რატომ არ ვიჩივლე

გაინტერესებთ რატომ არ ვიჩივლე პოლიციაში? ჯერ ერთი, არ მჯერა მე იმის, რომ პოლიცია საქმეს მოაგვარებდა.რომც ჰქონოდა სურვილი, მოეგვარებინა, და საქმე სასამართლომდე მისულიყო, იქ, როგორც მინიმუმ, ჩვენებას გამიბათილებდნენ. რატომ?

1. იმიტომ, რომ შემომხედეთ, მაქვს სახეზე აგრესიის კვალი? ერთადერთი, რაც მემჩნევა, თითზე ნაკაწრი და მოსაცმელის სახელოზე ნახევია. სამაგიეროდ, იმათგან ერთერთს პერანგი აქვს შემოხეული.

2. იმიტომ, რომ როცა იმ უმოქმედო დაცვას ჩავუარეთ, მე ვიყავი ის, ვინც ყვიროდა და ნერვებზე იწეოდა, ისინი კიდე წადის გარდა არაფერს ამბობდნენ (ანუ დაცვის ჩვენებით აგრესორი მე გამოვდივარ).

3. გოგონების ჩვენება, რომლებმაც ნახეს, როგორ გავყევით 2 ადამიანს გვერდზე: ჰაჰ, მითხარით ერთი, რომელი არ გაყვებით კლასელს, როცა გეტყვის შენთან საუბარი მინდაო (ის ერთი ტიპი ლაშას კლასელია).

4. წინა დღის მუქარა: კარგი რა, რომელიმეს მართლა გჯერა, რომ პოლიცია წინა დღის მუქარას და მეორე დღის ჩხუბს შორის განსხვავებას იპოვის?

რატომ ვსაუბრობ ყველა მედიასაშუალებასთან გაწონასწორებულად და რატომ არ ვაწვები რქებით? ჯერ ერთი, ჩემო შორიდან განმსჯელნო, ოდესმე გიცდიათ, თავი ჩემ ადგილას წარმოგედგინათ? თქვენ მართლა გგონიათ, რომ პროტესტი პიროვნული შეურაცხყოფის გამო დაიწყო და მეტი არაფერი? თქვენ გგონიათ, რომ აქ მარტო პიროვნების უფლებების დაცვაზეა საუბარი? გგონიათ, რომ ხელი მარტო მე მომხვდა? ერთადერთი, რისი გაგებაცაა საჭირო, ისაა, რომ პროტესტი გამოითქვა იმის გამო, რომ თავისუფალ აზრს აღარ შეექმნას პრობლემა! რომ მეორედ სტუდენტს აღარ დაარტყან აზრის გამომის გამო. თქვენ მართლა გგონიათ, რომ პიროვნული ანგარიშსწორების დონეზე რომ დამეყვანა ეს საქმე, გამიჭირდებოდა ძმაკაცების აყრა და მუშტიკრივზე გადასვლა? ან მართლა ეჭვი გეპარებათ იმაში, რომ თბილისი იმდენად პატარა ქალაქია, რომ ნებისმიერი ადამიანის მისამართს ვერ გაიგებთ?

მომბეზრდა ეგეთი დამოკიდებულებების მოსმენა!

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to რატომ არ ვიჩივლე

  1. ანდრო ამბობს:

    ” გგონიათ, რომ ხელი მარტო მე მომხვდა?” კონტექსტში სწორადაა ნახმარი მაგრამ მაინც მეცინება:დ:დ;დ:დ

  2. niksologi ამბობს:

    მე არ მივესალმები იმას, რომ ჩვეულებისამებრ მიიჩქმალოს, მისამარდეს ეგ ყველაფერი და გაგრძელება აღარ მოჰყვეს. მაქსიმალური თვალ-ყურის დევნება თვითმმართველობის საქმიანობას!

  3. rebel ამბობს:

    რომ ვუყურებდი თვითმმართველობის ამაზრზენ აქტებს,
    რომ ვუყურებდი ამ დიქტატის უტყუარ ფაქტებს,
    მე გამახსენდა ფიურერი, ეშმას სვასტიკად,
    თავისუფალ აზრს ისიც დევნიდა ასე სასტიკად!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s