წმინდა ქართული რელიგიები

ვიფიქრე, ვიფიქრე, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე, მივხვდი, რომ საქართველო სულაც არ არის მონოთეისტური სახელმწიფო (ანუ, მარტო ერთი ოფიციალური რელიგია რომაა). ნუ, კი გავიძახით, მართლმადიდებლები ვართო, მაგრამ არ დაიჯეროთ, სულ ტყუილია ეგ 🙂

(ჰა, ახლა, მოიცა, შეიკავეთ ლანძღვა, ჯერ იქნებ კითხვა დაგესრულებინათ, იქნება და რას ვწერ).

ჰოდა, მოკლედ, იმას ვამბობდი, საქართველოში ერთზე (ორზეც, სამზეც და ათზეც) მეტი რელიგია არის მეთქი. პრინციპში, რა არის ამაში ახალი: ყველამ ვიცით, რომ არსებობენ მუსულმანები, ბუდისტები, ებრაელები და ა.შ., თუმცა ჩვენი უნიკალურობაც ისაა, რომ ყველა რელიგიის საზღვრებს კარგა მანძილით ვცდებით.

მოკლედ, პირველი და უპირველესი რელიგია, ჩვენში, რა თქმა უნდა, სუფრაა:

სუფრის მიმდევარ ადამიანს მოქეიფე ეწოდება.

სუფრის ღმერთს საქართველოში თამადა ჰქვია. მას ჰყავს მოციქულები (თუ დიდი სუფრაა, ყველა მაგიდაზე თითო), რომლებიც მის ყველა დავალებას პირნათლად და კეთილსინდისიერად ასრულებენ ხოლმე. ეს რელიგია ქრისტიანობას იმით ჰგავს, რომ ყოველი წარმოთქმული ლოცვის (იგივე სადღეგრძელოს) შემდეგ მლოცველები (მოქეიფეები) ამბობენ სიტყვას “ამინ”. ტრადიციული ქართული სუფრა გამოირჩევა  გულუხვობითა და თავმდაბლობით (როცა ღმერთი თავის ხალხს ლოცავს, მათ, ჩვეულებრივ, ჭიქა მაღლა აქვთ აწეული, ხოლო თავი დაბლა დახრილი). სუფრა ერთერთი უძველესი და ყველაზე გავრცელებული რელიგიაა საქართველოში, იგი ოღრაშქართველურ რელიგიათა ჯგუფს მიეკუთვნება, სადაც, ერთიანდებიან ღვინო (სუფრის წმინდა სასმელი), დუდუკი (რელიგია მუსიკის წმინდა საკრავი) და ქალები.

დუდუკიც, მსოფლიოში ერთერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული რელიგიის, მუსიკის ქართული განშტოებაა.

მუსიკას მთელ დედამიწაზე ძალიან ბევრი მიმდევარი ჰყავს, და, შესაბამისად, მოციქულებიც. მისი ყველაზე ცნობილი მქადაგებლები მე–20 საუკუნეში იყვნენ ბითლზი (რომელიც, შემდეგ ოთხ დამოუკიდებელ მოციქულად დაიშალა), პინკ ფლოიდი, დიფ ფარფლი, ელვის პრესლი, ბობ დილანი, მეტალიკა, ბლექ საბასი, ლედ ძეპელინი და კიდევ ბევრი სხვა.

მუსიკის მიმდევრებს მელომანები ეწოდებათ.

ჭეშმარიტი მელომანები ეთაყვანებიან კარგ, ინსტრუმენტალურ მუსიკას, ხოლო საქართველოში, ძირითადად, გზასაცდენილი სექტანტები გვხვდებიან. ჩვენთან მუსიკას ისეთი მოციქულები ქადაგებენ, როგორებიცაა, ნინო ჩხეიძე, ლელა წურწუმია, აჩი მეფარიძე, ქუჩის ბიჭები (სხვათა შორის, ეს უკანასკნელნი იმითაც გამოირჩევიან, რომ მკვდრეთით ადგომა შეძლეს), მგზავრები, ბერა (ეს ჯერ ახალია, ნორმალურად ქადაგებაც კი ვერ მოასწრო, მაგრამ უკვე ჰყავს მიმდევრები) და სხვ.

ოღრაშქართველური რელიგიების ერთერთი თვალსაჩინო წარმომადგენელია ქალები.  

ეს რელიგია ზემოთჩამოთვლილი ორისგან იმით გამოირჩევა, რომ, ძირითადად, პატრიარქალურია (ეს საქართველოში). ასევე, იგი მუსიკას ჰგავს იმით, რომ ისიც საკმაოდაა გავრცელებული მსოფლიოში.

საქართველოში ქალების სათაყვანებელი სიწმინდე აპკია და იგი მჭიდროდაა დაკავშირებული როგორც მისი მიმდევრების, ასევე, მოციქულების (მდედრობითი სქესის ადამიანები) უმეტესობის ტვინთან.

რელიგიის უწმინდესი რიტუალია სექსი, რომელსაც, საქართველოში, ძირითადად, კვირაში ან, შეიძლება თვეში ერთხელაც, ატარებენ მონათლული (ანუ დაოჯახებული) მორწმუნენი.

კიდევ ერთი გავრცელებული რელიგია საქართველოში ქუჩაა. 

ქუჩის მიმდევარს მომავალი ჰქვია,  მოციქულს კაი ბიჭი, ხოლო ღმერთს – ქურდი.

მას აქვს იერარქია, რომელიც შნირობიდან (იგივე მორჩილი) შეიძლება ქურდობამდე ავიდეს. ეს რელიგია სწორედ იმითაა გამორჩეული სხვებისგან, რომ ნებისმიერი მიმდევარი შეიძლება ერთხელაც ღმერთი გახდეს – ქუჩა პოლითეისტური რელიგიაა.

საქართველოში კიდევ ერთი მსოფლიო რელიგიაა ფართოდ გავრცელებული – ფეხბურთი.

ფეხბურთის მიმდევრებს ფანები ეწოდებათ, ხოლო ღმერთს პელე (ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით).

მუსიკისა და ქალებისაგან განსხვავებით, ამ მსოფლიო რელიგიაში ქართველები აქ ნაკლებ კონსერვატიულები არიან. ამის მიზეზი, პრინციპში, ერთია, ფეხბურთის ჭეშმარიტი  მქადაგებლები საქართველოში კარგა ხნის წინ გადაშენდნენ, ხოლო ახალი მოციქული ჯერ არ ჩანს (სხვათა შორის, ფეხბურთი იმითაა გმაორჩეული, რომ მისი მოციქულები, შეიძლება, ერთ წელს ყველასთვის სათაყვანებლები იყვნენ, ხოლო მეორე წელს გინების ობიექტები).

ფეხბურთს აქვს საკუთარი ქვეგანშტოებები, რომელთაც საფეხბურთო კლუბები ეწოდებათ. დღეს მსოფლიოში ყველაზე სათაყვანებელი კლუბი ბარსელონაა, და მისი მოციქული, სახელად მესი (თუმცე, პირადად მე იუვენტუსს და დელ პიეროს ვცემ თაყვანს). ფეხბურთის სამი ძირითადი წმინდა ნივთია ფეხი, მეორე ფეხი და ბურთი.

დაცემულ ანგელოზს ფეხბურთში მსაჯი ეწოდება.

საქართველოში ასევე არსებობს ათეიზმის აქაური განშტოებაც,  რომელსაც ჩვენს ენაზე პოხუიზმს ეძახიან. პოხუიზმის მიმდევრებს პოხუისტები ეწოდებათ. თავისი ხასიათიდან გამომდინარე ეს რელიგია არ სცნობს არც ღმერთს, არც მოციქულებს და არც რამე სიწმინდეს. ერთადერთი ღირებული, რაც მისი მიმდევრებისთვის არსებობს, რელიგიისავე სახელშია.

ზემოთჩამოთვლი რელიგიები, როგორც ნახეთ, საქართველოში უკვე საკმაოდ მტკიცედაა ფესვგადგმული, შესაბამისად, მიმდევრებიც ბევრი ჰყავს. თუ თქვენ აღმოაჩინეთ, რომ ამათგან ერთზე მეტს ეთაყვანებით, არ გაგიკვირდეთ, ეს ჩვეულებრივი ამბავია. გასაკვირი ის იქნება, თუ არცერთის მიმდევარი არ ხართ.

ჰო, კიდევ, თუ ვინმე თვლით, რომ რომელიმე რელიგია გამომრჩა, დისკრიმინაციაში ნუ ჩამითვლით, უფრო გაუნათლებლობაა, ჰოდა კომენტარში მოვისმენ შენიშვნებს.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მშვიდობიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

15 Responses to წმინდა ქართული რელიგიები

  1. katerina ამბობს:

    კარგი იყო. ქალების და სექსის ამბავი უფრო ვრცლადაც შეიძლებოდა, ულევი მასალაა და კიდევ ერთს ჩავამატებდი-მამრებს,ეს მაგიური სამკუთხედი გამოვიდოდა 🙂
    გადასარევი მიგნებაა.მოკლედ ლიკე და ლიკე 🙂 ისე ვერ “ვალიკებ” და სიტყვიერად მაინც დავწერ.

  2. anna ამბობს:

    დამპალი გველი ხარ შენ :დ

  3. Zurriuss.Ge ამბობს:

    კარგი ხარ, მაგრამ ვინც შენს ბლოგზე შემოდის, ეგ ისედაც იცის. აი, კვირის პალიტრის ფურცლებზე რომ დაგეწერა… 🙂

  4. Chiamaria ამბობს:

    სრულ ჭეშმარიტებებს ღარადებთ გენაცვალე,
    თქვენი მიმდევრობა სექტანტობაში ჩამეთვლება თუ რელიგიაში?
    :))

  5. გამოგრჩა მთავარი, ხელმარჯვეობის თაყვანისმცემლები 😛
    თუ ეგ უკვე ძაან მნიშვნელოვანი თემაა 😛 :D:D

  6. A.K.F. ამბობს:

    “ჩვენთან მუსიკას ისეთი მოციქულები ქადაგებენ, როგორებიცაა, ნინო ჩხეიძე, ლელა წურწუმია, აჩი მეფარიძე, ქუჩის ბიჭები (სხვათა შორის, ეს უკანასკნელნი იმითაც გამოირჩევიან, რომ მკვდრეთით ადგომა შეძლეს), მგზავრები, ბერა (ეს ჯერ ახალია, ნორმალურად ქადაგებაც კი ვერ მოასწრო, მაგრამ უკვე ჰყავს მიმდევრები) და სხვ.”
    გავაგრძელებ ჩამონათვალს: ნინა წკრიალაშვილი, სურამელაშვილი (სახელი ზედმეტია :დ), “სწიოპა”

  7. Croatoan ამბობს:

    ROFLMAO ძველი ბიჭები FTW xD

  8. deathlyhallow ამბობს:

    “ჭეშმარიტი მელომანები ეთაყვანებიან კარგ, ინსტრუმენტალურ მუსიკას, ხოლო საქართველოში, ძირითადად, გზასაცდენილი სექტანტები გვხვდებიან”.
    ჰოო, ზნაჩიტ აგერ კიდევ ერთი “ჭეშმარიტი მელომანი” გამოვჩნდი და სხვა სექტები თუ რელიგიები ჩამწიხლავენ, თუ დროზე არ მოვეგე გონს, თუ დროზე არ გადავაგდე (ოზის) “მისტერ კრაული” (ახლა ალუზიას ვერ მიხვდები და მეწყინება (ალეისტორ კრაულია ეგ, ბიჭი, ხომ იცი, ეგ როგორი ძია იყო?)), ლენონის “იმეიჯინი” და “გოდი” (არადა ამ ბოლოს შენ მაზიარე შარშან! არ დაგივიწყებს მომავალი თაობა ამას, ჯორჯ! :D), ვებერის “იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი” (ო, ახლა რა გამახსენდა, ამაზე ქართველი ბერი საუბრობდა სადღაც, დაილოცოს ვებერის სახელი, მხოლოდ ასე თუ მიიტანდა იეშუას ტკივილს ხიპებამდეო).
    ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
    მოკლედ, ქართველო ძმებო, ჩვენს ქრისტიან ერს, საქართველოს გაუმარჯოს, “მინისფეხება გოლიათს”, რომლის წიაღში ხელის ფათურით შეგვიძლია დავამტკიცოთ, რომ თქვენი “ეროვნული იდეა” ფარსია, ტყუილი და მეტი არაფერი!

  9. Tamro Karkusha ამბობს:

    ძალიან კარგია!
    მელომანებზე ხომ საერთოდ)) უკომენტაროდ))))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s