ეშმაკის მათრახი

რამდენიმე დღის წინ, საჯარო ბიბლიოთეკაში წავაწყდი ერთ ძალიან საინტერესო ქართულ გამოცემას, “ეშმაკის მათრახს”. დამოუკიდებლობის წლებში გამოდიოდა, 1919–ში და 20–ში. მინდა გითხრათ, ეგეთი კარგი სატირულ–იუმორისტული ალმანახი დღეს რომ გვქონოდა, ჩვენს ჟურნალისტიკას იქნებ ოდნავ მაინც დასდგომოდა საშველი. ჰოდა, გადავწყვიტე, ეგეთი კარგი გამოცემა ჩრდილში არ უნდა დარჩენილიყო. მით უმეტეს, იქ წავაწყდი ერთ ძალიან საინტერესო რამეს, რომელსაც, შეიძლება, პირობითად ერთგვარი კომიქსიც კი დავარქვათ. ეგეთი “კომიქსები” თითქმის ყველა ნომერში იყო, ამ ჯერისთვის კი გადავწყვიტე, თქვენთვის გამეცნო ის, რომელიც, პრინციპში, ყველაზე მეტად მომეწონა.

ასე რომ, მეგობრებო, გაეცანით მსოფლიო ლოთობის ისტორიას.


(პუბლიკაციის სტილი დაცულია)

***

თვით უძველეს დროიდან ადამიანს ერთობ აბრკოლებდა და ამძიმებდა საღი გონების ტვირთვა და იგი გაფაციცებით ეძებდა საშუალებებს ამ გონებრივი სიფხიზლის თავიდან მოსაშორებლად. უნდა ითქვას ადამის ტომთა სასახელოდ, რომ მისმა სხვა და სხვა შტომ თითქმის ერტი მეორისგან დამოუკიდებლად გამონახა სხვა და სხვა საშუალებანი გონების დასაკარგავად.

ერთი უმთავრესი ამ საშუალებათაგანი, როგორც მოგეხსენებათ, გახლავს ღვინო, რომლის ავტორობას ისტორია აკუთვნებს ებრაელთა პატრიარქ ნოეს.

 როგორც მოგეხსენებათ, ნოემ, კიდობნიდან გამოსვლისთანავე გააშენა არარატის ფერდობზე მშვენიერი ზვარი, ყურძნის წვენისაგან დაამზადა ჩინებული ღვინო, დაჯდა, დალია ლოთიანად და შემდეგ რა შეემთხვა, თითოეულმა თქვენგანმა ჩინებულად იცის… ნოე დათვრა.

 ვინც კარგათ იცნობს მეცნიერებას, მისთვის ცხადია, რომ მარტო ღვინის გამოგონება ვერ შეიქმნებოდა იმ მძლავრ საშუალებად, რომელსაც ეძიებდა კაცობრიობა. მეორე საკითხი, რომელიც ღვინის მოგონების შემდეგმთელის თავის სიგრძესიგანით უნდა წარმომდგარიყო კაცობირიობის წინაშე გახლდათ საკითხი “სასმისთა” შესახებ. მართლაც, რათ გინდა ღვინო, თუ არ მოგეპოვება ჭურჭელი, რომლითაც იგი დალიო.  და აი პირველ ყოფილი ადამიანი ამ მიზნისთვის მიმართავს ყველზე უბრალო საშუალებას: იგი ქვის ჩაქუჩით კლავს თავის ბიძას; იმისი თავის ქალისაგან იკეთებს ჭურჭელს საკმაოდ მაგარსა და აგრეთვე საკმაოდ მოზრდილს, რომლითაც შეექცევა მათრობელა სასმელს.

მაგრამ მოგეხსენებათ ადამიანის წინსვლა შეუჩერებელია. ყოველ საჭიროების დროს ბიძის მოკვლა ცოტად–თუ ბევრად უხერხული გამოდგა. ესეც არ იყოს, დარვინის თეორიის მიხედვით, დიდ თავიანი ბიძები სრულიად მოისპო. გამრავლდა მხოლოდ ისეთი ბიძები, რომლის თავის ქალაში რამოდენიმე სათიტე ღვინო თუ ცადიოდა და ასეთი თავის ქალის გულისათვის ბიძის მოკვლა უბრალო დროის კარგვათ იქმნა მიჩნეული და ადამიანი ეკვეთა შინაურ პირუტყვებს, რომელთაც თავზე აღმოაჩნდათ ორი გრძელი ფარტო სასმისი, შემდგომში ყანწად წოდებული.

 ამ ორ გამოგონებათა შეზავებისგან წარმოსდგა ქეიფი და საფუძველი ჩაეყარა თამადობას. ერთ ამ ადრინდელ პრიმიტიულ ქეიფთაგანი გამოხატულია აქ ჩვენს სურათზე. პირველ ყოფილი ადამიანი გაცილებით უკეთეს პირობებში იყო ამ მხრივ, ვინაიდან სურსათის მხრივ ის თითქმის უზურნველყოფილი იყო.

 ქეიფის განვითარებამ წარმოშვა მშვენიერი ღმერთი ლოთობისა ბახუსი.

 გერმანელთა მეფე სიმთვრალისა გამბრინუსი.

 და იდეალი ლოთი–ფოთი მოქეიფისა ფალსტაფი.

 უნდა მოგახსენოთ, რომ ამ სასმისთა განვითარება ხელი–ხელ ჩაკიდებული მიისწრაფის პროგრესის გზაზე ქეიფის განვითარებასთან ერთათ, ხოლო ქეიფის განვითარება თავად დამოკიდებულია თავად სასმისის განვითარებაზე. თავის ქალისგან ადამიანი გადავიდა ყანწებზე, ყანწებიდან კულაზე, თასებზე, აზარფეშებზე, ჯამებზე, ხელადებზე, ტაშტებზე, ქვაბებზე, ვანებზე, ბოჭკებზე და სხვ. და სხვ. საჭიროა აღინიშნოს, რომ მგოსნები და შეყვარებულნი ხშირად ხმარობენ სასმისად სატრფოთა ქოშებს, კალოშებს და სხვ.

 ქეიფთა შორის პირველობა ეკუთვნის ქაღტულ ქეიფს.

 ქართულ ქეიფთა შორის განსაკუთრებით მომაჯადოებელია კახური ქეიფი, სადაც სასმისთა შეჯუბრება უმაღლეს წერტილს აღწევს.

 ბავარიელთა ქეიფი სასმისთა სივრცით თუმცა ქართულს არ ჩამოუვარდება, მაგრამ სასმელის მხრით ეს ხალხი ქართველებზე ბევრად უფრო ჩამორჩენილი არიან, ვინაიდან ისინი სვამენ ლუდს.

 სამაგიეროთ რუსული ქეიფი, ეგრედ წოდებული არყით, უკვე ცნობილია მთელს ევროპაში და დასახულ მიზანს ყველაზე უფრო სწორათ ემსახურება.

 ჩამორჩენილ ქვეყნებში, სადაც ხალხს არ აქვს შეგნებული მთელი სიმსვენიერე ლოთობისა, ამ საქმისათვის საჭირო რჩება ზოგიერტი ძალდატანებითი საშუალებეები. ურჩსა და შეუგნებელ მოქალაექს, რომელსაც სურს თავისი სიჯიუტით ჩირქი მოსცხოს მთელ ერს, ან შეკრებილებას, ძალით ასხამენ ხოლმე თავის ულუფა ღვინოს მუელში და მით პირნათლად გამოჰყავთ სამშობლოს წინაშე. ამ საშუალებას განსაკუთრებული ენერგიით მიმართავენ სვანეთისა და ლეჩხუმის წარჩინებული პირნი.

  იქ სადაც მოქალაქეობრივი ღირსების შეგნება მაღალ საფეხურზე სდგას და ყოველმა მოქალაქემ იცის თავისი მოვალეობა სამშობლოს წინაშე, ძალდატანება სადგილი არა აქვს და თითოეული მოქალაქე, როგორც უმანკო ბავშვი, ისე ასრულებს თავის მოვალეობას.

  შედეგი ყოველი ქეიფისა სასურველია ასეთი იყოს, მაგრამ ძლიერ ხშირად ატავიზმის მიხედვით, დღევანდელი ადამიანი უბრუნდება იმ დროს, როცა მოქალაქე იბრძოდა თავისი ბიძის თავის ქალისათვის, თუმცა თავის ქალა მას სრულიადაც აღარ ესაჭიროება.

 სამაგიეროთ, გამოფხიზლების შემდეგ ის კვლავ მუხლს იდრეკს თავისი ღვთაების წინაშე და აღავლენს გულმხურვალე ლოცვას.

***

დებულებანი: ამ მოკლე მიმოხილვით ჩვენ მოვამზადეთ ნიადაგი, ხოლო ახლა გადავიდვაღტ პირდაპირ საგანზე.

ჩვენი შეხედულობით თამადისათვის უნდა შემუშავებულ იქნას ერტი გარკვეული წესრიგი, რომლითაც ის ვალდებულ იყოს ხელმძღვანელობისა. შეიძლება, ეს წერილი შეტანილ იქნას ჩვენს მომავალ კონსტიტუციაში, თუ ეს უკანასკნელი ეღირსება როდესმე ქართველ ხალხს, ხოლო უკანასკნელ შემთხვევაში შეიძლება, უბრალო დეკრეტის სახითაც გამოცეს.

მაშ ნება მიბოძეთ გადაგიშალოთ თვალწინ ჩემი გეგმა საჭირო რეფორმისა.

პირველი სადღეგრძელო – თავისუფალი, დამოუკიდებელი, მშვენიერი პატარა საქართველოს კეთილდღეობისათვის (სავალდებულოა).

მეორე სადღეგრძელო – მისი ბატონ–პატრონისა და კანონ მდებელი უმაღლესი მბრძანებლის დამფუძნებელი კრებისათვის (სავალდებულოა).

მესამე სადღეგრძელო – საქართველოს მთავრობის სადღეგრძელო (ნაციონალ–დემოკრატებისათვის არ არის სავალდებულო).

მეოთხე სადღეგღძელო – მთავრობის თავმჯდომარის, ნოე ჟორდანიას დღეგრძელობისათვის (სავალდებულოა ქალებისთვისაც).

მეხუთე სადღეგრძელო – ჩვენი რესპუბლიკის დარაჯთა: ჯარისა და სახალხო გვარდიის კეთილდღეობისათვის (სავალდებულოა).

შემდგომად მოდის ერობათა, ქალაქთა, კოოპერატივთა და პროფესიონალური კავშირები, წითლი ჯვარი, სენატი, მწერლობა, მხატვრობა, ქათალიკოზი (სავალდებულოა ნაციონალ–დემოკრატებისთვის), საზოგადოება  კახეთია, ახალი კლუბი, წერა–კითხვის გამ.საზოგადოება, სახელმწიფო თეატრი და შემდეგ კერძო პირები.

როგორც მოგეხსენებათ, ძველ დროში ქეიფის ბოლო ხანს საკანში მყოფთაც გაიხსენებდნენ, მაგრამ დღეს დღეობით მათ დიდ ყურადღებას არავინ აქცევს.

მე დაჯინებით მოვითხოვ, ეს რიგი დაცული იქნას არა მარტო სადღეგრძელოების წარმოთქმით, არამედ სასმისთა სიდიდის მიხედვითაც.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მშვიდობიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

6 Responses to ეშმაკის მათრახი

  1. Croatoan ამბობს:

    ზუსტადაა ნათქვამი “მსოფლიო ლოთობის ისტორიას” და არა ტრადიცია etc.

  2. selfanarchy ამბობს:

    ბიძის თავის ქალისთვის “ბრძოლა” განსაკუთრებით მომეწონა :დდ

  3. spamwriters ამბობს:

    ვახ, რა კარგი რამეა 🙂

  4. ten minutes older ამბობს:

    ძალიან კარგია 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s