თბილისი და სხვები

თუ ოდესმე რეგიონში გიცხოვრიათ, შეამჩნევდით, რომ საქართველო ორ ნაწილად იყოფა: თბილისი და სხვები (ამ შემთხვევაში, დაკარგულ ტერიტორიებს არ ვგულისხმობ). შესაბამისად, მე ეს შევამჩნიე: უფრო სწორად, განსხვავება საკუთარ თავზე გამოვცადე.

ამ ორ „ნაწილს“ ძალიან ბევრი რამ განასხვავებს ერთმანეთისგან, თუმცა ამ წერილში არ ვაპირებ იმაზე საუბარს, რომ, თითქმის ყველა მნიშვნელოვანი (ან გამნიშვნელოვანებული) კულტურული მოვლენა დედაქალაქში ხდება; არც იმაზე ვილაპარაკებ, რომ ისეთი საცხოვრებელი პირობები, როგორიც არის, ვთქვათ, სახლში ცენტრალური გათბობა, რეგიონებში, უმეტესად, ოცნების სფეროს განეკუთვნება (იქ დღესაც შეშის ღუმლებს იყენებენ); და არც იმაზე, რომ ამ ყველაფრის გამო თბილისის მოსახლეობა დარჩენილი საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს უდრის. ამ წერილში გიამბობთ ერთ, ჩემი აზრით, ყველაზე მთავარ ნიშანზე, რაც თბილისს დანარჩენი საქართველოსგან განასხვავებს და გამოყოფს.

ოცდამეერთე საუკუნეს ინფორმაციის საუკუნეს შემთხვევით არ უწოდებენ. თითქმის ყველა აღიარებს, რომ დღეს ისეთი დრო მოვიდა, როცა მრავალფეროვანი ინფორმაცია ლამის სასიცოცხლოდ სჭირდება ადამიანს. ინფორმაციის მიღების საშუალება კი მრავალგვარია: გაზეთები, რადიო, ტელევიზია, თუნდაც პირადი საუბრები და ა.შ. თუმცა ჩვენს დროში ეს ყველაფერი ერთმა ძალიან მნიშვნელოვანმა გამოგონებამ შეითავსა: ეს ინტერნეტია. რა არის ინტერნეტი? ძალიან მარტივად და ჩვენთვის (ქართველებისთვის) მაქსიმალურად გასაგებად რომ ვთქვა, ეს არის ის, რაც თბილისში დიდი, მოქნილი და სწრაფია, დანარჩენ საქართველოში კი (უმეტეს ნაწილში) ან საერთოდ არ არის, ან ეგეთ ყოფნას, ჯობია, რომ საერთოდ არ იყოს.

ჯერ კიდევ მეცხრე კლასში ვიყავი, როდესაც სკოლაში საიდანღაც გავრცელდა ხმები, მაისის ბოლოს ინტერნეტი გექნებათო. შემდეგ უკვე მეათე კლასში გავრცელდა მსგავსი ხმები, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ უკვე დეკემბერში გვპირდებოდნენ „დაქსელიენებას“. ასეთი დაპირებები კიდევ ერთი–ორ წელსაც გაგრძელდა და საბოლოოდ ნანატრ მსოფლიო ქსელში ჩემი კომპიუტერიც ჩაერთო: ოღონდ არქაული და კარგა ხნის წინ გადაშენებული Dial Up მოდემითა და, უკეთეს შემთხვევაში, 40 კილობიტი სიჩქარით (შედარებისთვის, ასეთი სიჩქარის ინტერნეტით ერთი ფილმის გადმოწერას, დაახლოებით ერთი დღე–ღამე ან ცოტა მეტი სჭირდება). ჰოდა, თქვენ თვითონ განსაჯეთ, ამ შემთხვევაში ინტერნეტი ინფორმაციის მიღების საშუალება უფრო იქნებოდა თუ ნერვების მოშლის. შესაბამისად, ახალი ამბები ჩემთან ან ძალიან დიდი ხნის დაგვიანებით აღწევდა, ან ისევ უახალამბოდ ვრჩებოდი.

მას შემდეგ აგერ უკვე ორი წელი გავიდა: თუმცა რეგიონებში არც არაფერი შეცვლილა. ისიევ იგივე ორმოცი კილობიტი და უმეტესად, მხოლოდ სკაიპში, Одноклассники-ში, ან Facebook–ში საჩეთაოდ ჩართული კომპიუტერი. ეს მაშინ, როდესაც საკაბელო ტელევიზიით მხოლოდ სამიოდე ქართული არხის ნახვა თუა შესაძლებელი (უმეტესად, რუსთავი 2–ის, პირველი არხისა და იმედის). ან, თუ ძალიან მოინდომე და სატელიტური ანტენა წამოიჭიმე, ერთი–ორი რუსული არხიც დაგემატება და შეიძლება და, შეიძლება, BBC–საც მოჰკრა თვალი, თუმცა, ეჭვი მაქვს, ხალხის უმეტესობამ სუბტიტრებიანი ფილმებით ჯერ ვერ მოასწრო ინგლისურის შესწავლა და ამ ენის გაგებას ერთი–ორი თვე კიდევ დასჭირდება.

მანამდე კი, თუ რეგიონში ცხობრობ, ისღა დაგრჩენია „კურიერის“ ან „ქრონიკის“ ცქერით დაკმაყოფილდე და ყოველ საღამოს მოისმინო საქართველოში მომხდარი საზარელი მკვლელობების, ეპიდემიით დაღუპული ადამიანების, გადათხრილი გზების, განახლებული ფასადების,  ახლად გახსნილი ქარხნების, დევნილების უშფოთველი ცხოვრების, პროდუქტებზე ფასების უმნიშვნელო ზრდის, პრეზიდენტისა და მთავრობის უებრო მუშაობისა თუ საქართველოს არნახული ეკონომიკური წინსვლის შესახებ. შემდეგ თვალს გაახარებ „თბილისი Live–ით“, იქნებ „კომედი შოუსაც“ გადააყოლო გული და ბოლოს ფიქრობ: ნეტავ იმ ქვეყანაში წამიყვანა, ტელევიზორში რომ გვაჩვენებენ.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

14 Responses to თბილისი და სხვები

  1. Slash ამბობს:

    კარგი სტატიაა 🙂 სამწუხარო რეალობას ასახავს 😐

  2. wordgirl123 ამბობს:

    სიმართლეა.განსაკუთრებით ბოლო აბზაცი მომეწონა:)

  3. siyvarulovna ამბობს:

    სხვათაშორის უკვე თითქმის ყველა რეგიონში თუ სოფელში მხვდება ე.წ თეფშები რომელიც მხოლოდ იმედის და რუსთავი2–ის იმედზე არ ტოვებს მოსახლეობს.

    რაც შეეხება ინტერნეტს, რომც ჰქონდეთ როგორც აღნიშნე მას მხოლოდ საჩეთაოთ თუ გამოიყენებენ 🙂

    • ეგეც მეწერა, სიყვარულოვნა – “…ან, თუ ძალიან მოინდომე და სატელიტური ანტენა წამოიჭიმე, ერთი–ორი რუსული არხიც დაგემატება და შეიძლება და, შეიძლება, BBC–საც მოჰკრა თვალი, თუმცა, ეჭვი მაქვს, ხალხის უმეტესობამ სუბტიტრებიანი ფილმებით ჯერ ვერ მოასწრო ინგლისურის შესწავლა და ამ ენის გაგებას ერთი–ორი თვე კიდევ დასჭირდება.”
      ვიცი ეგ რა ხილიცაა :))) რამდენიმე ათასი პორნო და 20–მდე ისეთი არხი, ცოტა რო არა უშავს, მაგრამ რო გიჭირს ინფორმაციის მიღება

  4. Mariam Kavtaradze ამბობს:

    რაღაც მომენტში ვიფიქრე, ჩემს სკოლაში ხომ არ სწავლობდა-მეთქი 🙂 მაგარი პოსტია, მართლა… თუმცა, სოფელშიც ცხოვრობს კარგი ხალხი, რამდენადაც ვიცი…

  5. anna ამბობს:

    ჰო, თითქმის არფერი შეცვლილა სხვაგან. თუ არ ჩავთვლით ახლადამობრწყინებულ ბათუმს და ქუთაისს..

  6. sophia ამბობს:

    ნამდვილად კარგი სტატიაა, რეალური.. თუმცა ძალიან ხშირად სოფელში ადამიანები სულ არ უყურებენ ტელევიზორს და ბუხართან ან შეშის ღუმელთან გემოვნებიან ლიტერატურას ეცნობიან.. კითხულობენ და წიგნის სამყაროში მოგზაურობენ..
    ინტერნეტი მართლაც დიდი პრობლემაა სოფელში, მაგრამ ისიც გამოგრჩა რომ არიან ისეთი ადამიანები რომლებიც არ ”ჩეთაობენ” დასახელებულ სოციალურ ქსელებში და იმ 40 კილობაიტიან ინტერნეტს უფრო საინტერესოდ იყენებენ.. 😉 (რა თქმა უნდა შენი სტატიაც ამას ეხება ზუსტად 🙂 მაგრამ ეს ისე უბრალოდ…)

    • კი, ეგ ფაქტია და, სიმართლე გითხრა, ვფიქრობ, ზუსტად მაგით გვიდგას სული :)))
      ის ხალხი, ვინც, ასე ვთქვათ, ნებისმიერ ადგილას ინფორმაციის ვამპირია, მაინც ახერხებს თავისას და ძალან კარგ თვითგანათლებასაც იღებს, მაგრამ, ასეთები უკვე ძალიან ცოტანი არიან: ეგაა სამწუხარო. 40 კილობიტს რაც შეეხება, ეგ გაწელილი რიცხვია 😀 ეს სტატია ჩემმა ძმამ რო წაიკითხრა, მითხრა, რა ორმოცი, 12 კილობიტს არ აცდენია, რაც თავი მახსოვსო :))))
      იმის თქმა მინდა, რომ გვინდა თუ არ გვინდა, ინტერნეტი მაინც სასიცოცხლოდ აუცილებელია უკვე და, შესაბამისად, რაც უფრო ფართოდ გავრცელდება, ბევრად უკეთესი იქნება ყველასთვის:)))

  7. xatia ამბობს:

    თბილისი-liveთან დაკავშირებით ერთს დავამატებდი__საქართველოს მოსახლეობის 98% უყურებს როგორ გულაობს საქართველოს მისახლეობის 2 %(არც კი ამდენი):D
    აბსოლუურად გეთანხმები….

  8. kevana ამბობს:

    ეგრეა 😦

  9. ketusi ამბობს:

    კარგი პოსტია,მართლაც რაიონებში ინტერნეტის გაყვანა ძალიან შორეული მომავალია.
    ისე, მაგთი პიქსს იყენებენ კიდევ,მაგრამ დაბალი სიჩქარე აქვსო.
    ინფორმაციულობა და ახალ ტექნოლოგიებში გარკვევა უკვე სასიცოცხლოდ მნისვნელოვანია,გეთანხმები.
    სატელიტებს რაც შეეხება,იმდენად ცოტა არხს თუ დაიჭერ, რომ თბილისში არც ღირს მაგის გაკეთება(ალტერნატივა უკეთესია-საკაბელო),რაიონისთვის კი უფრო კარგი გამოსავალია.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s