ხელი აიწია

მოკლედ, ვწერ ნაჩქარევ პოსტს.

ვინც იცით და ვინც არ იცით, დღეს თსუ–ის სტუდენტთა საინიციტივო ჯგუფი აწყობდა პრეზენტაციას, რომელიც ეხებოდა უნივერსიტეტში ქართულენოვანი  ლიტერატურის ნაკლებობის პრობლემას.

შეხვედრა ნორმალურად დაიწყო: პრეზენტაცია გავაკეთეთ, ფილმი ვაჩვენეთ, შიგადაშიგ რამდენიმე ტაშიც დავიმსახურეთ დარბაზისგან. შეხვედრაზე იმაზე მეტი ხალხი მოვიდა, ვიდრე ველოდით: თსუ–ის სტუდენტები, სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ბლოგერები, თსუ–ის ლექტორები, ადმინისტრაციის თანამშრომლები, თვითმმართველობის წარმომადგენლები და ა.შ. მოკლედ, საკმაოდ ბევრი დაინტერესებული ადამიანი გამოჩნდა.

შეხვედრის მიზანი იყო უნივერსიტეტის ყველა სტუდენტის, ლექტორისა თუ ადმინისტრაციისა თუ თვითმმართველობის წარმომადგენლის გაერთიანება ერთი იდეის გარშემო: ითარგმნოს სახელმძღვანელოები ქართულად. და წესით ასეც უნდა მომხდარიყო, რომ არა ერთი “მცირე” ინციდენტი.

როცა დისკუსია დაიწყო, დარბაზში გამოჩნდა რამდენიმე ისეთი ადამიანი, რომელმაც ღიად დააკმაყოფილა თავისი უკმაყოფილება და საკმაოდ მწვავე სიტყვითაც გამოვიდა. ამ სიტყვებს, წესით, მწვავე პასუხებივე უნდა მოჰყოლოდა, თუმცა პასუხებში, სიმართლე გითხრათ, მუშტებს ნამდვილად არ ვგულისხმობ.

თუმცა, იყო მუშტებიც. რამდენიმე ადამიანს, რომელმაც დისკუსიისას განსხვავებული აზრი გამოთქვა, მარტივად, გაიყვანეს და სცემეს.

არა, თქვენ თვალი არ გატყუებთ, აქ ხელი აიწია. ზუსტად ისე, როგორც ჩვენს ბავშვობაში, ასე, მე–8 მე–9 კლასებში ხდებოდა ხოლმე, უბნის გარჩევებისას.

მე მომიტევეთ, მეგობრებო, მაგრამ ამ სურათის ნახვისას, რატომღაც ჯორჯ ორუელი გამახსენდა.

მე მრცხვენია, რომ ჩვენთან სიტყვის თავისუფლებას დაარტყეს.

მე მრცხვენია, რომ აქ ხელი რამდენიმე ისეთ ადამიანსაც მოხვდა, რომელსაც საერთოდ ხმა არ ამოუღია.

მე მრცხვენია, რომ ასეთი რამეები კიდევ ხდება.

2 წელია, უნივერსიტეტში ვსწავლობ და დღეს პირველად შევესწარი “ხიპიშს”. სულ ტყუილად მეგონა, რომ აქ ღია დისკუსია მიღებული იყო.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

27 Responses to ხელი აიწია

  1. ირინა ამბობს:

    კაი რაა… ღადაობ? 😐 :D:D:D

  2. andro ამბობს:

    მეც მრცხვენია :ს

  3. არც ისე კარგი გეოგრაფი :) ამბობს:

    შენ ამაზე არ გინახია “ხიპიში” – “პლატონი ქრისტეზე ადრე რა პონტში იყო და მაგის სიტყვებს რა პონტშ აყენებ წინო!!!” :(:( 😦
    სანამდე მმართველობაში იქნებიან ბუნდოვანი აზროვნების ტიპები და ქუჩას უნივერსიტეტში რამდენჯერაც შეიტანენ, იმდენჯერვე პრობლემა იქნება! ადამიანი რომელიც უნივერსიტეტში სწავლის,აზროვნების და განვითარების ნაცვლად საბირჟაოდ დადის,ბრიყვიც არაა:) არადა რამდენნი არიან , ვახ კაცოოო! 😦

  4. Katiee.Ge ამბობს:

    ვინ ვიზე აწია ხელი ბიჭო???

    არა მართლა, ვერ გავიგე ვინ ვინ სცემა ? :O

  5. otius ამბობს:

    სირცხვილზე მეტი იყო იქ რაც მოხდა 😐

  6. samuraisxmali ამბობს:

    მერე ადექით და თქვენც დაარტყით. როცა შემოგიტევენ უნდა შეუტიო და ისე ებრძოლო როგორც გებრძვიან, თუ სხვა გზას აღარ გიტოვებენ.

  7. ziki ამბობს:

    დასაჭერები არიან ეგ ცხელსისხლიანი ვაჟბატონები, ქე რო კონფერენციაზე შეკამათებას ვერ იტანენ და მისაბრძანებელი ვირის აბანოში, რამდენიმე თვით, გასაგრილებლად.
    მაგ შემთხვევის რეაგირების გარეშე დატოვება უნივერსიტეტს ზოოპარკად აქცევს, სრულიად ოფიციალურად.

  8. კულტურა გვშია ამბობს:

    პატრული რატომ არავინ გამოიძახა?

    ვეთანზმები ზედა დამპოსტველს… დასაჭერები იყვნენ!

  9. dreamar ამბობს:

    რასთან დაკავშირებით მოხდა უთანხმოება?

  10. MELIA ამბობს:

    Tu gagiyvanes da gcemes tqvenive shexvedraze , martla sacemebi yofilxart 🙂

  11. MGMT ამბობს:

    imedia gogoebic ar ucemiat : )) : D

  12. civiseli ამბობს:

    რაღა დროს მარქსია კი არა და რაღა დროს ქუჩური გარჩევებია

  13. salome davitashvili ამბობს:

    da am dros Tina da Xatia sad arian ? :))))

  14. ზოზო ამბობს:

    ვინც განსხვავებული აზრისთვის გალახავს ვინმეს, თანაც უნივერსიტეტში, ეგეთი ადამიანი უნდა აიყვანო მთაწმინდის პარკში და იქიდან გამოაქანო… დედამისთან ერთად!!

  15. siyvarulovna ამბობს:

    “ღიად დააკმაყოფილა თავისი უკმაყოფილება” – ალბათ გინდოდა გეთქვა ღიად გამოხატა ან რავი :დ მაგრამ ღიად დაკმაყოფილება არ გამიგია.

    ჰო და ის ვერ გავიგე ვინც გაიტყიპა თარგმნეს მიმართ იყო უკმაყოფილო თუ პირიქით?

  16. გამოხმაურება: თვითმმართველობამ სტუდენტებს ისევე სცემა | პინგვინთა კუნძული

  17. oddcreature ამბობს:

    ნწნწნწნწნწ სადამდე დავიდა ეს ხალხიი რომ ელემენტარული აზრის გამოთქმაც კი აღიზიანებთ და ხელის აწევასაც არ ერიდებიან. ან საერთოდ რა უფლება ჰქონდათ მაინც ვერ გავიგეე. ე.ი მე რო თსუ-ში ვწავლობ და ჩემი აზრი გამოვთქვა თუნდაც ისეთი სახით როგორც გამოითქვა უნდა მცემონ? ეს სადაური წესია ვერ გავიგეეე. ეს ხომ სტუდენტის უფლების დარღვევაა. არ ვიცი ამ ხალხს რა ეშველება, იმის მაგივრად რომ ჯასაღი დისკუსია გამართონ, მართლაც 9-კლასელი ბავშვებივით იქცევიან.

  18. xatia ამბობს:

    რა იყო 90-ანებში ვბრუნდებით?! საკუთარი აზრის ღიად დაფიქსირების უნდა მეშინოდეს ამ ქვეყანაში?ამაზრზენია……და რაც შეეხება წიგნების ქართულ ენაზე თრგმნას, ვერ ვხდები თსუ-ს რა გაუხდა წინების ან თარგმნა? მე ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი ვარ, ჰუმანიტარი და ჩვენ ან ქართულად ნათარგმნებით ან თვითონ პროფესორების წიგნებით ვსწავლობთ.ვიდეო-მასალაში პროფესორები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი რატომაც არ ითარგმნება ქართულად, არის ფინანსები, რომ ეს არ არის მატერიალურად მომგებიანიო.ძალიან გამიკვირდა:გასაგებია, რომ შეიძლება ფინანსურად არ იყოს მომგებიანი წიგნის თრგმნა ან გამოცემა, მაგრამ საქმე ხომ სტუდენტებს ეხებათ?!ვფიქრობ, ეს ლექტორებისთვის სავალდებულოა, როცა არ არის სხვა რესურსი…

  19. გამოხმაურება: ცემა–ტყეპა და ერთად თავმოყრილი ინფორმაცია « სიყვარულოვნას ბლოგი

  20. გამოხმაურება: საიდან უნდა დაიწყოს სისტემის ნგრევა? | Zurriuss.Ge

  21. გამოხმაურება: მისაღებმა მიიღოო « ფსევდოლიტერატურული ბლოგი

  22. გამოხმაურება: საიდან უნდა დაიწყოს სისტემის ნგრევა?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s