როგორ დავცინოთ ხალხს, ანუ შთაბეჭდილებები “ჯეოსტარზე”

წეღან “ჯეოსტარს” ვუყურებდი და, ცოდვა გახელილი ჯობია, კარგადაც ვიხალისე. თქვენც ნახავდით, ალბათ… ყოველ შემთხვევაში, რეკლამას მაინც მოჰკრავდით თვალს. მოკლედ, ამას რა მნიშვნელობა აქვს მთავარია, უკვე მერამდენე წელია, ამ შოუს შესარჩევ ეტაპს ლამის მთელი საქართველო სულმოუთქმელად ელოდება, რომ იქ ვიღაცების სიმღერის უსუსურ მცდელობებზე გაერთოს. არადა, “ჯეოსტარი”, ერთი შეხედვით, მუსიკალური ტელეპროექტია, თუმცა, რაც დრო გადის, მე თუ მკითხავთ, სულ უფრო და უფრო იკარგება მუსიკალურობა, რომელსაც მაქსიმალურად გასართობი შოუს დადგმის მცდელობები ცვლის.

ადრე, ასე ხუთი წლის წინ, ან, შეიძლება უფრო მეტისაც, როდესაც ეს პროექტი ჯერ კიდევ “მზეზე” გადიოდა, ერთი შეხედვით, მშვენიერი, უწყინარი და ყველასათვის უცნობი მუსიკალური კონკურსი იყო (ყოველ შემთხვევაში, იმდენმა ხალხმა არ იცოდა მის შესახებ, რამდენმაც ახლა). თუმცა, ცოტა ხანში “ჯეოსტარი” გადმორუსთავიორდა, ჰოდა მას შემდეგ წლითიწლობით უფრო და უფრო ემატება პოპულარულობა. ეს პოპულარულობა კი, ჩემი დაკვირვებით, მუსიკაზე მეტად სწორედ “მარგალიტებზე” აწყობილმა შოუმ მოიტანა (სიმართლე გითხრათ, ამ პროექტში ძალიან ბევრი კარგი მომღერალიც იყო, თუმცა, ეჭვი მეპარება, მაყურებელს ირინა ბაირამაშვილი უკეთ ახსოვდეს, ვიდრე, ვთქვათ, “დშნ დნნ“).

რა არის მარგალიტები? იმეტესობამ, ალბათ, იცით, მაგრამ მაინც გადავავლებ თვალს, რა იცი რა ხდება.

“მარგალიტები” არიან ის კონკიუსანტები, რომლებმაც გარკვეული მიზეზების გამო ცუდად წარმოაჩინეს თავი კასტინგზე და, შედეგად, თავი “საღადაოდ” გაიხადეს. ეს “გარკვეული მიზეზები” კი ძალიან ბევრია. ვთქვათ: სმენის, ხმის, გემოვნების უქონლობა; სცენისათვის შეუფერებლობა; ჟიურის რომელიმე წევრში გამოწვეული ანტიპათია; რბილი, მაგარი, მწარე, ტკბილი და კიდევ ათასნაირი “ლ” და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი რამ… მოკლედ, ისევ გავამხელ ცოდვას და გეტყვით, არც ჩვენი კონკურსანტები არიან მთლად მამა აბრამის ბატკნები, თუმცა ამ შემთხვევაში სულ სხვა რამაა ჩემი სათქმელი… მათზე უკვე ბევრჯერ იღადავეს.

საქმე ისაა, რომ, როგორც ჩანს, “ჯეოსტარის” ორგანიზატორებმა ერთხელაც შეამჩნიეს, რომ ხელმოცარული კონკურსანტების ქილიკი და სახალხოდ გამოჭენება შოუსათვის რეიტინგის ამაღლების გადასარევი გზა იყო, ჰოდა მას შემდეგ ყოველ წელს ხვეწენ ტექნიკას.

თავიდან ჩვეულებრივ აჩვენებდნენ მეორე ტურში გასული კონკურსანტების ვიდეოებთან ერთად. მერე ვიდეოებს კომენტარები დაამატეს. ცოტა ხანში ნომინაციები დახვეწეს და გაამრავლეს. შემდეგ კომენტარებიც დახვეწეს და გაამრავლეს. შემდეგ კი ტველაზე თვალშისაცემ საცოდაობებზე მოკლემეტრაჟიანი ფილმებიც კი გადაიღეს. ასე დაიბადა შარშან პრისიონერა (იხ. ვიდეო),

 

 ხოლო წელს მისი მეორე და უფრო დახვეწილი სერია (იხ. მაივიდეოზე, ან ცოტა ხანში იუთუბზეც).

პრინციპში ერთიცაა, სიამოვნებით ვეტყოდი ამ გოგოს, რა ჯანდაბამ მოგიყვანა კონკურსში მეორედ, როცა შარშან შენგან ლამის ვიქტორია რუფო დახატეს მეთქი.

იმ უსმენო ბავშვების მეგობრებსაც ვეტყოდი რომ ფოიეში უაზრო გულშემატკივრობას ერჩივნათ, სიმართლე ეთქვათ ადამიანისთვის, არ გამოვა შენგან მომღერალიო.

იმ საშინელი დიქციის მქონე ადამიანების ახლობლებსაც – შეიძლება ხმა და სმენა გადასარევი აქვს, მაგრამ ერთი ლოგოპედსაც გაასინჯეთ მეთქი.

თუმცა არც ესაა ჩემი სათქმელი, თავისი საქმის თვითონ იციან…

“ჯეოსტარი” გახდა შოუ, რომელშიც იუმორი (თუ ეს ოდესმე იყო) ადამიანების დაცინვაში გადაიზარდა. მე მიმიღია მონაწილეობა სატელევიზიო შოუს კასტინგზე (პილოტში, პირველ არხზე), გამომიცდია, როგორია გასაუბრებაზე ნერვიულობა, როცა ლამისაა, ენა გებმება. შევესწარი კრახს ძალიან ბევრი ჩემი მეგობრისა, რომლებისთვისაც, მეგონა, რომ რაღაც სატელევიზიო კასტინგი ჩირადაც არ ღირდა.

ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ რეიტინგის ასამაღლებლად ადამიანების (თუნდაც გარკვეულ საქმეში ხელმოცარულების) დაცინვა ვერაა მთლად ეთიკური საქციელი.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი and tagged , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to როგორ დავცინოთ ხალხს, ანუ შთაბეჭდილებები “ჯეოსტარზე”

  1. Demetre Ergemlidze ამბობს:

    არ დაივიწყო, რომ რ2 კომერციული ტელევიზიაა. შესაბამისად, ნუ მოითხოვ მათგან ეთიკას.

  2. :))) ამბობს:

    რაღა დავმალო და მართალია ეს კაცი. არცერთი ამ “მარგალიტთაგანი” არ იმსახურებდა ასეთ დამცირებას. მათ გამოსვლებს არამხოლოდ დასცინეს, არამედ ყველანაირი პირობა შექმნეს, რომ მტელს საქართველოს საუკუნოდ ეცინა. კარგი, ვთქვათ, დააშავეს ამ ადამიანებმა, შეეშალათ. არასწორი გზით წავიდნენ. რა, მობრუნების საშუალება აღარ უნდა დაუტოვონ?! სიმღერა არ გამოუვიდათ, მაგრამ იქნებ სხვა საქმე გამოსდით, მთელმა საქართველომ ისინი ჯეოსტარის “მარგალიტებად” _ უნიჭო უიღბლოებად რატომ უნდა დაიმახსოვროს? ყველა ვყოფილვართ ისეთსიტუაციაში, რომლის გახსენებაც გვრცხვენია, უბრალოდ მაშინ არსად იყო რუსთავი 2-ის კამერა.

  3. soffie ამბობს:

    beridze rom amas sheswreboda :))))

    • tatia ამბობს:

      მე მგონია, რომ ბევრი ნიჭიერი ადამიანი თავს იკავებს და არ მიდის ,,კასტინგზე” იმის შიშით, რომ არ მოხვდეს ამ ე.წ. ,,მარგალიტებში”

  4. ნათია ამბობს:

    ძალიან მაინტერესებს რას გრძნობენ ეს ადამიანები ჯეოსტარს რომ უყურებენ, ,,მარგალიტებს” ვგულისხმობ. ხედავენ როგორ დასცინის მათ ჟიური და ისმენს როგორ ანიჭებენ მათ მარგალიტის თუ ოქროს ფარშევანგის წოდებას დუტას მხიარული და ცინიზმნარევი ხმის მეშვეობით. ასე მგონია, რომ მათი უმრავლესობა ტირის…

  5. netochka3 ამბობს:

    იცით,რა არის საინტერესო?-ამ ადამიანებს ერთი კეთილისმყოფელიც არ ყავთ ვინც გულახდილად ეტყვის,რომ :არა- გაქვს სმენა!-თავი ასე,როგორ უნდა გამასხარავებინო მთელი საქართველოს მოსახლეობის წინაშე?,მესმის,რომ შოუა,მაგრამ დაცინვა…?ხალვაში,ბერიძეს აჯობებს ცინიზმში.გიგი ძალიან საყვარელია,ნიკაც ასატანია,მაგრამ ხალვაში?

    • tatia ამბობს:

      ხალვაშთან დაკავშირებით ვერ დაგეთანხმებით, ეს სატელევიზიო მონტაჟის დროს ,,გააცინიკოსეს” ასე კომენტარების, მიმიკებისა და რეპლიკების ე.წ. თანხვედრით, თორემ ზოგადად ძალიან მშვიდობიანი და დადებითი აურის მქონე ადამიანია (პირველად ხომ არ ვხედავთ ეკრანზე?). რაც შეეხება თქვენი კომენტარის დანარჩენ ნაწილს, აბსოლუტურად გეთანხმებით. შესაძლოა ადამიანს ეგონოს, რომ შეუდარებელი სმენისა და ხმის პატრონია, მაგრამ ნუთუ ირგვლივ არავინ ჰყავს, რომ თვალი და ყური აუხილოს? 🙂 🙂

  6. scorpion ამბობს:

    მე ნიკა მგონია აუტანელი, თვითკმაყოფილი და ეგოისტი ადამიანი. ყველას ზემოდან უყურებს და გონია, რომ მხოლოდ თვითონ არის იდეალური სმენისა და გემოვნების მქონე…. მგონი ჟიური უფრო ობიექტური ადამიანებისგან უნდა შედგებოდეს

  7. Jessie ამბობს:

    როცა საქმე რეიტინგებს და შოუს და ფულს ეხება იქ ადამიანები ცალ ფეხზე ჰკიდიათ.. ძალიან მეცოდება უმრავლესობა და ნადმივლდ ნერვიულობის გამო შეიძლება სიტყვა ვერ წარმოთქვა ხმაც და სხმენაც რომ გქონდეს,,,.. მეცოდება უმრავლესობა ….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s