ავტობუსში გადახდენილი ამბავი ანუ ვინ გვხმარობს სინამდვილეში

სულ ერთი საათის წინ ისეთ მაგარ ამბავს გადავეყარე ავტობუსში, რომ ამის არდაწერა არ შეიძლება. გეუბნებით, ერთ ყვითელ ბოგდანში მთელი ერის აზროვნების მიკრომოდელს გადავაწყდი.

ძირითადი მოქმედი პირები ჯერ ორნი იყვნენ: ერთი კარგა მოსული, მელოტი, შუა ხნის ტიპი აწითლებული სახით და მეორე, გამხდარი, ისიც შუა ხნის, ულვაშიანი ავტობუსში ასვლისას ამ ორის საუბარი პირდაპირ ყურში მომხვდა და იქვე ახლოს მივჯექი, კარგად რომ გამეგონა. მოსაუბრეებს შორის (შემდეგ დარწმუნდებით) ძალიან დიდი სხვაობა იყო დაწყებული გარეგნობით, გაგრძელებული მენტალიტეტით და ინტელექტის კოეფიციენტით დამთავრებული. მაგრამ ერთი იყო, ორივენი პირწავარდნილი დემაგოგები იყვნენ (ოღონდ ერთი ჭკვიანი დემაგოგი იყო, მეორე, ასე ვთქვათ, ცოტა ნაკლებად 🙂 ).

ჰო, დემაგოგია იმაში გამოიხატეობდა, რომ სახეაწითლებული მელოტი ყოველი წინადადების შემდეგ მრავალმნიშვნელოვნად ჭმუხნიდა წარბებს, სადღაც უსასრულობაში იხედებოდა და საოცრად თავდაჯერებით ამბობდა: „რას ამბობ კაცო, შენ მასწავლი, მე არ ვიცი როგორც არის?!“ ის მეორე კიდევ, მშვიდად, ოდნავ დამცინავი ღიმილით იჯდა ხოლმე და ისიც ყოველი წინადადების მერე ეუბნებოდა: “ხომ იცი, რომ მართალი ვარ? აი სახლში რომ მიხვალ, დაჯექი, დაფიქრდი და მიხვდები, რომ სულ სხვანაირადაა საქმე, ვიდრე შენ ფიქრობ. დამიჯერე!”

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, საუბარი „ამერიკანიზაციის პროცესით დაიწყო“. უფრო სწორად, ერთი (ერთერთი) ჭეშმარიტებით, რომელიც მელოტმა აწითლებულსახიანმა ჩამოაყალიბა:
 ჭეშმარიტება: ამერიკა ყოველგვარი სიბინძურის წყაროა, მას ქართული გენის გადაგვარება უნდა!


ამის დამამტიცებელი მთავარი მაგალითი კი ის იყო, რომ პასპორეტბში მამის სახელები აღარ იწერება. აბა, რას ამბობო, ასეთ რამეს რომ გაგიკეთებს, შენი გადაგვარება და გადაშენება უნდა, რაღა საკითხავია ეგაო! ულვაშიანი კიდევ, ეუბნებოდა, რომ ძლიერი გენი პასპორტიდან მამის სახელის ამოშლით არ გადაშენდება და თუ ისეთი სუსტები ვართ, რომ ამის გამო რამე დაგვემუქროს, ჯობია მართლა გავქრეთ და გადავგვარდეთ. ამ სიტყვებს ავტობუსში (უკვე მოასწრეს ყურადღების მიპყრობა) რამდენიმე „ოოოოჰ“ კი მოჰყვა, მაგრამ საუბარში (ჯერ) არავინ ჩართულა.

ამას რომ ვერაფერი უპასუხა, მელოტმა აწითლებულსახიანმა დაიწყო საუბარი იმაზე, „თუ როგორ წაგვლეკეს ებრაელებმა და სომხებმა“, რომ საერთოდაც, მთელი მსოფლიო ებრაელების და სომხების ხელშია და რომ „ეს მასონები ესენი!“ აბა სააკაშვილი ვინააო, ეს სომეხიო, ესაო, ეს უგულოო, რას გვიშვრებაო, გაგვიძვირა ყველაფერი და რომელ გადასახადზე ვიფიქრო, არ ვიციო. ამაზე კი, პასუხად მიიღო, შენც ფიქრს და წუწუნს, ცოტა ხელი გაანძრიე, მეტი იმუშავე და 2 საათით ნაკლები იძინეო, თუმცა ამას ყური ვინ ათხოვა, აგრძელებდა თავისთის: საპენსიო ასაკი 67 წლამდე გაზარდეს და პენსია რაღად მინდა თუ მოვკვდი მანამდე (აქ, პრინციპში, კი ამბობდა კარგ რამეს, მაგრამ შემდეგ აურია). რით იყვნენ გენაცვალე, ცუდი, კომუნისტები, მშვენივრად ვცხოვრობდით საბჭოთა კავშირში, საპენსიო ასაკიც ნორმალური იყო და ფულიც გვქონდაო. მაგრამ აქ უკვე ულვაშიანი ჩაერთო: ე ბიჭო, დღეს რომ პატარა სტალინები გმართავენ მაგას თუ ვერ ხვდები და საბჭოეთს მისტირი, მაგიტომაცაა კარგად ჩვენი საქმე, და, რეალურად, მუშაობა რომ გვეზარება და წუწუნის მეტს არაფერს ვაკეთებთ, არც არასოდეს გვეშველება არაფერიო.

სიტყვა „გვეშველებაზე“ გაახსენდა თუ რა იყო, არ ვიცი, მაგრამ მელოტი უკვე პატრიარქსაც გადასწვდა. ეჰ, ღმერთო კი მაპატიე, მაგრამ ისიც რომ ვერაფერს აკეთებს, გააჩმუმა ამ ურჯულო მთავრობამ. თურმე უთქვამთ, შენს ადგილას დაეტიე და რასაგ გაძლევთ ხელი მოგვიწერე, თორემ ისედაც სულ ერთი–ორი წელი გაქვს დარჩენილიო (ზუსტად ასე თქვა). ჰოდა, რა ქნას მაგანაც, ემუქრებიან, და ხმას ვერ იღებსო. ულვაშიანმა აქ ისევ ჩაიცინა და ჩაილაპარაკა: “აბა, გამოდის, ამბროსი ხელაია იდიოტი იყო, იდეის გამო რომ თავი დაახვრეტინა”?

ამ დროს კი დაიძაბა (ჰაერში დენთის სუნი დატრიალდაო რომ იტყვიან, ის მოხდა). მელოტი აშკარად აღშფოთდა: რას ამბობ, როგორ გეკადრება, ზუსტად ასეთმა საუბარმა მოიტანა ის, რომ იეღოველები დაგვასხდნენ თავზეო. ამას ულვაშიანის კიდევ ერთი ღიმილი მოჰყვა, შემდეგ გადაიხარა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, რაზეც კიდევ უფრო დიდი აღშფოთება მიიღო: „რას ამბობ, გინდა თქვა, რომ იეღოველები ჩვენზე უკეთესები არიან? რისი თქმა გინდა მაგით?“ (ავტობუსში უკვე დაიწყო გადაჩურჩულება–გადმოჩურჩულებები: იეღოველი ყოფილა! რას ამობ, მართლა? აუჰ, არ წაიღეს ამათმა ტვინი, წაეთრიონ რა, საიდანაც მოვიდნენ! – მაგრამ ჯერ კიდევ არ დაწყებულა მთავარი).

სანამ ულვაშიანი უპასუხებდა, „რისი თქმა უნდოდა მაგით“, გვერდზე მჯდომმა სათვალიანმა ჩია კაცმა, აქამდე რომ ჩუმად უსმენდა საუბარს, ვეღარ მოითმინა და მიუბრუნდა:
– იეღოველი ხარ კაცო? რას ამბობ, ისინი ჩვენ, მართლმადიდებლებს გვჯობიან? რით?
– რა თქმა უნდა გვჯობიან! აი, მაგალითად, შენ ხომ მართლმადიდებელი ხარ? რა არის შენთვის ქრისტიანობა?
– რას ქვია, რა არის: სანთელი, ხატი, სამშობლო, ეკლესია!
– და იცი, რა არის სანთელი და ხატი? ან სამშობლო და ეკლესია?
– ეს იეღოველია ნაღდად! იეღოველი ხარ ბიჭო?
– ვთქვათ, ვარ, მერე?
– ჰოდა შენ რა უნდა გელაპარაკო, შენნაირებმა დააქციეს ეს ქვეყანა! არა, მაინც რითი გჯობიან ჰა?
– რით და იმით, რომ იეღოველმა, შენ რომ აგინებ, ზუსტად იცის, რისი სწამს და რა უნდა, შენგან განსხვავებით – შენი რელიგიის მთავარ სიწმინდეებზე რომ ოდნავი წარმოდგენაც არ გაქვს. ამიტომაც ის შენზე ბევრად ბედნიერია, შენ კი, ბოღმიანი, ზიხარ და ყველა გეზიზღება ირგვლივ.

ეს კამათი კიდევ ცოტა ხანს გაგრძელდა უკვე იმით, რომ ორივე ერთმანეთს უმტკიცებდა, არა შენ ხარ ერის გადამგვარებელი, არა შენო მანამ, სანამ სათვალიანმა ჩიამ გვერდზე არ მიაბრუნა თავი და ულვაშიანს არ შეაგინა. აი აქ კი დაიწყო რაც დაიწყო: „აბა ძმაო, დაუკრეფავში ნუ გადახვედი, თორემ აქვე გაგლახავ“; „მემუქრები?“; „ჩამოდი აბა, შემდეგ გაჩერებაზე“ და ა.შ.

ამ დროს კი ავტობუსში დენთის სუნი კიდევ უფრო გამძაფრდა, მაგრამ, როგორც გვჩვევია ხოლმე, ჯერ ხმას არავინ იღებდა, მარტო თავისთვის დუდუნებდენ „ო ეს იეღოველი, ო ეს იეღოველი“ (არადა იმ ულვაშიანს ჯვარი ეკეთა). თუმცა ორი წუთი არ იყო გასული, ჩემ გვერდზე მდგარმა ასე, 30 წლამდე ტიპმა აიმაღლა ხმაი თვისი. აბა გაჩუმდით, თორე დაგტყნავთ ორივეს (აქ ცოტა გადავამეტე, მაგრამ კარგად ჯდება), შენ კდიე, კაცო, რას ედავები, ვერ ხედავ, ხისთავიანიაო (ულვაშიანზე უთხრა სათვალიანს). ამის თქმა იყო და რამდენიმე წამში მთელი ავტობუსი სულ გათახსირებულ ერის გადამგვარებელ ურწმუნოს ეძახდა საწყალ კაცს.

ჩაეთრიე აქედან, იქ წადი საიდანაც მოხვედი!

აი რატომ დაგავასხდნენ თავზე ეს გადაგვარებულები!

რელიგიას გვართმევენ!

ჩვენი გადაგვარება უნდათ! სოროსები ესენი!

ჰო, ჰო, სოროსი გაფინანსებთ! გიგი თევზაძე წაიყვანეთ კიდე (ეს რაღა შუაში იყო, ოღონდ, ვერ გავიგე), ის გათახსირებული ისა!..

მოკლედ, რომ მიხვდა, კარგი დღე არ დაადგებოდა, ულვაშიანი კაცი უახლოეს გაჩერებაზე ჩავიდა.

აი მაშინ კი გაბედნიერდა მთელი ავტობუსი. ისე ზეიმობდნენ, გეგონებოდა, ეს ესაა, გაცხარებულ ომში გაიმარჯვესო. ამის შემდეგ კარგა ხნის წინ გაჩუმებულ მელოტ წითელსახიანსაც მოეცა გული: აბა მე რაზე ვედავებოდი! არადა თავიდანვე მივხვდი, რომ მაგაში რაღაც უწმინდური იმალებოდაო! ყველაფერი, ყველაფერი მაგრამ ამ საუბარს უკვე რომ მოჰყვა, იმიტომაც წაგვლეკეს, რომ ჩვენი ერთადერთი მოკავშირე, მართლმორწმუნე, ერთმორწმუნე რუსეთი გადავიმტერეთ და ახლა ამერიკა, ეს დასაწვავი გარყვნილი ერი გვხმარობსო…

მოკლედ, ამ ამბის მოყოლას მეტს აღარ გავაგრძელებ: ალბათ უკვე მიხვდით, ვინ გვხმარობს სინამდვილეში, თუმცა მე მაინც დავამატებ. ერი, რომელსაც რუსეთი თავისი მთავარი მოკავშირე ჰქონია „ქრისტიანობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში“, დებილია და მეტი არაფერი! ახსოვს ვინმეს (ახსოვს რა, თუ წაუკითხავთ მაინც) ვინ ასახლებდა საქართველოში სხვადასხვა სექტების მიმდევრებს, ასე აქტიურად? ის მართლმორწმუნე ერი არ იყო, პირდაპირ და დაუფარავად რომ ცდილობდა, როგორმე ქართველებში ქართული ჩაეხშო და რუსული ენა გაევრცელებინა (ლამის რომ მიაღწია კიდეც). ინგლისურს გვახვევენ თავსო გავიძახით და რუსულით რომ სახეს გვახევდნენ და არც მალავდნენ, აღარ გვახსოვს. ჰო, კიდევ, თავგადაკლულ მართლმადიდებლებად რომ მოგვაქვს თავი, აბა გაიხსენეთ, ვინ იყო ის ერთმორწმუნე ერი, მე–19 საუკუნეში ეკლესიის ავტოკეფალია რომ ერთ ადგილას გაგვიკეთა? გაგახსენდათ? ან შეიძლება არც გაგახსენდათ, თქვენი პრობლემაა.

ჰოდა, მეგობრებო, ტრაკის განძრევა რომ გვეზარება და რჩეულ ერობაზე რომ ვდებთ თავს; ქართული გენის სიძლიერეზე რომ ვსაუბრობთ და გადაჭედილ ავტობუსში ხმამაღლა ნათქვამი ერთადერთი განსხვავებული აზრის მოსმენისას ერთ ადგილას რომ ჰაერი გვეპარება, რადგან ქვეცნობიერად ვიცით, სინამდვილეში ეგ ჩქვენი გენი მაშინ გადაგვარდა, როცა მსჯელობის და საღი აზროვნების უნარი დავკარგეთ; ჯობია, ის ისტორია, ყველა სადღეგრძელოზე რომ დიად მაგალითად მოვგყავს, ცოტა უკეთ შევისწავლოთ, რომ იქნებ მივხვდეთ:

ჩვენი მთავარი მტრები, სინამდვილეში არც ირანალები ყოფილან, არც არაბები, არც თურქ–სელჯუკები, არც მონღოლები, არც ოსმალები, არც რუსები და არც ამერიკელები. ერთადერთი, ვინც რეალურად ყველა მხრიდან გვხმარობდა, ისევ ქართველი იყო. ჩვენივე მიზეზით გვატყდებოდა ყველა ის უბედურება, ახლა რომ სოგჯერ სუფრაზე სიამაყის საფუძველია, ზოგჯერ კი გაუთავებელი წუწუნის.

იქნებ ამ პოსტის მერე კომენტარებში ჩემ მიმართაც გაჩდეს „შე იეღოველო, შენნაირებმა გადაგვაგვარეს“ ტექსტები, მაგრამ ეგ არაფერი, თქვენ იყავით კარგად და…
რაც მთავარია, რაღაც ხომ კეთდება?!

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

48 Responses to ავტობუსში გადახდენილი ამბავი ანუ ვინ გვხმარობს სინამდვილეში

  1. oddcreature ამბობს:

    ბრავო! აი რასაც ქვია ბრავოო. წროს ამბობ და სრულიად გეთენხმებიი. მეც ყოველთვის ისტორიას ვიშეველიებ ხოლმე როცა რუსეთის აქტიური დაცვა მიდის ხოლმე.

  2. busuna ამბობს:

    Respect!

  3. litterator ამბობს:

    ბრავო დაწერეს უკვე!
    საღოლ! მაგარია აი ძალიან მაგარია, ეგ არის უცოდინარობა, გაუტანლობა, მოკლე ჭკუა და მოკლე მეხსიერება, ეს არის მტერი თუ მტერზე მიდგა საქმე და არავინ სხვა გარეშე სბიექტი

  4. prodigycow ამბობს:

    ეს კაცი თუ იაღოველი იყო, მეც ვარ

  5. Toma ამბობს:

    ავტობუსიდან ცჰასული კაცი სჰემეცოდა. დიდი ტრავმა მიიღო ტუმცა იმედია ცჰკუა ისცავლა და იდიტებს აგარ დაუცკებს საუბარს.

    რაც სჰეეხება რუსეტს, ადამიანებს მოკლე მეხსიერება აქვტ. ამასჰი კიდევ და კიდევ უფრო ვრცმუნდები.

  6. Jood ამბობს:

    ჰაჰა! მაგრად ვისიამოვნე ამის წაკითხვით : ))) სარკაზმიც მომეწონა და ის ულვაშიანი კაციც მაგრად შემეცოდა : )) მადლობა პოსტის ავტორს. ვაიმე ჩემ ოთახში რაღაც დაფრინავს 😐 რა შუაშია მ არა მეშინია :||||||||||||

  7. snake ამბობს:

    ფუ შე იეღოველოოო… 😀
    ეს მგონი უკვე ჩახვეული აქვთ, სხვა ნოტაზე ვეღარ გადადიან,ფეისბუქ-ფეიჯების შთაბეჭდილება არ ყოფილა მხოლოდ.

    პოსტი მაამეწონა ნამეტნავად, კაი რამეებზე წერ (ნუ საჭირო იგულისხმება :D) და კარგად წერ.
    +1 ძმა!

  8. მადლობა, მეგობრებო, მოწონებებისთვის :*

  9. katerina ამბობს:

    მეც მოგიწონებ, ცოტა კი შემაგვიანდა, მაგრამ მეპატიება,ვისვენებდი ერთი კვირით თბილისისგან და ყველაფრისგან.დავბრუნდი და მაშინვე გიფასებ, მეტი რა გავაკეთო? 🙂
    მასეთ დილოგებს მეც ბევრს შევსწრებივარ და ბევრჯერ თვითონაც გავმხდარვარ რისხვის ობიექტი 🙂

  10. lasha ამბობს:

    ძმის გულო ხომ იცი როგორ მიყვარხარ მაგრამ ეს შენი საუკეთესო პოსტი არაა რამდენიმე მიზეზის გამო 🙂
    1)საშინლად გრძელია (მე ვის რას ვეუბნები, მაგრამ სხვისი სიგრძელის დანახვა უფრო ადვილია)
    2) რაცხა სიახლეს ვერ ვხედავ ვერაფერს 🙂 ასეთი ამბები ყველამ იცის, ყველას ესმის და ბევრჯერ დაწერილია 🙂
    მარა მაინც ძმა ხარ ჩემი და ბოლომდე ვერ გაგწირავ ამიტომ მომეწონა 🙂

  11. che ამბობს:

    შე იაღოველო და ა.შ.

  12. Marina ამბობს:

    ….da tqven ra hqmenit am dros? avtobucshi?? ;P

    • ის კაცი რო ჩავიდა მერე ხალხს ვუთხარი, არ იყო ეგ იეღოველი თქო. აბა რატო თქვაო. მეთქი თქვა “თუნდაც” და ეგ განსხვავებაა თქო. და მაშინ რატო ჩხუბობდაო. იმიტომ რომ შეაგინეს თქო. არაო,მაინცო მართლმადიდებელი კაცი არ იტყვის “თუნდაც ვიყო იეღოველი” თუ ეგ გზას აცდენილი არააო.

  13. maka ამბობს:

    ai bolo 2 abzaci gansakutrebit momecona!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! vetanxmebi sruliad…. http://www.youtube.com/watch?v=mqUHnufR798 ))))))

  14. Alexi Amniashvili ამბობს:

    კარგი პოსტი იყო, ცოტა გაზვიადებული მაგრამ უფრო მეტ სიმძაფრეს და ინტერესს მატებდა მტავარ სათქმელს, ვეთანმხები ვარაოდს რომ ჩვენ ვართ ჩვენი თავის მტრები მაგრამ მხოლოდ რუსეთის შეძულება კარგს არაფერს მოგვიტანს, რუსეთია მტერი აშკარა ძალით, ხოლო ამერიკა ფარული მოქმედებებით, არ ვეთანხმები პოსტის პერსონაჟს ამერიკის შესახებ საუბარში მაგრამ ჩვენ თუ ჩვენს თავს არ მივხედეთ ვერც ამერიკა გვიშველის და ვერც ზიმბაბვე :)))) კიდევ ერთხელ ვამბობ რომ კარგი პოსტი იყო, მიუხედავად იმისა რომ ხშირად შემხვედრია ამ სახის პოსტები სხვა ბლოგებზე :))))

  15. VIP tavzexelagebuli abdali ამბობს:

    ჰოდა, მეგობრებო, ტრაკის განძრევა რომ გეზარებათ და რჩეულ ერობაზე რომ დებთ თავს; ქართული გენის სიძლიერეზე რომ საუბრობთ და გადაჭედილ ავტობუსში ხმამაღლა ნათქვამი ერთადერთი განსხვავებული აზრის მოსმენისას ერთ ადგილას რომ ჰაერი გეპარებათ, რადგან ქვეცნობიერად იცით, სინამდვილეში ეგ თქვენი გენი მაშინ გადაგვარდა, როცა მსჯელობის და საღი აზროვნების უნარი დაკარგეთ; ჯობია, ის ისტორია, ყველა სადღეგრძელოზე რომ დიად მაგალითად მოგყავთ, ცოტა უკეთ შეისწავლოთ, რომ იქნებ მიხვდეთ:

    statia kargia magram jobda dagewera gvezareba, vdebt tavs, vsaubrobt, gvepareba da a.sh….

  16. siogun ამბობს:

    ძალიან კარგი იყო…ავტობუსში სრულიად საქარართველო შეიკრიბა დროის მცირე მონაკვეთში და თავისი მენატალიტეტიც დააფიქსირა გადასარევია….

  17. GioRgio Chincha La'Dze ამბობს:

    ზოგმა შეიძლება იფიქროს/თქვას რომ ასეთ ადამიანებთან კამათს აზრი არ აქვს (მით უმეტეს როცა მარტო ხარ)… მე კი, პირიქით ვიტყვი, აქვს აზრი და თანაც დიდი… თუ საზოგადოების აზროვნების შეცვლა გინდა, მაქსიმალურად ქვემოდან უნდა დაიწყო, ყოფით დონეზე, ყოველდღიურობაში… მე და ჩემს მეგობარს გამუდმებით ამაზე გვაქვს კამათი. მას აწუხეს საზოგადოებაში არსებული სიბნელე, სამაგიეროდ ყავს მიკრო საზოგადოება თავისი სუბ–კულტურით და არც ცდილობს ამ მიკრო საზოგადოებას გასცდეს. როცა უწევს “დანარჩენებთან” შეხება, მაშინ აწუწუნდება, სხვა დროს კი ზის თვითკმაყოფილი სახით თავის მიკრო საზოგადოებაში.

    შენ კი, კარგი ბიჭი ხარ. ლაშას არ მოუსმინო, შური ალაპარაკებს :დ

  18. დათო ამბობს:

    ერი არ ეტევა ერთ ავტობუსში. ნამეტანსაც ნუ განაზოგადებთ 🙂

  19. აჩო ამბობს:

    ყოჩაღ!

  20. blintu ამბობს:

    კარგი სტატიაა
    …მაგრამ რატომ ეძახით ერს მხოლოდ დამახინჯებული აზროვნების ხალხს, ნორმალურად მოაზროვნეების გამოკლებით? ის ულვაშიანიც ხომ ქართველი იყო? თქვენც ხომ ქართველები ხართ? 🙂

  21. deathlyhallow ამბობს:

    “რადგან ქვეცნობიერად ვიცით, სინამდვილეში ეგ ჩქვენი გენი მაშინ გადაგვარდა, როცა მსჯელობის და საღი აზროვნების უნარი დავკარგეთ”..
    მამაძაღლო, დავკარგეთ თუ შევიძინეთ? 😉

  22. George Schein Zautashvili ამბობს:

    დღეს ჩვენ ყვენი ის ულვაშებიამი კაცები უნდა გავხდეთ 🙂
    აბსოლუტურად ვეთანხმები, ძირს გაუნათლებელი ბნელი ბრბო და ერთმორწმუნე რუსეთი!!!!

  23. Me ამბობს:

    როგორც იქნა, ისევ 😉

  24. GMM ამბობს:

    “…არც არაბები, არც თურქ–სელჯუკები, არც მონღოლები, არც ოსმალები, არც რუსები და არც ამერიკელები. ერთადერთი, ვინც რეალურად ყველა მხრიდან გვხმარობდა, ისევ ქართველი იყო.”

    ანუ მასტურბაციას ვაწვებოდით?

  25. Zurriuss.Ge ამბობს:

    მეტი განათლებაა საჭირო, მეტ განათლებას მეტი მონდომება უნდა, მეტ მონდომებას მეტი ტრაკის განძრევა. აქედან შეგონება: არ დაანძრიო, გაანძრიე 🙂

  26. Levani Sabakhtarashvili ამბობს:

    igrdzno ba patriotuli gulistkivili da kargia,magram ragac ragceebshi ver dagetanxmebodi

  27. michael ამბობს:

    სრულიად ვეთანხმები პოსტს
    აზროვნების უნარი უკიდურესად დაჩლუნგებულია ხალხში.
    ყველა გაზეპირებული ფრაზებით საუბრობს, ტრაფარეტული სტერეოტიპული “სიმართლე” აქვთ, არავინ ცდილობს პრობლემებს სიღრმისეულად შეხედოს, ვერავინ ვერ იტანს განსხვავებულ აზრს.
    მომიტევეთ ჩემი პოსტის გაკვეხისთვის მაგრამ აი ასეთი მაგათი იდილია, გაბრწყინებული საქართველო:
    http://michaelimages.wordpress.com/2011/07/30/%E1%83%98%E1%83%91%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D/.

  28. Croatoan ამბობს:

    გამარჯობა, მომეწონა შენი პოსტი, იმისათვის რომ დღევანდელი საზოგადოება ამოვიდეს ჭაობიდან უპირველეს ყოვლისა საჭიროა მთელი დაგროვილი ნაგავი(მათი მოძველებული შეხედულებები, უმეცრება, უკულტურობა და გაუნათლებლობა) რაც კი გვაქ ერთბაშად თავზე დავაყაროთ და ეს პოსტი ამ მიზანს შესანიშნავად ასრულებს. თუ დღეს ქართველებს რამე საამაყო დარჩა მხოლოდ და მხოლოდ წარსულია, რაც შეეხება აწმყოს სიტუცია საკმაოდ სავალალოა 😦

  29. Levani Sabakhtarashvili ამბობს:

    კერდზოდ: პასპორტიდან მამის სახელის გაქრობა არაპერია კანონი სჰემოდი რომ პასპორტსჰი სახელის და გვარის პირველი ასო ცჰაიცერემა მხოლპდ სჰენ იქნები გ,გ მე ლ.ს. სახელებსაც აგარ დავუდზახებტ ერტმანეტს არამედ პირველ ასოს,აქ სჰეილება ცოტა ,,აგწსჰპოტდეტ,, მაგრამ ეს როცა დამკვიდრდება მასჰინ მომავალი ტაობისტვის ცჰვეულებრივი ამბავი იქნება. ამასაც ტუ ვერ გაუდზლო ქარტველმა ერმაო მასჰინ მარტლა გადაგვარდესო ეს ერიო რო ტქვა ულვასჰიანმა,ეგ გამოტქმა კონსტანტინე გამსახურდიამ ბოლსჰევიკებზე და მატ რეპრესიებზე ტქვა მტვარის მოტაცებასჰი და იცი რა განსხვავებაააა ბოლსჰევიკებსა და იმ პასპორტსჰი ნომრის ამოსჰლიტ?ბოლსჰევიკები დზალი იდზულებიტ მოქმედებდნე,დზალიტ კი ქარტველს ვერაპერს გააკეტებინებ ამიტომაც უცჰნდებოდატ მატ პროტესტის და ცინააგმდეგობის სურვილი,ეს პასპორტები კი კანონიტ და ცეკვა ტამასჰიტ,ტკბილად სჰემოგვეპარება და ამას ვერავინ ვიგრდზნიბტ სანამ სჰედეგს არ ვნახავტ:სჰედეგი სჰეილება ეს იკოს გამარჯობა G როგორ ხარ?ანუ სახელის პირველი ასო სახელის ნაცვლად.ამას მოვრცჰეტ მეორე:ტუ ქარტველებს არ გვცოდნია რა არის ენა მამული ხატი და სანტელი მასჰინ არც არსებულა ცჰვენი ამდენი ნაცვალები ქვეკანა და ილუზია კოპილა საქარტველოც და ქარტველებიც. ამდენი არასოდეს მიცერია და არამგონია აცი კომენტარადაც დავცერო მაგრამ არ სჰემედზლო ცჰემი აზრი არ გამომეტქვა.P.შხო მარტალი ხარ ქარტველი იკო კოველტვის საქარტველოს მტერი და დამსმენი მაგრამ რუსებს ტურქებსაც არ დაუკლიატ არპერი მაგატი სინსილა გაცკდა:D

  30. Levani Sabakhtarashvili ამბობს:

    NELA NELA DA TKBIL TKBILAD GVARDEBA CHVENI MENTALITETI.STUMARTMOKVAREOBA SHEMOGVRCHA DA ISIC QREBA GERMANELEBS AR DAEMSGAVSOD.PESIMIZMI IGRDZNOBA CHEMSHI RAS IZAM.
    UPALI SHEGVECIOS KVELAS!

  31. donne ამბობს:

    რუსეთი რა მოსატანია ამ ყველაფრის ფონზე, თვითდამყნობით ვართ დაკავებულნი.

    რატომ ამახვილებ თვითონ ამხელა ყურადღებას იმაზე, რაც სისულელედ მიგაჩნია! მშვენიერი ამბავია და სრულიად ზედმეტად მიმაჩნია პოსტის დაბოლოება. საფიქრალი ხომ უნდა დატოვო, ანალიზის საშუალება ხომ უნდა მოგვცე.

    ძალიან მომწონს ეს პოსტი, კარგი ამბავია. მე აქ შევწყვეტდი თხრობას: “ამერიკა, ეს დასაწვავი გარყვნილი ერი გვხმარობსო.”

  32. Irakli ამბობს:

    სახალისოდ წერ:)))) მაგრამ მტავარი ისაა რომ ამ სახალისოდ წასაკიტხავ ნაწერსჰი რეალობა არის:) საქარტველო ასევე როგორც ხალხი ცჰვეულებრივ განვიტარების ეტაპზე იმყოფება… ვიტომ პრეზიდენტი, ვიტომ დიკტატორი და ასე სჰემდეგ.. მაგრამ ცჰვეული ამბავია, ისეტი როგორიც სხვა პოსტსაბცჰოტა ქვეყნებსჰი ხდებოდა ან ხდება… მტავარი კი ისაა რომ ხალხმა აზროვნება და ფიქრი უნდა დაიწყონ და არ გაერიონ იმ მასას რაც საქარტველოს მოსახლეობის სახიტ არის წარმოდგენილი.. ადამიანი ვიტარდება ფიქრისა და აზროვნების სჰედეგად.. რატომ ხდება ამდენი დაცჰრები, ცჰხუბები და ლანზგვა-გინება.. ესეც ცჰვეული ამბავია… ბატუმსჰი წელს, ხალხს უკვირდა გაგიმებულს რომ მხედავდნენ და ვინმეს ტუ ზრდილობიანად დაველაპარაკებოდი 1 მადლობაზე მეტს ვეტყოდი და ასე სჰემდეგ ეგ უკვირდატ.. მაგრამ არ არის გასაკვირი, ზოგმა დაიწყო აზროვნება და ფიქრი, ზოგიც იწყებს, ზოგიც ალბატ დაიწყებს.. მტავარი კი ისაა, რომ მარტლაც მოველოდი ამდენ კომენტარსჰი უმეტესობა ლანზგვა და გინება იქნებოდა და იაგოველს, იუდას ან სოროსს დაგიზახებდნენ:)))))))))) მაგრამ
    სჰევცდი რაც საკმაოდ სასიამოვნოა:)
    მადლობა კარგი წასაკიტხი იყო:)

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s