ჯოჯოხეთი

პოსტი, რომელიც წავიკითხე და არ შემეძლო, არ მეთარგმნა.
ნახეთ რუსული ვარიანტი აქ

ეს რეალური შეკითხვაა, რომელიც ერთერთი უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტებს შეხდათ ტესტში.

ერთი სტუდენტის პასუხი იმდენად „ღრმა“ იყო, რომ პროფესორმა მისი ქსელში გაზიარება გადაწყვიტა.

კითხვა: როგორ აღწერდით ჯოჯოხეთს – როგორც ეგზოთერმულ (გასცემს სითბოს), თუ როგორც ენდოთერმულ (ისრუტავს სითბოს) სისტემას?

სტუდენტების უმეტესობა ცდილობდა ჯოჯოხეთი ბოილის კანონის მიხედვით აღეწერა, ანუ რომ გაფართოვებით წნევის ვარდნასთან ერთად ტემპერატურაც ვარდება. ერთერთმა სტუდენტმა დაწერა:

თავიდან უნდა გავარკვიოთ, როგორ იცვლება ჯოჯოხეთის მასა დროის სვლასთან ერთდ. ამისთვის უნდა ვიცოდეთ, რამდენი სული ხვდება იქ და რამდენი ტოვებს მას. მე ვთვლი, რომ თუ სული ჯოჯოხეთში მოხვდება, იქიდან ვეღარ გამოვა. კითხვაზე კი, რამდენი სული ხვდება ჯოჯოხეთში, შეიძლება გვიპასუხოს დედამიწაზე არსებულმა რამდენიმე რელიგიამ; მათი უმრავლესობა ამტკიცებს, რომ  ის ადამიანები, რომლებიც მათს მრწამსს არ აღიარებენ, აუცილებლად  ჯოჯოხეთში მოხვდებიან. და, რადგან, ადამიანი არ შეიძლება ერთ რელიგიაზე მეტს აღიარებდეს, გამოდის, ყველა სული ჯოჯოხეთში ხვდება. ამ ყველაფრის გათვალისწინებით კი, გამოდის, რომ დედამიწაზე დაბადებულთა და გარდაცვლილთა რიცხვი ჯოჯოხეთში სულების რაოდენობის უსასრულო ზრდისკენ მიუთითებს.

ახლა გადავხედოთ მოცულობის ზრდის საკითხს. ჯოჯოხეთში რომ ერთი და იგივე ტემპერატურა და წნევა შევინარჩუნოთ, ბოილის კანონის თანახმად, მისი მოცულობა სულების რაოდენობის ზრდის პირდაპირპროპორციულად უნდა იზრდებოდეს. სხვა შემთხვევაში ორი ვარიანტი გვაქვს:

  1. თუ ჯოჯოხეთი ფართოვდება უფრო ნელა, ვიდრე იქ სულების რაოდენობა იზდება, ტემპერატურა და წნევა იქამდე გაიზრდება, სანამ ეს ადგილი, უბრალოდ, არ აფეთქდება.
  2. თუკი მოცულობა უფრო სწრაფად იზრდება, მაშინ ტემპერატურა და წნევა ჯოჯოხეთის საბოლოო გაყინვამდე დაიწევს.

რომელია ამ 2 ვარიანტიდან სწორი?

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირველკურსელმა ანჟელამ განმიცხადა, „უმალ ჯოჯოხეთი გაიყინება, ვიდრე შენთან სექსი მექნებაო“, დღეს კი ჩვენ ერთად გავიღვიძეთ, შეგვიძლია მარტივად დავასკვნათ, რომ ჯოჯოხეთი უკვე გაიყინა. აქედან გამომდინარეობს, რომ იგი უკვე ვეღარ მიიღებს სულებს. ე.ი. დარჩა მხოლოდ სამოთხე, რაც, თავის მხრივ, ღმერთის არსებობას ადასტურებს. ეს კი იმ ფაქტსაც ხსნის, თუ რატომ ყვიროდა ანჟელა მთელი ღამის განმავლობაში „ო, ღმერთოო!“.

პ.ს. ეს სტუდენტი იყო კურსზე ერთადერთი, ვინც ფრიადი მიიღო.

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მშვიდობიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

24 Responses to ჯოჯოხეთი

  1. vampirate ამბობს:

    :D:D:D:D
    kargi iyo dzalian 😀 va-share-eb 😀

  2. lasha ამბობს:

    ლოოოოოოლ. აი მოაზროვნე ახალგაზრდობა 🙂

  3. tamaRa ამბობს:

    ყოჩაღ სტუდენტს 🙂 ამას ჰქვია ჩარჩოების გარეშე აზროვნება და კიდევ უფრო ყოჩაღ პროფესორს!!! 🙂

  4. niksologi ამბობს:

    მშვენიერ! ჯიგრულ!
    კაეა კაე! 🙂

  5. Dudana ამბობს:

    dzalian magaria!:)

  6. kob-r-a ამბობს:

    მე განსაკუთრებით ეს ადგილი მომეწონა : “მათი უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ის ადამიანები, რომლებიც მათს მრწამსს არ აღიარებენ, აუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდებიან. და, რადგან, ადამიანი არ შეიძლება ერთ რელიგიაზე მეტს აღიარებდეს, გამოდის, ყველა სული ჯოჯოხეთში ხვდება” 😀 😀 … კაი იყო კაი , მომეწონა 🙂

  7. Marry Poppins ამბობს:

    turme fizikashic sheidzleba, ikos ragac saxaliso 🙂

  8. Molly Bloom ამბობს:

    სტუდენტი უმაგრესი ტიპი ყოფილა, მაგრამ განსაკუთრებული რესპექტი პროფესორს. აი, კაცი!

    ჰო, მთავარი მადლობები პოსტის ავტორს.

  9. dakarguli ამბობს:

    ესეიგიიიი დდდდდ ფიზიკოსი უნდა დავპატიჯო პაემანზე დდდდდდ

  10. chanisluli ამბობს:

    მაგარია, ვერაფერს იტყვი 🙂 მადლობა ავტორს თარგმნისათვის

  11. data ამბობს:

    msjeloba aralogikuria joorj:))

  12. siyvarulovna ამბობს:

    იეეეე :დ :დ :დ

    გვეშველა? :დ

  13. redgarbagecan ამბობს:

    და თუ დავუშვებთ, რომ სამოთხეც და ჯოჯოხეთიც არსებობს ( ეს უკანასკნელი არსებობდა თუ ამ სტუდენტს დავუჯერებთ) და ჯოჯოხეთში მართლაც მუშაობს ბოილის კანონი და ის ფართოვდება მასში სულების რაოდენობის პროპორციულად, მაშინ გამოდის, რომ ჯოჯოხეთი არსებობს და ეს სტუდენტი და ანჯელაც ჯოჯოხეთში მოხვდებიან 🙂

    აგნოსტიკოსი

  14. anna ამბობს:

    პოსტის დასასრულზე ჩავბჟირდი :დდდ
    ანჟელა ❤

  15. Jessie ამბობს:

    udzlieresi postia ^^ kaia rom tagmne :))))) uuu, sait mivyavart logikas nuu

  16. Anonymus ! ამბობს:

    Kai Postiaaa … Yochag gadatargmnistvis ; ) Me ar mjera Jojoxetis adamiani kvdeba miwashi ichmeba morcha da gatavda 😀 😀

  17. misanthrope ამბობს:

    ეს კაი იყო

  18. ketusi ამბობს:

    ჯოჯოხეთის ის გაგება,რაც გინდაც აქ არის აღწერილი ,ჩემთვის ნაკლებად სარწმუნოა.(და არც ათეისტი ვარ)
    ხო,ანჟელას ამბავი სახალისო იყო :)))

  19. veronikaaa ამბობს:

    ძალიან კარგი ტესტი,ძალიან მოაზროვნე სტუდენტის პასუხით…მომეწონა:)

Leave a reply to Marry Poppins კომენტარის გაუქმება