ქალიშვილობის ინსტიტუტი, როგორც პროსტიტუციის უშუალო ხელშემწყობი

ვიფიქრე, ვიფიქრე და ბევრი ვიფიქრე თუ თოტა ვიფიქრე, მივხვდი, რომ ქალიშვილობის ინსტიტუტის დაცვა სხვა არაფერია, თუ არა სხეულით ვაჭრობის პირდაპირი ხელშეწყობა. ამ თემაზე ერთხელ მამაჩემსაც კი ვესაუბრებოდი და, მინდა გითხრათ, ძალიან სახალისო საუბარიც გამოგვივიდა. სახალისო, რა თქმა უნდა იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, ჩემს სასარგებლოდ დასრულდა.
ჰო, ახლა რა შუაშია ქალიშვილობის ინსტიტუტი და სხეულით ვაჭრობა. მოდი, ჯერ მამების თაობის ორიოდე ურყევ წესს, და ჩემს ამდენსავე კითხვას გადავხედოთ, ისე, თვალსაჩინოებისთვის.
წესი ნომერი 1. რა თქმა უნდა, ყველა პატიოსანი ქართველი ქალი ქალიშვილი უნდა იყოს.
კითხვა ნომერი 1. მარტო ქართველი? არაქართველმა რა დააშავა?
წესი ნომერი 2. გოგოს, რომელიც ქალიშვილი არაა (ანუ არაქალიშვილ გოგოს) ცოლად არ მოვიყვან (სხვისი ნახმარი ქალი რად მინდა).
კითხვა ნომერი 2. და თუ იმ ქალიშვილ გოგოსაც უნდა უმანკო ქმარი?
პიველ კითხვაზე, როგორც წესი, ფიქრობენ ხოლმე, უცხოელი ეშმაკსაც წაუღიაო, მაგრამ პასუხად, ჩვეულებრივ ვიღებთ, რომ პატიოსანი გოგო აქაც და იქაც ერთნაირად ქალიშვილია. მეორე კითხვაზე კი, პასუხი ცალხახაა: კაცი ი მისთვისაა, ძმაო, რო იგულავოს. კაი ბატონო, დავუშვათ იგიულავე. აბა, ჩვენო მამებო, „იმ კაი დრო“ რომ მოიარეთ მოსკოვები, დონეცკები, ლენინგრადები, ხარკოვები, ნოვგოროდები და კიდე ბევრები ეგეთები, დაითვალეთ მაინც რამდენი „რუსის ნაშა“ ჩაიწერეთ თქვენს ანგარიშზე? რა თქმა უნდა, ვერა, ზედმეტად დიდი სია გამოვიდოდა.
სამაგიეროდ ახლა ხართ ფირიად ეკლესიურები და კბილებით იცავთ „არა იმრუშოს“, მაგრამ მე მაქვს ლოგიკური შეკითხვა. რამდენად კეტავს „შეინარჩუნე ქალიშვილობა ქორწილამდე“ და „არა იმრუშო“ ერთმანეთს?
მოდი, მოვიყვანოთ კლასიკური მაგალითი:
ერთი სტანდარტულად პატიოსანი, შეძლებისდაგვარად ეკლესიური გოგონა, რომელსაც აღთქმა აქვს დადებული, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე კაბის გარდა სხვა ტანსაცმელს არ გაიკარებს, ხვდება ერთ სტანდარტულად პატიოსან ბიჭს, რომელიც მის გადაწყვეტილებას პატივს სცემს. მათ უყვარდებათ ერთმანეთი, რეგულარულად აქვთ პაემნები და, კულტურულად რომ ვქვათ, ეხვევიან და კოცნიან ერთმანეთს, როცა ირგვლივ არავინაა (არაკულტურულად რომ ვთქვათ, ზასაობენ). თუმცა, რა თქმა უნდა მათი ურთიერთობა ზასაობას არ ცდება, იმიტომ, რომ ქორწილამდე სექსი დაუშვებელია. მაგრამ, ერთიც ვნახოთ, ამ ბიჭს სხეულის დაბალ შუა ნაწილში ტკვივილები უტევს (გოგოსაც უტევს, მაგრამ ცდილობს, არ შეიმჩნიოს), ჰოდა რადგანაც შეყვარებულთან სექსი ქორწილამდე ვერ ექნება, ყოველ დღე მასტურბაცია კი უკვე ყელში ამოუვიდა, სასწრაფო წესით შოულობს ოცდაათ–ორმოც ლარს და პიველსავე ბორდელში იცლება ჰორმონებისგან.
ესეც ერთი მაგალითი, როგორ უწყობს ხელს ქალიშვილობის ინსტიტუტი პროსტიტუციის განვითარებას.
პ.ს. ამის შემდეგ, ცოტა ხანში ეს წყვილი ქორწინდება, და ცხოვრობს, ტკბილად, ბედნიერად, ტყუილისა და ღალატის გარეშე (პერიოდულად ბოზებში სიარული ღალატში, რა თქმა უნდა, არ ითვლება).
თუმცა არის კიდევ ერთი მაგალითი:
ავიღოთ მამების თაობის ერთი კლასიკური წარმომადგენელი, რომელიც ადგა, დაითრია ორმოცი მანეთი, ოცდათხუთმეტად გადაფრინდა მოსკოვში, იქ ერთი მშვენიერი ქერა ქალიშვილი გამოიჭირა, რომელიმე იაფფასიან სასტუმროში ნამდვილი ქართული სექსიც (კაცი ზევიდან) გაუჩაღა და კმაყოფილი დაბრუნდა სამშობლოში.
მოდი, შედეგებზე ისევ მამების ლოგიკით ვიმსჯელოთ:
ის გოგო ქალიშვილი აღარაა, შესაბამისად, წესი ნომერი ორის მიხედვით, მას ცოლად არავინ მოიყვანს. რაღა დარჩენია იმ საწყალს, ფაქტობრივად, მომავალი დაღუპული აქვს, ოჯახზე ოცნებაც ზედმეტია, ამიტომ აქვს რამდენიმე ვარიანტი:
1. თავი მოიკლას, რაც ასეთ ახალგაზრდა ასაკში საშინელებაა.
2. მონაზვნად აღიკვეცოს, რაც თითქმის იგივეა, რაც წინა პუნქტი.
3. ცოტა ხანს დეპრესიაში ჩავარდეს, შემდეგ კი დაიკიდოს და გააგრძელოს თავისუფალი სექსუალური ცხოვრება, რაც, ფაქტობრივად, უკვე ბოზობას ნიშნავს.
სამივე ვარიანტში ჩვენი აწ უკვე ღვთისმოშიში მამების თაობის ერთი რიგითი წარმომადგენლის ანგარიშზე მინიმუმ ერთი წარწყმენდილი სულია. თან, თუ სიმართლეს თვალებში შევხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ნებისმიერი საღად მოაზროვნე გოგო ამ სამიდან მესამე პუნქტს აირჩევდა, რაც, ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ მამების თაობის რიგითმა წარმომადგენელმა თვითონ შეუწყო ხელლი წესი ნომერი ორის დარღვევას (მის ნახმარ ქალს ხომ აწი აღარავინ შეხედავს სერიოზულად).
ჰოდა, ამ ურყევი წესების არსებობის ფონზე საქართველოში უფრო და უფრო ფართოვდება აქტიური ბორდელებისა და მათი კიდევ უფრო აქტიური მომხმარებლების ქსელი. ასევე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ქართული პორნოინდუსტრია მალე განვითარების პიკს მიაღწევს. მანამდე კი, მოვიმარაგოთ ფანტაზია და მოვიაროთ აწ უკვე ვირტუალური დონეცკები, მოსკოვები, ლენინგრადები და ა.შ.
ეს ხომ ჩვენი ტრადიციაა.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

93 Responses to ქალიშვილობის ინსტიტუტი, როგორც პროსტიტუციის უშუალო ხელშემწყობი

  1. ლიშთოთა ამბობს:

    ვერაფერს დავამატებ! კარგია

    პ.ს. მაგრამ რა მიკვირს, იცი? ქართველი გოგოები რატომ არიან ასე ჩუმად ბლოგოსფეროში მაინც ამ საკითხზე? :/

  2. გამოხმაურება: ქალიშვილობის ინსტიტუტი, როგორც პროსტიტუციის უშუალო ხელშემწყობი | მე, რეპორტიორი

  3. naniko ამბობს:

    რომ შევხედე ნაწერის სიგრძეს დამეზარა თავიდან წაკითხვა, მაგრამ მაინც წავიკითხე და ვერც გავიგე ისე ცევდი ბოლოში… მომეოწნა.. ძალაინ კარგია… :):):)

  4. naniko ამბობს:

    ნაწერი ვიგულისხმე მე… მოხვალ შენ უნივერსიტეტში… :D:D:D

  5. lookinart ამბობს:

    აი ნორმალური ლოგიკა, ქალიშვილობის ინსტიტუტი არა ბაბასილი

  6. anna ამბობს:

    როგორ მძულს ეს ვითომდა პატიოსნების ზეიმი ქალიშვილობის ინსტიტუტი :\
    სრულიად გეთანხმები. ყველაზე დიდი საძაგლობა რაც ქართველ კაცებს ჩვევიათ, სწორედ ისაა, რომ მხოლოდ ქართველი. სხვა დანარჩენმა რა დააშავა რომ ხმარობ ნეტავ?

  7. sophia ამბობს:

    ძალიან კარგი ”პოსტია”, თუმცა ყოველმხრივ მაინც არაა განხილულიი.. 😉 ვარიანტებბი ძალიან შეგიცოტავებია. 🙂

  8. siyvarulovna ამბობს:

    მე იცი რა მიკვირს?
    როდემდე იქნება ქალიშვილობის ტემა პოპულარული საქართველოში?

    ა) იქამდე სანამ მამემბის თაობა არ დაიღუპება
    ბ) იქამდე სანამ “ხალხი რას იტყვის” აზროვნება სისხლში გვექნება
    გ) იქამდე სანამ ბიჭების 90%სთის არაქალიშვილი გოგო ბუნებრივად ასოცირდება ბოზთან
    დ) თავშიაც ქვა გიხლიათ.

  9. xatia ამბობს:

    dzalian did pativs vcem saeklesio pirebs, magarm ar shemidzlia davetanxmo mama levans, roca ambobs qalishvilobis instituti gamogonili problemaao…ukacravad, magarm 40 wlis qali rom araa qalishvili(roca gasatxovaria),shesabamisad amisi mas dzalian rcxvenia,da gatxovebis shansi rom uchndeba da apkis agdgenis operacias romiketebs, es problema ar aris?! rac mtavaria, potenciur saqmros rom unda 40 wlis qalishvili colad es avadmyofobaa mgoni da diaxac rom seriozuli problemaa…me tu mkitxavt, swored es aris eklesiurad didi codva, vidre is, rom zrdasrulma qalma sakutari grdznobebis gamoxatva moisurvos.es xom ar nishnavs mis garyvnilobas? dzalian bevr rameshi vetanxmebi chvens tavzexelagebuls da agfrtovanebuli var, rom swored kaci alaparakda(da tan sakmaod sainteresod) am temaze…minda gitxra_BRAVO…:D:D:D

    • “shesabamisad amisi mas dzalian rcxvenia,da gatxovebis shansi rom uchndeba da apkis agdgenis operacias romiketebs, es problema ar aris?!” აბსოლუტურად გეთანხმები ამაში :)))
      დიდი მადლობა მოწონებისთვის :))))

    • stary,stary night... ამბობს:

      “me tu mkitxavt, swored es aris eklesiurad didi codva, vidre is, rom zrdasrulma qalma sakutari grdznobebis gamoxatva moisurvos.” ამ კომენტარმა განმარისხა:@ საქმეც იმაშა რომ შენ არავი გეკითხება:) თუ მამა ლევანს არ ეთანხმები, წაიკითხე ბიბლია, რაც იგივეს იმეორებს, და თუ მასაც არ ეთანხმები გამოდის რომ არც ღმერთს ეთანხმები, ხოდა აიღე ხელი ქრისტიანობაზე. ისე კი თუ ვცოდავთ ვაღიაროთ მაინც:)
      ეს ალიაქოთ კი იცით რისი ბრალიაა? ბევრი თავის სექსუალურ სურვილებს ვერ თოკავს და ახლა ვითომ “თავისუფალი” ადამიანის სტატუსით ცდილობს თავის გამართლებას, კარგით რაა, როდემდე უნდა ვიყოთ სასაცილოები რიჟიკის ფორმით, გააკეთეთ ის რაც გინდათ, ნუ აქცევთ ყურადღებას 40 წლის ქალიშვილებსა და მოძველებულ მენტალიტეტს, ყველას თავისი ცხოვრება აქვს, უბრალოდ ამ ყველაფრის მერე უცოდველებად ნუ გამოიყვანთ ხოლმე საკუთარ თავებს:)

  10. vampirate ამბობს:

    :)))
    shemovedi, wavikitxe, momewona, davakomente

  11. Me ამბობს:

    სიგრძე არაფერს განსაზღვრავსოო? :O:O

  12. Me ამბობს:

    საქართველოში გულაობა კაცებს მაგარ ,,როჟობაში” რომ ეთვლებათ და ქალებს კიდევ ბოზობაში, ეგ სწორედაც რომ ქალების ,,დამსახურებაა”. თავს არ იფასებთ და კაცების ,,საგმირო საქმეებს” ადვილად ეგუებით 😉 თქვენც რომ იგივე რეაქცია გქონდეთ კაცების პირდაპირ რომ ვთქვათ კაცების ბოზობაზე, როგორიც მამრებს აქვთ საპირისპირო სქესთან დამოკიდებულებაში, ალბათ ასეთი სიტუაციაც არ იქნებოდა და მაგ ავბედით ქალიშვილობის ინსტიტუტზეც არ ატყდებოდა ასეთი ალიაქოთი :)))

    • ეცით ფემინისტებო 😉 !!!!!!!!!!!!!!!!!!!!

    • dreamar ამბობს:

      ამ აზრში სიმართლის მარცვალი. ბევრი ქალისგან გამიგია როგორ ამართლებენ მოღალატე ქმრებს “მერე რა კაცია, რა მოხდა, მთავარია მე ვუყვარვარ” 😐 კაცებს რომ ჰქონდეთ იმის შიში, რომ სხვასთან სექსის გამო ოჯახი დაენგრევათ, ალბათ უფრო სხვანაირად მოიქცეოდნენ 😐 და ისე თუ მამაკაცი მაინცადამაინც ვერ ამბობს სხვასთან დაწოლაზე უარს, მაშინ ცოლის მხრიდან მსგავსი საქციელიც არ უნდ აგაუკვირდეს 🙂 გენდერული თანასწორობა უპირველეს ყოვლისა :დ

  13. endeblogi ამბობს:

    qalishvilobis instituti=vajishvilobis instituts bajishvilobis instituti = onanizms onanizmi(xshiri:D)=gamo&*evebas

    ase rom tu gvinda rom ar viyoT gamo&^*bulebi araqalishvili colebi unda moviyanot 😀

  14. roma ამბობს:

    ოლეეეეეე ჰოოოოოპ……ვიჟიმავოოოოოოოთ…..:))))))….ო ლა ლაააააა…..

  15. le libertin ამბობს:

    ეს პრობლემა ესე ცარიელი სიტყვებით ვერ გადაწყდება, მოქმედებაა საჭირო, რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ …..იქნებ დრო დაგვეთქვა რუსთაველზე, პარლამენტის წინ გავსულიყავით ჩვენ ჩვენს მეწყვილეებთან ერთად და პირდაპირ ქუჩაში სახალხო სექსი მოგვეწყო…თანაც ეკლესიაც იქვეა?!

  16. მსუნაგი ამბობს:

    აუუუ არავინ არ მაძლევს და მენძრევინება:((((….რა ვქნა????ეჰ წავალ დავანძრევ:))))))

  17. karga xnis qalishviloba dakarguli ამბობს:

    თავზეხელარებულო მამაძაღლო ვინ არის მითხარი, მაგას ვაჩვენებ მე სეირებს…..:))))….;)

  18. polithooligan ამბობს:

    “სასწრაფო წესით შოულობს ოცდაათ–ორმოც ლარს და პიველსავე ბორდელში იცლება ჰორმონებისგან.”

    ამოდენა ბიჭი ხარ ასეთი ანატომიური შეცდომა როგორ დაუშვი? :დ

    ბიჭო რაღაც გაგიჭირდა და აჭიკჭიკდი აი!! აი ახლა შენ რომ ვინმესთან ერთად ღვთისნიერად სექსუალური შეყვარებულობა გქონდეს ასეთი რამის დაწერას აჰა აჰა უბნელების “აზაბოჩკა” თვალების შემხედვარე წარმოშობილი ალტრუიზმი გაიძულებდა, მაგრამ მამასთანაც ვილაპარაკეო და ეს უკვე არაცნობიერის ცეცხლია :)))

    რაც შეეხება თემას: 1 კატეგორიამ შეგვჭამა ამ თემაზე წერა, კითხვა, ლაპარაკ, ხატვით. და 2 კატეგორიამ “აუ ამოხვედით ამ თემაზე წერით”-ის მარადიული ციტირებით.

    მოდი გავკადნიერდები და ორიგინალურ პასუხს გეტყვი: მოკლედ ბიჭებმა ერთმანეთთან დავკარგოთ ვაჟიშვილობა. უყურე პრაქტიკულად ქალები ქალიშვილები რჩებიან, არც თავს იკლავენ, არც მონასტერს იღებენ აბ(ფ)კის სანაცვლოდ და არც (ღმერთოდაგვიფარე) ბოზობენ!
    ოდა როცა მიხვდები რომ სექსი კი არა ცოლი გინდა აგერ ბატონო ზღვა ქალიშვილების.. (ეს ავტომატურად ანადგურებს პროსტიტუთა მოთხოვნილებას).
    ჰა ამოირჩიე ბორდელი თუ დროებითი ბისექსუალობა?! :))

    რომიკ კარგი ხარ!! :დ

  19. le libertin ამბობს:

    შენც ზვიკუნი… …. :))

  20. Social Animal ამბობს:

    ცოტა ალოგიკური პოსტია, თუმცა, ისეთი კეთილი გულითაა დაწერილი, ჯანდაბას ალოგიკურობა :))))))

  21. Jessie ამბობს:

    ამ თემაზე უსასრულოდ ილაპარაკებდა ადამიანი.. ჩვენს საზოგადოებაში ძალიან აქტუალური და საინტერესო თემაა (აბა სხვა რა აგსართობი გვაქვს)… კაი პოსტია 🙂

  22. xatia ამბობს:

    ამ ხალხს საკუთარი აზრის გამოხატვა რატომ აღიზიანებს ვერ ვხვდები….უკაცრავად, მაგრამ , მე მგონი,მაქვს უფლება თუნდაც საეკლესიო პირს არ დავეთნხმო რაგაცაში(თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარი აზრი გამაჩნია ამათუ იმ თემაზე და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე ურწმუნო ვარ ან\და პატივს არ ვცემ ეკლესიას).და რა შუაშია აქ ქრისტიანობაზე ხელის აღება ვერ ვხვდები…თუმცა, არ შემიძლია არ დავეთანხმო ჩემს გამკრიკიტებელს იმაში, რომ სწორედაც, ყველას თავისი ცხოვრება აქვს და ვისაც როგორ უნდა , ისე იცხოვროს, ოღონდ, მერე საკუთარი საქციელის გასასამართლებლად და დასამალავად საზიზღობებს ნუ გააკეთებს(თუმცა, ესეც მათი არჩევანია.უბრალოდ სასაცილ ის არის, რომ ასეთები დაგიწყებენ მორალზე ლაპარაკს)…

  23. გველი ამბობს:

    ჰმ… და თუნდაც მე რომ ურწმუნო ვარ და ეკლესიას პატივს არ ვცემ, ამით რა?!… მე უვარგისი წევრი ვარ საზოგადოების?! ჰმ…
    ეკლესიისადმი პატივისცემითა თუ გულითადობით გამოიხატება ადამიანობა?! რა ამოსავალი წერტილი ნახეთ ეს ეკლესია! თუ არც ვეთანხმები ჩემი შეხედულებებითა და ცხოვრების წესით, აი დარდი კიდე!… დიახაც მე ურწმუნო (ან უმეტესობის გაგებით ურწმონო) და ათეისტი ვარ!… დიახ მე არ ვარ ქალიშვილი და საერთოდ, დაქორწინებასაც კი არ ვაპირებ (მითუმეტეს გა–’თხოვებას’), ასე რომ ჩემი ცხოვრების მიმართ იმ სიტყვათა შეთანხმების გამოყენებაც მაღიზიანებს, როგორიცაა “სექსი ქორწინებამდე”!!

    ნუ თემას ავცდი, უბრალოდ ჩემს წინა კომენტარში შევნიშნე პატარა თავის მართლებასავით მომენტი – “თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარი აზრი გამაჩნია ამათუ იმ თემაზე და ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მე ურწმუნო ვარ ან\და პატივს არ ვცემ ეკლესიას” – ჰოდა ვერ შევიკავე თავი, არ გამემახვილებინა ყურადღება.
    ისა… კომენტარის ავტორისადმი არავითარი აგრესია, ვეთანხმები კიდეც ამოკოპირებულ ციტატას. ვისაც სწამს სწამდეს, პატივიც სცეს ეკლესიას, უბრალოდ მინდოდა (ძალიან მინდოდა) დამემატებინა, რომ ამის გარეშეც შესაძლებელია იყო სრულფასოვანი ადამიანი და არ გჭირდებოდეს თავის მართლება შენი აზრის გამო, როგორი არაპოპულარულიც არ უნდა იყოს ის.

    პოსტს რაც შეეხება, გიორგი, გადასარევი ბავშვი ხარ!!… შენნაირი გონებაგახსნილი გვინდა რაცშეიძლებამეტი!…
    და კიდევ, ისეთი აღშფოთება დამეუფლა, ვფიქრობ მეც წერა ხომ არ დამეწყო (თუნდაც ერთხელ წამეჯღაპნა, თუნდაც მხოლოდ ამ (და მასთან გადაჯაჭვულ) თემ(ებ)აზე) :))
    ძალიან მომეწონა ლოგიკურად წაყვანილი მსჯელობა, განსაკუთრებით ბოლოში 😀 ეს ისე, ჩემში მათემატიკოსი გამოფხიზლდა წამით და იმპლიკაციის ძალა შევიგრძენი უეცრად!

    • 😀 გველო, თუ რამის დაწერას გადაწყვეტ და გავრცელების არეალი დაგჭირდება, ჩემი ბლოგის სივრცე შემიძლია დავუთმო შენს პოსტს 😀
      მადლობა შეფასებისთვის :))))))

    • sophia ამბობს:

      ვაიმე შენ გაიხარე ამ კომენტარის დაწერისთვის, პირდაპირ ”გული მომფხანე”.

      (ისე როგორ მოსწონს ხალხს თურმე დაკანონებული სექსი)

      • გველი ამბობს:

        ლოლ…რას ლაპარაკობ! მაგით ცხოვრობენ! ვითომც დაუკანონებელი არ არსებოობსო 😀

        ეჰ კიდევ იმდენი შემეძლო მეწერა, მაგრამ ვიფიქრე პოსტის ზომას არ გადავაჭარბო–მეთქი და შევმოკლდი სათქმელში.

      • ეგრე არ მოსულა :d ფორთხლების მთავარი პრინციპია, ვწერთ რამდენსაც გვინდა და რასაც გვინდა :d ასე რომ, გველო, თავისუფალ საწერ სივრცეს გთავაზობ :d

  24. ketusi ამბობს:

    რაღაც კატეგორიები და ვარიანტები არ მომეწონა,ნამეტანი უკიდურესობები გიწერია,რასაც საერთოდ რეალობასთან ნაკლები კავშირი აქვს.
    მამაკაციც რაღაც ძალიან ’ცხოველური’ასპექტით არის წარმოჩენილი.

    • ჰაჰაჰ 😀 მამაკაცი ცხოველური ასპექტით არცმთლადაა წარმოჩენილი, მაგრამ არც უმაგისობაა :D:D
      უკიდურესობებს რაც შეეხება, არ მითხრა რო უარყოფ ეგეთი რამეების არსებობას :D:D P

      • ketusi ამბობს:

        არა,რატომ ვუარყოფ,მაგრამ
        ”რაღა დარჩენია იმ საწყალს, ფაქტობრივად, მომავალი დაღუპული აქვს, ოჯახზე ოცნებაც ზედმეტია, ამიტომ აქვს რამდენიმე ვარიანტი:
        1. თავი მოიკლას, რაც ასეთ ახალგაზრდა ასაკში საშინელებაა.
        2. მონაზვნად აღიკვეცოს, რაც თითქმის იგივეა, რაც წინა პუნქტი.
        3. ცოტა ხანს დეპრესიაში ჩავარდეს, შემდეგ კი დაიკიდოს და გააგრძელოს თავისუფალი სექსუალური ცხოვრება, რაც, ფაქტობრივად, უკვე ბოზობას ნიშნავს.”
        —აქ ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნაა–არადა შუალედურიც ხომ შეიძლება იყოს 🙂

  25. ketusi ამბობს:

    ”მარტო ქართველი? არაქართველმა რა დააშავა?” –ეს აზრი მეც მიჩნდება ხოლმე. 🙂

  26. dato darbaidze ამბობს:

    :)))))))))) ai mere metyvian mamaoebsi rato ar gjerao darwmunebuli var 10 mamaos ro dausva kitxva 10ve sxvadasxvanairad gipasuxebs ise sxvadasxvanairad ro erti meores gamoricxavs…

    P.S ert erti popularuli tema qalishviloba :))) anu eg imas nishnavs ro uaxloves momavalshi bolomde chaidzireba da msgavs temebze aravin isaubrebs…

  27. კახა ამბობს:

    ბოდიში, მაგრამ ტელეგონიის ფენომენის შესახებ გაგიგიათ? შეგიძლიათ ნახოთ შემდეგი დოკუმენტური ფილიმი მამაკაცის კოდი შემდეგ მისამართზე:
    http://rutube.ru/tracks/2031000.html?v=5f984a3a7ec9d8f091fee93ff516a7b8

    • მსმენია ტელაგონიის შესახებ – პირველი მამრის თეორია ასე არ არის? 🙂
      სიმართლე გითხრა, მაგ თეორიას ბოლომდე არ ვეთანხმები, ყოველ შემთხვევაში, იმ ნაწილს, რომელიც ადამიანების შესახებაა. თეორია ამბობს, რომ ნაყოფი იქნება ისეთი, როგორიც იყო კაცი, რომელთანაც ქალს პირველად ჰქონდა სექსი.
      არ ვეთანხმები რამდენიმე მიზეზის გამო:
      1. ძალიან ბევრი მყავს ისეთი ნაცნობი, რომლისთვისაც ქმარი პირველი მამაკაცი არ იყო, თუმცა ამას ხელი არ შეუშლია, რომ ჯანმრთელი შვილი ჰყოლოდათ.
      2. თუ ამ თეორიას ვეთანხმებით, მაშინ ეს ისევე უნდა დავიცვათ ჩვენ, მამაკაცებმა, სწორედ ისევე, როგორც ქალებმა უნდა გააკეთონ. ანუ ქორწინებამდე უმანკოება უნდა შევინარჩუნოთ. მოდი, ახლა მე დაგისვამთ შეკითხვას: ეთანხმებით თუ არა თქვენ, როგორც მამრობითი სქესის წარმომადგენელი (ყოველ შემთხვევაში, თქვენი სახელი ეგრე მეუბნება) ამას?

  28. შოთა ამბობს:

    მიმართეთ სპეციალურ ლიტერატურას, სქესობრივ ცხოვრებაზე, რეპროდუქციაზე და სხვა თემებზე რუნეტიდან განათლების მიღება კონტრპროდუქტიულია (რბილად ვამბობ, კარგ ხასიათზე ვარ).

  29. კახა ამბობს:

    მე სხვადასხვა წყაროდან მაქვს ინფორმაცია. მათ შორის ცოცხალი მონაყოლიდანაც. საიტზე უბრალოდ ფილმი დევს, სადაც ეს მეცნიერულად არის ახსნილი. რაც შეეხება კაცების მხრიდან ვაჟიშვილობის დაცვას, ეს სასარგებლოა, მაგრამ ამ კუთხით არა აუცილებელი. კიდევ აქ უცხო გენებზეა საუბარი და არა ჯანმრთელობაზე.

  30. scorpion ამბობს:

    ესე იგი…. იმდენი მაქვს სათქმელი….
    1. მე ტრადიციების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ როდესაც იგი თავის “დროს მოსაჭამს”, რაც არ უნდა ძნელი იყოს, უნდა ნება ვიბოძოთ,დავფიქრდეთ და გავაანალიზოთ(რაც ძალიან არ გვიყვარს ქართველებს) სასარგებლოა ეს ტრადიცია თუ ძალით შენარჩუნებული გადმონაშთი. გაიხსენეთ ვაჯა-ფშაველას “ალუდა ქეთელაური”…
    2. ქალიშვილობის ინსტიტუტი ნამდვილად პრობლემაა. ადრე, როდესაც გოგონას 12 წლის ასაკში “ათხოვებდნენ” მისი ქალიშვილობა სავსებით ლოგიკური და აუცილებელიც კი იყო(აბა როდის რას მოასწრებდა!) თან 12 წლის ბავშვის გადაწყვეტილება ნამდვილად არ იყო ეს და ერთგვარი მიგება-ჩაბარების აქტს ჰქონდა ადგილი(მამამ ქალი ქმარს ქალიშვილი ჩააბარა). მაგრამ ახლა,როდესაც დღევანდელი ქალი ჯერ კარიერის აწყობაზე ფიქრობს(რაც საკმაო დროს მოითხოვს) და შემდეგ გათხოვებაზე-დაახლოებით 30წლის ასაკშიდა თან აუცილებლად ქალიშვილი უნდა იყოს, ცოტა არ იყოს შეუსაბამოა. ამასთან, არ უნდა დაგვავიწყდეს ის ფაქტიც, რომ ქალიც, ისევე როგორც მამაკაცი ბიოლოგიური არსებაა და მასაც აქვს ჰორმონები, რომელთა “ყურადგების არ მიქცევა” ათასგვარ სირთულესა და რეპროდუქციული ფუნქციის გადაგვარებას იწვევს.
    3. საქართველოში სექსი ამორალურ საქციელად და გარყვნილებად ითვლება. რატომ?-ვერ გავარკვიე. ცოტა სასაცილოა ჩემთვის, როდესაც გოგოს ეუბნებიან_შეყვარებულმა ისე თუ შემოგხედა, ან ყველაზე საშინელი-სექსი თუ შემოგთავაზა, სასწრაფოდ გაშორდი, ესე იგი პატივს არ გცემსო… ხოლო, როდესაც უკვე დაქორწინდებიან, “ბავშვის გულიზა, თვარა ისე რავა გაკადრებდიო”. ანუ სექსი შეურაცხმყოფელია(ამას ჩვენი მრავალსართულიანი ლანძღვა-გინებაც მოწმობს)
    4. ამდენი ლაპარაკი ამ საკითხზე რა უბედურებააო…. რა და, თუ არავინ ხმა არ ამოიღო, როდის დავა ეს აზრი ბრბოდქცეულ ხალხამდე??? მარტო “ერთი მერცხლის ჭიკჭიკი გაზაფხულს ვერ მოიყვანსო”….თუმცა, ჩემი აზრით, იყოს ქორწილამდე ქალიშვილი თუ არა, ეს მხოლოდ გოგოს გადასაწყვეტია. ქალიშვილობის ინსტიტუტის გაუქმება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ყველამ ერთად დაიწყოს თავზეხელაღებული ცხოვრება. დამშეული ადამიანი რომ საჭმელს დააცხრება და ჭამით თავს მოიკლავს, ისე არ დაგვემართოს.
    5. ვერ გავიგე, ბიჭები რომ იტყვიან ხოლმე, “არაქალიშვილი არ შემიყვარდებაო”… რა, სექსის შემდეგ ქალი იმდენად ამაზრზენი ხდება, რომ მისი შეყვარება შეუძლებელია??? აბა ცოლი?? პირველი ღამის შემდეგ უნდა შეგჯავრდეს???
    და ბოლოს….
    ტელაგონიის შესახებ საინტერესო თეორიაა და ამაზე გამახსენდა: თითქმის უმეტეს შემთხვევაში პირველი შვილი(ქართულ ოჯახში, სადაც რა თქმა უნდა, ქალისთვის ქმარი პირველი მამაკაცია) მამას ემსგავსება….
    და კიდევ… ანტიკურ ხანაში დიდგვაროვანი მახინჯი მამაკაცები სექსის დროს ქალს აიძულებდნენ ლამაზი აღნაგობის ქანდაკებისთვის ეყურათ, და სჯეროდათ, რომ ასე ლამაზი ბავშვები გაუჩდებოდათ… თუმცა, მათ კიდევ ბევრი სხვა რამისაც სჯეროდათ… ვინ იცის..
    მაპატიეთ, თუ თავი მოგაბეზრეთ, მაგრამ ვერ მოვითმინე, რომ არ მეთქვა:)

  31. კახა ამბობს:

    scorpion-ს
    თქვენი აზრით, მოსათმენია, როცა შვილს უცხო გენები ექნება? და თუ თქვენ არ ეთანხმებით ტელეგონიის თეორიას (მას რაღაც ანტიკურ ჩვეულებაში ურევთ), მაშინ რატომაა, რომ ის მიღებულია კინოლოგიაში და ცხენოსნობაში, სადაც ჯიშიანი ცხოველები გამოჰყავთ (სამწუხაროდ მეცხოველეობის სხვა დარგებზე ინფორმაცია არ მაქვს)? ადამიანიც ხომ მეცნიერულად (დარვინისტული თეორიით) პრიმატების ჯიშის ცხოველია? ხომ არ ფიქრობთ, რომ მედიცინაში არსებული ტაბუ, რომელიც ტელეგონიას შეეხება, კაცობრიობის გადაჯიშებისათვის და ერების გაქრობისათვის არის მოგონილი? გირჩევთ ნახოთ ზემოთმოყვანილი ფილმი და მისი მიხედვით იმსჯელოთ: http://rutube.ru/tracks/2031000.html?v=5f984a3a7ec9d8f091fee93ff516a7b8

  32. scorpion ამბობს:

    პირიქით, მადლობა აზრის გამოთქმის საშუალება რომ მომეცი:)
    ისე კი მერჩია ბევრი გეთქვა…..

  33. Sui Cide ამბობს:

    მომეწონა +1 …..
    პ.ს. საშინელი ტერმინი “ქალიშვილობის ინსტიტუტი” ჩვენმა თაობამ მაინც აღარ გამოვიყენოთ….
    პ.პ.ს. რატომ “ქალიშვილი” (რომელიც სულაც არ ნიშნავს მდედრს რომელსაც სექსუალური კავშირი არ ჰქონია და აპკი თავის ადგილზე აქვს 😀 ) როცა არსებობს სიტყვა ქალწული….

  34. Social Animal ამბობს:

    ტელეგონიაზე ბევრი რამე წავიკითხე, ვუყრე და მოვისმინე და ცოტა ხანში პოსტის დაწერასაც ვაპირებ მაგ თემასთან დაკავშირებით 🙂 მაგარი რამეა.

  35. scorpion ამბობს:

    კახას:)
    ჩემი ფრთოსანი ინტერნეტის გადამკიდემ როგორც იქნა ვუყურე ტელეგონიის შესახებ თეორიას, და სიმართლე გითხრათ, გამახსენდა გადაცემები, სადაც უცხოპლანეტელების არსებობას გვაჯერებდნენ(ეს რა თქმა უნდა ხუმრობით:დ) სერიოზულად თუ შევხედავთ, თეორია არ არის საფუძველს მოკლებული, თუმცა ხომ არსებოს ის გარემოებები, რომელთა გამოც მეცნიერება არ აღიარებს მას. რასაც ვუყურე, მხოლოდ ცალმხრივად იყო გაშუქებული ამ თეორიის დამამტკიცებელი ფაქტები(რომლებიც ჯერ თვითონ გადასამოწმებელია)… სიამოვნებით მოვისმენდი საწინააღმდეგო შეხედულებებსაც

  36. კახა ამბობს:

    კი. რეჟისურა საკმაოდ ცუდი იყო. თანაც გაითვალისწინეთ, რომ ეს რუსი მაყურებელისთვისაა განკუთვნილი. მერე, სადაც ჯიშიანი ცხოველები გამოჰყავთ, ტელეგონია მიღებული თეორიაა. ჰკითხეთ ნებისმიერ კინოლოგს ან მეჯინიბეს. ჰო კიდევ გამახსენდა: როგორც ვიცი, ჰაინრიხ ჰიმლერი, სანამ პოლიტიკაში შევიდოდა, ფერმერი იყო და ჯიშიანი ქათმების გამოყვანაზე მუშაობდა. გახდა ss-ის შეფი და ჯიშიანი ადამიანის გამოყვანაზე გადაერთო. თუ ნიუბერგის კანონებს გადავხედავთ, ტელეგონია ქათმებშიც მიღებული ყოფილა (ხუმრობით ვამბობ).
    ტელეგონიის ფაქტები ამ ფილმამდე ფიქსირდებოდა დაკვირვებით. რამოდენიმე ამგვარი ფაქტი გამიგია. ამ ფილმში უბრალოდ ცდა იყო ბიოლოგიურ დონეზე დაემტკიცებინათ. ახლა მე ჩემი ხელით გავზომე სპერმატოზოიდის გამოსხივება მეთქი ვერ გეტყვი, მაგრამ სანამ ამის საწინააღმდეგო არავის არაფერი უთქვამს იძულებული ვარ ვერწმუნო.

  37. scorpion ამბობს:

    “რუსი მაყურებლისთვისაა განკუთვნილიო”… თქვენგან კი ამას არ მოველოდი, მეგონა უფრო ფართოდ აზროვნებდით, ვიდრე ჩვენი დღევანდელი “პოლიტიკა”.
    ჩემ აზრს გეტყვით ტელეგონიაზე: ცხოველებში იმიტომაა ის მიღებული,რომ ნაყოფის ჩასახვამდე მრავალჯერად განაყოფიერებას აქვს ადგილი სხვადასხვა პარტნიორთან. და თუ გენეტიკაში ცოტათი მაინც ერკვევით გეცოდინებათ, რომ შთამომავალს უამრავი წინაპრის გენებიდან მხოლოდ დომინანტური გენების კომბინაცია გადაეცემა. თან ისინი თავს არ იცავენ:)
    რაც შეეხება ადამიანებს, გენეტიკის კანონების თანახმად იმდენად პატარაა ალბათობა იმისა,რომ ბავშვს თუნდაც მამის ან დედის რომელიმე გენი გამოყვება, რომ ტელეგონია ცოტა აბსტრაქტული მოვლენა ხდება. თან ამის დამადასტურებელი ათასში ან მილიონში ერთი ფაქტია თუ მოხდა და ისიც კარგად გადასამოწმებელი

  38. კახა ამბობს:

    აქ პოლიტიკა არაფერ შუაშია. უბრალოდ ისეთი აღვირახსნილი ხალხისათვის, როგორიც რუსები ან საერთოდ სლავები არიან, სხვანაირი ფორმატით უნდა ინფორმაციის მიწოდება, ვიდრე კავკასიელებისთვის.
    კარგად ვერ გავიგე რას ნიშნავს მრავალჯერადი განაყოფიერება. კი შესაძლოა ბავშვს არ გამოუვლინდეს ტელეგონიით მითებული რომელიმე გენი გარეგნობაზე, მაგრამ სადღც მაინც იჩენს თავს.

  39. scorpion ამბობს:

    კიდევ კარგი:) აღვირახსნილობაში ნამდვილად ჩამოუვარდებით(მხოლოდ იმიტომ რომ ქართველი ქალები დაბლა სწევენ ამ “კოეფიციენტს” :დ, მაგრამ მამაკაცებისა რა მოგახსენო) და ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ ქალები უნდა გააქტიურდნენ, პირიქით-მამაკაცებმა ცოტა უნდა მოთოკონ თავი. მე სართოდ იდეაში, იმის მომხრე ვარ, რომ მინიმუმამდე დავიდეს პარტნიორთა რაოდენობა როგორც ქალების, ისე კაცების მხრიდან(ბოლოს და ბოლოს ცხოველები არიან ერთმანეთის ერთგულები). უბრალოდ ის არ მომწონს რომ ქალს არჩევანის უფლება არ აქვს და თუ რამე დაემართა თავის მოსაკლავად აქვს საქმე.
    ჩვენ მგონი არასდროს დავასრულებთ კამათს და ცოტა თემასაც გადავუხვიეთ… ბოდიში ავტორს მისი სივრცის ასე დაუკითხავად სარგებლობისათვის :)))))

  40. scorpion ამბობს:

    🙂 ეხლა კომენტარების რაოდენობა მომხვდა თვალში… მერე იტყვიან პრობლემა არ არისო :D:D:D:D:D

  41. ninako ამბობს:

    yvela tviton mixedav tavs, amdens rom msjelobt zustad magitomaa mase. visac ra unda is qnas,

  42. nia ამბობს:

    bevri gifikria am temaze… tan nakofierad 🙂

  43. same old fears ამბობს:

    ”’ნამდვილი ქართული სექსიც (კაცი ზევიდან) ”’

    ეს პირადი გამოცდილებაა ? 😀

  44. ნინ ამბობს:

    წავიკითხე პოსტი და რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს ყველა კომენტარიც..

    რეალურად ეს პრობლემა თითქმის აღარ არსებობს და აი რატო:

    1. კატეგორია, რომელიც ,,არა მრუშობას” აწვება (გოგოც და ბიჭიც), აუცილებლად იპოვის ვინმე თავისნაირს. ანუ გოგო რომელიც თავს ინახავ (მემგონი უფრო იმარხავს) პირველი ღამისთვის არიქა და ქმარმა არ გამომაგდოსო, შესაბამისად ადვილად იპოვის ბიჭს რომლისთვისაც ეს პლიუსია. ანალოგიურად, ბიჭი რომელიც რქებით აწვება ,,თითდაუკარებელ” ცოლს (ეგ კიდევ ცალკე თემა და საკითხავია), იპოვის ეგეთს. მორჩა, საკითხი გადაწყვეტილია.
    2. კატეგორია რომელსაც მაგრად კიდია აპკი და ა.შ. ჩვეულებრივად ქმნიან ოჯახებს და ჩვეულებრივად უყვართ. არანაკლებ ვიდრე ზედა წყვილს.
    ძალიან მარტივი ლოგიკაა მემგონი, ბიჭი რომელიც მხოლოდ იმიტომ ამბობს შენზე უარს აპკი მთელი არ გაქვს მემგონი იდიოტია და ეგეთი რაში გჭირდება. და გოგო რომელიც მხოლოდ იმიტო არ გაძლევს 2 წლიანი ურთიერთობის მერე რო თეთრ კაბას ელოდება დეგენერატი კი არა სადისტია.. :))))
    მემგონი აქ უკვე აზროვნების პრბლემაა. შეუძლებელია ჯანსაღად მოაზროვნე, განვითარებულ, სხვა თუ შენი ქვეყნის კულტურაში გარკვეულ ადამიანს გაღელვებდეს აპკი და დანარჩენები.
    არადა ეს ე.წ. ინსტიტუტი ჩამოყალიბდა მაშინ, როცა გოგოებს 12–13 წლისებს ათხოვებდნენ. 12 წლის გოგო კი უნდა ყოფილიყო მაშინ ქალიშვილი. მაგრამ 25 წლის და ზემოთ ქალიშვილი საცოდაობაა და მეტი არაფერი!!! მაშინ როცა სექსუალური მომწიფების ზღვარმა კიდევ უფრო ქვემოთ ჩამოიწია და ეხლა უკვე მგონი 13 წელია ქალებში. და მერე დანერვოზებული, ჰორმონალური დარღვევებით დაჯილდოებული, ეჭვიანი და ალქაჯი ცოლები რო უზით სახლში და დედას აგინებენ, სხვა არაფერია თუ არა ამ სისულელის შედეგი :)))

  45. Green ამბობს:

    pirdapir vtqva zalian saintereso azrebi movismine.d a zalian sainteresod moxda saqmis ganxilva magram tqven situacias sxva kutxit rom miudget mere sul sxva azrebi gachndeba

  46. Green ამბობს:

    რეალურად ეს პრობლემა თითქმის აღარ არსებობს

    ees problema mudam iarsebebs saqartveloshi. imito ro saqartveloa ra

  47. Sammael ამბობს:

    რაღა ქალის გარყვნისკენ წავიყვანოთ საქმე. ყველაზე კარგი ვარიანტია, არც კაცმა იაროს ქალებში, ოჯახები უფრო მყარი და სიცოცხლისუნარიანი გამოვა. მაგრამ თუ ამ ბოლო ვარიანტის მიღწევამდე ჯერ ორივე სქესის ბოლომდე გარყვნაა აუცილებელი (რაღაც ეჭვი მეპარება), ასე იყოს.

    მაგრამ ბოლოს აუცილებლად ორივეს პატიოსნებამდე უნდა მივიდეთ. ჩემთვის გენდერული თანასწორობა და სისპეტაკე საუკეთესო არჩევანია.

  48. ადამიანი ამბობს:

    მდაა… აქ ყველა მაგარი “აზაბოჩენია”… “ია ტაკ დუმაიუ” )
    ნუ, ვინც თავს ასეთად არ თვლით, დიდი ბოდიშს გიხდით )

  49. ar gezareba? ამბობს:

    ara da yvela pasuxi sworia

    magram yvelaze swori isexave da gaikerea.. yvela bednieri rcheba 😀 😀 a ara??

  50. ar gezareba? ამბობს:

    a xo + qalishvili kai xania ar minaxavs (shemxvedria ki ara minaxavs!!) albat institutshi acdendnen leqciebs 😀 da tu jer uMANkoa xel-piri mainc eqneba shav-bnel saqmeebshi napaturebi 😀 gaixed gamoixedet cota raze kamatobt marto instututis shenobaa darchenili :))

  51. Permweri ამბობს:

    ცამდე მართალი ხარ. ერთს დავამატებ მარტო. ეს პრობლემა და ყველაფერი საერთოდ იქიდან მოდის, რო ჩვენთან ძალიან ცოტას აქ პირადი ცხოვრება და ერთმანეთის ცხოვრებაში ქექვით იკმაყოფილებენ თავიანთ კომპლექსებს და ამ ხალხს კიდე უბრალოდ არ შეუძლია ისე იცხოვროს როგორც თითონ უნდა. ადრეულ ასაკში ურჩევნიათ გათხოვდნენ და კანონიერი სექსი ქონდეთ იმას რო ჯერ მომავალზე იზრუნონ, ზატო მეზობლები არ ალაპარაკონ რო იმის გოგო ვიღაცასთან დაეთრევაო.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s