ჩვენ ავდექით!

ჩემი მეგობრის, ზვიად ბარქაიას, პოსტი ჩემს ბლოგზე. თსუ–ში ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.

ავდექით და ვთქვით რომ თუ არავინ გვიგვარებს პრობლემას, ჩვენ მოვაგვარებთ!

თუ არ გვაქვს წიგნები ჩვენ ვიყიდით!  თუ არ გვაქვს ქართულად მასალები ჩვენ შევქმნით გარემოს თარგმნისთვის!  თუ არ გვაქვს გათბობა შევაგროვებთ ხელმოწერებს და ჩავრთავთ! თუ არ გვაქვს ბიბლიოთეკა გავხსნით!  და მოკოლედ ამაზე ვზრუნავდით, რომ ჩვენი თავი ჩვენ გვემართა და უნივერსიტეტისთვის იმაზე მეტი გაგვეკეთებინა ვიდრე სწავლაა..

ჩვენ არ ვუპირისპირდებოდით დეკანატს.

<<  მაგრამ მათ მიანც ჩათვალეს რომ ჩვენ ვიყავით ცრუ, უნამუსო სტუდენტები რომელიც იმართებოდნენ და ცდილობდნენ  ძირი გამოეთხარათ დეკანატისთვის!

ასე არაა ჩვენ კონკრეტულ პრობლემას ვაგვარებდით. საქმეს ვაკეთებდით!

<< საქმე საქმეო და ჩატარდა პრეზენტაცია. სადაც ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ აუდიტორიას არ გადავეცით სიტყვა. მაქსიმალურად ვცდილობდით, რომ კონკრეტულ პრობლემაზე მიგვემართა ყველა.. მაგრამ ეს ვერ შევძელით.. გააკრიტიკეს ადმინისტრაცია, გააკრიტიკეს თვითმართველობა,  რასაც მუშტების ქნევა და ცემა ტყეპა მოჰყვა!

აქაც ვცადეთ ყველაფერი!

<< ისევ გადავწყვიტეთ  დადგენილ კალაპოტში დაბრუნება, ისევ ვეცადეთ კონკრეტულ პრობლემას დავბრუნებოდით და ამასთან მშვიდ გარემოში გვესაუბრა იმ ინციდენტებზე რაც უნივერსიტეტის კედლებში მოხდა, (კედლებს შორისაც) მაგრამ როგორც ჩემი მეგობრები ამბობენ, არც მწვადის დაწვა და არც შამფურის იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ მემწვადეებიც და მეშამფურეებიც გავაღიზიანეთ..

4 თვიანი მუშაობის წყალში ჩაყრა ძალიან მძიმეა და აშენებული სახლის ნგრევას ჰგავს, მაგრამ არც ისაა რიგიანი, რომ ამ პროცესის ბოლომდე მიყვანას შეეწიროს თავისუფლება!

დღეს მე ვხედავ შემდეგს!

რომ ჩემი მეგობარი უნივერსიტეტში ცემეს სიტყვების გამო.. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს მათ კონსტრუქციას.. ეს ბიჭები სიტყვების გამო სცემეს!

უარი აგრესიას! მთელი საინიციატივო ჯგუფი სოლიდარობას უცხადებს ადამიანებს რომლებიც ემსხვერპლნენ მიმდინარე მოვლენებს!

თუ რამის კეთება გვინდა ჯერ უნდა შევთანხმდეთ ურთიერთობების ფორმებზე!

არა მუშტებს!

ჯერ სიტყვის თავისუფლება და მერე ამ სიტყვის ქართულად წაკითხვის უფლება!

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in სტუმრის პოსტი and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

2 Responses to ჩვენ ავდექით!

  1. Jessie ამბობს:

    “ჯერ სიტყვის თავისუფლება და მერე ამ სიტყვის ქართულად წაკითხვის უფლება!”

  2. Seymour Glass ამბობს:

    მეც ჯავახიშვილში ვსწავლობ და ორივე ხელით თქვენსკენ ვარ.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s