კანონზომიერება

დღეს ტელევიზიიდან ათ საათზე დაღლილი და ტვინადუღებული გამოვედი, მაგრამ დელისამდე მაიც ფეხით ჩამოვედი.
ეს კანონზომიერებაა.

შავ ტანსაცმელში ჩაცმული გამვლელები ჩემს ჭყეტელა ნარინჯისფერ ქურთუკს ცნობისმოყვარედ აყოლებდნენ თვალს.
ეს კანონზომიერებაა.

“პოპულთან” მოთხუპნულსახიანი ბავშვები სუპერმარკეტიდან გამოსულ პარკებით დახუნძლულ ადამიანებს ხურდას სთხოვდნენ. მეც მთხოვეს და ისე ჩავუარე, სინდისმა სულ არ შემაწუხა.
ეს კანონზომიერებაა.

გზად რესტორნების ვიტრინებში გემრიელად გაშლილი სუფრები ჩანდა, ხალხი,  ინტერესით და ხინკლის ღეჭვა–ღეჭვით ადევნებდა თვალს საფეხბურთო მატჩს, მე კი იმაზე ვფიქრობდი, ჯიბეში ჩარჩენილი ბოლო სამლარ–ნახევარი “რედ ბულისთვის” გამემეტებინა თუ არა.
ეს კანონზომიერებაა.

სასტუმრო “აფხაზეთს” რომ გავუსწორდი, ჩამტვრეულფანჯრებიან ბინებში დევნილები რომ არიან  შესახლებული, გამიხარდა, რომ სახლში მივდიოდი, სადაც ცხელი აბაზანა, მყუდრო ოთახი და გემრიელი საჭმელი მელოდა.
ეს კანონზომიერებაა.

ყურსასმენებში ლენონი  “მიეცით მშვიდობას შანსიო”, ქადაგებდა, მე კი სრულიად მშვიდად ჩავუარე გვერდზე ვიღაც ორ ბიჭს, ლამის სამვდრო–სასიცოცხლოდ რომ ურტყამდნენ ერთმანეთს.
ეს კანონზომიერებაა.

შესანიშნავად განათებულ მაღაზიებში მანეკენების ტანზე ასხმულ ზეძვირადღირებულ ტანსაცმელს ვუყურებდი და ვფიქრობდი, რომ ისინი კიდევ დიდხანს იქნებოდნენ ვიტრინებში, სანამ, ერთხელაც, ეს მაღაზიებიც ისევე არ დაიხურებოდნენ გაკოტრების გამო, როგორც მათი წინამორბედები.
ეს კანონზომიერებაა.

დელისთან რომ მივედი 1 ბოთლი ჰეინიკენი ვიყიდე. არა იმიტომ, რომ ჰეინიკენსა და ნატახტარს, ან, თუნდაც, ეფეს სპილსნერს შორის რამე განსხვავებას ვამჩნევ. უბრალოდ, როცა ჰეინიკენს ვსვამ, თავი კარგი ტიპი მგონია.
ეს კანონზომიერებაა.

“მარშტუტკაში”, რადიოში შემთხვევით შევესარი ისრაელი–საქართველოს მატჩის რეპორტაჟის ბოლო წუთებს, საიდანაც გავიგე, რომ ჩვენ წავაგეთ.
ეს კანონზომიერებაა.

ყურსასმენებში ლენონი Red hot chilly peppers-მა შეცვალა, Peppers–ი  – Metallica–მ, Metallica – Liquid Tension Experiment–მა, Liquid-ი ბითლზმა…
ეს კანონზომიერებაა.

“მარშრუტკამ” ათი მეტრით შორს გამიჩერა იმ ადგილიდან, სადაც გაჩერება ვთხოვე.
ეს კანონზომიერებაა.

სახლში მოსულზე პირველი, რაც გავაკეთე, კომპიუტერი ჩავრთე, კომპიუტერში – Facebook.
ეს კანონზომიერებაა.

ახლა, პოსტის წერისას, ძალიან დაღლილი ვარ, ხვალ დილას კი ნაკლებად დაღლილი ვიქნები და აუცილებლად დავლევ ყავას.
ეს კანონზომიერებაა.

ხვალაც ზუსტად ისევე განმეორდება ყველაფერი, როგორც დღეს.
ეს კანონზომიერებაა.

მერე კითხვაზე, “რა არის კანონზომიერება?” ისევ მივიღებ პასუხს:
“is rom odesme gcem aucileblad
is rom xvla dilas yavas davlev
is rom aucileblad movushli nervebs bebiachems
is rom aucilelad vifiqreb ra uazroa arseboba
is rom sagamos aq shemovetrevi
da vifiqreb rogor uazrod vflangav dros
mere isev davlev yavas da vaginebs marks fb.s sheqmnistvis
chaveworavebi xatias da anis
kidev ertxel davrwmundebi rom samyaroshi sauketeso megobrebi myavs.”

ეს კანონზომიერებაა.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in აბსურდი and tagged , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

11 Responses to კანონზომიერება

  1. თინა ამბობს:

    “მერე კითხვაზე, “რა არის კანონზომიერება?” ისევ მივიღებ პასუხს”

    დაგიხატამ აწი პასუხებს ბებიაშენისამ!

  2. Tinatin Atinati ამბობს:

    აი მომეწონა/არ მომეწონა 🙂 მიხვდი ახლა შენე რა როგორა…

  3. salolas ამბობს:

    ოო… მომეწონა მართლა ძალიან… ❤

  4. siyvarulovna ამბობს:

    შენი ბლოგის კიტხვაც კანონზომიერებად მექცა ^

  5. sophia ამბობს:

    ”კანონზომიერებები” არ არსებობს …

  6. chankotadze ამბობს:

    შენს ბლოგზე შემოტასავება _ ეს კანონზომიერება ხდება :დ

  7. xatia ამბობს:

    samwuxaroa, magram rac unda ecado, am kanonzomierebit gadatvirtul cxovrebas veravin daagwevs tavs, esec cxovrebiseuli kanonzomiereba……

  8. same old fears ამბობს:

    is rom aucileblad movushli nervebs bebiachems
    is rom aucilelad vifiqreb ra uazroa arseboba
    vifiqreb rogor uazrod vflangav dros

    aha_a

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s