როგორ დაგვაავადეს მომაკვდინებელი ვირუსით

„ჩვენ არ ვართ სათამაშოები პოლიტიკოსებისა და ბანკირების ხელში“ – ამ ლოზუნგით სტუდენტობა მადრიდის ქუჩებში გამოვიდა. იცოდით? არადა ეს სულ ცოტა ხნის წინ, 16 მაისს მოხდა. თუმცა, თვალი რომ გადაავლოთ მსოფილოს წამყვან საინფორმაციო საშუალებებს სააგენტოებს, ოსამა ბენ ლადენზე ძლევამოსილი გამარჯვებისა და ბრიტანეთის სამეფო კარის ზღაპრული ქორწილის ამბების გარდა ვერაფერს იხილავთ. პროტესტი, როგორც ჩანს, საინტერესო არაა. მით უმეტეს, თუ მას სტუდენტობა გამოთქვამს. და უფრო მით უმეტეს, თუ მოთხოვნა თანასწორობა, სოციალური პრობლემების მოგვარება და მომავლის უკეთესობისკენ შეცვლაა.
ზუსტად, ერთი თვის წინ თბილისშიც ადგა სტუდენტობა. უფრო სწორად, სტუდენტობის ნაწილი. ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, 18 აპრილს შეკრებილი ახალგაზრდობის მოთხოვნაც თითქმის ანალოგიური იყო 16 მაისს, ესპანეთში, გამომსვლელთა მოთხოვნებისა – ძალადობის აღმოფხვრა და სიტყვის თავისუფლება. მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ისაა, რომ ამის შესახებ თბილისს გარეთ თითქმის არავის გაუგია (ისევე, როგორც ჩვენამდე არ მოუღწევია ესპანეთის პროტესტის ამბავს). არადა, ოთხმოცდაათიანების შემდეგ სტუდენტთა ასეთი მასობრივი გამოსვლა საქართველოს არ ახსოვს.
ამ ამბით მაშინ მხოლოდ ინტერნეტგამოცემები, ბლოგები და ზოგიერთი გაზეთი დაინტერესდა. პლუს რამდენიმე ტელეკომპანია, ისიც მთავრობისადმი ოპოზიციურად განწყობილი. შესაბამისად, სტუდენტების მშვიდობიანი პროტესტი უმეტესობამ, როგორც იტყვიან, თავის ყალიბში გამოადნო და ობიექტურობაც თვალსა და ხელს შუა გაქრა. ერთი თვის შემდეგ კი დაგვრჩა მხოლოდ მოგონება „ახირებული ბავშვების“ ორდღიან „ხუშტურებზე“. თუმცა, ამ „ხუშტურებზეც“ კი ვერავინ ვერაფერი გაიგო რეგიონებში. ის კი არა და, დღეს, უნივერსიტეტშიც კი, ზოგიერთმა სტუდენტმა და, თქვენ წარმოიდინეთ, ლექტორმაც კი არ იცის, რა მოხდა 18 აპრილს უნივერსიტეტის წინ (ან საერთოდ რამე თუ მოხდა).
„აუტკივარი თავის არატკივება“ როგორც ჩანს, უკვე ცხოვრების წესად გადაგვექცა და ჩვენს ყურებთან სულ რომ ზარბაზნები გრუხუნებდნენ, ღრმა ძილიდან ცოცხალი თავით არ გამოვდივართ. სტუდენტები იმ დღეს ძალადობის წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ხოლო მათ, ვინც აქციას ახლოსაც არ გაჰკარებია, ეს პროტესტი კონკრეტული ადამიანების პირად პრობლემებად აღიქვეს. არადა, ჩვენ, ქართველები ერის „ერთობასა და ურთიერთთანადგომაზე“ ყოველთვის დიდი პათოსითა და სიამაყით ვსაუბრობთ, ხოლო როცა საქმე საქმეზე მიდგება, პასუხისმგებლობას კი არ ვინაწილებთ, არამედ, სხვებს ვაჩეჩებთ, რომ როგორმე გავთავისუფლდეთ. თან, მით უმეტეს, როცა ისეთ „უმნიშვნელო“ რამეებზეა საუბარი, როგორიც, ვთქვათ, სტუდენტების საპროტესტო აქციაა.
როგორც აღვიქვი, ჩვენთან მოვლენებს მნიშნელოვნობას ცენტრალურ საინფორმაციო არხებზე მათი ასახვა სძენს. შესაბამისად, ჩვენთან მუდმივად აქტუალურია ლუის ალბერტოსა თუ ანხელის, ან, რაღა შორს მივდივართ, აგერ, ჩვენი ქართული შოუბიზნესის ვარსკვლავების პირადი ცხოვრების თემა. აქედან გამომდინარე, რაღა გასაკვირია ის, რომ თვრამეტი აპრილი, მთელი საქართველოსთვის ერთი ჩვეულბებრივი დღეა, რომელსაც ცოტა ხანში, ალბათ, უშუალო მონაწილეების გარდა არც არავინ გაიხსენებს.
აბა გაიხსენეთ, რამდენი მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ მოისმინეთ ბოლო დროს წამყვან საინფორმაციო გამოშვებებში; შეგიძლიათ, დაითვალოთ, რამდენი საზარელი მკვლელობა იხილეთ საკუთარი თვალით? ან რამდენი გახსნილი დანაშაულის შესახებ მიიღეთ ინფორმაცია? ის თუ შეგიძლიათ, გაიხსენოთ, რამდენი პარკის, სკვერის, ქარხნის თუ საცურაო აუზის საზეიმო გახსნის შესახებ მოისმინეთ ტელევიზიით? თუ ამ ყველაფერს გონებაში ვერ დაითვლით, იქნებ ის მითხრათ, რამდენი ცოლი ჰყავს ლუის ალბერტოს მას შემდეგ, რაც ლაურამ საკუთარ ძმისშვილთან უღალატა? ეჭვი მაქვს, ვერც ამას გაიხსენებთ, რადგან მსგავს ინფორმაციას ყოველდღე, ყოველ საათში იღებთ და იმდენია, დათვლა, უბრალოდ, შეუძლებელია.
საქმე კი ისაა, რომ ეს მხოლოდ საქართველოში არ ხდება. როგორც დასაწყისშივე ვთქვი, მაშინ, როდესაც ესპანეთს სტუდენტურმა საპროტესტო ტალღამ, ლამის, გადაუარა, მსოფლიოს უდიდესი საინფორმაციო საშუალებები ჯერ კიდევ კარგა ხნის წინ დრომოჭმულ თემებზე საუბრობენ: გავიგეთ, ბატონო, რომ ამერიკამ გმირულად გაიმარჯვა ტერორიზმზე. ისიც გავიგეთ, რომ ბრიტანეთის სამეფო კარს გადასარევი ქორწილი ჰქონდა (ბარემ ისიც გვითხარით, ოჯახში რას ამბობენ, გოგო ჯობია თუ ბიჭი?), მოდი, ახლა იმ მოვლენებზე გადავერთოთ, რომელიც სულ ახლა, ჩვენს რეალობაში ხდება?! იქნებ, მაშინ მაინც განვიკურნოთ ჩვენ, დედამიწის რიგითი ბინადრები მომაკვდინებელი ვირუსისაგან, რომელის დამახასიათებელი სიმფტომები, თითქმის, ყველა პაციენტში შრომისუნარიანობის დაქვეითება, გულგრილობა, ყურადღების გაფანტვა, შემგუებლობა, მოჭარბებული ძილიანობა, პესიმიზმი და უმოქმედობაა. ჩვენ, ყველანი, ამ ვირუსით ვართ დაავადებული, მეგობრებო: ეს არც ქათმის გრიპია, არც ღორის, არც ცხენის და არც სხვა რომელიმე უწყინარი ცხოველის – ჩვენ, ყველას, ინფორმაციის ნაკლებობა შეგვყარეს.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

13 Responses to როგორ დაგვაავადეს მომაკვდინებელი ვირუსით

  1. ანდრო ამბობს:

    ვიცოდით ვიცოდით შენი გუშინდელი სტატუსიდან:))))

  2. Mariam Kavtaradze ამბობს:

    მე ამ ყველაფერს ბლოგებიდან ვიგებ… ალბათ, ბევრი ჩემნაირიც…
    თავის მართლებასავით კი გამომდის, მაგრამ იმ აქციის შესახებ ხუსტედ იმ დღეს ლექციების მერე გავიგე Facebook-იდან… მაღლივში საერთოდ ინფორმაციის ნაკლებობაა-ხოლმე, ვიდრე სხვა კორპუსებში…

  3. siyvarulovna ამბობს:

    მომწონხარ პოსტებიანად ^^

  4. chankotadze ამბობს:

    მდაჰ, კარგი სურპრიზი იყო… (ახლა ვნახე თან)

    ყველაფერში გეთანხმები გარდა ერთისა _ არაფერი არ დარჩენილაო არა _ ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი რამეა რომ შეიქმნა ,,ლაბორატორია1918” _ ახალი კერა, ანტივირუსი….

  5. mari ამბობს:

    როგორ ველოდი ახალ პოსტს… გამიმართლდა ლოდინი. გეთანხმები, როგორ გეთანხმები… როგორ გვაჩლუნგებენ და უკაცრავად მაგრამ გვილაყებენ ტვინს, არადა როგორი უნიკალური შესაძლებლობები აქვს მასმედიას, განსაკუთრებით ტელევიზიას. და როგორ უნდა მივაწვდინოთ ეს ჩვენი პროტესტი საზოგადოების იმ ნაწილს რომელსაც შესწევს ცვლილების ძალა… რთულია, როცა არ გისმენენ…

  6. ლადო ჯალაღონია ამბობს:

    გასაგებია ყოველივე, მაგრამ მუდმივად სამი გონებრივი ფენა არსებობდა საზოგადოებაში.
    პირველი_ზემოთხსენებული ბედს შეგუებული პიროვნებანი, რომელნიც ისე ზრუნავენ საკუთარ თავზე, რომ მათი პიროვნული მე პროპორციულია ზოგადი მოვლენებისა, ე.ი ზოგადში უარყოფითი მათი განრიდების საფუძველია და დადებითი კი პირიქით……და ასე შემდეგ.
    მეორე_პიროვნებანი როელთაც აწუხებთ საზოგადო მოვლენები მაგრამ მათი სწრაფვა მხოლოდ კონკრეტულების მოგვარებით ამოიწურება და არა მთლიანით, მათ ამის ძალა არ შესწევთ.რადგან ისინ პიროვნული უფლებების შელახვაზე აგებენ ქმედებებს და არა ერისა.
    მესამე_რომელთა გონი მტლიანად ეროვნულ იდეაზეა აგებული და……………………………………………………………………………რა თქმა უნდა.
    პირველი ფენა გამოყენებულ უნდა იქნას როგორც იარაღი(იგივეს ახორციელებდა ყველა პოლითტიკური ლიდერი, რადგან მათი მთლიანობაში შეცვლა შეუძლებელია) დანარჩენი ფენების მიერ.ამისთვის კი ისეთი ოპიუმებია საჭირო როგორიც საზოგადოებას მართავს, ე.ი იდეოლოგიები.იდეოლოგიები რომელიც მათი ცნობიერების,ინტუიტური სამყაროს ქვაკუთხედია.შესაბამისად არავითარ შემთხვევაში მათი საზოგადოო უარყოფა არ უნდა მოხდეს(ალბათ მიხვდი გიო რომელ უარყოფაზე და რის უარყოფაზე გეუბნები) და რატომ? ამაზე საუბარი……………….

    • ვერ დაგეთანხმები ამ დაყოფაში: პირველი ფენა, გასაგებია, არსებობს. მეორეც არსებობს, მაგრამ, თავისთავად, არსებობენ ისეთებიც, რომლებიც კონკრეტული პრობლემების მოგვარებით და მათი შეჯამებით წყვეტენ ერთ მთლიანს (მთლიანი ყოველთვის ნაწილებისგან შედგება, დამეთანხმები). მე თუ მკითხავ, პრობლემის ასეთი ნაწილ–ნაწილ გადაწყვეტა გზაა სისტემის გამოსწორებისაკენ.
      აი, რაც შეეხება მესამე კატეგორიას, სიმართლე გითხრა, კარგად ვერ გაგიგე: რას ნიშნავს, “გონი მთლიანად ეროვნულ იდეაზეა აგებული?”

  7. ketusi ამბობს:

    რას არ მოიგონებ ხოოლმე,რა 🙂

    საინტერესო პოსტია.
    ჩვენი ტელევიზიით სიმართლეს მართლა ვერ გაიგებ.
    ერთი რა დაგვრჩა–მკითხავებში სიარული!? ან ასეთი ბლოგების კითხვა 🙂

  8. ლადო ჯალაღონია ამბობს:

    მთლიანამდე ვერასოდეს ახვალ ნაწილებით, ის თავის თავს თავისივე თავში შეეწინააღმდეგება, არამედ პირიქით მტლიანი პრობლემის გადმოსახედიდან წარმოჩინდება კონკრეტული პრობლემები და უკვე სწრაფვა ვლინდება მის მოსაგვარებლად(არ ღირს გაგრძელება, რადგან ნათელია ჩემი აზრით კომბინაცია მთლიანი_ნაწილი_მთლიანი და არა ნაწილი_მთლიანი)
    რაც შეეხება მესამე ფენას ეს გენიალურ პიროვნებათა ერთიანობა(ამაზე აქ წერა და სრულად ჩამოყალიბება ,,მეზარება”, გარკეულად წილად შეუძლებელიცაა),რომლებიც ერის ზოგად პრობლემებს უღრმავდებიან მისი სულიერი მისიის გადმოსახედიდან, და ასევე მათ პოლიტიკას ერის ისტორის მისტიურად გაგება ესაფუძვლება(ამაზე გამოგიგზავნი ჩემს წერილებს facebook_ზე),ასეთები იყვნენ ილია ჭავჭავაძე, ზვიად გამსახურდია(მისი ესეებს გადახედე, არაფელს ვამბობ ვეფხისტყაოსნის სახისმეტყველებაზე)მერაბ კოსტავა(ფიქრები საქართველოს მისიაზე) და სხვები.
    შენიშვნის არსს მიგიხვდი მაგრამ ვერ დაგეთანხმები მის კომბინაციაში.შენ მიერ მოყვანილი პიროვნებათა სახე გავაპიროვნე მეორე ფენაში(არსობრივად).

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s