წერილი ჩვენს ჩაძინებულ მამებს

წერილი მამებს

და დედებს

და, საერთოდ, უფროსებს, რომლებიც მიმტკიცებთ, რომ პროტესტის გამოთქმას ჯობია ჩემს საქმეს მივხედო და სწავლა გავაგრძელო; რომლებიც ოცნებობთ, რომ, ნეტავ ფული გქონდეთ, მაშინვე საზღვარგარეთ გამიშვებდით, რომ რამე შარს არ გადავეყარო; რომლებსაც გგონიათ, რომ მხოლოდ დამთმობლები პოულობენ ჭეშმარიტ გზას ამ ცხოვრებაში;

მე მოგმართათ თქვენ: სწორედ თქვენი და თქვენი ამგვარი დამოკიდებულების ბრალია, რომ დღეს ჩვენ თავისუფალი სიტყვის გამო მოგვდევენ. სწორედ ამგვარმა დამოკიდებულება მოგვიტანა ჩვენ ის, რომ დღეს „საკუთარი თავის მიხედვა“ სწავლის ნაცვლად საპროტესტო აქციებით გვიწევს. თქვენ რომ თავის დროზე გაგეკეთებინათ ის, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, იქნებ უკეთესი სიტუაციაც შეგვხვედროდა!

თქვენ მეუბნებით, რომ ყველაფერი ძალიან დიდი ხნის შემდეგ ერთხელ და სამუდამოდ გამოსწორდება და არ ღირს ახლა მაგაზე თავის „გაფუჭება“. მე კი გეკითხებით: თუ დღეს ეს ვინმემ არ დაიწყო, როგორღა გამოსწორდება ყველაფერი? ერთხელ მაინც ხომ უნდა ამოიღოს ახალგაზრდობამ ხმა? ერთხელ მაინც ხომ უნდა გამოხატონ პროტესტი არა ორმოცდაათს გადაცილებულმა ადამიანებმა, რომლებსაც საბჭოთა კავშირი ენატრებათ, არამედ 19-20 წლის სტუდენტებმა, რომლებსაც არც საბჭოთა კავშირი უნახავთ ოდესმე და, სიმართლე გითხრათ, არც უკეთესი სიტუაცია.

ისწავლეთო, გვეუბნებით. რისთვის ვისწავლოთ? თქვენ რომ ისწავლეთ, გიფასებთ ვინმე? რას მიაღწიეთ? გაქვთ სამსახურები, რომლებსაც როდის დაკარგავთ, არ იცით. შემოსავლის წყაროს გაქრობის შიშით ეგუებით „სამსახური-სახლის“ რეჟიმს და ნახევრად ფიქსირებული ხელფას-პენსიებით გაგაქვთ ცხოვრება.

უფროსებო, თქვენგან წუწუნის გარდა არაფერი მესმის! დღედაღამ წუწუნებთ მთავრობაზე, ოპოზიციაზე, სტრუქტურაზე და, ზოგადად, საქართველოზე. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ არჩევნებზე მხოლოდ იმიტომ მიდიხართ, თქვენსავე არჩეულ კანდიდატზე იწუწუნოთ მომავალ არჩევნებამდე. ოღონდ ეს წუწუნი, რა თქმა უნდა, ფარული უნდა იყოს, რადგან აზრის საჯაროდ დაფიქსირებისთვის თქვენც ისევე მოგხვდებათ, როგორც ჩვენ.

თქვენ მუდამ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობდით და ვერ ხვდებოდით, რომ ამ გადარჩენილ ტყავში ხორცი გილპებოდათ. ამას ვერც ახლა ხვდებით და გვიბიძგებთ იმისკენ, რომ ჩვენც ჩვენსავე პროტესტში ჩავლპეთ, ბედს შევეგუოთ და სიცოცხლე თქვენსავით ნახევრადფიქსირებული ხელფასით აშენებულ ნახევრადგარემონტებულ ბინაში ნახევრადცოცხლებმა დავასრულოთ.

კარგი, ჩვენ გავჩერდებით! და გინდათ გითხრათ, რა მოხდება შემდეგ? არც არაფერი. ისევ ისევე გაგრძელდება ცხოვრება, როგორც აქამდე მიდიოდა. ჩვენ გვეყოლაბა შვილები, რომლებიც ბიუროკრატიის ისეთივე მონებად დარჩებიან, როგორებიც თქვენ გინდათ, რომ ჩვენ გავიზარდოთ. თქვენ კი, კმაყოფილები, მეზობლებში, ნათესავებში, ახლობლებში, იამაყებთ იმით, რომ ჩვენ, თქვენმა აწ უკვე ტყავშიჩამლპარმა შვილებმა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ვიშოვეთ რომელიმე „ფეშენებელურ“ სტრუქტურაში, რომ მანქანა გვემსახურება და რომ თქვენი შვილიშვილები კერძო სკოლაში იღებენ დაკონსერვებულ განათლებას.

თქვენ გააგრძელებთ ფიქრს იმაზე, რომ ოდესმე საქართველო გაბრწყინდება, რომ დედა ღვთისმშობელი არ გაწირავს თავის წილხვედრ ქვეყანას. თქვენ გულუბრყვილოდ დაელოდებით სასწაულს, რომლისაც, ვფიქრობ, დღესაც არ გჯერათ!

მაგრამ ერთი რამ მაინც ძალიან მაინტერესებს. აბა რაღა ჯანდაბად გვიტენიდით სკოლაში ამ უფასურ ლექსებს გმირობაზე, პატრიოტიზმზე, ჟინიანობაზე? რაღა ჯანდაბად გვასწავლიდით ამ დასაწვავ ისტორიას? ან მაგ თქვენს „სუფრის აკადემიაზე“ „გმირი წინაპრებისა“ და „სამშობლოსთვის თავგანწირული გმირების“ სადღეგრძელოები სიტყვის მასალა იყო და მეტი არაფერი? მაშინ აღიარეთ, რომ თქვენი სიტყვა სიტყვად რჩება. რომ თქვენი სამშობლო მხოლოდ აბსტრაქტული ცნებაა, რომლებსაც საკუთარი ტყავის გადასარჩენად ნებისმიერს მიუგდებთ, ოღონდ „მშვიდი და უშფოთველი“ ცხოვრება გქონდეთ. აღიარეთ, რომ თქვენ ჩვენ კონფორმისტებად, შემგუებლებად გვზრდიდით და ჩვენც შევეგუებით იმას, რომ თურმე ის თქვენი „ენა, მამული  და სარწმუნოება“ მხოლოდ ხატოვანი სიტყვები ყოფილა და მეტი არაფერი. ჩვენც გადავიქცევით მკვდარი სიცოცხლეების კვლავწარმოების მანქანებად და ვიზრუნებთ იმაზე, რომ „სამშობლო ვამრავლოთ და გავაძლიეროთ“. დიახ, ჩვენ მოვამარაგებთ ქვეყანას მომავალი კონფორმისტებით, თუ აღიარებთ, რომ ერთადერთი, რაც გაინტერესებთ, ჩვენივე „უსაფრთხოებაა“ – უსაფრთხოება სიჩუმის ხარჯზე.

ჩვენ გადავიქცევით კიზის კურდღლებად, რომლებსაც, მართალია, ძალა არ აქვთ, მაგრამ მგლებისგან თავდასაცავად, თავიანთი სისწრაფის წყალობით თბილ სოროებში კარგად ასწრებენ. დიახ, ჩვენ ჩავიკეტებით მაგ სოროებში და დაგრჩეთ ოხრად ეგ თქვენი აბსტრაქტული ქვეყანა!

მე ასეთი ქვეყანა არ მჭირდება.

მე არ მინდა, რომ ჩემს ქვეყანაში ვინმე აზრის გამოთქმას მიშლიდეს.

მირჩევნია, მეშინოდეს იმის, რომ დღეს თუ ხვალ ვინმე ან უნივერსიტეტიდან გამრიცხავს, ან ქუჩაში თავში რამეს ჩამარტყამს, ან უმიზეზო მიზეზის გამო გამომამწყვდევს რომელიმე ახლადგარემონტებულ ციხეში.

მე თავისუფლება მჭირდება და არა ვაზელინიანი კუპიურები.

ოდესღაც დავწერე, რომ „თქვენ თავისუფლება ქოთანში მოხარშეთ“. მაშინ რას ვიფიქრებდი, თუ ეს „თქვენ“ ჩვენი უფროსების თაობა იქნებოდით. ჰოდა გვაცადეთ, ახლა თქვენი ქოთანში მოხარშული თავისუფლება იმ ქოთნიდან როგორმე ჰაერზე გამოვიტანოთ. მერე რა, თუ ამისთვის შეიძლება ჩვენც მაგ ქოთანში ჩაგვიძახონ.

თქვენ გეშინოდათ, მშობლებო. თქვენ ახლაც გეშინიათ.

ჩვენ არ გვეშინია არავისი და არც ის გვინდა, რომ ჩვენი ვინმეს ეშინოდეს.

თავისუფლება შიშს არ გულისხმობს.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

31 Responses to წერილი ჩვენს ჩაძინებულ მამებს

  1. Nino Tabaghua ამბობს:

    ”თქვენ მუდამ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობდით და ვერ ხვდებოდით, რომ ამ გადარჩენილ ტყავში ხორცი გილპებოდათ.”

    (!!!!!!!! )

    ამ სტატიას (თუ გამოქვეყნებას) კომენტარები არ სჭირდება.. სწორად და დიდი სიზუსტითაა ჩამოყალიბებული აზრი!

  2. siogun ამბობს:

    მენტალური რევოლუცია:)ძალიან კარგი წერილია ღირსეული ადამიანის პროტესტი …საჭირო და აუცილებელი..ყოჩაღ

  3. sophia ამბობს:

    ”კარგი, ჩვენ გავჩერდებით! და გინდათ გითხრათ, რა მოხდება შემდეგ? არც არაფერი. ისევ ისევე გაგრძელდება ცხოვრება…”
    მთავარი ისაა სწორედაც რომ არ გავჩერდეთ და ზუსტად ვიცი რომ ამ ყველაფერს ჩვენი თაობა შეცვლის…

  4. teeK ამბობს:

    ძალიან, ძალიან ყოჩაღ გიო!.. ამის სადმე, სხვაგან გამოქვეყნებაც შეიძლება, რომ მეტმა ადამიანმა წაიკითხოს, წაიკითხონ მართლა დედებმა და მამებმა.

  5. ketusi ამბობს:

    ეჰ,მართალი ხარ.Революционер !!!

  6. Jessie ამბობს:

    შენი პოსტით ყველაფერია ნათქვამი, ვერც ვერაფერსდავამატებ!

  7. Stichoza ამბობს:

    19-20? ჰმ.. თქვენ დაიწყეთ, მერე ჩვენ ჩაგენაცვლებით…

  8. ninnaka ამბობს:

    რაღა დავწერო ან დავამატო? მართალია!

  9. diana ამბობს:

    ამას ქვია მწარე სიმართლე !!!

  10. Sui Cide ამბობს:

    მაქვს შენთვის რაღაც შენიშვნისმაგავარი და გეტყვი ცოცხლადნახვის რეჟიმში…. 🙂
    პ.ს. რამდენადაც რაციონალური ხარ იმდენადვე ემოციური რაც საბოლოოდ პოსტის სახით ისეთი ფორმით ყალიბდება,რომ მიჭირს ცალსახად დაგეთანხმო…. არადა თანამოაზრენი ვართ…. 🙂
    პ.პ.ს. უი აქ გეტყვი ბარემ,ფბ-ს აღვგავაე პირისაგან მიწისა გაურკვეველი ვადით და 28ში რეკლამა გვაქვს,ჰოდა შემოსკუპდი თორემ მოგვიწევს მაშინდელივით წინა ღამის გათენება…. 😐

  11. niksologi ამბობს:

    “მე თავისუფლება მჭირდება და არა ვაზელინიანი კუპიურები.” – 100%
    და კიდევ ბევრი რამ ჩემი სათქმელიც!

  12. qeti ამბობს:

    dz momecona. warmatebebi ,,pilotshi”:)

  13. otius ამბობს:

    გიორგი, წარმატებები :))))… სიმართლე დაწერე – მწარე, თუმცა მაინც სიმართლე …

  14. chami ამბობს:

    “თავისუფლება შიშს არ გულისხმობს.”

    hoda, es gamoricxavs wina posts_”ratom ar vichivle”. martla gamoricxavs, imitom rom iq argumentebi, romlebzec “archivili” gadis, shishs amjgavneben

  15. chami ამბობს:

    კაი :დ დაუთანხმებლადაც შემიძლია აღვიქვა :დ (“გადმომცა” რომ შიში შორია მაგრამ იმ პოსტში არგუმენტი სხვა არა იყო რათქო, ეგ ვთქვი)

  16. netochka3 ამბობს:

    “თქვენ მუდამ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე ფიქრობდით და ვერ ხვდებოდით, რომ ამ გადარჩენილ ტყავში ხორცი გილპებოდათ. ამას ვერც ახლა ხვდებით და გვიბიძგებთ იმისკენ, რომ ჩვენც ჩვენსავე პროტესტში ჩავლპეთ, ბედს შევეგუოთ და სიცოცხლე თქვენსავით ნახევრადფიქსირებული ხელფასით აშენებულ ნახევრადგარემონტებულ ბინაში ნახევრადცოცხლებმა დავასრულოთ”
    -რატომ ფიქრობთ,რომ პროტესტის გრძნობა მხოლოდ ახალგაზრდებს გაქვთ?-როგორც იტყვიან ჩვენ, ჩვენი კალო გავლეწეთ,ახლა თქვენთვის დაგვითმია ასპარეზი,ვნახოთ,რისი გამკეთებლები ხართ…წარმატებებს გისურვებთ! ჩვენც გვინდა,რომ ჩვენმა შვილებმა და შვილიშვილებმა უკეთეს საქართველოში იცხოვრონ.

  17. salolas ამბობს:

    გიორგი თანდანთან უფრო მეტად გაფასებ!

    რა თქმა უნდა, იყო ამ პოსტში რაღაც “ზედმეტი”, მაგრამ რაც მთავარია იყო გულიდან ამოსული სიტყვები, სიმართლე – რომელმაც დამბურძგლა : )
    აი ეს კი სიტყვის ყველაზე კარგი შემფასებელია ჩემთვის : )

  18. ნათია ამბობს:

    ძალიან კარგი პოსტია, ვფიქრობ რომ მხოლოდ ამ გზით თუ მივაღწევთ მიზანს და ამოვძვრებით იმ საშინელი ჭაობიდან, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. მხოლოდ ქმედება გვიშველის, რეალური ქმედება და არა უბრალოდ FB-ზე სტატუსად გაჟღერებული. თუმცა ეს თეორიულად, მაგრამ პრაქტიკულად უფრო მეტის გათვალისწინება გვიწევს, გასაგებია, რომ პროტესტი უნდა გამოვთქვათ და რომ უნდა ვიბრძოლოთ, მაგრამ აქ პრობლემა ამ ყოველივეს განხორცილების გზებშია. ბრძოლა ძალიან კარგია, მაგრამ როგორ იბრძვი აი ეს არის საკითხავი, კონკრეტულად რა ხერხებით ახერხებ მიზნამდე მისვლას. იმაზეს ხომ უნდა ვიფიქროთ, რომ მოპოვებულ მიზანს შენარჩუნება სჭირდება, გაცილებით ადვილია მიღწევა გარკვეულ ნიშნულამდე, მაგრამ მისი შენარჩუნება უფრო რთული საქმეა.

    თუმცა, ხანდახან, ისე მაწვება ყელში ეს საშინელი ჭაობი, დადუმებული, დადამბლავებული საზოგადოება, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ რას მოვიმოქმედებ ამ ყოველივეს გამოსასწორებლად, ოღონდაც აღარ იყოს ისეთი მდგომარეობა ჩვენ ირგვლივ, როგორიც ახლაა…

  19. George Kikonishvili ამბობს:

    უჰუ, მეორედ, და თუ საჭირო გახდა მესამედაც უნდა გადავახევინოთ ჩვენს მშობლებს “კომპარტბილეთები”. თან ისე, ნაწილ ნაწილ ავკუწოთ ეს მაჯლაჯუნა ქაღალდები და ფეხით შევდგეთ ზედ, მათ თვალწინ

    http://liberali.ge/giorgi-kikonishvili/dakhiet-komp

  20. rainbow ამბობს:

    ძალიან, ძალიან კარგია!
    გული ამიძგერდა!
    გეთანხმები!

    დღეს რომ გზაში ვლაპარაკობდით, ზოგი რამე ისე თქვი მომეჩვენა ხელის ჩაქნევისკენ მიდის-მეთქი და გული დამწყდა.
    აი, ამას ველოდი შენგან 🙂
    კარგია

  21. ასიდა ამბობს:

    ძალიან მაგარი ხარ!
    ”უსაფრთხოება სიჩუმის ხარჯზე” ,”თბილ სოროებში” ჯდომა,მხოლოდ უფროსების სენი არაა, ამიტომ,ვფიქრობ ეს წერილი ყველამ უნდა წაიკითხოს..
    გჯეროდეს,ერთხელ და სამუდამოდ ამ ჭაობიდან,წუმპედან ამოვალთ და ჩვენი ისტორია ,,დასაწვავი ისტორია”არ იქნება
    თქვენი პროტესტი შედეგს გამოიღებს…

  22. Nonka ამბობს:

    წარმატებებს გისურვებ :*;) “უსაფრთხოება სიჩუმის ხარჯზე”-არა!არა!არა! ეს ზოგმა, რომ არ მივიღეთ მოგვხვდა კიდეც… მაგრამ, მაინც მე პირადად ვიტყვი არას! ))))

  23. mari ამბობს:

    როგორ მიხარია რომ ასეთი აზრის ჩამომყალიბებელი ჩემი ტოლები ნამდვილად არსებობენ. გაიხარე, თვალს ვადევნებ შენს პოსტებს და თანაგიგრძნობ. წარმატებები :))

  24. ზოშკა ამბობს:

    ო, რა გულში მომხვდა რამდენიმე სიტყვა! Could not agree with you more 🙂

  25. irene ამბობს:

    momewona…. vitkodi is rac ase dzlian gchideba dges… modern ilia… almost there 🙂 aba he warmatebtbi

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s