ამის საშუალებას არ აძლევდა და ამ შემთხვევაში იგი უბრალოდ მოდერატორის როლს ასრულებდა. და მეორე: როგორც ვახო სანაიამ მითხრა, მან იქ დასვა პრეზიდენტს დაუსვა ორი შეკითხვა, რომელსაც იგი ძალიან მნიშვნელოვნად თვლის და რომლებიც იქ მყოფ არცერთ ჟურნალისტს არ დაუსვამს:
1. აპირებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი 2013 წელს, მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება, პრემიერ მინისტრობას?
2. ხომ არ არის მოსალოდნელი ვადამდელი არჩევნები, იმის გამო, რომ საქართველოსა და რუსეთში არჩევნები ერთმანეთს ემთხვევა?
ეს შეკითხვები მან მართლაც დასვა და, ისინი აშკარად აქტუალური და საინტერესოა, თუმცა ამის ფონზე, ვფიქრობ, მაინც უკანა პლანზე რჩება ის საკითხები, რომლებიც, არანაკლებ აქტუალური შეიძლება გამხდარიყო, რომ ამ გადაცემის განმავლობაში ერთი–ორი „გაუთვალისწინებელი“ შეკითხვა მაინც დასმულიყო.
არ ვდავობ იმაზე, რომ რეგლამენტი, მით უმეტეს, როდესაც საქმე პრეზიდენტთან შეხვედრას ეხება, საკმაოდ მკაცრია. ამას დავამატოთ ისიც, რომ, როგორც ვახო სანაიამ თქვა, ეს იყო პრეზიდენტის პასუხები ხალხის და არა მის პირად შეკითხვებზე და, რომ ეს მისი პირადი ინტერვიუ ყოფილიყო, ბევრად მეტ შეკითხვას დასვამდა. მაგრამ მეორე საკითხია ის, თუ რამდენად გაეცა პასუხები თვით ამ ხალხის შეკითხვებს. ლოგიკური შეკითხვა დამებადა: როდესაც მოპასუხე მისთვის დასმულ შეკითხვას აშკარად თავს არიდებს და აბსოლუტურად სხვა თემაზე გადააქვს საუბარი, განა მოდერატორის მოვალეობა არაა, რომ მას მიუთითოს მაინც, რომ საქმეს ოდნავ მაინც მიუახლოვდეს?! ჩემი აზრით, ზოგადადაც, როდესაც ჟურნალისტმა, თუნდაც კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ მოდერატორის მოვალეობა გენიჭებოდეს (თან, როდესაც ხედავ, რომ საუბარი პირდაპირ აბსურდისა და პირდაპირ ვიტყვი, ტყუილისკენ მიდის), ყველაფრის მიუხედავად, მაინც უნდა გადააბიჯო რაღაც დადგენილ რეგლამენტს და გამოიყენო ყველაზე მთავარი რამ – სიტყვის თავისუფლება (თუ ასეთი მაინც არსებობს), რომელიც დემოკრატიულ ქვეყანაში (ჩვენი პრეზიდენტი კი თავის თითქმის ყველა გამოსვლაში აღნიშნავს, რომ საქართველში ძალიან არის განვითარებული დემოკრატია და კიდევ ვითარდება), ნებისმიერი მოქალაქის კანონიერი უფლებაა და დასვა შეკითხვა სასურველ თემაზე.
ასეა თუ ისე, ჯერჯერობით ვერც კითხვები მოვისმინე და, მით უმეტეს, მათზე გაცემული კონკრეტული პასუხები. პრეზიდენტი ალბათ კიდევ გამოვა ხალხთან დიალოგის გასამართავად, კიდევ ესაუბრება მათ მისთვის სასურველ თემაზე.
მე კი, მანამდე იმედს ვიტოვებ, ვახო სანაიასთან ამ თემაზე საუბრის საშუალება კიდევ მომეცემა, რადგან დამწყებჟურნალისტური ცნობისმოყვარეობა ენის გაჩერების საშუალებას არ მაძლევს, რომ უფრო და უფრო მეტი გავიგო ჩემთვის საკმაოდ საინტერესო და აქამდე მიუწვდომელ თემებზე.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to რატომ ვსვამ ამდენ შეკითხვას?

  1. qeti ამბობს:

    რა თქმა უნდა, სანაიას უნდა ეცადა, მაგრამ მე მგონი პასუხებს მაინც ვერ მიიღებდა.

  2. siyvarulovna ამბობს:

    ყველა თავის ტყავზე ზრუნავს (მზე)

  3. anna ამბობს:

    ღმერთმა იცის, მე რამდენ შეკითხვას ვსვამ.. ჩემთვის, ჩუმად

  4. anna ამბობს:

    უი, შენ ხარ?
    დიზაინი შეგიცვლია, უცნობი ბლოგი მეგონა უცებ :დ

  5. გოჩა გაბოძე ამბობს:

    კარგი ბლოგი გაქვს საინერესო და აქტუალური პოსტია

  6. ketusi ამბობს:

    ”რატომ არ ჩაუღრმავდა იგი პრეზიდენტის არცერთ პასუხს?”

    სანაიას ბოლო შეკითხვა იქნებოდა მაშინ(წერთილს დაუსვამდა თავის კარიერას).

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s