შავი კვადრატი თუ თეთრი ჩარჩო

ადრე მეგონა, რომ პოსტმოდერნისტი მხატვრები მაღიზიანებდნენ: ტიპები, რომლებმაც ტილოზე რამდენიმე სწორი ხაზი გაავლეს და ამის გამო მილიონებად არიან შეფასებულები. ტიპები, რომლებმაც აიღეს და ყველაფერი ღირებული, რაც კი მანამდე ხელოვნებაში იყო, სანაგვეზე მოისროლეს; რომლებმაც უარყვეს ყველანაირი ტაბუ, კლიშე, ჩარჩოები და მთელი ცხოვრება ისეთი „იდიოტობები“ აკეთეს, ერთი შეხედვით, შეუძლებელი იყო, ვინმეს ეფიქრა, თუ ცხოვრებაში რამეს მიაღწევდნენ. მაგრამ, ფაქტია, მიაღწიეს.
ვფიქრობდი ხოლმე – რატომ უნდა მოგეწონოს მალევიჩის შავი კვადრატი? მართლა, მაჩვენეთ ერთი მხატვარი, ან თუნდაც მხატვარიც არ იყოს, ადამიანი, რომელსაც მისი დახატვა არ შეუძლია და გავჩუმდები.
თუმცა, მერე, უფრო ჩავუღრმავდი, მივხვდი, რომ სინამდვილეში არც მალევიჩი მაღიზიანებდა და არც მისი ნახატი. მეტიც, მომწონდა კიდეც, მომწონდა ზუსტად იმ პრიმიტიულობისა და არაფრისმთქმელობის გამო. ხოლო მაღიზიანებდნენ ის ადამიანები, რომლებიც, როცა შავ კვადრატზე ჩამოვარდებოდა საუბარი, მაღალმნიშვნელოვნად გადაწევდნენ თავს უკან და ოდნავ მარცხნივ, მარჯვენა ხელს წინ ორმოცდახუთი გრადუსით ხრიდნენ, თვალებს ჭუტავდნენ და რამდენიმეწამიანი მრავლისმეტყველი დუმილის შემდეგ იწყებდნენ: „შავი კვადრატი? ო, ეს ხომ გენიალურია! მე მასში ვხედავ კრეატიული ესთეტიკის ინტროსპექციულ ტრანსს, რომელიც სწორედაც რომ მის სტატიკურობაში გამოსჭვივის! მხატვარმა მასში აშკარად ჩადო…“
ჯანდაბა! არაფერიც არ ჩადო!
სწორედ ამიტომაც არის გენიალური, რომ არაფერი ჩადო დაცინვის გარდა! დასცინა ყველაფერ იმას, რაც მანამდე იყო, იმასაც, რაც მისსავე რეალობაში ხდებოდა. შენნაირი ტიპებს დასცინა, ვინც შავ კვადრატში „კრეატიული ესთეტიკის ინტროსპექციულ ტრანსს“ ხედავს. ფერები გინდოდა? დახვეწილი ფორმები? პერსპექტივა? მალევიჩმა სიცარიელე მოგცა, შავი სიცარიელე, რომელიც ზუსტად მისმა (და ჩვენმა) ეპოქამ დაიგროვა. კიდევ ერთხელ დაგცინა, იმ ჩაშავებულ, გამურულ გონებაში ჩაგაფურთხა და ახლა შენს მაღალმნიშვნელოვან მსჯელობაზე კაიფობს.
ისიც იცოდა, რომ მოვიდოდა დრო, როცა მასაც სწორედ ასევე დასცინებდნენ. მეც ვიცოდი, რომ მალევიჩმა ეს იცოდა. შეიძლება, უნდოდა კიდეც, ასე მომხდარიყო. ალბათ დრო მოვიდა, ვინმეს ეთქვა მისთვის: შენი დრო გავიდა, მეგობარო, დღეს ცოტა მეტი სიახლე გვჭირდება, თანამედროვეობასთან უფრო ახლოს. თუნდაც ეს კიდევ უფრო შავი კვადრატი ან სულაც სხვა რომელიმე გეომეტრიული ფიგურა იყოს. ან, თუნდაც, საერთოდ არაფერი იყოს, ოღონდ რამე შეცვალოს!
მომინდა ამ ყველაზე დიდი ცინიკოსისთვის დამეპირისპიებინა ერთერთი ის ადამიანი, რომელიც მან მიწასთან გაასწორა. ადამიანი, რომელსაც ყველაზე დიდ პატივს ვცემ, როგორც ხელოვანს, როგორც მეცნიერს, როგორც გენიოსს. მომინდა, მალევიჩისთვის ლეონარდოს დახმარებით დამეცინა. ამისთვის კი დახმარება მჭირდებოდა. ვინმე ისეთის, ოცდამეერთე საუკუნის გენიოსის, რომლის გარეშეც არანაირი საქმე არ კეთდება. ჰოდა, სხვას ვის მივმართავდი, თუ არა Google–ს. მანაც არ დაიზარა და მომცა შავი კვადრატისა და მონა ლიზას მაღალი რეზოლუციუციის ფოტოები; ახლა უკვე მჭირდებოდა მხატვარი, რომელსაც დღეს ყველაზე ძლიერი ტექნიკური შესაძლებოლობები აქვს: ჩავრთე Photoshop და ნახევარსაათიანი მუშაობის შემდეგ გაკვირვებული დავრჩი: მალევიჩმა და და ვინჩიმ არათუ დასცინეს ერთმანეთს, პირიქით, შეავსეს კიდეც და შედეგად მივიღე სრულიად ახალი რამ:
ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, არ შეიძლებოდა, ჩემი ნამუშევარი ხალხისთივს არ მეჩვენებინა, ჰოდა ჩემს პერსონალურ გალერეაში, Facebook–ზე სულ რამდენიმე წამში აიტვირთა მალევინჩის თეთრი ჩარჩო.
ამის შემდეგ, როგორც ოცდამეერთე საუკუნეს სჩვევია, რა თქმა უნდა, გავთამამდი და მომინდა, კიდევ მეკეთებინა მსგავსი რამეები. ავდექი და მონდრიანის ნახატი კოკა–კოლას რეკლამას დავამსგავსე. ო, როგორ მოუხდებოდა მაკდონალდსის შესასვლელს 🙂
ნეტავ, უორჰოლს რომ ენახა, ჩემით იამაყებდა?
მეტი არაა ჩემი მტერი 🙂

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in შთაბეჭდილება and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

36 Responses to შავი კვადრატი თუ თეთრი ჩარჩო

  1. natia121 ამბობს:

    თუნდაც ხუან მირო, მსოფლიოს ხუთეულშია და როგორც წესი რამდენიმე ხაზით იფარგლება მისი შემოქმედება. რაღა დავმალო და მეც მაღიზიანებდნენ მსგავსი მხატვრები, რომლებსაც არაფრით ჩამოუვარდება ტერენტი გრანელი, უბრალოდ მისი ნამუშევრები თითქმის არაა ცნობილი. არ ვიცი შენი ვარაუდი რამდენად მართლდება თუნდაც მალევიჩთან დაკავშირებით, მაგრამ ჭეშმარიტად საინტერესო და ლოგიკურია 🙂

  2. ნათია ამბობს:

    „შავი კვადრატი? ო, ეს ხომ გენიალურია! მე მასში ვხედავ კრეატიული ესთეტიკის ინტროსპექციულ ტრანსს, რომელიც სწორედაც რომ მის სტატიკურობაში გამოსჭვივის! მხატვარმა მასში აშკარად ჩადო…“ ჰმმმ 🙂

  3. გლეხის ბიჭი ამბობს:

    ,,ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია! ეს არის ,მაგნუმ ოპუსი’ მის შემოქმედებაში”…- (აღარ მახსოვს ფრაზა ზუსტად )- გამახსენდა ,,მაღალმნიშვნელოვნად თავგადაწეულთა მსჯელობაზე რატომღაც.
    და ამ სტატიკურობას და ინტროსპექციულ ტრანსს რომ ხედავენ, რატომ არ აკონკრეტებენ, რატომ ხედავენ? :))) ამიტომაც გამახსენდა ის მონაკვეთი ფილმიდან, ალბათ :)))))))

  4. scorpion ამბობს:

    დაწყება მომეწონა ძალიან 🙂 განსაკუთრებით: “ჯანდაბა, არაფერიც არ ჩადო” :)))))))))))))))

  5. a.n.n.a ამბობს:

    kargia… : ) I LIKE!

  6. nia ამბობს:

    კარგი ხარ კარგი! :))))

  7. ლადო ჯალაღონია ამბობს:

    ცხადია იმგვარი პიროვნებები, რომლებიც მალევიჩის ზემოთნახულ ნახატს მხოლოდ ერთი შეხედვით აფასებენ უაღრესად დაკნინებულ ადამიანებთან გვაქვს საქმე,რადგანაც მათვის ამგვარი ნახატები არ გამხდარა ფილოსოფიად მალევიჩის პიროვნებიდან გამომდინარე, არამედ იგი მხოლოდ მისგან განყენებულად გამხდარა დიდებული. ამგვარი პიროვნებები მხოლოდ და მხოლოდ ,,მჭერმეტყველებას” მიელტვიან,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,და,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,
    რაც შეეხება მალევიჩისა და ვინჩის ურთიერთის შევსებას, ვერ დაგეთანხმები:):)

  8. მოლი ბლუმი ამბობს:

    მართლა, მაჩვენეთ ერთი მხატვარი, ან თუნდაც მხატვარიც არ იყოს, ადამიანი, რომელსაც მისი დახატვა არ შეუძლია და გავჩუმდები.

    ყველას შეეძლო, მაგრამ პირველმა მაინც მალევიჩმა დახატა. დანარჩენს აზრად არ მოსვლია.

    • ten minutes older ამბობს:

      “ყველას შეეძლო, მაგრამ პირველმა მაინც მალევიჩმა დახატა. დანარჩენს აზრად არ მოსვლია.” – აი, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. პირველ რიგში, ამიტომ არის “შავი კვადრატი” გენიალური ნამუშევარი.

    • nestandarejan ამბობს:

      გეთანხმები, მოლი! მეც ვფიქრობ, ერთადერთი რაც მასში გენიალურია — ეს არის მისი ორიგინალურობა, პირველობა და ის ცინიზმი, რომელიც პოსტის ავტორმა კარგად გაშალა. თუნდაც გამბედაობის გამოა მალევიჩი გენიოსი და შედევრის ავტორი, თუმცა მე რენესანსი ყველაფერს მირჩევნია; არ მომწონს მოდილიანი და პიკასო; მიმაჩნია, რომ მე მათზე უკეთესად ვხატავ ისინი კი — ჯღაბნიდნენ, ასევე, ვერ ვიტან აბსტრაქციონიზმს, მომწონს ყოველივე მოწესრიგებული და სწორედ ამ საკუთარი მოწესრიგებულობის გამო ლამაზი რაღაც-რუღაცები — მითუმეტეს ნახატები…

  9. ლადო ჯალაღონია ამბობს:

    არა,,,,არა

  10. ლადო ჯალაღონია ამბობს:

    არაფელ შუაშია გაბედვა პირველად დახატვისა

  11. scorpion ამბობს:

    “არაფელ” არა, არაფერ….
    აქ მაინც დაანებეთ “შავი კვადრატის” გენიალურობაზე ლაპარაკს თავი!! რა ნახეთ გენიალური, გამაგებინა ერთი…

  12. ლადო ჯალაღონია ამბობს:

    გენიალურია თავისთავად და უსათუოდ…და ამაზე აქ წერა ნამდვილად მეზარება………ცხადია ავტორისაგან განყენებულად მისი გენიალურად აღიარება უმართებულოა არამედ პირიქით ავტორის მსოფხედველობიდან გამომდინარე…….არარსებობს ეტეტიკის მშვენიერების მარადიული მოდელი…….ის იმთავითვე გინიალურია მისი ავანგარდული ხასიათით………მდაჰ…………..

    • nestandarejan ამბობს:

      ”ესთეტიკის მშვენიერება” არის სტილისტური ხარვეზი, ვინაიდან ”ესთეტიკა” ბერძნულად ისედაც მშვენიერებას ნიშნავს , ამიტომ ”ესთეტიკის მშვენიერება” — ესაა განსაზღვრება, რომელშიც ორი იდენტური სიტყვაა ნახმარი ერთმანეთის განსამარტავად, ამიტომაცაა იგი სტილისტური ხარვეზი!!!

  13. scorpion ამბობს:

    ვაიიიიიიმეეეეეეე 😀

  14. ლადო ჯალაღონია ამბობს:

    მდაააჰ(მარადიული კომენტარი):D:D:D:D:D

  15. სალომე ამბობს:

    გადასარევია, ძალიან მომეწონა გიო. მალევიჩის სანახავად დიუსელდორფიდან კიოლნში ჩავედი, გამოფენას დახურვის დღეს მივუსწარი. დიდად კომპეტენტური ვერ ვიქნები და ვერც თავს გადავწევ მარცხნივ, მაგრამ თანამედროვე ინტერიერის გემოვნებასა და მოთხოვნებში ჯდება, “ევრორემონტს” მოუხდება ძალიან_ეს აზრი გამიჩნდა მაშინ. :))) P.S. “შავი კვადრატი არ მინახავს, სხვა ნამუშევრები ვნახე და დასათვალიერებლად ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე “შავი კვადრატი”, საერთოდ არ მოგინდება წიაღსვლების კეთება :)))

  16. giorguna ამბობს:

    განუმეორებელი ნააზრევია. არ მეგონა, თუ 21 საუკუნეში შემორჩა საქართველოს ასეთი მოაზროვნე ხალხი

  17. nw ამბობს:

    დაახლოებით ორი წლის წინ დროის ქონის და facebook_ის არსებობის გამო … ვათვალიერებდი ვიღაცის ფოტოებს… ყველაფერი ჩვეულებრივ , როგორც ხდება ხოლმე… )) კიდევ ერთხელ დავაკლილე გადასვლას… ეკრანი გათეთრდა, შემდეგ ისევ გათეთრდა (მხოლოდ ის ნაწილი სადაც ფოტო დევს ხოლმე) მეთქი “ლეპტომა გაჭედა”, ცოტაც და გავბრაზდებოდი როცა დავაკვირდი რომ მარცხენა ქვედა კუთხეში რაგაც წარწერა იყო… და მიხვხვდი რომ ეს მხოლოდ მომდევნო ფოტოა სადაც სითეთრეა გასმაოხული . ძალიან მომეწონა ეს სითეთრე. ჩემთვის ბევრ რამესთან ასეოცრიდებოდა.. თან საკმაოდ კრეატიუულადაც მომეჩვენა… მაგრამ უკეთესი ქინებოდა რომ ის წარწერა არ ჰქონოდა.. ყოველი შემთხვევისთვის მიანც გადმოვაკოპირე ფოტო და გოოგლეში დავუწყე ძებნა სითეთრეს. და ვიპოვე სწორედ ის რასაც ვეძებდი .. გახარებულმა ავტვირთე ფოტო და.. და დავაკვირდი … მარგამ უცებ გამეფიქრა… რა იქნებოდა რომ ეს სრუელბით შავი იყოს … უბრალდო შავი და არაფერი ზედ გასმოახული.. ძალიან მომეწონა ეს აზრი … თან რაგაც ძან ისე .. კრეატიულადაც ჩანდა… და “ფილოსოფიურადაც” ამავდროულად დაცინვაც გამოდიოდა თან ჩემს მდგომარებასაც გამოხატავდა… მოკლედ ყველაეფერი ერთიანდებოდა ამ სიშავეში ჩემმთვს . ჰოდა მეც ავდექი და ზემოთ ნახსენები Photoshop_ით გადავღებე ჩემი სითეთრე… და ავტვირთე… ძალიან მომეწონა… მიხაროდა რატომგაც რომ ასეთ რაგაცას “მივაგენი”.

  18. nw ამბობს:

    მაგრამ ნუუ ჩემი “ბედნიერება” დიდხანს არ გაგრძელებულა.. ნუუ გამოხმაურება მოყვეა ჩემს გვერძე ამას დაა.. მაშინ გავიგე რომ ჩემამდე უკვე მოუფიქრებია ვიღაცას.. და ეს ვიღაცა მალევიჩი ყოფილა… ნუუ სამწუხაროა.. გული დამწყდა.. მაგრამ მალევიჩამდე რომ დავბადებულ ვიყავი შეიძლება შემექმნა კიდეც.. მაგრამ ეს არ არის მთავარი…
    მთავარი ის არის რომ როცა დავფიქრდი და უკეთ გავეცანი ამ ადამინს (მალევიჩს) და შევისწავლესავით… დავასკვენი ერთი ძალიან საინტერესო რგაცა… რომ როცა ვხატავდი მაშინ ზუსტად ვიცი რას გრძნობდა ეს ადმაინი… და მგონი მალევიჩიც ვიყავი (ნუუ ზოგისთვის სისულელეია,,.. მაგრამ ამას მნბიშვენლობა არ აქვს.. იმედია ბევრი მიხვდება რასაც ვულისხმობ .. ესეთი რაგაცეები ხდება.. ხოლმე ….)

  19. nw ამბობს:

    და მე შემიძლია გითხრათ და დამერწმუნეთ ეს შექმნა იმიტომ რომ პირველ რიგში იყო ძალიან კრეატიული…ამავდროულად მალევიჩს ჰქონდა სახელი … უნდოდა რომ ყველასა და ყველაფრისთვის ისე დაეცინა რომ მადლობა ეთქვათ… ამ დიდი არისტოკარატიისა დაა დიდი წესების,, და ფორმების და სტანდერტების… და სტერეოტიპების ადამინებიშტვის. დასცინა… იცინა საწყალმა იცინა და ალბათ ახლაც იცინის… (ესეთი მოთხრობა გამახსენდა ვიღაც ცნობილმა მხატვარმა თავისი მაიმუნის ნაფეხურები გაყიდა დიდ თანხად მაშინ როცა სინამდვილეში დაეღვარა საღებავი და შემდეგ მაიმუნი მიუშვა გაბრაზებლომა .. ფორმატზე იმაიმუნა მიამუნმა დაა ხალხმა შემდეგ ბევრი რამ იგრძნო.. იმ კაცმა დასცინა ყველას ფულიც იშოვა და ისე მიებარა მიწას.. ოგონდ ნუ იმან ბოლოს თქვა რომ … ეს მისი მაიმუნი ნახელავი იყო… აქ… კი დადუმდა მალევიჩი… მაგრამ სიკვდილამდე ალბათ იმდენი იცინა… საუკუნეებს ეყოფაფა… ამავდროულად გული დასწყდა…. ასეთი ნაგავით რომ არის დედამიწა შსავსე სინამდვილეში რომ არავის არაფერი ესმის.. ყველაფერი სახელზე და ფულზე როიმ არ დამოკიდებული …)
    დიდი აზრი დევს… მე ყოველ შეხედვაზე.. გული მიჩქარედება.. იმიტომ კი არა რომ ეს შავი კვადრატი ან თეთრი ჩარჩო მეუბნება რამეს.. არამედ იმიტომ რომ.. მახსენდება ამ ორმა პრიმიტულმა რაგაცაცამ როგორც… ააფორიაქა მსოფლიო … რომლის უვციობა… სწორედ ამ სიშავშია ჩაკლული… და გამოsახული…

    ამ ნახატში უდაოდ დიდი აზრი დევს
    და მალევიჩიც დიდი ადამინია და ამიტომ მიყვარს იგი.

  20. nw ამბობს:

    განა ყველას შეუძლია? დაცინვისთვის მადლობა მიიღოს .. შენ კი პირში ეუბნდებოდე.. დაგაბოლე… დაგაბოლე დაა გული მწყდება რომ შენნაირმა უვიცებმა დაიკავეს ქვეყნიერებაო … სიშავეა ყველგან
    შენ ხარ ეს სიშავე… ის რასაც ასე ეტრფი

    სამწუხაროდ ცენტრი ხარ… და სითეთრეე განდევნილი გყავსო… ეს არის.. ტრაგედია და ეს არის გამანადგურებელი უვიცობაო… შენი არსებობა… უვიცობაა.. შენი ა რ ს ე ბ ო ბ ა

  21. nw ამბობს:

    მაგრამ იმდეს მაინც არ კარგავს.. და ეს სითეთრე სწორედ ამის მიმანიშნებელია… მიანც ჭეშმარიტებაში ხარ მოქცეულიო მიუხედავად იმისა რომ ცენტრს იკავებო .. და ბოლოს მაინც… აგმოჩნდებაო… და იქნებ დადგა კიდევაც ეს დრო .. )
    იქნებ ვინც მეთანხმება ის სითეთრეა, რომელიც ნახატის ცენტრში არ არის…
    მაგრამ ნახატზე უმთავრესია…
    ჰო და შევამციროთ იმ სიშავის არეალი.. ნელ – ნელა.. ))

    ძირს ცრუ გრძნობები და გაუმარჯოს მალევიჩს ნამდვილ დიდ ადამიანს… )) ვინც შეძლო.

  22. nw ამბობს:

    kargia avtor.. )) bevr rameshi getanxmebi … )) magram ai davinchi one gogi gogeni da… ai esesni.. namdveili aperistebi romlebmac walekes titqmis… qveyniereba.. moashore :D:D eseni rom ara … malevichis dasacini ar iqneboda yvela .. )) ipiqre amaze… (isini martlac geniosebi iyvnen.. margam arc erts ar hqonda saerto chesmgaritebastan… radgan mat is sazogadeoba sheqmnes romeltac malevichma dascina.. ipiqre amaze.. ; ) ))

  23. nw ამბობს:

    ერთი კი დაიმახსოვრეთ მალევიჩი გენიოსია. და ამაზე დიდი ნახატი ძალიან იშვიათად თუ შეუქმნია კაცობრიობას.. ))

  24. mylpi ამბობს:

    sakaifoa

    like it

  25. Permweri ამბობს:

    ზუსტად იგივე მოსაზრება მაქვს შავ კვადრატზე. ერთგვარი პროტესტის ფორმა იყო, რო არაა აუცილებელი ყველაფერი რაღაცას ნიშნავდეს. გამიხარდა რო ჩემნაირი მოსაზრება კიდევ აქვს ვიღაცას. საერთოდ კარგი ბლოგია, საინტერესო პოსტები.
    წარმატებებს გისურვებ :))

  26. Salome ამბობს:

    იმდენად მომწონს ეს პოსტი და იიიმდენად ვიზიარებ შენს აზრს ამ თემაზე რომ არ ვიცი! დავარებლოგებ ეხლა ))

  27. Salome ამბობს:

    Reblogged this on სასიამოვნო ბლოგი and commented:
    მალევიჩის “შავი კვადრატი”.. საკმარისია ამის წარმოთქმა მაშინვე ჩნდება უამრავი აზრი.. არის ხელოვნება თუ არ არის, არის გენიალური თუ არ არის. მოკლედ აღმოჩნდა რომ ამ თემაზე ერთ-ერთი ბლოგერის პოსტს გადავაწყდი.. იმდენად ვეთანხმები მას ყველაფერში და იმდენად სწორად მიმაჩნია, რომ მინდა ჩემს ბლოგზეც გადმოვიტანო ანუ დავარებლოგო მისი პოსტი.

  28. mis spokeperson ამბობს:

    ძალიან საინტერესო პოსტია 🙂 რაც უნდოდა ის დახატა ამ კაცმა, თან ისეთი ცხოვრება ჰქონდა ზუსტად შეესაბამება შავი კვადრატი, თან პირველი იყო, სულ პირველი, ვინც ეს მოიფიქრა, ჰოდაა ესაა ალბათ მთავარი 🙂

  29. nestandarejan ამბობს:

    მოკლედ, აღიარეთ, რომ მალევიჩმა ერთი მაგრად შეტენა მსოფლიოს ეს ნაგავი და დაბნეულმა მსოფლიომ ნაგავი განძად წარმოისახა…

  30. Leluki Motskobili ამბობს:

    ძალიან მომეწონა. საინტერესო იყო 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s