ტურისტ ფოტოგრაფად გადაცმული ზანზიბარის აგენტის პატაკი საქართველოდან

თავდაპირველად გამოქვეყნდა გაზეთში “დრონი”

ბატონო პრეზიდენტო!
ქვეყანა, რომელშიც მომავლინეთ, მართლაც საინტერესო აღმოჩნდა სამუშაოდ. აქ ყოველდღე ახალ–ახალ საინტერესო რამეს წააწყდები: ყოველ ფეხის ნაბიჯზე ხდება ისეთი ამბები, რომ ჩვენთან არცკი დაესიზმრებათ, თუმცა ამაზე შემდეგ…
ხალხი, როგორც ამბობდით, ძალიან სტუმართმოყვარე და მიმნდობია, შესაბამიდად, ნებისმიერი ინფორმაციის მოპოვებას სულ რამდენიმე წუთს ვანდომებ. საკმარისია, ერთი ჭიქა ღვინო დავლიო მათთან ერთად, რომ უკვე მეგობრად მიმიჩნევენ და ნებისმიერ თემაზე საუბრის პრობლემაც აღარ მაქვს.
საინტერესოა, რომ აქ ადამიანების უმრავლესობა თავს თავისუფლად მიიჩნევს – შეიძლება, ამიტომაცაა, რომ ერთმანეთს არცკი ეკითხებიან, ისე მიყვებიან ხოლმე ათასგვარ რამეს ერთიმეორისა და ზოგადად, გარემოს შესახებ. პრინციპში, არამარტო ჩემთან არიან ასე. აქ ყველა ყველას ყველაფერს უყვება, ამიტომაც, თავიდან მეგონა, რომ ერთმანეთს შორის ნდობა ძალიან დიდი იყო, მაგრამ შემდეგ, როდესაც ყველამ ცალცალკე დაიწყო ზურგს უკან ერთმანეთზე ჭორაობა, ეს ვარაუდი გამიქარწყლდა. თუმცა, პირისპირ საუბრებში, განსაკუთრებით კი სუფრაზე (ასე ჰქვია იმ ცერემონილას, რომელსაც ქართველი მამაკაცები თითქმის ყოველდღე ატარებენ), რომლის განმავლობაშიც ადამიანები (ძირითადად, კაცები), ჭამენ, სვამენ და ყოველი ჭიქის დალევის წინ გრძელ სიტყვას წარმოთქვამენ ხოლმე, სადაც, ძირითადად, ერთმანეთს აქებენ და ადიდებენ.
აქ ყველა ერთმანეთს ახლბელს ან მეგობარს ეძახის და, როგორც ჩანს, ეს ჩვეულებრივი რამაა მათთვის. როგორც გითხარით, მათთან დაახლოვება სწორედ ამის გამო, არ მიჭირს ხოლმე. ამბობენ, ეს ტრადიციააო.
ამ ქვეყანაში, რატომღაც, ყოველ დღე ტელევიზიით საუბრობენ დემოკრატიაზე, სიტყვის თავისუფლებაზე და ა.შ. თუმცა, ჯერ კარგად ვერ ვიგებ, რა შუაშია ეს ყველაფერი აქაურობასთან: აქაური ტელეარხების ყურებისას ყოველთვის მიჩნდება შეკითხვა, ვინაა მათი მფლობელი (პრინციპში, ხშირ შემთხვევაში, ამის გარკვევა არცთუ ისე ძნელია). აი, მაგალითად, ამ თვენახევრის წინ, როცა ხუთი დღის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მრავალათასიანი მიტინგები იმართებოდა, არცერთი არხი, გარდა ერთი–ორისა წუთითაც კი არ აშუქებდა აქციაზე მიმდინარე მოვლენებს. სამაგიეროდ თითქმის ყველა არხზე გადის საოცარი რეკლამები ამ ყვეყნის შესახებ. ისეთი რეკლამებია, რომ ჩემი თვალით რომ არ მქონდეს ნანახი, იქ წასვლა მომინდებოდა.
პრესას რომ გადახედოთ, შედარებით უკეთესი სიტუაციაა. ზოგან მართლაც შეხვდებით თავისუფალ აზრს, თუმცა ამ აზრის მკითხველი ძალიან ცოტაა.
როგორც შევამჩნიე, აქ განსაკუთრებით უარყოფითი დამოკიდებულებაა ახალგაზრდობის მიმართ: ჯერ ერთი, ზუსტად ისევე, როგორც სამოციანების ამერიკაში, სიტყვა „თინეიჯერი“ ადამიანებისთვის რაღაც უარყოფითს, ძნელად აღსაზრდელს უფრო ნიშნავს, ვიდრე ცამეტიდან ცხრამეტ წლამდე ადამიანს (როგორც ეს სინამდვილეშია). თან, აქ ახალგაზრდების მიერ გამოთმული ნებისმიერი განსხვავებული აზრი, უმეტესად, მორიგ ახირებად და თავქარიან წამოწყებად მიაჩნიათ. თუმცა, სიმართლე გითხრათ, არც ახალგაზრდობა იკლავს მთლად თავს პროტესტებითა და აზრების საჯაროდ გამოთქმით. როგორც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობას, მათაც ურჩევნიათ, მშვიდად, წყნარად ისხდნენ სახლში და მოვლენების პასიური დამკვირვებლის როლი შეითვსონ. აქ ახალგაზრდების უმეტესობას ურჩევნია, მეტი გაერთოს, ვიდრე საკუთარი აზრი გამოთქვას, რადგან უმეტესობა თვლის, რომ მათს აზრს არასოდეს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შესაბამისად, ახალგაზრდული აქტივობები, ძირითადად, აქ ეზოში ფეხბურთის თამაშით ან, უბრალოდ, დგომით და ერთმანეთში საუბრით შემოიფარგლება. ხოლო იმათ აზრს, ვინც მაქსიმალურად აქტიურობს, აქციებს აწყობს და ა.შ., ჩვეულებრივ, მცირერიცხოვნობის გამო არასერიოზულად აღიქმებიან.
უკვე ორი წელია აქ ვარ და ძალიან მიკვირს: როგორც ჩანს, აქ ყოველ წელს აქციები ატარებენ აქციებს ოპოზიციური პარტიები. დემონსტრანტები კი, ძირითადად, ორმოცდაათ წელს გადაცილებული ადამიანები არიან (ახალგაზრდების აქტივობებზე უკვე მოგწერეთ), რომლებიც ან სამსახურის შოვნის, ან პენსიის მომატების იმედით დგანან ხოლმე, ჩვეულებრივ, პარლამეტნის წინ. ჩვეულებრივ, ასეთი აქციები ერთ საღამოზე მეტ ხანს არ გრძელდება ხოლმე, რადგან დღის ბოლოსთვის ყველას ელევა სათქმელი.
ბატონო პრეზიდენტო, ახლა იმ შემთხვევის შესახებ, რომელზეც პატაკის დასაწყისში გითხარით: სულ რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში ოთხი ცნობილი ფოტოგრაფი დაიჭირეს – ერთერთი მათგანი აქაური პრეზიდენტის პირად ფოტოგრაფადაც კი მუშაობდა. როგორც ამბობენ, სახელმწიფოდან ინფორმაციის გაცემით დაადანაშაულეს. შესაბამისად, ალბათ ხვდებით, რა არის ჩემი აღელვების მიზეზი:
ცოტა არ იყოს, მეშინია, მეც ამ ჩემი ბუტაფორიული ფოტოაპარატიანად ციხეში არ მიკრან თავი.
მე, როგორც თქვენი ოდესღაც პირადი ფოტოგრაფი, გთხოვთ, ან უზრუნველჰყოთ ჩემი, როგორც აგენტის დაცვა. ასევე, თუ საქმე დაჭერაზეც მიდგა, გაითვალისწინებენ იმას, რომ მე თქვენი, როგორც პრეზიდენტის პირადი ფოტოგრაფი ვარ და რა იცი, რა ხდება, იქნება სასჯელის ვადაც კი გამიზარდონ. სხვა თუ არაფერი, ზანზიბარს ამ ქვეყანაზე ყოველთვე ასეთ საინტერესო ინფორმაციას ვაწვდი.
ასევე, გთხოვთ, გამომიგზავნოთ ცოტაოდენი საჭმელი, ან ხელფასი მაინც გადამიხადოთ, რადგან გზაჯვარედინებზე უკვე ყველა მანქანა მიცნობს და ხურდა ფულს აღარ მაძლევენ ხოლმე.
პატივისცემით
ტურისტ ფოტოგრაფად გადაცმული ზანზიბარის აგენტი საქართველოში

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ტურისტ ფოტოგრაფად გადაცმული ზანზიბარის აგენტის პატაკი საქართველოდან

  1. nan ამბობს:

    ))))) es im shavma tipma xom ar shtagagona mtel tbilisshi rom ichiteba multfilmis mzesavit )))))

  2. ჯონდო ამბობს:

    adre upro karg statiebs cerdi

  3. salolas ამბობს:

    არადა, კარგი იყო 😉

  4. scorpion ამბობს:

    ცოტა შენებური სარკაზმი და სიმწვავე აკლდა… ისე კარგია:)))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s