The Rolling Stone magazine ანუ როგორ იქორწინეს მუსიკამ, კინომ და პოლიტიკამ

მონტერეის პოპ ფესტივალი სულ თვეების წინ იყო ჩატარებული, ვუდსტოკამდე კი ჯერ კიდევ ორი წელი რჩებოდა. ვიეტნამის ომი პიკს აღწევდა, პარალელურად კი შტატებში უფრო და უფრო ძლიერდებოდა ჰიპური მოძრაობა. კულტურული გარდატეხა უფრო და უფრო მეტად მოქმედებდა პოლიტიკურ ცხოვრებაზე. ამერიკა იცვლებოდა.
ამ დროს კი ოცი წლის ნიუ იორკელი ბიჭი, ჯენ უენერი, მეგობართან, რალფ გლისონთან ერთად, ახლობლებში ფულს აგროვებდა ჟურნალის გამოსაცემად.
შვიდიათას ხუთასი დოლარის შეგროვების შემდეგ, 1967 წლის 9 ნოემბერს ჟურნალ Rolling Stone-ის (როლინგ სთოუნის) პირველი ნომერი გამოვიდა.

თავი პირველი
როგორ იქორწინეს მუსიკამ, კინომ და პოლიტიკამ

„როცა პირველი ნომერი გამოვიდა, სიმართლე გითხრათ, არცკი მქონდა გაცნობიერებული, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს გარეკანს: იგი არამარტო ავლენს გამოცემის ხასიათს, არამედ, დიდი გავნელა აქვს გაყიდვაზე…
1967 წლის 9 ნოემბირის გარეკანი უბრალოდ შესანიშნავი იყო: იგი იმეორებდა სცენას რიჩარდ ლესტერის თითქმის დავიწყებული ფილმიდან, „როგორ მოვიგე ომი“… ეს ფოტო მეტყველებს იმაზე, თუ როგორ იქორწინეს მუსიკამ, კინომ და პოლიტიკამ“ – წერდა ჯენ უენერი 2006 წელს, როლინგ სთოუნის მეათასე, საიუბილეო გამოცემაში.
სწორედ მუსიკისა და პოლიტიკის „ქორწინება“ იყო ყველაზე მთავარი, რამაც როლინგ სთოუნს პოპულარულობა მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ეგონა, ისიც მორიგი ანდერგრაუნდული გამოცემა იქნებოდა ყოველგვარი სერიოზული მოზნების გარეშე, ჟურნალმა პოპულარული მუსიკა და პოლიტიკა ძალიან კარგად შეუთავსა ერთმანეთს. ამაში კი ძალიან დიდი წვლილი როლინგ სთოუნის მთავარ მონადირეს, გონზო ჟურნალისტიკის მამას, ჰანტერ ტომფსონს მიუძღვის, რომელიც როლიგ სთოუნში პოლიტიკას აშუქებდა.
ტომფსონი იყო ადამიანი, რომელმაც ჟურნალისტიკას ახალი მიმართულება მისცა. იგი მუდამ მოვლენების ეპიცენტრში იყო და, უმეტეს შემთხვევაში, თვითონაც ერთვებოდა იმ აქტივობებში, რომელსაც აშუქებდა. შედეგად კი მის რეპორტაჟებს არასოდეს აკლდა დაძაბულობა და ინტრიგა. მისი წიგნიც, „შიში და ზიზში ლას ვეგასში“ სწორედ პირველად სწორედ როლინგ სთოუნის ფურცლებზე გამოჩნდა და აქვე იბეჭდებოდა. ტომფსონი კი სიკვდილამდე, 2005 წლამდე ჟურნალის თანარედაქტორად დარჩა.
პოლიტიკასთან ერთად როლინგ სთოუნი, რა თქმა უნდა, არ ღალატობდა თავის მთავარ მიმართულებას და აქტიურად აშწუქებდა მუსიკალურ მოვლენებს. სხვადასხვა გამოცემებში შეხვდებით სტატიებს ბობ დილანზე, ბითლზზე, როლინგ სთოუნზე, ლედ ძეპელინსა და სხვა იმ ბენდებზე, რომლებიც, ფაქტობრივად იმდროინდელ (და არამარტო იმდროინდელ) ამერიკულ კულტურას აყალიბებდნენ.
ვუდსტოკის 1969 წლის მუსიკალური ფესტივალი, მშვიდობისა და მუსიკის სამი დღე კი, როლინგ სთოუნმა სულაც, იმ ორმოცდაათი მოვლენის სიაშიც კი შეიყვანა, რომლებმაც როკ ენ როლის ისტორია შეცვალა.

თავი მეორე
ცვლილებები

1972 წელს როლინგ სთოუნმა დიზაინი შეცვალა. თუ ადრე იგი კლასიკურ ტაბლოიდს ჰგავდა ყოველგვარი ფერებისა და მაღალი პოლიგრაფიის გარეშე, ახლა ჟურნალი გაფერადდა და ზომაშიც გაიზარდა. 1977 წელს კი გამოცემამ გარეგნობასთან ერთად, სათაო ოფისიც შეიცვალა – ლოს ანჯელესიდან ნიუ იორკში გადავიდა. 1980 წლიდან კი ჟურნალი, სულაც, პრიალა ფურცლებზე იბეჭდება.
თუმცა ეს არაფერ შუაშია ი მასთან, რომ გამოცემამ, ცოტა არ იყოს, „აურია“. ჟურნალი, ცოტა არ იყოს, უსამართლოდ ექცეოდა ამ პერიოდში წინ წამოწეულ მუსიკალურ ჯგუფებს. მაგალითად, 70–იანებში აქტიურად აკრიტიკებდა ლედ ძეპელინს, არადა, ეს ბიჭები, მაგ დროს, რეალურად შემოქმედების პიკში იყვნენ. როლინგ სთოუნს ერთი საინტერესო ტენდენცია ახასიათებდა – იგი არასოდეს სწყალობდა ახლადგაჩენილ არტისტებსა და მუსიკალურ მიმდინარეობებს რის გამოც, უმეტეს შემთხვევაში, ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა ხოლმე.
მაგალითად, ოთხმოციანი წლების ბოლოს და ოთხმოცდაათიანების დასაწყისში ჟურნალი საერთოდ ყურადღებას არ აქცევდა იმ დროს უკვე საკმაოდ გაძლიერებულ პანკ–მუსიკასა და ჰიპ–ჰოპს. ასევე თავს იკავებდა ჰევი მეტალის გაშუქებისგან, არადა ეს მიმდინარეობა მუსიკალურ ჩარტებში, თითქმის ყველგან, ლიდერობდა. ამის გამო, რაღაც დროის განმავლობაში, კონკურენტებმა, სპინმა და ბლენდერმა, ლამის, თავზე გადაუარეს და ჟურნალს ფინანსური კრიზისიც კი დაეწყო. ამის გამოსასწორებლად მათ ჟურნალ FHM-ის რედაქტორი, ედ ნიდემი გადმოიბირეს, რომლის დახმარებითაც როლინგ სთოუნი ორიათას ექვსი წლისთვის იმდენად გაძლიერდა, რომ ტირაჟი ერთნახევარ მილიონამდე გაიზარდა. ცოტა ხანში კი ლედ ძეპელინი ყველა დროის ყველაზე მძიმე ჯგუფადაც კი გამოაცხადა, რის გამოც როლინგ სთოუნს კრიტიკოსები ორმაგი სტანდარტების ქონაშიც კი ადანაშაულებდნენ, რაც, ამხელა გამოცემსითვის მთლად სახარბიელო ნამდვილად ვერ იყო.
თავი მესამე
მარტოსული გულები და შიშველი სიმართლე

ერთერთი ყველაზე მთავარი, რაც როლინგ სთოუნის პოპულარულობას განაპირობებს, ეს მისი გარეკანია. 1967 წლიდან მოყოლებული ვის არ შეხვდებით აქ: მუსიკოსებს, მსახიობებს, პოლიტიკოსებს და, თქვენ წარმოიდგინეთ, სპორტსმენებსაც კი: დაწყებული ჯონ ლენონიდან, ჯიმი კარტერითა და ბილ კლინტონით, ან, სულაც, შაკილ ო’ნილით დამთავრებული. იმაში კი, რომ დღეს როლინგ სთოუნის არქივში 1000–ზე მეტი გარეკანია, უმთავრესი წვლილი ჟურნალის ფოტოგრაფებსა და გრაფიკოსებს მიუძღვით.
პირველი ფოტოგრაფი, რომელმაც ჯენ უენერთან დაიწყო მუშაობა, ბარონ ვუმენი იყო. ასევე პირველი ფოტოგრაფი, ოღონდ ქალი, რომელმაც როლინგ სთოუნის გარეკანისთვის გადაიღო ფოტოები, ლინდა ისტმენი იყო, რომელიც შემდგომში ლინდა მაკარტნი გახდა. საინტერესოა, რომ ლინდა იყო ადამიანი, რომელიც არამარტო იღებდა ფოტოებს ჟურნალის გარეკანის გასაფორმელბლად, არამედ, რამდენჯერმე თვითონაც მოხვდა გამოცემის პირველ გვერდზე პოლ მაკარტნისთან ერთად.
თუმცა, მთავარი გარდატეხა როლინგ სთოუნის გარეკანების ისტორიაში მაინც 1968 წლის 23 ნოემბრის გამოცემამ მოახდინა. პირველ გვერდზე დაბეჭდილი იყო ჯონ ლენონისა და იოკო ონოს შიშველი ფოტო. ეს – წერს ჯენ უენერი – ერთგვარი პოლიტიკური განცხადება იყო და ერთგვარი რისკიც, რადგან მან არ იცოდა, თუ რა რეაქცია მოჰყვებოდა მკითხველში თავიანთი კუმირის სრულიად შიშვლად „გამოჭენებას“ ჟურნალის პირველ გვერდზე. ასე აღნიშნა როლინგ სთოუნმა თავისი ერთი წლისთავი.

ამის შემდეგ ჟურნალის გარეკანზე არცთუ იშვიათად შეხვდებით სხვადასხვა მსახიობისა თუ მომღერლის შიშველ ფოტოებს (პოლიტიკოსები, როგორც ჩანს, ჯერ ვერ დაითანხმეს, თორემ ნამდვილად საინტერესო იქნებოდა პირველ გვერდზე შიშველი, ვთქვათ, ჰილარი კლინტონის ნახვა).
2006 წელს როლინგ სთოუნმა თავისი მეათასე, საიუბილეო გამოცემის აღსანიშნავად გარეკანი ბითლზის ალბომს, Sgt. Peppers’s Lonely Hearts Club Band–ს მიამსგავსა. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ჟურნალის გარეკანი ბევრად მეტ ადამიანს იტევს, ვიდრე „მარტოსული გულების კლუბი“. აქ თავი მოიყარა ყველა იმ პიროვნებამ, რომელზეც კი ოდესმე ულაპარაკია როლინგ სთოუნს.

თავი მეოთხე
Roll over Beethoven – ჩაიჩოჩე ბეთჰოვენო

თუ ოდესღაც ჩეკ ბერი ბეთჰოვენს მოუწოდებდა, აბა, მეგობარო, ცოტა გვერდზე ჩაიჩოჩე, ახლა ჩემი დროაო, 60–იანი წლების შემდეგ, დროის ცვლასთან ერთად მუსიკალური, პოლიტიკური, და, საერთოდ, კულტურული ღირებულებები, ძალიან სწრაფად იცვლებოდა. შესაბამისად, ახლადაღმოცენებული შემსრულებლები თავიანთ წინამორბედებს ჩააჩოჩებდნენ ხოლმე გვერდზე.
როლინგ სთოუნის ფურცლებზეც ერთმანეთს ენაცვლებოდა ბითლზი, The Who, ლედ ძეპელინი, მიკ ჯაგერი (სხვათა შორის, იგი ყველზე ხშირად, 27–ჯერ არის დაბეჭდილი როლინგ სთოუნის გარეკანზე), ბობ დილანი, Guns n’ Roses, Тhe Eagles, Metallica, პრინცი, რედ ჰოთ ჩილი პეპერსი, Green Day და ა.შ. 2010 წელს კი გარეკანზე, სულაც, თინეიჯერების გაკერპებული ყმაწვილი, ჯასტინ ბიბერი გამოჩნდა, რამაც ჟურნალის თაყვანისმცემლებში, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუება და აგრესიაც კი გამოიწვია.
თუმცა, ამის მიუხედავად, როლინგ სთოუნის სიებში: ყველა დროის 500 საუკეთესო ალბომი, 50 საუკეთესო შემსრულებელი, 100 საუკეთესო სიმღერა და ა.შ., მაინც ლიდერობენ ის შემსრულებლები, რომლებიც დღეს ჟურნალის გარეკანზე სულ უფრო იშვიათად ჩანან.
დროის ცვლილებამ მოიტანა ისიც, რომ 1990 წელს ჟურნალმა „გაახალგაზრდავება“ გადაწყვიტა და პოლიტიკური შინაარსი საერთოდ მოიშორა, თუმცა, როგორც ჩანს, გამომცემლებმა შეატყვეს, რომ როლინგ სთოუნი პოლიტიკის გარეშე ის ჟურნალი აღარ იყო, მკითხველს რომ ასე იზიდავდა, შესაბამისად, ცოტა ხანში, გაჩნდა სიახლეები პოლიტიკის სფეროში.
თავი მეოთხე
„როგორ მოვიგე ბრძოლა“

1967 წლის შემდეგ დღემდე როლინგ სტოუნის ათას ას ოცდათხუთმეტი ნომერი გამოვიდა.
დღემდე ჟურნალი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, დაახლოებით, ერთ–ნახევარ მილიონიანი ტირაჟით იყიდება.
ეს კი იმ კრიტიკის ფონზე, რომელიც ჟურნალს ამ ბოლო დროს ნამდვილად არ აკლია. სხვადასხვა ინტერნეტფორუმებზე შეგიძლიათ გადააწყდეთ თემებს:
„როლინგ სთოუნი დღეს ერთი უაზრო ხუმრობაა არა?“
„რა ჯანდაბად გამოდის ეს მაკულატურა?“
„როლინგ სთოუნი ხო მაგარი ნაგავია?“
გარდა ამისა, შინაარსის მხრივ, როგორც აღნიშნავენ, დღევანდელი როლინგ სთოუნი საკმაოდ დაბლა დაეშვა, თუმცა, თავისი მკითხველი, როგორც სტატისტიკურ მონაცემებში ჩანს, ჟურნალს ჯერ კიდევ არ დაუკარგავს.
დასასრული
P.S.
ვიცი, გაინტერესებთ, აქვს თუ არა როლინგ სთოუნს რამე კავშირი საქართველოსთან. მინდა დაგამშვიდოთ და გითხრათ, რომ ჟურნალი საქართველოში არასოდეს იყიდებოდა, არ იყიდება, და, არა მგონია, ოდესმე გაიყიდოს. სამაგიეროდ, გვაქვს ისეთი გამოცემები, რომლებიც ჯიუტად ცდილობენ როგორმე მუსიკის გამავრცელებლის „მძიმე ტვირთი“ ზიდონ ზურგით.

ასე რომ, სანამ „ბარი“, „ოსკარი“ და კიდევ სხვა მსგავსი ჟურნალები არსებობენ, საქრთველოში როლინგ სთოუნის ჩამოსვლამდე თავი არავის გეტკინოთ.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მიმოხილვა and tagged , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to The Rolling Stone magazine ანუ როგორ იქორწინეს მუსიკამ, კინომ და პოლიტიკამ

  1. salome ამბობს:

    sainteresoa…kidev erti sasargeblo da saintereso informaciuli posti giorgisgan…aqamade arc me vicodi aseti gamocema tu arsebobda 😦

  2. Nuca ამბობს:

    კარგია….მომწონს

  3. Nino Tabaghua ამბობს:

    u rule man :* :))) dzalian momewona! Rolling stone-s shesaxeb pirvelad gavige.. 🙂

  4. სალომე ამბობს:

    კარგია, კარგი გიო 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s