მე არ

ვაპირებ ჩემი აზრი თავს მოგახვიოთ

მინდა ვინმემ დამიჯეროს ან არ დამიჯეროს

ვფიქრობ, რომ ეს პოსტი ვინმეს ცნობიერებს შეცვლის

მაინტერესებს ის, რომ ამის შემდეგ ვიღაც დამეთანხმება, ან არ დამეთანხმება

შემიძლია რასაც ვფიქრობ, აქ არ დავწერო:

მჯერა იმათი, ვინც ამბობს, რომ არავისი სჯერა

მჯერა იმ პოლიტიკოსების, რომლებიც მაჯრებენ, რომ ყველაფერი კარგადაა

მჯერა იმ ისტორიკოსების, რომლებიც მაჯერებენ, რომ ადრე ყველაფერი კარგად იყო

მჯერა ღმერთის არარსებობის

მჯერა იმ ათეისტების, რომლებიც ყოველ მეორე ფრაზას “ო ღმერთოს” ამბობენ

მჯერა იმ მორწმუნეებისაც, ცომლებიც ყოველ მეორე ფრაზას “ო ღმერთოს” ამბობენ

მჯერა რომ რომელიმე “იზმი” შეიძლება ადმიანებს შორის იდეალურად განხორციელდეს, გარდა ეგოიზმისა

მჯერა, რომ თვით “იზმების” შემქმნელებს სჯეროდათ მათი იდეალურად განხორციელების

მჯერა ყველასი

მჯერა, რომ მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს

მჯერა, რომ ბოლოს საქართველო გადარჩება

მჯერა, რომ ომები საჭიროა თუნდაც იმისთვის, რომ დედამიწაზე მოსახლეობა გადახალისდეს

მჯერა, რომ დღეს მშვიდობაა

მჯერა, რომ ოდესღაც მაინც იყო მშვიდობა

მჯერა, რომ ჩვენ ყველანი ჯოჯოხეთში მოვხვდებით

მჯერა იმისიც, რომ ჩვენ ყველანი სამოთხეშიც მოვხვდებით

მჯერა, რომ შენ, ვინც ამ პოსტს კითხულობ ჯერ არ მოგშლია ნერვები

მჯერა, რომ არ აქვე გაწყვეტ კითხვას

მჯერა, რომ გამარჯვება ყველაფერია

მჯერა ისიც, რომ მთავარია მონაწილეობა

მჯერა, რომ ვინმეს მოსწონს ჩემი ბლოგის სახელი portxlebi

მანაღვლებს, გაინტერესებთ თუ არა, რატომ ქვია მას მაინცდამაინც ფორთოხლები ო–ს გარეშე და არა სხვა რამ

მანაღვლებს, იმიტომ, რომ შენ უკვე კითხულობ ამ პოსტს

ვსვამ შეკითხვას – “გვეშველება რამე?”

ვსვამ ბევრს

მივხვდი, რომ შენ უკვე მოგბეზრდა

ვფიქრობ, რომ პოსტში დიდი აზრი ჩავაქსოვე

ვარ დარწმუნებული, რომ მოგეწონა

ვითხოვ მოწონებას და კომენტარებს

ვაპირებ მეტის გაგრძელებას

ვიცი, რატომ დავიწყე

ვიცი, როგორ დავამთავრებ

გემშვიდობები

 

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

23 Responses to მე არ

  1. civiseli ამბობს:

    1)მე არ მჯერა, რომ შენ, ვინც ამ პოსტს კითხულობ ჯერ არ მოგშლია ნერვები
    მომეშალა, დრო დავკარგე, ანუ აქ გეთანხმები
    2)მე არ მჯერა, რომ ვინმეს მოსწონს ჩემი ბლოგის სახელი portxlebi
    რა თქმა უნდა იდიოტობაა,გეთანხმები
    3)მე არ მივხვდი, რომ შენ უკვე მოგბეზრდა
    გაუმართავი წინადადებაა თუმცა აზრს ვეთანხმები
    4)მე არ ვფიქრობ, რომ პოსტში დიდი აზრი ჩავაქსოვე
    გეთანხმები
    ხო ხედავ უკვე ოთხჯერ დაგეთანხმე 🙂
    5)

  2. Mariam Kavtaradze ამბობს:

    იოლი წასაკითხი იყო და თან ცოტა სახალისოც… მომეწონასავით…
    უი, დამავიწყდა, რომ (მე არ) მევალებოდა კომენტარის ან შეფასების დატოვება 🙂

  3. civiseli ამბობს:

    რატომ ცოცხლობ? 🙂
    ერთ-ერთი პუქნტი “მე არ ვპირებ მეტის გაგრძელებას” იმედის მომცემია :დ

  4. ნწ, მათემათიკაში ურევ მგონი :)))
    და ბოლო პუნქტი არ არის იმედისმომცემი ? 😉

  5. civiseli ამბობს:

    რომ მემშვიდობები? ეგ მოხდა უკვე :დ :დ :დ
    ჰო კაი, აქ მეტს არ შემოვალ, რეიტინგი არ მოგემატოს

  6. mOody ამბობს:

    mjera, rom shen namdevilad ar geshveleba : P 😀

  7. ყოველთვის მაინტერესებდა რატომ არაა ეგ მისტიური “ო”, მაგრამ მაინც არასდროს გეკითხებოდი. არც ახლა გკითხავ.

  8. siyvarulovna ამბობს:

    ნწუ, არ მომშლია. პროსტა გავიფიქრე ვერაათქო :დ

  9. salolas ამბობს:

    მე კიდე გავიფიქრე გაერთოს ბავშვი რას ვერჩითქო : )) არც საქმე ქონდა და არც სხვა რამ უფრო მეტად მწვავე თემაზე პოსტვის სურვილი. fine..!

    p.s. ხო მე ვიცოდი ისე სად “დაიკარგა” “ო” 🙂 ადრე მითხარი 🙂

  10. niksologi ამბობს:

    შენ (არ) გჯერა (არაფრის) ყველაფრის…

  11. katerina ამბობს:

    mec ase gavige,rom ar gjera arafris da viziareb am pozicias 😀

  12. xatia ამბობს:

    სიმართლე თუ გინდა, ორჯერ წავიკიტხე, რომ გამეგო რაში იყო საქმე და მერე მივხვდი…ბევრს არ დავაკომენტარებ, უბრალოდ გეტყვი, რომ ტყუილად ნამდვილად არ გჯეროდა, რომ მე ნერვები არ მომეშლებოდა:D

  13. xatia ამბობს:

    ყოველთვის არა….:D

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s