როგორ უნდა გავაკეთოთ კარგი საინფორმაციო გამოშვება

დიდი მადლობა იმედს და, განსაკუთრებით, “ქრონიკას”, იმისათვის, რომ პოსტის დასაწერად ასეთ გემრიელ მასალას მაწვდიან ყოველ დღე 😉

ყოველთვის მინდოდა, კარგი ჟურნალისტი გამოვსულიყავი.  ბევრი ხერხი ვცადე, რომ ოცნება რეალოაბად მექცია: ხან ვის ვკითხე რჩევა, ხან რა წიგნები ვიკითხე, ხან რა ინფორმაცია არ მოვიძიე… თქვენ წარმოიდგინეთ, უნივერსიტეტშიც კი ჩავაბარე, მაგრამ სულ რამდენიმე დღის წინ დავრწმუნდი, რომ თუ გინდა, კარგი ჯურნალისტი იყო, საკმარისია, გააკეთო ერთი მარტივი რამ: აუცილებლად უნდა ადევნო თვალი ქართულ ტელესივრცეს. ნუ, ყოველ შემთხვევაში, საინფორმაციო გამოშვებებს მაინც.

ჰოდა, აღმოვაჩინე თუ არა ეს მშვენიერი ხერხი, მაშინვე დავჯექი და აქტიურად დავიწყე ქართული საინფორმაციო გამოშვებების შესწავლა. ამან კი შედეგად ის მომცა, რომ როგორც ორჯერ ორი ოთხია, ისე ვისწავლე, ნიუსის კეთება.

აღმოჩნდა, ეს იმდენად მარტივი ყოფილა, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია, თავისუფლად აკეთოს, ოღონდ უნდა მიჰყვეს, იმ უნივერსალურ წესებს, რომლებსაც ქვემოთ გაჩვენებთ.

მაშ ასე:

საინფორმაციო გამოშვება აუცილებლად უნდა იწყებოდეს უცხოეთის ახალი ამბებით. მაგალითად, უნდა მოგვითხრონ, „როგორ ტრიალებს ობამას ადმინისტრაციის თავზე შავი ღრუბლები“. შემდეგ ეს მეტეოროლოგიური ცნობა დაახლოებით, ასე, ათი წუთის განმავლობაში უნდა ტრიალებდეს ეთერში (თემის განვითარება აუცილებელი არაა, მთავარია, ათი წუთი შეივსოს). ასეთ დროს, აუცილებელია, ყოველ რამდენიმე წამში ერთხელ მაინც გამოვიყენოთ რომელიმე ინგლისური ფრაზა, მაგალითად Shut down (შათ დაუნი), იმის ხაზგასასმელად, რომ არც ჟურნალისტები ვართ სხვაზე ნაკლებად განათლებულები.

ათი წუთის გასვლის შემდეგ, კარგი იქნება, თუ საქართველოს დავუბრუნდებით და ამოვატივტივებთ რომელიმე კარგა ხნის წინ აქტუალურობადაკარგულ თემას (ჩვენ ხომ ჟურნალისტბი ვართ და თვითონ ვწყვეტთ, რა გავააქტუალუროთ) მაგალითად, სოფელ მისაქციელის ტრაგედიას. თან, რაც შეიძლება ზუსტად უნდა აღვწეროთ მშობლის მიერ შვილის მკვლელობის ამბავი, რომ მაყურებელმა ნათლად აღიქვას იქ მომხდარი ტრაგედიის სიმძიმე (თუ ამ ყვლაფერს, საილუსტრაციოდ, დადგმულ კადრებსაც დავურთავთ, ხომ მთლად უკეთესი). იდეალური იქნება, თუ ამის შემდეგ რამდენიმე მსგავს შემთხვევასაც ასეთივე სიზუსტით აღვწერთ და, მეტი დამაჯერებლობისთვის დავურთავთ, რომ „ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა ყოველ 10 ოჯახში 7 ბავშვი ძალადობის მსხვერპლია“.

ამის შემდეგ, განტვირთვის მიზნით, კარგს ვიზამთ, თუ მაყურებელს რამე სასიამოვნო თემაზე ვესაუბრებით: მაგალითად იმაზე, თუ რაოდენ დიდი სარგებელი მოუტანა საზოგადოებას ჩვენს არხზე გასულმა რომელიმე გადაცემამ, ან როგორი მადლიერია მაყურებელი ჩვენ მიერ მოწყობილი საქველმოქმედო საღამოების გამო. უნდა გვახსოვდეს, ეს ყველაფერი ზრდის მაყურებლის ნდობასა და კეთილგანწყობას.

აქ, როცა, დაახლოებით, უკვე ოცი–ოცდახუთი წუთია გასული, რეკლამა პირდაპირ მისწრებაა. აქაც არის ერთი უნივერსალური კანონი – კანონი რეკლამის შესახებ (ჩვენს არხზე). სარეკლამო გაჭრა უნდა გრძელდებოდეს არაუმცირეს ათი წუთისა, რომ მაყურებელი მომავალი სიუჟეტისთვის კარგად შევამზადოთ.

რეკლამის შემდეგ კარგი იქნება, თუ კრიმინალურ ქრონიკას გადავხედავთ და ვაჩვენებთ ერთ–ორ ქურდბაცაცას, რომლებიც პატრულმა ფაქტზე დააკავა. ან თაღლითს, რომელიც დიდი ხნის დევნის შემდეგ გამოააშკარავეს. გახსოვდეთ, არამც და არამც არ შეიძლება ისეთ დამნაშავეებზე საუბარი, რომლებიც ჯერ არ დაუჭერიათ!

აქ კი უკვე დროა, ჩვენი ქვეყნის არნახულ წარმატებებზეც ვთქვათ ორიოდ სიტყვა: მაგალითად, რომ რომელიღაც შორეული ქვეყნის ამა და ამ ბიზნესმენმა საქართველოს ჯერ გაუგონარი ნდობა გამოუცხადა და, საერთოდ „აქართველოს მიმართ ინტერესი მსოფლიოში საოცრადაა გაზრდილი“.

ამ ურყევ ფაქტებს თუ რომელიმე კვლევის შედეგებსაც მოვაყოლებთ, რომელიც ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ვითარებას ასახავს, საერთოდ შესანიშნავი ნიუსი გამოგვივა. აქ უნდა გვახსოვდეს, რომ აუცილებელი არაა, დავაზუსტოთ, ხალხის რა რაოდენობა გამოიკითხა; ვინ გამოიკითხა; სად გამოიკითხა; რა ვითარებაში ჩატარდა კვლევა და ა.შ. მთავარია, მკვლევარი ორგანიზაციის სახელწოდება (სასურველია, აბრევიატურა იყოს) მივუთითოთ და კვლევის შედეგებიც წარვადგინოთ. შედეგი კი აუცილებლად უნდა იყოს, ის, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი ბევრად მაღალია ხალხში; რომ პრეზიდენტს მოსახლეობაში ყველაზე დიდი ნდობა აქვს სხვა საჯარო პირებთან შედარებით და ა.შ. შვიდი წუთის განმავლობაში ამაზე საუბრის შემდეგ, განსატვირთავად ისევ ათწუთიანი რეკლამა პირდაპირ მისწრებაა.

რეკლამის შემდეგ, რადგან უკვე გამოშვების ბოლო ნაწილში გავდივართ, საკმარისია, გამოფხიზლების მიზნით, მაყურებელი ოდნავ შევაშინოთ: ვთქვათ, ვუთხრათ, რომ Facebook მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქტიურად ანგრევს ოჯახებს. მართალია, ქართველი ფსიქოლოგები ამას უარყოფენ, მაგრამ მათ სიტყვა რა არის იმ ამერიკელი ფსიქოლოგების აზრთან შედარებით, რომელთა ინტერვიუც ჩვენმა არხმა ექსკლუზიურად მოიპოვა.

ბოლოსკენ, კარგს ვიზამთ, თუ უცხოური ყვითელი პრესიდან ერთ–ორ ამონარიდს გავანობთ მაყურებელს. კიდევ უკეთესი, თუ ეს ამონარიდი საფრანგეთის პრეზიდენტზის, ან სხვა ვინმე ისეთ პოლიტიკური ფიგურის შესახებ იქნება, რომელიც საქართველოში, მინიმუმ, ერთხელ მაინცაა ნამყოფი (დაიმახსოვრეთ, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რა თემაზე იქნება ეს ამონარიდი).

აქ თუ გამოშვების ბოლოს რამდენიმე წამი მოგვრჩა, დროის შევსების მიზნით შეგვიძლია,  რამე ისთი უმნიშვნელო პრობლემა ჩავსვათ, რომელიცაა, ვთქვათ, 2 დღის განმავლობაში შეწყვეტილი წყლის მიწოდება (თუ დრო არ დაგვრჩა, ამის არჩასმაც არაა დიდი პრობლემა).

საინფორმაციო გამოშვების დასასრული ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო რამაა. იგი ისეთი უნდა იყოს, რომ ხვალინდელ საინფორმაციომდე ხალხმა იფიქროს, რა ბედნიერ ქვეყანაში ვცხოვრობთო. ასეთ შემთხვევაში ზედგამოჭრილია, თუ კიდევ ერთხელ შევახსენებთ მაყურებელს ჩვენი განუმეორებელი კურორტების შესახებ, რომელთა ბადალიც მსოფლიოში არ მოიძებნება. კიდევ რამდენიმე წამი, ამინდის პროგნოზიც და საინფორმაციო გამოშვებაც მზადაა.

როგორც ხედავთ, ნიუსის კეთება არცისე ძნელია. მთავარია ერთი რამ დავიმახსოვროთ. ნიუსი არ უნდა შეიცავდეს არანაირ ინფორმაციას პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ თუ სხვა სფეროში მომხდარი ახალი ამბების შესახებ (თუ არ გავითვალისწინებთ ბოლოს წინა პუნქტში განხილულ გამონაკლის შემთხვევას) – რა იცი, რა ხდება, რამდენი ავი თვალი უყურებს ჩვენს არხს, ემანდ ვინმეს ეჭვი არ შეეპაროს, ჩვენს ჭეშმარიტად ბედნიერ ცხოვრებაში.

 

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

11 Responses to როგორ უნდა გავაკეთოთ კარგი საინფორმაციო გამოშვება

  1. tamuna ამბობს:

    ასე მეგონა “ქრონიკას” ვუმზერდი! 😀

  2. andro ამბობს:

    ეს რანაირი პოსტი იყო იცი, ყოველი აბზაცის წაკითხვის შემდეგ რო მაუსით “სქროლს” ქვევით წევ, იმის გასაგებად მალე დამთავრდება თუ არა :დ:დ:დ

  3. andro ამბობს:

    კითხვა ზოგადად მეზარება მაგრამ ამ შემთხვევაში …. :დ :დ
    არა კარგად კი დაიწყე თავიდან, მაგრამ საბოლოოდ გამოგივიდა ქართული საინფორმაციო გამოშვების ემპირიული ანალიზი უბრალოდ დასაწყისში დაურთე, ირონიულად რა თქმა უნდა, როგორ უნდა იყოს კარგი ნიუსი:პ (ისე სადაც ნიუს-სს იყენებ იქ შათ დაუნი-ს გამოყენება არ უნდა გქონდეს გაშარჟებული) :პ:პ

  4. ten minutes older ამბობს:

    კარგი პოსტი, იყო, თუმცა მერამდენე უკვე იმედის თემაზე ვეღარ ვითვლი. ამ არხმა თავისი ნიშა დაიკავა და აღარ გადაუხვევს )))

  5. anano ამბობს:

    :))) ara kargiaa shen gexerxebaaa ceraaa..margam isetivee arafriis mtkmelii rogorc kronikis gamoshvebaa da isetivee damglelii rogoriic televizorshi gadis..mokled kochaag zustaad gadmoecii mteli sainformacioo gamoshvebaa…:)))

  6. skrep ამბობს:

    ასეთი ნიუსები უფრო მახალისებს: “დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნიკა გილაურმა ფეხი მოიტეხა”… შემდეგ გამოშებაში კი პასუხი: “ნიკა გილაურის ფეხის მოტეხვის ამბავი არ დასტუდება” 😀

  7. tiko ამბობს:

    dz zedapiruli iyo,magram vixalise kiaa>DDDD

  8. ketusi ამბობს:

    ხოოო,კარგი პოსტი იყო,კარგი წასაკითხი.
    ”როგორ უნდა გავაკეთოთ კარგი საინფორმაციო გამოშვება”–იმედს თუ უყურე,მაგას ვერ ისწავლი :)))))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s