ახალი ახალგაზრდობა

ჩემს ბლოგზე რამდენიმე სტუმრის პოსტი უკვე გამოვაქვეყნე. ეს ერთერთია. პატარა ბიჭია (პატარა რა, ასაკითაა უმცროსი), ადრე ბლოგიც ჰქონდა, მაგრამ ახირების გამო წაშალა (ოჰ ეს ბავშვები, არადა მშვენიერი ბლოგი იყო). ჰოდა, ამ წერილის წაკითხვის მერე ვიფიქრე, არ იქნება ამის არგამოქვეყნებათქო. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გაიცანით ჩემი მეგობარი, ლუკა პერტაია 🙂

დღეს ჩვენი ახალგაზრდები სრულყოფილების ზენიტში იმყოფებიან: არც ერთი წამით არ ავიწყდებათ „ქართული სული“, „დედა სამშობლო“, ზოგადად, მსგავსი ბანალური ფრაზები, რომლებიც იმ მასწავლებლის ხახიდან ჰპოვებენ თავისუფლებას, რომლებსაც გამოცდები „ჯერ არ“ ჩაუბარებიათ (ან იქნებ იმ მიუღწეველი სრულყოფილებიდან, სსრკ რომ ერქვა და ნამდვილი ფარსი რომ იყო) და მეგობრების (ნუ ახლა და–ძმობის ინსტიტუტი დამკვიდრდა ბრატ, მეგობარი რა პონტია) ოჯახის წევრები.
ბიჭო და, რეალურად რა ხდება? ესენი ხომ ის ზეადამიანები არიან, ტვინისთვის კუნთები რომ წაუჭრიათ და ასე დაუმარცხებიათ ერთი დიდი სისულელე – აზროვნება! მართლაც, აბა შევხედოთ, რა საჭიროა ფიქრი? ყოველ ჩაფიქრებაზე შეუბლზე ნაოჭების რაოდენობა იზრდება, ჩვენი სათუთი კანი მახინჯდება. აი, შევადაროთ სტაჟიანი მეცნიერისა და უბრალო მღვდლის სახეები ერთმანეთს. პირველს ვერც კი შევხედავთ, მეორეს კი სრულყოფილი შუბლი აქვს დიდ ღიპთან ერთად, ისევ იმას ქადაგებს, რაც სემინარიაში გაუზეპირებია.

ჩვენ სრულყოფილ მეგობრებს თავიანთი მამიკოების და დედიკოების მსგავსად საკუთარი თავისა ეშინიათ და მათაც თრგუნავენ, ვინც ოდნავ მაინც გაცილებია საზღვრებს. გაკვეთილზე ქარჩხაძის „იგის“ და ბახის „ჯონათან ლივინგსტონის“ აპოლოგიას ეწევიან, მაგრამ საკმარისია მათთვის უცნობ თემაზე დაიწყოს ზემოხსენებულმა საზღვარსგაცდენილმა საუბარი, მაშინვე ისე შემოეხვევიან გარს, როგორც ჰემინგუეის მოხუცს დამშეული ზვიგენები.

მათთვის ცხოვრების მიზანი ან „ბოზების გაფუჭებაა“ ან ღადაობა. ცაში ეძებენ ღმერთებს, ის კი ავიწყდებათ, მხოლოდ საკუთარვ თავში ეძებონ ჭეშმარიტება. უკვე დოგმად ქცეულა, „უფროსებს არ დაუჯერონ“, „პროგრესულად შეხედონ საქმეს“ (სიტყვა „პროგრესის“ მნიშვნელობას არ ვეკითხებით რა თქმა უნდა), იმას კი ვერ ხვდებიან რომ იმავე სტერეოტიპების მსხვერპლები ხდებიან, რომლის დამსხვრევასაც ცდილობდნენ და მათი და უფროსი თაობის აზროვნება ისევდაისევ ერთ ქვაკუთხედში იყრის თავს. ღარიბებს მოსავენ ისე, რომ ვერც კი ამჩნევენ თავიანთი გონების სიშიშვლეს. გაუგებარია, როგორ უწოდებენ თავიანთ თავს თავისუფლებს, როცა ასე შეზღუდულები არიან მენტალურად…

ესენი, თავიანთი მამებივით, მამაპაპურ (?!) სუფრაზე ოთხიოდე ჭიქის გამოცლისას რომ გათამამდებიან მრავალმნიშვნელოვანი სახით გემოზე გადასწვდებიან ხოლმე „ბოროტ პოლიტიკოსებს, რომლებიც გათახსირებულ ერებს შეკვრიან“, ის კი ავიწყდებათ, არცერთი ერი იმაზე უკეთესი მთავრობის ღირსი არაა, რასაც იმსახურებს… აი პატრიოტიზმით კი ნამდვილად განმსჭალულები არიან (აქ ისევ გამოცდაჩაუბარებელი მასწავლებლის უჩინარ ხელს ვხედავთ): არც ერთი სუფრა ერთიან (?!) საქართველოზე სადღეგრძელოს გარეშე არ ჩაივლის (საქართველო კი, იცოცხლე, იმაზე მეტად უყვართ, ვიდრე მეგობრები). სწორედ ესაა მთავარი, აბა იარაღის ხელში აღება რა პონტია, მშვიდობას ხო არ დავარღვევთ… ამისათვის არ სცხელათ, ჩვენი საყვარელი თინეიჯერების მთავარი ამოცანა ისაა, რომ ღამით გვიან დაბრუნებულები ჩუმად შევიდნენ საძინებელში. რომ ვუყურებ, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს მათ თავიანთთვის რაღაც „ვირტუალური სამყარო“ აქვთ შემქნილი და ისე ცხოვრობენ.

ერთ დღეს ნაცნობმა ბიჭმა დაუყვირა ქართველ მეგობარს, შე სომეხო (აშკარა შეურაცხმყოფელი ტონით), წამოეთრიე სახლშიო. ვერ მოვითმინე და ვუთხარი, რა დაგემართა ბიჭო, ვერ ავიტან ქსენოფობიის გამოვლინებას ჩემს გვერდზე მეთქი, მშვიდად მომიკითხა და მერე მიპასუხა, ოთხი ძალიან ახლო მეგობარი მყავს სომეხიო. რა ვიცი, რავიცი, დასკვების გამოტანა თქვენთვის მომინდია, მაგრამ თუ ასე გვიყვარს მეგობრები და ასე ვცემთ პატივს მათ ეროვნებას, კარგად ყოფილა ჩვენი საქმე…

ამბობენ, ჭკუა ის პოტენციაა, რომელიც გარკვეულ ეტაპზე მზადაა გაშლა განვითარებისთვის, ეს კი სწორად ორიენტირებულ ცოდნას მოაქვსო. ჩვენი წერილის ადრესატები კი არც კი ზრუნავენ (სწორად) წარმართონ თავიანთი განათლება, რითაც თავიანთი თავის საფუძველშივე კლავენ დოჩანაშვილის „კლიმს“…

მე ვერ გეტყვით, კიდევ რამდენ ხანს ვერ ჩამოფრინდება ჯონათანი ჩვენთან, მანამდე კი „ახალი ახალგაზრდობა“ კიდევ უფრო მეტად გაიკვალავს და არხეინად გაუყვება გზატკეცილს დანტეს ჯოჯოხეთისაკენ.
გზა მშვიდობისა!

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in სტუმრის პოსტი and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to ახალი ახალგაზრდობა

  1. anna ამბობს:

    ნუ ხარ პესიმისტი.
    რომელიღაც ფილოსოფოსი, არ მახსოვს, აღწერს თავის ეპოქის ახალგაზრდობას და იგივეს ამბობს, რასაც შემდგომი თაობები და კიდევ შემდგომი: ანუ მიწასთან ასწორებს მომავალ თაობას. ყოველი მომდევნო უარესდება კცმა რომ გვკითხოს და ჯერ კიდევ როდის ამბობდა ეს ვერგახსენებული ბრძენი რომ საუკუნეც არ დასჭირდებოდა კაცობრიობის განადგურებას ასეთი ტემპით თუ გაგრძელდებოდა ადამიანების “განვითარება” იმის მერე კი რამდენი ხანი გავიდა, ვინ მოთვლის.
    კარგიც ყოველთვის იყო და ცუდიც , არის და იქნება, ფაქტია რომ ჯერ ვარსებობთ და ვიარსებებთ, დიდი დიდი დედამიწამ ღერძი იცვალოს, მეტი არაფერი :დ

  2. deathlyhallow ამბობს:

    “ყოველი მომდევნო უარესდება კაცმა რომ გვკითხოს და ჯერ კიდევ როდის ამბობდა ეს ვერგახსენებული ბრძენი რომ საუკუნეც არ დასჭირდებოდა კაცობრიობის განადგურებას ასეთი ტემპით თუ გაგრძელდებოდა ადამიანების “განვითარება” იმის მერე კი რამდენი ხანი გავიდა, ვინ მოთვლის”.
    ეჰ, ანა, ჯერ კიდევ მაშინ ბებრებს (ჯანდაბა, ვუწოდოთ გადაყრუებული ბებრები :D) არ მოსწონდათ გზა, რომლითაც “მომავალი თაობა” (უკვე ნერვები მეშლება, ვერ ვიტან მსგავს ბანალურ ფრაზებს) ცდილობდა სიახლე დაენერგა, არ მოსწონდათ მათი “პოლიტიკა”. ჩემს წერილში ვერაფერ ამის მსგავს ვერ უნდა შეხვედროდი. მით უმეტეს, ეს წერილი არაა განკუთვნილი იმათთვის, ვინებიც რეალურად იბრძვიან. ეს ჩემი ბავშვური პოსტი იმათ, ვინც, ყველანაირად ცდილობენ, ჭკუას არ მოუხმონ. რისი თქმა მინდა ახლა: მე არ ვუყურებ ამ ყველაფერს უჭკუო–უუკანალო კომუნისტის და თავისი შვილის თვალით, პირიქით, ერთი ორჯერ გემრიელადაც ჩავასე კბილები 🙂 არანაირი დაპირისპირება ძველ–ახალ თაობებს შორის :დ ეს უბრალოდ, ცივი შხაპია ვიღაც–ვიღაცების გამოსაცოცხლებლად :დ

  3. :))) ამბობს:

    ჰოოოოოო, კარგად წერ დზალიან, მომეწონა, მაგრამ ტუ ყველა, ვინც “ცასჰი გმერტს ვედზებტ” “მენტალურად სჰეზგუდულები ვარტ”, მასჰინ საქარტველოსჰი დზალიან ცოტა დარცჰენილა “ტავისუფალი” და დავიგუპეტ, გამოდის.
    საინტერესოა “უბრალო მგვდელსჰი” რას გულისხმობ? უბრალო ნუსჰნავს უცოდველს, ბრალის უქონელს. ალბატ, ცჰვეულებრივი მგვდელი გინდოდა გეტქვა და ტუ ასეა, სჰენ დზალიან ცუდი მგვდელი სჰეგხვედრია, რადგან, მგვდლები, რომლებსაც მე ვიცნობ, დზალიან ნაკიტხები არიან და “სემინარიასჰი გაზეპირებულის გარდა” კიდევ ბევრი რამის მოსმენა სჰეიდზლება მატგან.
    სხვა მხრივ, მარტლაც მეტად საინტერესო პოსტია.

  4. Levani Sabakhtarashvili ამბობს:

    magram gmerts cashi ki ara gilshi edzeben

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s