თარგმნე

თუ შენ თსუ–ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე არასოდეს გისწავლია;

თუ არასოდეს გქონია შემთხვევა, როცა საშინელი “ქსეროქსებიდან” თვალებდათხრილს გეკითხა გრამატიკულად გაუმართავი ტექსტები;

თუ ფიზიკოსი არ ხარ და ველის კვანტური თეორიის ინგლისურად სწავლაში არასოდეს გიჭყლეტია ტვინი;

თუ საერთაშორისო ურთიერთობებს არ სწავლობ და  ლარიანი თარგმანი უღმერთოდ არ გატყუებს;

თუ არასოდეს გიწყევლია თავბედი იმის გამო, რომ სოციალური პერცეფცია, აფილაცია, კოგნიცია (და კიდევ ბევრი ეგეთი ცია) ინგლისურად ან რუსულად უნდა ისწავლო, როცა ქართულადაც კი გიჭირს ამ ყველაფრის გაგება;

თუ ნერვებმოშლილს პოლიტიკური მეცნიერებების სწავლაში სახელდახელდოდ აკინძული ქაღალდები სულ ნაკუწებად არ გიქცევია უხეირო, გაუგებარი თარგმანის გამო;

თუ ჟურნალისტობა გინდა, მაგრამ საკმარისი მასალა არ გაქვს ქართულ ენაზე, რომ სრულყოფილი განათლება მიიღო;

მაშინ, ეს პოსტი შენთვის არაა და წააკითხე იმათ, ვინც ეს ყველაფერი საკუთარ ტყავზე გამოსცადა!

ჩვენ ვართ მოხალისე სტუდენტები, რომლებსაც გვინდა, ვისწავლოთ მშობლიურ ენაზე, რადგან

ეს ჩვენი უფლებაა

ჩვენ  არ ვმიჯნავთ ერთმანეთისგან სტუდენტთა არცერთ ჯგუფს, რადგან ვთვლით, რომ ეს ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს

განურჩევლად ასაკისა, სქესისა, ეთნიკური კუთვნილებისა, პოლიტიკური თუ რელიგიური შეხედულებებისა, აკადემიური მოსწრებისა

ჩვენ გვაქვს ყველანაირი საფუძველი და უფლება, მოვითხოვოთ, ის, რაც მართლა გვეკუთვნის.

არ აქვს მნიშვნელობა, ბაკალავრი ხარ, მაგისტრი, დოქტორი თუ კიდევ რაღაც (არ ვიცი ამდენი წოდება).

არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ფაკულტეტის რომელ მიმართულებაზე სწავლობ.

არც იმას აქვს მნიშვნელობა, საერთოდ სწავლობ თუ არა.

არ აქვს მნიშვნელობა, თვითმმართველობაში ხარ, თუ თვითმმართველობის გარეთ.

ამ საკითხში, ვფიქრობთ, ყველას აზრი უნდა იკვეთებოდეს.

პარასკევს, 15 აპრილს, ჩვენ ვიკრიბებით თსუ–ის მე–6 კორპუსის სააქტო დარბაზში , რომ მოვითხოვოთ, ის, რაც

კანონით გვეკუთვნის

ჩვენ განათლება გვჭირდება 🙂

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in განცხადება and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to თარგმნე

  1. nino ამბობს:

    tsu-s danaxva ki ara gagonebac agar minda 😐

  2. LiLaC ამბობს:

    ვუჰუ! მე აქ ვარ!!!

  3. xatia ამბობს:

    სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თსუ-ში არ ვსწავობ, მაგრამ მსგავსი პრობლემები ჩემს(და საერთოდ, მგონი, ყველა) უნივერსიტეტშიცაა, ამიტომ აბსოლუტარად გეთანხმებით და ვუერთდები თქვენს პრიტესტს…

  4. blog.anuna.ge ამბობს:

    “MALADEC!“ 😀 ai es sityva agmomxda am postis kitxvisas…raxania vgagadeb da albat meama :DLD sachiroa literatura qartulad da ara mxolod natargmni.originaluric…. ert kitxvas ver vupove pasuxi/ ratom ar ceren universitetis leqtorebi axal kvlevebs , axal cignebs, nashromebs, ravici ragacas axali gamocemis msgavss. postundistrualizmis droshi vart adamianebooooo….gavigvidzot iqneb???
    xandaxan imazec mefiqreba, rom bevi matgani shemtxvevit moxvda auditoriashi…da kidev erti axali epokis mtavari nishani informacia da codnaa da jurnalistikis facultetis leqtori, atit tu ara, ertit an naxevari nabijit mainc unda uswrebdes dros…ukidures shemtxvevashi tanascori mainc unda ikos…
    Mokled tu ragacas aketeb martla unda gaaketo bolomde da ara saxelistvis…universiteti rom uzarmazari mankanaa da mis gardaqmans didi dro schirdeba es ukve gacvetili nigabia.scavlis dasrulebis shemdeg yvelas gakritikeba advilia ise, rom ar chndeba kitxva me miveci mat satanado mimartuleba???

  5. blog.anuna.ge ამბობს:

    Moscow :)))) axla vzivar da vusmen 16 clis permeli bichis moxsenebas sakutar online gamocemaze.
    ukve movusminet mecxre klasel aseve permel gogos, romelmac axalgazrdebis (mozardebis tineijerebi,) mediaze mokvleva chaatara… mteli ruseti cxadia ase ar cxovrobs tumca arian kargi samagalito gamonaklisebi…
    mokled nisha tavisufalia (saqartveloshi) da bevri ramis gaketebac sheidzleba:))

  6. Nonka ამბობს:

    კარგი იქნება, თუ ამ საკითხებს ტელეეთერშიც განვიხილავთ… მეც ვიყავი სტუდენტი და ამ პრობლემის წინაშე ვიდექი, ინგლისურის ბიზნეს კურსიც თარგმნაში ავითვისე 😉 ეხლაც არაა სახარბიელო ვითარება ამ კუთხით, თანამედროვე ლიტერატურა კი მგონი საერთოდ არ არსებობს :))) :(((

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s