ენა მამული …

გუშინ, „დრო მშვიდობისას“ პრეზენტაციაზე ერთი საინტერესო კითხვა დაისვა – რამდენად არსებობს დღეს საქართველოში ზღვარი სარწმუნოებასა და ეროვნულობას შორის? პრინციპში, ნორმალურ ქვეყანაში, ეს ორი ერთმანეთისგან გამიჯნული იყოს, მაგრამ სად საქართელო და სად ნორმალური ქვეყანა?

დღეს, საქართველოში (მე ასე ვხედავ, თქვენი არ ვიცი) ეროვნულობა სარწმუნოებასთან ასოცირდება, სარწმუნოება – მართლმადიდებლობასთან. ამას ბოლოდროინდელი სოციოლოგიური კვლევების შედეგებიც რომ არ აჩვენებდეს (ჩვენთან მოსახლეობის უმრავლესობისათვის ყველაზე სანდო ინსტიტუტი ეკლესიაა), ქუჩაში გავლა და ერთი–ორ ადამიანთან გასაუბრებაც ძალიან ადვილად მიგვახვდრებს. ან, თუნდაც, საკუთარ მშობლებს ან მეზობლებს ჰკითხეთ და, მცირე გამონაკლისის გარდა, ნახავთ, თუ ყველგან ერთნაირი პასუხი არ მიიღოთ.
მოდი, ჯერ გადავხედოთ, რა არის ქართველებისთვის პატრიოტიზმი და ეროვნულობა. რასაც მე ვუყურებ და ვხედავ, ეს სხვა არაფერია, თუ არა სუფრის გარშემო ჯდომა, წინაპრების, დაღუპული გმირების, მომავალი თაობის, „გაბრწყინებული საქართველოსა“ და კიდევ ბევრი ასეთი სადღეგრძელოს წარმოთქმა. სუფრის ბოლოს, მთვრალზე, ან არეულ–დარეული ცეკვა–სიმღერა, ან შეხლა შემოხლა (ზოგჯერ ორივე ერთად) ან, იშვიათ შემთხვევაში, მშიდად დაშლა (არმოშლა). პრინციპში, პატრიოტიზმის გამოხატვა „ნამდვილი ქართულის“ გარდა ყველაფრის დაგმობა და გინებაცაა: იქნება ეს ეროვნება, ენა, მენტალიტეტი თუ, სხვა რამ (მგონი, ერთადერთი, რაც ქართველებს უცხოური ევასებათ, უკრაინელი ქალებია (ისიც, მარტო კაცებს და ისიც, ნახევარმა მარტო გადმოცემით იცის მათ შესახებ). უცხო ენას რაც შეეხება, იცოცხლეთ, რაც მე მეტროში გინება მესმის კარის ყოველ გაღება–დაკეტვაზე, მას შემდეგ, რაც „ზეციური ხმა“ სადგურებს ქართულთან ერთად ინგლისურადც აცხადებს.
ამ ყველაფერს კი, უმეტესად, იმით ამართლებენ, რომ რას ამბობ, ქართველებს, ორიათასწლიანი ისტორია გვაქვს, ვერცერთმა მომხდურმა ვერ გაგვტეხა და ახლა ეს გარყვნილი ამერიკა დაგვაჩოქებსო? ჩვენ სარწმუნოებით მოვიტანეთ ეს ქვეყანა აქამდე და ახლა ამ სარწმუნოებასაც ქართველობასთან ერთად გვართმევენო (ამ პოსტის წაკითხვის მერე დაამატებენ, „შენნაირებიო“).

სარმუნოება კიდევ დღეს რა არის? ბოდიში, ბატონებო, მაგრამ დღეს ქართველების უმრავლესობისთვის სარწმუნოება „ეკლესიურობასთან“ იგივდება, ეკლესიურობა კი, ჩემზე უკეთ იცით, დღეს ჩვეულებრივი მოდაა და მეტი არაფერი. საქართველოში დღეს თავს მორწმუნეებს ვეძახით, არადა, რეალურად, ეკლესიისა და სამღვდელოების ფანები უფრო ვართ. ჰო, ჰო, ფანები და მეტი არაფერი. თან ისეთები, ჰოლივუდის ყველაზე გაბერილი ვარსკვლავიც რომ ვერცკი იოცნებებდა. აბა რას ამბობ, ეკლესია რომ არა, რა იქნებოდა დღეს საქართველო? ქართველობა და მართლმადიდებლობა ხომ ერთმანეთის გარეშე არ არსებობს და ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვება ყველა, ვინც ამ ჭეშმარიტ გზას გადაუხვია! რას ამბობ, „მამული, ენა, სარწმუნოება“ – თვით ილიამ არ დააკავშირა ერთმანეთს?!..

ჩემი დაკვირვებით, ილია ჭავჭავაძის ეს სიტყვები ყველაზე ხშირად მოჰყავთ იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველობა და მართლმადიდებლობა განუყოფელია. ის კი ავიწყდებათ (ამ საერთოდ არ იციან), რომ ეს სამი სიტყვა ერთად ილიამ 1860 წელს, წერილში, „ორიოდე სიტყვა“, იხმარა, როდესაც სულ ოცდასამი წლის იყო. მას შემდეგ, მისი სტატიები ან საჯარო გამოსვლების ტექსტებს რომ გადავხედოთ, ამ ტრიადას ვეღარსად წააწყდებით. ენა და მამული, რამდენჯერაც გინდა, შეგხვდებათ ილიას ტექსტებში, ხოლო სარწმუნოება ნაკლებად. მიდით ახლა, მეგობრებო და ამ კაცის წმინდანობაში ეჭვი შეიტანეთ, ან გადაქექეთ ყველა გამოცემა და მოძებნეთ, იქნებ სადმე იყოს ნახსენები ეს სამი, რომ იპოვოთ და შემდეგ ჩემი სიტყვები ერთ ადგილას შემტენოთ. ეძებეთ, ეძებეთ…

სინამდვილეში კი ამ სამეულიდან სარწმუნოების ამოღება არც ილიას წმინდანობასთანაა კავშირში და არც, როგორც, სავარაუდოდ, ბევრი იფიქრებს, „ქართველობის წართმევასთან. საქმე ისაა, რომ როდესაც საქართველოს სამხრეთ–დასავლეთ ნაწილის (აჭარის ტერიტორია) შემოერთების საკითხი ყველაზე მწვავედ იდგა საქართველოში, ყველა ხვდებოდა, რომ სარწმუნოებით აპელირება ყველზე უგუნური ნაბიჯი იყო, რაც კი შეიძლებოდა ადამიანს გადაედგა. რატომ? მიზეზი მარტივია:

ტერიტორიაზე, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ეკუთვნოდა თურქეთს, ცხოვრობდნენ ადამიანები, რომლებიც გამაჰმადიანებულები იყვნენ, თუმცა ეს ხელს არ უშლიდათ, რომ თავი მაინც ეთნიკურ ქართველებად ეგრძნოთ და ქართულ ენაზე ესაუბრათ. მეცხრამეტე საუკუნესაც რომ მოვცილდეთ, და დღევანდელ ირანში გადავიდეთ, მგონი ყველამ იცის იმ ადამიანების შესახებ, ოთხი საუკუნის წინ გაასახლეს. მათ მართლმადიდებლობასთან საერთო არაფერი აქთვთ, თუმცა ეროვნული ცნობიერება და ენა იმაზე მეტად ქართულია, ვიდრე საქართველოში მცოვრები ნებისმიერი მოქეიფე პატრიოტის.

ეროვნული ცნობიერება მაშინ მთავრდება, როდესაც ადამიანს მშობლიური ენა ავიწყდება. რაც შეეხება სარწმუნოებას, მართლმადიდებელი ხარ, კათოლიკე, ებრაელი, მაჰმადიანი, ბუდისტი თუ, სულაც ათეისტი, პატრიოტობაზე ნაკლებად მოქმედებს.

და ვერავინ დამაჯერებს, რომ 1918 წელს ემიგრირებული ქართველების შთამომავლები, დღევანდელი ფრანგი მართლმადიდებლები, ქართულის ინჩი–ბინჩი რომ არ იციან, იმაზე მეტად პატრიოტები არიან და საერთოდ, ფიქრობენ, რამით მაინც დაეხმარონ ამ უკვე ჭირწაღებულ ქვეყანას, ვიდრე, თუნდაც ჩემი მეგობრები, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არცთუ ახლოს არიან.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to ენა მამული …

  1. Agasfer ამბობს:

    მშვენიერი პოსტია )
    მეტროს ამბავი არ ვიცოდი. lol

  2. katerina ამბობს:

    გეთანხმები ყველაფერში.ხო, სამწუხაროდ რუსული ახლა ინგლისურმა ჩაანაცვლა.ვიღაც ამბობდა, ადრე ეზოებს ეწერა ეზოში ავი ძაღლიაო, მერე ეწერა ვო დვორე ზლაია სობაკაო და ახლა ალბათ ინგლისურად უნდა დავაწეროთო.აქაც ჯუფთებადობის კანონი, შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.და სარწმუნოება კიდევ შეიძლება ძველად საუკუნეების წინ იყო ქართველთა იდენტურობის გარანტი, ახლა კი ამაზე ლაპარაკი სასაცილოა.მოკლედ მომწონს ეს პოსტი 🙂

  3. katerina ამბობს:

    დაგიშეარ დაგიპლიუსერთე 🙂

  4. linda ამბობს:

    ”ეკლესიურობა კი, ჩემზე უკეთ იცით, დღეს ჩვეულებრივი მოდაა და მეტი არაფერი. საქართველოში დღეს თავს მორწმუნეებს ვეძახით, არადა, რეალურად, ეკლესიისა და სამღვდელოების ფანები უფრო ვართ…” სრულიად არ გეტანხმები. არიან ასეტებიც,მაგრამ არა ყველა,ისევე როგორც არ არსებობენ მხოლოდ ”მოქეიპე პატრიოტები.”………. არც მხოლოდ ის ადამიანები დადიან მეტროსჰი,ვინც ”ზეციურ ხმას” აგინებს.უმრავლესობა ზალიან ცჰვეულებრივად იგებს ამ სიახლეს. კველა საზოგადოებასჰი არის ნაწილი, რომლის სჰეხედულებები მეორე ნაწილისტვის მიუგებელია,მაგრამ ეს არ ნისჰნავს,რომ ქვეყანა ”ცჰირწაგებულია”. დიდი ბოდისჰი,ეს ყველაზე დიდი აბსურდია,რაც აქ წავიკიტხე. მიუკერზოებლობა ყველაზე საცჰირო ტვისებაა,რომელიც ასეტი ტემების დროს უნდა აგმოგაცჰნდეს.მასჰინ ასე მხოლოდ ერტ მხარეს გადახრილი არ იქნები,მხოლოდ ცუდს არ დაინახავ.ამაზე იტყვი,ცუდი უნდა ამხილო,აბა კარგს ტქმა რად უნდაო. ზუსტადაც უნდა. სხვატასჰორის,ეს ქარტველების მარტლა დიდი სენია,რომ მხოლოდ ვიგაცის ცუდი ილაპარაკონ. მტლად ასეტი წყალწაგებულებიც არ არიან ქარტველები,როგორც სჰენ გამოგყავს….

    • ლინდა, რაც აქ წერია, სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ 100 პროცენტზე ვრცელდება. ფაქტია, უმრავლესობას ეხება ეს ყველაფერი (შეგიძლია, სოციოლოგიურ კვლევებს გაეცნო). აქ არც იმას ვამბობ, რომ წყალწაღებულები ვართ (არადა, მართლა ვართ). მთავარი ისაა, რაც 2 დღის განმავლობაში მესმის, რომ სარწმუნოება და ეროვნულობა განუყოფელია. აქ მოყვანილი არგუმენტები მხოლოდ ამ მტკიცების საწინააღმდეგოა – იმის საწინააღმდეგო, რომ ამბობენ, სარწმუნოება ენაზე წინ დგას და ქართველი აუცილებლად მართლმადიდებელთან უნდა ასოცირდებოდესო.

    • სოფიო ამბობს:

      http://lib.ge/body_text.php?6802 ალბათ, არც მაშინ ვიყავით მთლად ასეთი წყაწაღებულნი…. სანამ ყველა არ ვაღიარებთ, რომ სერიოზული პრობლემები გვაქვს და ამასთან ბრძოლას არ დავიწყებთ, მუდამ ასე იქნება, ვიქნებით ერი, რომელის ერთადერთი სტატუსი იქნება, “არც მთლად ასეთი წყალწაღებული ქართველები”

  5. Alex ამბობს:

    მეც ზუსტად ასე ვფიქრობ, როგორც ამ პოსტშია, ზუსტად ეგრე :)) და მაგას გავიძახი მეც.. მართლამადიდებლობა სულაც არ არის ქართული, ეს ოხერი, ქრისტიანობა მსოფლიო რელიგიაა.. კონფუციანელები ან იუდეველები რომ ვიყოთ კიდე ხო.. უბრალოდ მე-19 საუკუნემდე განსხვავებული რელიგიის მიმდევარი სახელმწიფოები გვებრძოდნენ და ამიტომ იყო თითქოს იდენტური.
    დღეს კი ძალიან ბევრი არც რელიგიურ საკითხებშია გარკვეული, არც პატრიოტიზმი და სახელმწიფოს არსი იცის რა არის. სამოქალაქო განათლება ხომ ნულია საერთოდ. დამოუკიდებელი აზროვნება კი არა და საერთოდ მგონი ზროვნება არ უნდა ამ ხალხს.

    P.S. მხოლოდ ერთი შესწორება – აღა მაჰმად ხანმა კი არა შაჰ აბასმა გადაასახლა. აღა მაჰმად ხანი 2 საუკუნის წინ იყო ანუ კრწანისის ბრძოლისას 1795 წელს. ქართლ-კახეთის მოსახლეობა კი დაახლოებით 1600-1610 წლებში გადაასახლეს 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s