მისაღებმა მიიღოო

ვისაც ჩემი წინა პოსტები გაქვთ ნანახი, გეცოდნიებათ, რა ხდებოდა თსუ–ში ბოლო ორი დღის განმავლობაში.

ვისაც არ გაქვთ, იხილეთ ეს, ეს და ეს.

***

ახლა კი მე მოგიყვებით ერთ პატარა ამბავს… მომაპყარით სასმენელნი (სამკითხველნი) თქვენნი.

დღეს მე და ლაშა ქავთარაძე, ასე, მზე რომ შუბის ტარს გადასცდა, იმ დროს მოვედით უნივერსიტეტში. მექვსე კორპუსთან ვიდექით და ლექციის დაწყებას ველოდით, როდესაც ჩვენთან ორი ტიპი მოვიდა და მშვიდობიანი საუბრისთვის გვერდზე გაყლა გვთხოვა.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, მშვიდობიანი საუბრისათვის უნივერსიტეტის უკან გავედით და, როგორც ამბობენ “თრახი აიწია”.

ისინი ოთხნი იყვნენ, ჩვენ ორნი – ანუ ძალთა ბრძოლა სრული თანაფარდობით მიმდინარეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ მოწინააღმდეგეებმა მშვენიერი სტრატეგია შეიმუშავეს (დაგვიმარტოხელეს, რა) 🙂

ამ ყველაფერს შორიდან ადევნებდა თვალს უნივერსიტეტის დაცვის 2 წევრი, და, როგორც შევატყვე, მშვენივრადაც ხალისობდნენ.

მოკლედ, ამ ორმხრივი გაწევ–გამოწევის შემდეგ ჩემი ჩემს საყვარელ მომწვანო ზედას სახელო გაეხა.

***

მიხვდებით, ალბათ, რომ ლექციაზე ნაომრები შევედით, რასაც ლექტორის, მარინა ვაშაყმაძის მოსალოდნელი რეაქცია: დაცვის აწიოკება და, შედეგად, იმ ორი მოხალისე დაცვის წევრის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყვა.

მერე?

მერე ჩვენ მაინც დავრჩით სახელოგახეულები და სახელახეულები 🙂

***

ვინ იყვნენ ისინი?

საინტერესო კითხვაა და კარგი იქნებოდა, პასუხი გვქონოდა: ამაზე, სიმართლე გითხრათ, ათასი ვარიანტი დადიოდა, თუმცა საღამოს აღმოჩნდა, რომ ეს ხალხი იყო თვითმმართველობისგან სრულიად განცალკებით მდგარი ოთხეული, რომლებსაც, როგორც ჩანს, ჩვენთან პირადი პრობლემები ჰქინდა.

ნუ, მე, როგორც “თარტმნეს” საინიციატივო ჯგუფის ერთერთი წევრი, ლაშა კი იქ გამართული დისკუსიის ერთერთი აქტიური მონაწილე,  დავისაჯეთ!

რის გამო?

კარგი რა, მეგობრებო, თავისუფალი აზრის გამოთქმა – განა ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ადამიანი დაისაჯოს?!

***

როგორ დამთავრდა ყველაფერი?

ერთი ისაა, რომ ჩვენ ცოცხლები ვართ. კიდევ ისაა, რომ მოვიდნენ ტელევიზიები და დაადგინეს, ვერც ვერაფერი დაადგინეს (ყველამ თავისი ინტეპრეტაციით გააშუქა ამბავი).

პრინციპში, მშვიდობაა (სოლიდარობაც).

ყველაფერი ისე წავიდა, როგორც უნდა წასულიყო. აბა უნივერსიტეტი რის უნივერსიტეტია, თუ გასალახი არ გაილახა. რა საჭიროა ბევრი ლაპარაკი, როცა არსებობს სიყვა ცემა.

დიალოგი? – ეგ რა არის?

დისკუსიას რა ხელი აქვს უნივერსიტეტთან?

ხელი დასარტყმელი ვიცი მე!!!

ჰოდა მისაღებმა მიიღო, ბრატ!!!

p.s. დიდი მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც მთელი დღის განმავლობაში გვერდში გვედგნენ და მორალურ თუ სხვა სახის დახმარებას გვიწევდნენ. ძალიან დიდი მადლობა!

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

28 Responses to მისაღებმა მიიღოო

  1. Davit Mikheil Shubladze ამბობს:

    ახლა გაჩუმება პრობლემასთან შეგუების ტოლფასია, სტუდენტობამ უნდა დაამტკიცოს, რომ არ არის კომფორმისტი ახალგზარდების კრებული ….

  2. Nino Tabaghua ამბობს:

    კ‎არგი რა, მეგობრებო, თავისუფალი აზრის გამოთქმა – განა ეს საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ადამიანი დაისაჯოს?!

    პრობლემაც მაგაშია, რომ ნელ-ნელა ჩვეულებრივ სახეს იღებს, აღარავის აღარ გაუკვირდება თავისუფალი აზრის გამოთქმით დაკავებული ადამიანების
    თავისუფალი აზრის გამოთქმის ბრალდებით დაკავება!!!!!.. .. :((((((
    (სპეციალურად გრამატიკულად გაუმართავი წინადადება)

    მარტივი ენით რომ ვთქვათ-რაც გასდით იმას აკეთებენ… :(((
    ძალიან მწყდება გული, რომ ასეთ პროგრესულად მოაზროვნე თაობას.. მართლა განათლებულ და ჭკვიან ბავშვებს ,მსუბუქად ვთქვათ, გიშლიან ხელს!
    :((
    დემნ!

    თქვენ თქვენ კვალს დაამჩნევთ ამ ”მიწას”
    ხოლო აი ის 4 ადამიანი (0,002% რეალური რაოდენობის) უბრალოდ მეცოდება!
    :(((((მაგათი ხელოვნური ტვინები პენტიუმ 2-მდეც ვერ ქაჩავს! 😦 ასე სიამოვნებთ ”დიქტა(ნ)ტი” ? არაფერი არ შეცვლილა.. 70 წლის წინაც იყო ”დიდი იდეოლოგიის” ქვეშ გათელილი საზოგადოება და უგვანოთა კლანები 😦 მაგრამ ნამდვილად არ მეგონა თუ ასეთ ”პრო.. პროოგრესს’ განიცდიდნენ 😦 რცხვენოდეს ყველა ”ორგანიზმს” ვინც იკადრა შეელახა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება!!!!

  3. katie ამბობს:

    😦 samarcxvinoa rom msgavsi ambebi kidev xdeba.. mit umetes TSU-shi..

  4. Agasfer ამბობს:

    ვახ, კაცო.. მაინც ვერ გავიგე, თუ თვითმმართველობასთან კავშირი არ აქვთ, მაშინ რა უნდათ?

  5. chankotadze ამბობს:

    მარინა ვაშაყმაძეს მაინც მადლობა…

  6. エカ (aka Katiee) ამბობს:

    ვაააჰ
    ვინმემ დალაგებულად მოყევით, ქრონოლოგიურად, ვინ, რატომ, რის გამო დაიწყო, გააგრძელა და დაასრულა ეს ჩხუბები 😐 ვერაფერი ვერ გავიგე 😐

  7. Orlando ამბობს:

    ის ოთხი უცხო პიროვნება გუშინ ხო არ საეგიმჩნევიათ პრეზენტაციაზე? ვეჭვობ, რომ ილიაუნის თვითმართველობის ხალხიც “ეხმარება” ჩვენს თვითმართველობას.

  8. კულტურა გვშია ამბობს:

    უკან არ უნდა დავიხიოთ!!!

  9. akunkula ამბობს:

    მიკვირს მეთქი, რომ ვთქვა, არ მიკვირს…
    ვაახ 😐

  10. skrep ამბობს:

    შენზე უკეთ ვერავინ იტყვის რა მოხდა რეალუად. გასაგებია, რომ ფაქტი ამაზრზენია. ამ ინცდენტის რეალური მიზეზის დადგენას მთელი დღეა ვცდილობ და ვერ მოვახერხე. ყველა ჩემს მიერ წაკითხული პოსტიდან თუ სხვა საინფორმაციო წყაროდან მხოლოდ ის დასკვნა გამოვიტანე, რომ შესაძლოა (!) ეს ჩხუბი “თარგმნეს” ამბავს მოყვა. თუმცა რეალურად რა პრეტენზიები ჰქონდათ ამ ადამიანებს შენთან და ლაშასთან, ვერ დავადგინე. იყო იმ გვერდზე გაყვანის პროცესში სწორედ ამ თემაზე ლაპარაკი (!) ? თუ იყო, მაშინ ეს ორმაგად ამძიმებს მათ დანაშაულს.

    და კიდევ 1. ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ეს ამბავი მხოლოდ ერთჯერადად გაკაპასებული ბლოგერების პოსტებით, კიდევ ერთხელ გადახალისებული საუნივერსიტეტო ვარამის შესახებ გამოთქმული FB მოსაზრებებით და ქერათმიანი გოგოების ჭორაობით დასრულდება. და რა ხდება მერე?! იცის ფაქტის შესახებ სამართალდამცველებმა / უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ? და თუ იცის, რას აკეთებენ იმისთვის, რომ “ცოდნის ტაძარში” თავისუფალი/განსხვავებული აზრის გამოთქმის უფლება არ იყოს შელახული, ისევე როგორც ამ აზრის ხმამაღლა წარმომთქმელი ინდივიდები…

    მომიტევეთ, აღვშფოთდი 😐

  11. qristina ამბობს:

    თუ ის ოთხეული თვითმართველობიდან არ იყო, რას ერჩიან ამ უკანასკნელთ ფეისბუქზე? რაღაც ვერ მივხვდი…

  12. Lკ ამბობს:

    მართლა ვაი თქვენ! )
    პროსტა როგორ შეგიძლია ეხა ასე დადგე და იამაყო როგორ გირტყამდნენ და როგორი ცუდები არიან ის თვითმმართველობს ბიჭები:)) აუ ძაან მეცინება თქვენზე:D
    არ მეცოდები! და ყველასგან განსხვავებით შემიძლია თავისუფლად გამოვთქვა ჩემი აზრი! არ მეცოდები, და თანაგრძნობასაც ვერ გამოვხატავ შესაბამისად!
    და კიდე, თვითმმართველობის ბიჭები ასეთი დებილები არ არიან და უნივერსიტეტის უკანა ეზოს არ გამოიყენებდნენ მსგავსი სამუშაოსთვის:)
    ასერომ ცოტა გაანძრიეთ თავები და სუბიექტურები ნუ ხართ!

    და თქვენ კიდე ხალხო, ცოტა გაახილეთ თვალები!! ას მარტივად ნუ უყურებთ ყველაფერს!!
    ტვინიც აამუშავეთ და ინფორმაცია გაფილტრეთ!!

    • Lკ – კარგად რომ წაგეკითხა პოსტი, მიხვდებოდი, რომ თვითმმართველობას ამ შემთხვევაში არავინ ადანაშაულებს. რაც შეეხება ამას “და კიდე, თვითმმართველობის ბიჭები ასეთი დებილები არ არიან და უნივერსიტეტის უკანა ეზოს არ გამოიყენებდნენ მსგავსი სამუშაოსთვის:)” რა პასუხი გაგცე, არ ვიცი, სასაცილოა, უბრალოდ :))))
      თავების განძრევას რაც შეეხება, ეგ არ გვაკლია არცერთს, ასე რომ მოდი რა, მოხსენი პათეტიკა.

    • ethnorevaz ამბობს:

      სადაც გუშინწინ უნივერსიტეტის შენობა იქნა გამოყენებული იქ ეზო რაღა პრობლემაა 🙂

  13. სოსო ამბობს:

    “ასეთი სამუშაოსთვის” ვაი თქვნ პატრონს მართლა 🙂
    რომელ საუკუნეში ცხოვრობთ ხალხო? 🙂

  14. siogun ამბობს:

    არავინაა დამარცხებული, ვიდრე საკუთარ თავს არ აღიარებს დამარცხებულად….ლაო ძი ამბობს რბილი სძლევს მაგარს…

  15. Me ამბობს:

    სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს…
    და ამ ,,მსგავსმა სამუშაოებმა” ხომ დახატა საერთოდ. მაგისთვის ხელფასს ხომ არ იღებენ შემსრულებლები, თუ მხოლოდ პრემიით კმაყოფილდებიან 😛 😛

  16. samuraisxmali ამბობს:

    ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ “ძალთა ბრძოლა სრული თანაფარდობით მიმდინარეობდა.” ფაქტი ნამდვილად აღმაშფოთებელია, მაგრამ ასეთი ფაქტები აქამდეც უამრავი იყო, აღშფოთება კი ევროაღშფოთების იქით არ მიდიოდა. (ხანდახან გარჩევა იყო და ეს ისედაც ვიცით). თვითმმართველობაა თუ “კაი ბიჭების საზოგადოება” ბოლოსდაბოლოს, მაგრამ როცა გვერდზე გაგიყვანენ, იქ ვერ დაუწყებ ამის გარკვევას, ამიტომ არც მანდ უნდა დაუთმოთ და კარგია რომ არც უთმობთ. ცივილიზებული და კანონიერი მეთოდების გამოყენება უკვე მაშინ შეიძლება, როცა ჩხუბი ჩაივლის.
    მოკლედ, მიაწექით და არაფერში დაუთმოთ, არც სიტყვით, არც მუშტით (შეიძლება მიუღებელი იყოს მარა როცა სხვა გზას არ გიტოვებენ…)

  17. suntime12 ამბობს:

    მართალია, ეხლა სათქმელი უნდა ითქვას და ვიღაცეების პარპაშს და თავში ავარდნებს ბოლო უნდა მოეღოს!!!!

  18. GIOrGIO ამბობს:

    ღირსები ხართ! წინა საღამოს ჩემს მიერ დაშვებული შეცდომა (ოთახში მარტო შეყოლა) მაგალითი არ იყო???

  19. გამოხმაურება: “აწეული თრახი” და “ვაი-სადღეგრძელოების” პოპური

  20. სოსო ამბობს:

    მე 2 რამეს ვერ ვხვდები მაინც და იქნებ ამიხსნათ:
    1. ეს ქურდული გარჩევები ისევ შემოდის მოდაში?
    2. ამბავი, რომელიც აღწერეთ, ხვდება სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლების ქვეშ და რატომ არ იჩივლეთ?

    ვფიქრობ, აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე და შემდეგში ვერავინ გაბედავს ასეთი ამაზრზენი საქციელის ჩადენას.

    • 1. ქურდული გარჩევები, როგორც ხედავ, ხდება (სამწუხაროდ).
      2. რაც შეეხება სარჩელს. სახალხო დამცველთან რამდენიმე საქმე შეტანილია, რომლებზეც გყავს მოწმეები და გვაქვს ვიდეომასალა. პირადად მე იმიტომ ვერ ვახერხებ საქმის აღძვრას, რომ თვითმხილველები არ ჰყავს ამ ამბავს და არც რამის დამადასტურებელი ვიდეო ან აუდიომასალაა. თქვენ წარმოიდგინეთ, ადმინისტრაციაში როცა ვთქვით, როგორც მოხდა, იცით რა გვითხრა ადმინისტრაციის ერთერთმა ხელმძღვანელმა? რით დაგვიმტკიცებო! ამი ს შემდეგ რა სამართლიანობაზეა საუბარი?

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s