ჩვენ – გაუნათლებლები

“სპეციალურმა რეპორტაჟმა“ დღეს კიდევ ერთხელ გვაჩვენა, როგორი არ უნდა იყოს კარგი გადაცემა. ვინც გქონდათ ნახვის ბედნიერება, უკვე იცით, ვისაც არ გინახავთ, გეტყვით, რომ ლაშა ხარაზიშვილის გადაცემის ერთერთი სიუჟეტი ეხებოდა იმას, რომ საქართველოში წიგნიერების დონე ძალიან დაბალია და რომ ჩვენ „თხუნელას დონეზე ვართ“. გაგეცინებათ, ალბათ და მკითხავთ, მერე რა არის მაგაში გასაკვირი და არეთიკურიო, თუმცა ჯერ სად ხართ.

ქართული ახალგაზრდობის განათლების მკვლევართა ჯგუფმა (ასე დავარქმევდი) ძველი, კარგად გამოცდილი ტაქტიკა ოდნავადაც არ შეცვალა და პირდაპირ, „ჩამჭრელი“ შეკითხვებით გავიდა ქუჩაში.

კითხვა #1: ვინ არის პეტრე მელიქიშვილი/ვინ არის ბიჭოლა?

კითხვა #2: რომელ საუკუნეში მეფობდა შოთა რუსთაველი?

კითხვა #3: ვინ გაიამარჯვა საქართველო–ვიეტნამის 1056 წლის ომში?

კითხვა #4: რა სარწმუნოებისანი არიან ბუდისტები?

კითხვა #5: რა სარწმუნოებისანი არიან ებრაელები? (თვითონ ეს კითხვაც ცალკე განსახილველი თემაა და, შევეცდები, მაგაზეც გითხრათ ერთი–ორი სიტყვა)

კიდევ ბევრი ეგეთი შეკითხვა დაისვა, თუმცა აზრის გამოსატანად, მგონი ეს ხუთიც საკმარისია.

ახლა რას ვერჩი „სპეციალურ რეპორტაჟს?“ – თუ კარგია, ჩვენ რას გვერჩის?– ასეთი რამეც შემიძლია გიპასუხოთ, თუმცა მაინც, ჯობია, უფრო დავკონკრეტდე.

ჯერ, მოდი, გეტყვით დაახლოებით, როგორ მესმის მედიის ფუნქცია (ანუ, რა გავიგე ჩემი თითქმისორწლიანი სტუდენტობიდან).

მედია (ამ შემთხვევაში უფრო ტელევიზიაზე ვსაუბრობ) უნდა იყოს მაქსიმალურად, ობიექტური, უნდა გამოხატავდეს საზოგადოების ინტერესებს,  დაინტერესებული უნდა იყოს განათლებისა დონის ამაღლებით, უნდა ნერგავდეს (ეს ცოტა უხეში სიტყვა კია, მაგრამ სხვა ვერ მოვიფიქრე) მაღალ კულტურულ–ესთეტიკურ ღირებულებებს… (დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ჟურნალისტიკის ათი მცნება).

კიდევ რამდენიმე შეკითხვა გაგიჩნდათ, ალბათ – თუ განათლების დონის ამაღლებაზეა საქმე, რას ერჩი, ბატონო, „სპეციალურ რეპორტაჟს“, ზუსტად მაგ პრობლემაზე არ იყო საუბარიო?

დავიწყოთ იქიდან, რომ გადაცემის იდეაშივე იგრძნობოდა „მოდი, ავაგოროთ სკანდალი და დავმარხოთ ახალგაზრდობა“ ტონი; გამოკითხული იყო სულ რამდენიმე, დაახლოებით, ათამდე, ადამიანი, რომლებიც, ძირითადად, სწორად ვერ პასუხობდნენ შეკითხვებს. რაც მაფიქრებინებს იმას, რომ „მკვლევარებმა“ გაცილებით მეტი ადამიანი გამოკითხეს, ხოლო გადაცემისთვის მხოლოდ ისინი აარჩიეს, რომლებმაც კითხვებზე პასუხები არ იცოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ვერავინ დამაჯერებს იმას, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (რომლის წინაც რამდენიმე რესპონდენტი იყო ჩაწერილი) სტუდენტების უმრავლესობამ არ იცის პეტრე მელიქიშვილის ან შოთა რუსთაველის ვინაობა.

ანუ, მე, პირადად, ამ გადაცემამ წამის საფიქრალიც არ დამიტოვა: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ვთვლი, სრული აბსურდი იყო, რაც გვაჩვენეს – საზოგადოებაში ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან ისეთები, ვინც არ იცის თუნდაც ის, თუ რამდენი გვერდი აქვს სამკუთხედს. მართლია, ეს მთლად სასიხარულო ვერაა, თუმცა არანაირად არ გვაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ ძირითადად, სწორედ ასეთი ხალხისგან შედგება ჩვენი საზოგადოება (უმეტესად, ახალგაზრდობა). მეორეც, როცა მაინც დგამ ნაბიჯს და პირდაპირ, თან დამრიგებლურ–დამცინავი ტონით, მეუბნები, დებილი ხარო, ისიც დაამატე, როგორც ტელევიზია რას აკეთებ იმისთვის, რომ ჩემნაირმა „დებილებმა“ რამე მაინც შეიგნონ?

აა, სერიალი გაქვს ბევრი? თან ლათინო–ამერიკული? ზუსტად ერთი წლის წინ საინფორმაციო გამოშვებაში იმხელა ტყუილი მაჯახე, რომ ლამის გულის შეტევა დამემართა? და, საერთოდ, ყველა საინფორმაციო გამოშვებას გულის ხეთქვით იწყებ? უი, უკვე შენს ეთერში გადის გადაცემა „ყოფილი ცოლების კლუბი“? „ნანუკას შოუც“ გაქვს და „თბილისი ლაივიც“?

ვერაფერს იტყვი, შთამბეჭდავი სიაა. ეს ზუსტად ის ტელევიზიაა, რომელმაც ჩვენი კულტურა და განათლება წინ უნდა წაწიოს. და, როგორც ჩანს, ამაზე მუშაობა უკვე დაიწყეს კიდეც. მართლაც რომ იმედია ჩვენი „იმედი“.

პ.ს. კინაღამ დამავიწყდა: რაც შეეხება კითხვას „რა რელიგისანი არიან ებრაელები?“ კარგი იქნებოდა, თუ დაგვიკონკრეტებდნენ, „ებრაელებში“ ერს გულისხმობდნენ, თუ რელიგიას. თუ რელიგიას გულისხმობდნენ, ყოჩაღ ჟურნალისტურ ენამოსწრებულობას, ხოლო თუ ერზეა საუბარი, დავიჯერო ფიქრობენ, რომ დედამიწაზე არცერთი ქრისტიანი, მაჰმადიანი ან, იგივე, ბუდისტი ებრაელი არ არსებობს? (თუმცა, თუ ისევ „სპეციალური რეპორტაჟის“ ამ გადაცემას გადავხედავთ, არც ის უნდა გაგვიკვირდეს, რომ ჩვენი „რეპორტიორები“ სწორედაც რომ ეგრე ფიქრობენ).

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

39 Responses to ჩვენ – გაუნათლებლები

  1. tamaRa ამბობს:

    ასეც ვიცოდი, დაკნინებული და ღირსებაშელახული ახალგაზრდობის დასაცავად აუცილებლად რომ დაიწერებოდა ერთი პოსტი მაინც…
    ჰო, რამდენიმე ადამიანი იყო გამოკითხული; ისიც მართალია, რომ განათლების დონე ყველას ერთნაირი ვერ ექნება; “იმედის” მიმართ ჩემს ანტიპათიასაც არაფერი მოკლებია, მაგრამ იმ “ბოლოდან მეექვსე ადგილს” არაფერი ეშველება. სწორად გამიგე, სტატისტიკა არ მაინტერესებს, მაგრამ ფაქტი ფეხზე ნამდვილად არ მკიდია.
    გარდა ამისა, “სპეციალური რეპორტაჟი” სულ არ მჭირდება იმისთვის, რომ ვიცოდე, რა უყრია თავში ჩემს თაობას. ბოლოს და ბოლოს, კურსელებთან ურთიერთობა, ათიოდე კაცის გამოკლებით, საკმაოდ ნათელ სურათს მიქმნის სამაგისოდ. დავიჯერო, შენს ირგვლივ უკეთესი სიტუაციაა? თუ ასეა, მშურს…

    • მესმის, რომ ძალიან დაბალ დონეზეა ჩვენი ზოგადი წიგნიერების დონე, მატგადმ ერთით მაინც დავიკვეხნიდი, რომ იმ ძალიან ბევრ ადამიანს შორის, რომელსაც მე ვიცნობ ერთიც არ მეგულება ისეთი, რომელიც “იმედის” შეკითხვაზე უბრალოდ სიცილს არ ატეხდა :)))
      მე “იმედის” ტონმა გამაღიზიანა – გადაცემა იყო დაცინვა და არა კრიტიკა. არ იყო დაცული მხარეების ბალანსი, რეალურად არც პრობლემა იყო დასმული და, შესაბამისად მისი გადაწყვეტის გზაც არ იყო მოცემული.
      ფაქტია, “დიპლომების ხანიდან” უნდა გამოვიდეთ და წიგნებსაც ცოტა უნდა მივხედოთ, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ეგ პრობლემა მთლად ისეთ 99%–საც არ ეხება, როგორც ეს იმედმა გვაჩვენა :)))

      • tamaRa ამბობს:

        75%–ზე შევთანხმდეთ. შეღავათია?
        რაც ტელევიზიაა, ის გადაცემა იყო, მაგრამ რესპონდენტებიც სწორედ რომ შესაფერისნი იყვნენ..
        დაცინვას რაც შეეხება: თუ მე და ჩემს რამდენიმე მეგობარს ჩვენთვის გაგვეღიმება ასეთებზე, ყველაფერი რიგზეა, მთავარია, ტელევიზიით არ გამოაჭენონ_ასეთია უმრავლესობის განწყობა. მე ასე არ მგონია!
        სასაცილოდაც ვერავინ აგიგდებს, თავად თუ არ გაიხდი თავს სასაცილოდ…

    • იქ გამოკითხულთა შესახებ არაფერს ვიტყვი (!) და ტელევიზიაზე რაც ითქვა ყველაფერს ვეთანხმები.

    • vazovsky ამბობს:

      ყველაფერში გეთანხმები, მაგრამ ერთ შესწორებას შევიტან რომელიც ასევე ჩვენს სასარგებლოდ მეტყველებს… არ ვიცი დააკვირდით თუ არა, მაგრამ წიგნიერებაზე კვლევა მხოლოდ 41 ქვეყანაში ჩატარდა და ჩვენც ამ 41 ქვეყანაში დავიკავეთ 36 ადგილი… მოსფლიოში კი როგორც იცით 200-მდე სახელმწიფოა, ასე რომ სტატისტიკაც ნუ შეგაშფოთებთ… პირადად ჩემი გადმოსახედიდან სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის და იმედია (!!!) არ ვცდები. საშინელება ისაა რომ იმ რამდენიმე ადამიანს სირცხვილად სულაც არ მიაჩნია რომ ჯავახიშვილში სწავლობს და არ იცის ვინაა პეტრე მელიქიშვილი

  2. ანდრო ამბობს:

    ებრაელების სარმწუნეობა იმ მხრივაა მნიშვნელოვანი რომ იუდაიზმი ერთადერთი (მგონი:) რელიგიაა რომლის მიმდევარი მხოლოდ ერთი ერის ხალხია, მაგრამ, კარგი ეგ შეიძლება არ იცოდეს ადამიანმა , თუმცა თსუ-ს სტუდენტმა არ იცოდეს პეტრე მელიქიშვილი ვინ იყო, ამის კონტრაარგუმენტად ის ნამდვილად ვერ გამოდგებაის, რომ თურმე თვითონ ამ ტელევიზიას სულ ანრი ჯოხაძე ან ბიჭოლა ყავს ეთერში, ამავე ლოგიკით ბრაზილიურ სერიალებს მაინც უნდა ქონოდათ ეფექტი და შეკითხვაზე რა ენაზე ლაპარაკობენ ლათინურ ამერიკაში ინგლისური ან მითუმეტეს ლათინური არ უნდა წამოსულიყო…..
    გასაგებია შენი პოსტის მიზანი, რომ ამ გადაცემამ ცუდი ფორმით მოახდინა პრობლემის დასმა, თუმცა პირადად ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი თვითონ ეს პრობლემაა და არა ფრომა, თან, თუ არ ვცდები საზოგადოებრივ მაუწყებელზე იყო მსგავსი სახის გადაცემა უკვე.

    • 1. იუდაიზმის მიმდევრები მარტო ეთნიკური ებრაელები არ არიან.
      2. ეთნიკური ებრაელები სხვა რელიგიის მიმდევრებიც შეიძლება იყვნენ 🙂 (რაღაც ზოგადი უნარების ამოცანის მსგავსი გამომივიდა).
      რაც შეება იმას, რომ თსუ–ის სტუდენტმა არ იცის მელიქიშვილის ვინაობა – რა თქმა უნდა, არ ვდავობ იმაზე, რომ ეგ ცუდია (ეს პოსტშიც მეწერა). კიდევ გავიმეორებ იმას, რომ არც იმაზე ვდავობ, საქართველოში განათლების დაბალი დონე რომაა.
      პრობლემა ისაა, რომ ჩვენ, ადამიანებს ინფორმაცია არ მოგევეწოდება. თუნდაც, იგივე, იმედის მხრიდან. ეს რეპორტაჟი ობიექტურად არ ასახავდა რეალობას. არ იყო რესპონდენტების რაციონალური შერჩევა, რამაც პირადად ჩემში (არ ვიცი სხვები როგორ ფიქრობენ) აბსოლუტური უნდობლობა გამოიწვია.

      • tamaRa ამბობს:

        გიორგიიი… რა ინფორმაცია უნდა მოგვაწოდოს იმედმა? რამდენი გვერდი აქვს სამკუთხედს? კი მაგრამ, ეს ხალხი სკოლაში არ სწავლობდა? და თუ სწავლობდა, რა გააკეთა? ამაშია პრობლემა, თორემ არცოდნაში კი არა… შეიძლება ყველას შეგვეშალოს რაიმე!

    • ინგლისური რატომ არ უნდა წამოსულიყო?
      აი ამ ენებზე საუბრობენ ლათინურ ამერიკაში )))

      • ანდრო ამბობს:

        ირი, მაშინ გამოდის რომ უცოდინარებთან კი არა გენიოსებთან გქვონია საქმე ესე ზეპირად თუ იციან რომ ლათინური ამერიკის მხოლოდ ორ ქვეყანაში ბელიზში და გაიანაში არის ინგლისური ოფიციალური ენა:ს:ს:ს

      • ნამდვილად არ ვამბობ გენიოსები არიანთქო, უბრალოდ ადამიანმა თქვა ეს ვერსია არ უნდა წამოსულიყოო და რატომ არ უნდა წამოსულიყო ვერ მივხვდი : )

  3. siyvarulovna ამბობს:

    1956 წლის ომიო :პ

    ჰო და ეს გადაცემა იყო მარაზმი!

    რა უნდოდათ რომ ენახებინათ? დავიღუპეთ ახალგაზრდებმა ის არ იციან სამუთხედს 3 გვერდი, რომ აქვსო?

    5 კაცის უვიცობას მთელ ერს სტენიან!

  4. @ tamaRa “სასაცილოდაც ვერავინ აგიგდებს, თავად თუ არ გაიხდი თავს სასაცილოდ…” გეთანხმები, განა არ გეთანხმები, მაგრამ ზედმეტად განზოგადებულია, რაც დღეს დადეს გადაცემაში, მეტს კი არაფერს ვამბობ :)))

    • tamaRa ამბობს:

      განზოგადებას რაც მეტად მოვერიდებით, მით უკეთესი, მაგრამ არ არის შორს რეალობიდან ეს სურათი. “იმედის” ჭკუის მასწავლებლობის რა ვთქვი, მაგრამ სწორი დრო შეიძლება გაფუჭებულმა საათმაც აჩვენოს 🙂 🙂

    • dato ამბობს:

      ერთ კითხვაზე მიპასუხე რა იმ ვიდეოებში შენც ხო არ ხარ გადაღებული?
      მართალია რომ თელევიზიამ ეს ცოცა ცუდი ფორმით გადმოსცა მაგრამ დღევანდელი ახალგაზრდობა მეტსაც ვომსახურებთ თუნდაც იმიტო რომ წიგნის კითხვას ე.წ ბრაზილიური სერიალებისა და ბიწოლას ყურება გვირჩევნია. (რათამა უნდა არ იგულისხმება ყველა ახალგაზრდა)

  5. + ამ ყველაფერს – სიუჟეტის დასაწყისში სიტყვა “ცნობადობას” მოჰკრავდით, ალბათ ყურს :)))
    აი, გრამატიკასაც გვასწავლიან 🙂

  6. xatia ამბობს:

    imaze davas ar vpireb, rom dges axalgazrdobas seriozuli problema aqvs ganatlebis sakitxshi, magram es, rom dzalian did procents ar exeba esec unda vagiarot…kargia tu televiziebi am temaz etavs iwuxeben(da mere romeli televizia, tvit “imedi”:D), magram sasacilo ra aris ici, rom ganatlebaze gvmodzgvravs im jurnalistta dzalain didi nawili, romalic yoveldge tele-ekranebidan afrqveven taviant uvicobas…da tu ase shestkivat guli momaval taobaze, iqneb vinmem sheiwuxos tavi da imis nacvlad, rom “selebritebis”(:P) idioturi yviteli ambebi gvasmeninon yovelsgamos dzilispirulivit, raime shemecnebiti gadacema gaaketon…

  7. ilyaverse ამბობს:

    კითხვა #2: რომელ საუკუნეში მეფობდა შოთა რუსთაველი? <<< რატომღაც ისტერიკული სიცილი ამიტყდა ამ კითხვაზე 😀
    პ.ს. საინტერესო პოსტია

  8. როდე ამბობს:

    ილია მართალი? პატრიარქი ჩვენი! ეგ ქალი რესპოდენტი რომ ახალგაზრდა არ იყო? 😦

  9. vazovsky ამბობს:

    ერთი პასუხი მომეწონა ძალიან და არ შემიძლია არ აღვნიშნო :

    _რამდენი მსოფლიო ომი მოხდა?
    _უუუუჰ ბევრი….

    სასაცილო არაა მაგრამ გამეცინა და რა ვქნა…

    • იმედია მაგ ადამიანმა სიტყვა ,,მსოფლიო” ვერ გაიგო კითხვაში და იმიტომაც თქვა ბევრიო.

      • ანდრო ამბობს:

        იმიტო ირი, რომ როგორც წესი ლათინურ ამერიკაში საუბრობენ ან ესპანურ ან პორტუგალიურ ენებზე, და მცირეოდენი გამონაკლისი მთელ რეგიონზე რომ გაავრცელო მინიმუმ ზუსტად უნდა იცოდე რომელ ქვეყანაში საუბრობენ ამ ენაზე…
        და საერთოდ რატომ ვკამათობთ, ეს ადამიანები ჯიგრები არიან, ყველაფერი იციან უბრალოდ დაიბნენ კამერების წინ, ტელევიზია კიდე ბანძია, მეც ბანძი ვარ ალბათ, დანარჩენი ყველა მაგარია:ს:ს:ს

      • წაშლილია ის კომენტარი, ვისაც ვუპასუხე თავდაპირველად და ვერ მიხვდები რაზე ვთქვი ეგრე )) ვიღაც გაკვირვებული ამბობდა როგორ შეიძლება ინგლისური ან ლათინური ეთქვათ ამ კითხვაზე პასუხადო. კამერების წინ ასე დაბნევა მე არ გამიგია ისე : )))))))) ბანძი ხარ? :დ:დ

  10. marii ამბობს:

    ძალიან სამწხუაროა…. ქართველები მართლა ჭკვიანები ვართ მაგრამ ჩვენს ნიჭს საერთოდ არ ვიყენებთ. გვგონია რომ ყველაზე კარგები და განათლებულები ვართ.
    ამერიკაზე ვამბობთ გაუნათლებელი ხალხიაო და შეხედეთ ამ ხალხს. არადა ყველას ვისაც გამოკითხეს ყველას ედება სახლში 2 დიპლომი და კარადა სავსე წიგნებით. ამერიკელს თუ სახლში კოლეჯის დიპლომი უდევს მაშინ ის 100 % განათლებულია. მაგრამ ჩვენთან დიპლომს არანაირი ფასი არ აქვს….

    და მერე მეკითხებიან რატომ გინდაო ამერიკაში წასვლაო?
    ჩემი პასუხი ის არის რომ არ მინდა მეც მასეთი ვიყო. არ მინდა დავამთავრო უნივერსიტეტი მქონდეს 20 დიპლომი, არ ვიცოდი რამდენი მსოფლიო ომი მოხდა და რაც მთავარია მაგ დიპლომს ფასი არ ქონდეს.
    და იქ ნაღდად მეცოდინება როგორი განათლებული ადამიანიც ვიქნები იმნაირ საზოგადოებაში მოვხვდები

  11. niksologi ამბობს:

    “რას აკეთებ იმისთვის, რომ ჩემნაირმა „დებილებმა“ რამე მაინც შეიგნონ?

    აა, სერიალი გაქვს ბევრი? თან ლათინო–ამერიკული? ზუსტად ერთი წლის წინ საინფორმაციო გამოშვებაში იმხელა ტყუილი მაჯახე, რომ ლამის გულის შეტევა დამემართა? და, საერთოდ, ყველა საინფორმაციო გამოშვებას გულის ხეთქვით იწყებ? უი, უკვე შენს ეთერში გადის გადაცემა „ყოფილი ცოლების კლუბი“? „ნანუკას შოუც“ გაქვს და „თბილისი ლაივიც“?

    ეს ერთი და

    ”გამოკითხული იყო სულ რამდენიმე, დაახლოებით, ათამდე, ადამიანი, რომლებიც, ძირითადად, სწორად ვერ პასუხობდნენ შეკითხვებს. რაც მაფიქრებინებს იმას, რომ „მკვლევარებმა“ გაცილებით მეტი ადამიანი გამოკითხეს, ხოლო გადაცემისთვის მხოლოდ ისინი აარჩიეს, რომლებმაც კითხვებზე პასუხები არ იცოდა.”

    ესეც მეორე….

    ამაზე რატომ არავინ არ საუბრობს? (კომენტატორები მყავს მხედველობაში…
    ძალიან ცალსახა და ძალიან არაობიექტური სიუჟეტი იყო…

    მეც გადავიღებ ძალიან მიკერძოებულ სიუჟეტს, სადაც აბსოლუტურად საპირისპიროს დავამტკიცებ და ამით ვიტყვი რომ საქართველო გენიოსების სამყოფელია?

    არაა განსჯის საგანი ეს სიუჟეტი…

    პ.ს. არ ვამბობ რომ სიუჟეტში ტყუილი იყო რამე, მაგრამ ძალიან არაობიექტურად იყო გაკეთებული

  12. siogun ამბობს:

    მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო ექსპერიმენტი იყო ოღონდ უნდა გამოკითხულიყო პარლამენტარები და , მაშინ ნახავ როგორ ქვეყანასი ვცხოვრობთ…ტონი შეიძლება ცუდი იყო არ ვიცი არ მინახავს მაგარმ იდეა გადასარევია… გახსოვდეს მწარე წამალი კურნავს, ტკბილი კი მხოლოდ კბილებს აფუჭებს…

  13. Jessie ამბობს:

    ყველას გულზე მოხვდა იმედის სიუჟეტი 😦
    კი გეთახმები, შეურაწყოფელი სიუჟეტი იყო, და რეალობისთვის და ობიექტურობისათვის სწორი პასუხებიც უნად გაჟღერებულიყო.. ან მსგავსი სიუჟეტი შაბათის შოუში ან სხვ არმე სასცილო გადაცემაში გაეშვათ.. “სპეციალურ რეპორტაჟში” მასეტი დამამაცირებელი სიუჟეტის გაკეთება არ ეკადრებოად ქართველ ჯურნალისტს, რომელმაც ისედაც უნდა იცოდეს განათლების რა დონეა საქართველოში,….
    სიუჟეტი მომეწონა მხოლოდ ერთი ფრაზით იმსი შესახებ, რომ თითქნის ყველას აქვს უმაღლესი განათლება ან ამის დამადასტურებელი საბუთი.. მარტთლაც რომ მასეა..
    განათების დაბალი დონეა საქართველოში, მაგრამ რუსები კარგად ამბობენ “ვინასიწ მუსორ იზ იზბი” რატო სჭირდებოდათ ვერ მივხვდი…. არ ვიცით რა ხდება? არ ვიცით, რომ გვიჭირს? არ ვიცით რომ სოციალურ ქსელებზე გადამკვდარი ახალგაზრდობა არც კი კითხულობს წიგნებს… ვიცით ეს ყველაფერი…. ვერ ჩავწვდი სიუჟეტის აზრს…. ხალხის თვალში “იმედმა” ყველანაირი “რესფექტი” დაკარგა.. ერ შარშანდელი “ომი” და ახლაც ეს…. რატომ ინტრიგნობენ . რა უნდათ

    შემზარავი იყო ყველაფერი… სასაცილო იქნებოდა,სატირალი რომ არ იყოს

    შენი პოსტი მომეწონა, შენი აზროვნება ძალიან მომწონს, ეზ იუჟუალ

  14. tekla ამბობს:

    vaaaai vaiiii))))))))))))))))

  15. salomeaa ამბობს:

    ფსევდოლიტერატურული ბლოგი– ეს მომეწონა მე მაქვს ლიტერატურული ბლოგი წინ ფსევდო დავამატო?:)

    ეს გადაცემა არ მინახავს, თუმცა ეკა ხოფერიას გადაცემისგან დარწმუნებული ვარ არაფრით განსხვავდებოდა.
    უვიცი და გაუნათლებელი ვარ რომ არ მომწონს
    „ყოფილი ცოლების კლუბი“
    „ნანუკას შოუ“
    „თბილისი ლაივიც“
    ,,ღამე შორენასთან”
    და არც მარიო ჩიმაროს სასიყვარულო თავგადასავლები მხიბლავს ,,ყველაზე რეიტინგულ არხზე”
    გაუნათლებელი ხარ, როცა იმიტირებულ ქრონიკას ვერ არჩევ ნამდვილი ქრონიკისგან –კიდე რაზე გვაქვს პრეტენზია ღმერთმანი:)

    ინგლისში ასეთი შემთხვევითი გამოკითხვა ჩაატარეს და აბსოლიტურმა უმრავლესობამ არ იცოდა ვინ იყო შექსპირი

    მაგ არხის რეიტინგი 0–ს უტოლდება:)

  16. sophia ამბობს:

    ”გამოკითხული იყო სულ რამდენიმე, დაახლოებით, ათამდე, ადამიანი, რომლებიც, ძირითადად, სწორად ვერ პასუხობდნენ შეკითხვებს. რაც მაფიქრებინებს იმას, რომ „მკვლევარებმა“ გაცილებით მეტი ადამიანი გამოკითხეს, ხოლო გადაცემისთვის მხოლოდ ისინი აარჩიეს, რომლებმაც კითხვებზე პასუხები არ იცოდა.” <<<< ვუყურე თუ არა ზუსტად ეს აზრი გამიჩნდა თავში და ამაში დარწმუნებულიც ვარ… რამაც მართლაც კიდევ უფროო გააღრმავა უნდობლოობა მეედის მიმართ..

  17. dato darbaidze ამბობს:

    bolomde ar wamikitxavs es posti magram erti is vici ro martlac chamchreli kitxvebi iyo da bevri adamiani daibna…. romel wlebshi >mepobda< shota rustaveli…. magram samkutxeds rom 2 gverdi aq eg ki yvelam vicit :))))))))))))))))))))))))))

  18. ketusi ამბობს:

    ჯერ იყო და,ბინძური ერი ვართო,თურმე თვეში ერთხელ თუ ვიბანთო!
    ეხლა კიდე დებილებიც ვართ!

    რომელი გამოკითხვა ჩატარებულა ნეტა ჩვენთან,რომ სარწმუნო იყოს?

  19. გველი ამბობს:

    იცით რა ვერ გავიგე? რატომ ითვლება გაუნათლებლობად პრემიერ–მინისტრის ვინაობის არცოდნა?!….. ნუ რაღაც კუთხით გაუნათლებლობაა, თუმცა მგონი იმასთან არაა შესადარებელი რა ქვია, სამკუთხედის 2 გვერდთან და ბუდისტების მუსულმანურ სარწმუნოებასთან..არა??

    მარა აი ლეკვებზე (პატარა ძაღლებზე) კომენტარი მომეწონა ძალიან ^_^

  20. გამოხმაურება: პეტრე მელიქიშვილიდან ბიჭოლამდე « Stichoza's Blog

  21. qetusia ამბობს:

    ცოტა შეშინებულმა კი დავიწყე მაგ გამოკითხვის ყურება მაგრამ ბოლოს მომეშვა რომ მე თურმე ელემენტარული რუმეები ვიცი :)(ჰეპი). მოდი ეგ კითხვები ავიღოთ და ცოტა ცნობილ სახეებს დავუსვათ!!!! და აქვე მომაჭერით თავი თუ უკეთეს შედეგს მიიღებთ 😉

  22. salome ამბობს:

    erts davamatebdi rom iq gamokitxuli iyvnen ara marto axalgazrdebi aramed uprosi taoba, da bevrad uaresi pasuxebi miviget matgan. amistana xalxma ra unda motxovos axalgazrdebs rac shentvis ar ici sxvas rogor unda aswavlo! ar vamartleb chem taobas magram chemi piradi azrit axlandeli axalgazrdebi bevrad logikuri, damoukidebeli da dzlieri taobaa! da tito maxinji yvela ojaxshiao natqvamia

  23. Giga Kitia ამბობს:

    http://www.time.com/time/specials/packages/article/0,28804,1931133_1931132_1972067,00.html
    ამ ლინკზე შედით და ნახავთ, თუ რა დაიმსახურა იმედის ტელევზიამ, თუმცა ზოგადად ქართული მედია იგივე საფეხურზე დგას! მსოფლიოს ყველაზე შოკისმომგვრელი ინფორმაცია მედიის საშუალებით იმედის ტელევიზიამ იმიტირებულ ქრონიკაში გამოავლინა და ამისთვის 10 მსგავს ინფორმაციას შორის პირველი ადგილი დაიკავა! ამის შესახებ არცერთ რეიტინგულ ტელევიზიას არ გაუვრცელებია ინფორმაცია, აი ესაა მათი პოზიციები, რომელიც უკვე კაი ხანია გარკვეულია, უბრალოდ თავსზემოთ ძალა არაა, ჩვენნაირებს არ შესწევთ ძალა და ეგაა, მეტი არაფერი! გამოსავალიც კი არ არსებობს, კახი კავსაძისა არ იყოს- ,,გვეშველება რამეო?- არასოდეს!”

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s