მშვიდობით ძალადობის წინააღმდეგ, ანუ მოძრაობა გრძელდება

ბოლო ოთხი დღის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რომ დაძაბული სიტუაცია იყო, ალბათ, მეტ–ნაკლებად უმრავლესობამ იცით (ვინც არ იცით, ჩემს წინა პოსტებს შეგიძლიათ გადახედოთ, ინფორმაციისთვის).

მოკლედ, შევეცდები, ბოლოდროინდელი მოვლენები შევაჯამო.

მას შემდეგ, რაც უნივერსიტეტში თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ძალა იხმარეს, ვფიქრობ, საკმაოდ ბევრი რამ შეიცვალა (მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან ცოტა დრო გავიდა) – თუმცა, ეს მხოლოდ და მხოლოდ ადამიანების ცნობიერებაში.

ჩვენ, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები და მხარდამჭერები ვიმედოვნებდით, ჩვენ მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ვინმე სიტყვიერად მაინც გამოხატავდა სინანულს, ეს ასე არ მოხდა.

რატომ?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, ცოტა არ იყოს, ძნელია, თუმცა ერთი რამ ცხადია:

რომელ სინანულზეა საუბარი, როდესაც დღეს თვითმმართველობის პრეზიდენტმა რადიო 105–ის პირდაპირ ეთერში განგვიცხადა, “თეა  თუთბერიძის მიერ დატრენინგებულები” ხართო. ამას ემატება კიდევ რამდენიმე ბრალდება (ხალხში, როგორც ჩანს, შეგნებულად გავრცელებული, რომ გუშინდელი მშვიდობიანი დემონსტრაციისას, თურმე, ჩვენ, სტუდენტებს, რაღაც დაგვირბევია (თუ რა დავარბიეთ ეგ მეც მაინტერესებს).

რაც ყველაზე მთავარია, სოციალურ ქსელში შექმნილი ჯგუფი Save, რომელიც სამი დღის წინ ჩვენი ინიციატივის მხარდასაჭერად შეიქმნა, დღეს დეზინფორმატორებითა და ჯაშუშებითაა სავსე. ამაში ბოლომდე გუშინ დავრწმუნდი, როცა ჯერ, დღისით, თვითმმართველობის პრეზიდენტმა გვითხრა, ძალიან კარგად ვიცი, Save–ში რაც ხდებაო, ხოლო, შემდეგ, საღამოს, თვითმმართველობის ერთმა წარმომადგენელმა ჩემ თვალწინ დაამატა ჯგუფში მეორე.

ჰო, კინაღამ დამავიწყდა: აღმოჩნდა, რომ თვითმმართველობის ერთერთი წევრი, ბექა ახლაური ნაცემია ჩვენი სტუდენტური ინიციატივის წევრების სახელით (გუშინ, ადმინისტრაციასთან შეხვედრისას ზუსტად ასე გვითხრეს). ჩვენ კი შევთავაზეთ, რომ ეს ფაქტი აუცილებლად უნდა გამოიძიონ და დამნაშავეები უნდა დაისაჯონ (ზუსტად ისევე, როგორც ისინი, ვინც ჩვენ დაგვარტყა).

მოკლედ, შემოგვიტიეს.

რაც შეეხება აქციას. ვფიქრობ, საკმაოდ კარგად ჩაიარა და კარგადაც გამოჩნდა, რომ სტუდენტებს შორის არსებობს სოლიდარობა და ძალადობის წინააღმდეგ, თუ საჭირო იქნება, კიდევ ბევრი ადამიანი გამოვა ქუჩაში.

რა ხდება დღეს?

ერთი ის ხდება, რომ, როგორც ჩანს, სტუდენტებში ავრცელებენ აზრს, თითქოს ჩვენი მოძრაობა ძალადობის წინააღმდეგ ჩასახშობადაა განწირული. ამაზე მე ვუპასუხებდი: კარგი ბატონო, ეგრე იფიქრეთ, საინფორმაციო საშუალებები კი კიდევ და კიდევ ინტერესდებიან თსუ–ში განვითარებული მოვლენებით, ჩვენ კი განვაგრძობთ კანონის ფარგლებში მოქმედებას, სანამ უნივერსიტეტში სიტყვის თავისუფლებას მუშტებით არ დაემუქრებიან.

სახალხო დამცველის აპარატი ორი დღის წინ დაგვიკავშირდა და იქ არის რამდენიმე დაზარალებულის განცხადება, ასე რომ ეს საქმე განიხილება.

ჩვენ გვემუქრებიან, თუმცა სუფთები ვართ (ჯერ კიდევ გუშინ თვითონვე ასე გვეუბნებოდნენ).

ჩვენ სუფთები ვართ, ასე რომ უკან არ ვიხევთ.

ჩვენ უკან არ ვიხევთ, რადგან დაგვარტყეს არაფრისთვის.

მე დამარტყეს არაფრისთვის – მე სტუდენტი ვარ.

შენც დაგარტყამენ, თუ შენი უფლებები არ დაიცავი.

მოძრაობა გრძელდება.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s