“ავიღებ გრემის”, ანუ ბერას “ქართული ოცნება”

ვფიქრობდი, ამაზე დამეპოსტა თუ არა, მაგრამ როცა Facebook–ზე კიდევ ერთმა მომხმარებელმა გააზიარა ბერა ივანიშვილის ახალი სიმღერა, ვეღარ მოვითმინე. ვეღარ მოვითმინე იმიტომ, რომ ბმულის მორიგი გამზიარებელი იყო ჯგუფი, “ვაპროტესტებთ 80 თეთრად მგზავრობას“.

ჰოდა, რას გეუბნებოდით…

დამეთანხმებით, ოცნება ბევრი სახის არსებობს: მათგან ყველაზე ცნობილია ამერიკული ოცნება და მარტინ ლუთერ კინგის “I had a Dream” (მე ოცნება მქონდა). ამიერიდან კი მას კიდევ ერთი და, უდავოდ, გამორჩეული, ქართული მიმართულება შეემატა.

პრინციპში,  რაც გინდა დაარქვი, ამ სამწუთიანმა ვიდეორგოლმა სულ ნახევარ საათში ათასობით მომწონებელი, დამკომენტარებელი (თუ დამოკომენტებელი, როგორც გიდნათ) შეაგროვა და ეს ჯერ კიდევ დასაწყისია.

ვიდეოს ხარისხი გადასარევია, ვერაფერს იტყვი. ქართულ შოუ ბიზნესში და, თქვენ წარმოიდგინეთ, კინოინდუსტრიაშიც, ეგეთ კარგ გამოსახულებაზე ჯერ ვერცკი ოცნებობენ.  ოცნებაა პირდაპირ!

გათვლაც შესანიშნავია: პირდაპირ მსმენლის გულსა თუ საცრემლე ჯურკვლებზე ურტყამს. აბა მოდი და არ დაგბურძგლოს, ეს ერთი ციდა ბიჭი რომ შემოგმღერის, “ავიღებ გრემის, ვიტყვი – ტენკ იუ – ქართული აქცენტითო“. თან კლიპს რომ შეხედავ, პირდაპირ გული გაგიხარდება, როგორ ერთიანდება მთელი ერი ერთი იდეის (თუ შავი მაისურის) გარშემო. მოკლედ, არ ვიცი ვისი მოფიქრებულია, თვითონ ბერასი თუ რომელიმე პიარმენეჯერის, მაგრამ, რაც უნდა იყოს, ბრავო ბატონო.

თუმცა, ბრავო მარტო ვიდეოს ხარისხს და მარკეტინგულ გათვლას. მაგრამ სადაა დანარჩენი? სიმღერა, ტექსტი, მუსიკა? ამ მხრივ ყველას თავისი გემოვნება აქვს, ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა, მაგრამ მე მაინც ერთი რამ ვერ გავიგე – რა არის ამ ბიჭის “ქართული ოცნება”? გრემის აღება, ვითომ? აბა მე სხვა რამ ამ სიმღერაში ვერ დავინახე. ან იქნებ, ესეც ერთი ჩვეულებრივი წინასაარჩევნო კამპანიაა – კარგად დაგეგმილი და გათვლილი?!

(აქ მინდოდა, ჩამერთო იუთუბზე ერთერთი მომხმარებლის კომენტარი ამ ვიდეოზე, სადაც ავტორი ბერას მიმართავდა, “შენ წარმოდგენა არ გაქვს რა არის ქართული ოცნება, რადგან პურის ფული არასოდეს გენატრებოდა და არც არასდროს მოგენატრება, ამიტომ ჯობია ყველამ ჩვენს საქმეს მივხედოთ, ისე კი შენს კარიერაში წარმატებას გისურვებო” (ეს კომენტარი ყველაზე მეტად მოწონებული იყო, სხვათა შორის), თუმცა ვეღარ ვიპოვე, ეტყობა ვიღაცამ წაშალა).

ჰოდა, ამდენ ხანს იმის თქმა მინდოდა, რომ მას შემდეგ, რაც ბერას ოფიციალურ გვერდს თვალი გადავავლე, შემდეგ ეს ელვის სისწრაფით გავრცელებული ვიდეოც ვნახე, ერთი აზრი გამიჩნდა:

წინ გადასარევი პერიოდი გველის, მეგობრებო, ნამდვილი პოლიტიკური ბრძოლების დრო დგება. თან ამ ყველაფერში ისევ ერთვება შოუბიზნესი.

ასე რომ, არ მოვიწყენთ 🙂

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მშვიდობიანი საკითხავი, ნაფიქრი and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to “ავიღებ გრემის”, ანუ ბერას “ქართული ოცნება”

  1. bushka ამბობს:

    ეს ვიდეო რომ ვნახე, ძალიან გავმხიარულდი, მაგრამ მერე ჩემი რამოდენიმე მეგობრის შეფასება ვნახე და ჯერ კიდევ ძალიან აღშფოთებული ვარ!! არ მესმის, ამ ვიდეოზე როგორ შეიძლება დაწერო რაიმე დადებითი, როცა არაფრად არ ვარგა– არც ვიდეოდ, არც მუსკად ან რეპად, პოლიტიკური რეკლამის იმდენად უსუსური მცდელობაა, მგონი ანტირეკლამად უნდა გამოდგეს უფრო.
    და ეს დასასრული რომელიც ვითომ ემოციური უნდა ყოფილიყო…კლიპის დასასრული რომ ვინმეს ხელში იყოს , იქამდე კლიპის შინაარსი მაინც ხომ უნდა გადმოსცე წესიერად. რა არის ჩვენს ხელში ვერ გავიგე, რამდენი ადამიანი ჩაიცვამს იმ ლოგოიან მაიკებს, რამდენ ხანში აიღებს ბერა გრემის და იტყვის “თენქიუს” თუ დაედება თუ არა ორმაგი ფასი მის ნახმარს??

    • faifuris angelozi ამბობს:

      მე კი მგონია რომ ზუსტად პოლიტიკური რეკლამა არაა,არც იყო საჭირო.უბრალოდ შვილის მამისადმი პატივისცემის და მხარში დგომის ჟესტია.და ამას მივესალმები.

  2. სივრცე ამბობს:

    ვერ ვიტყვი რომ ტექსტი მომეწონა-მეთქი, ან მუსიკა, მაგრამ ხარისხი მართლაც საუკეთესოა.
    კარგი პოსტია და მართლაც საინტერესო ამბები გველოდება

  3. Di@ ამბობს:

    კარგი პოსტია. გეთანხმები ყველაფერში.
    “კლიპის დასასრული ხალხის ხელშიაო,” რომ წვიკითხე, მეგონა, უფრო საინტერესო რამ იქნებოდა… მარა, დიდი ვერაფერი.

  4. vasasi ამბობს:

    მთავარია, ბავშვი იყოს ჯანმრთელი.. 🙂

  5. siyvarulovna ამბობს:

    ივანიშვილი წავიდა პოლიტიკაში წავიდა, შვილი მაინც არ გაერია თავის “კარიერულ წიაღსვლაში” :შ კარგი ბავშვია არადა ბერა :შ

  6. alexa ამბობს:

    გულით მაბრალება,მას ხომ ნამდვილი ბავშვობა არ ჰქონია,მას ართობენ ,რომ გაერთოს და არაფერი იცოდეს.მან ნამდვილად არ იცის რა არის რეალობა,მისი გული სავსეა სიხარულით და რა იცის რომ ცხოვრება მხოლოდ სიცილ ხარხარი არ არის…ალბად რომ იცოდეს ობოლ და უპატრონო ბავშვებთან ,მოხუცებთან შეივლიდა…..რაც ცეკვა – თამაში ჯდება,იმ თანხით უამრავ ადამიანს შვებას მისცემდა.საქართველოს გააძლიერებდა თუ ამ უმწეო ბავშვებს განათლებაში დაეხმარებოდა,საკუთარ ფონდს შექმნიდა ამ საქმიანობისათვის და უფრო საინტერესო საქმიანობით დაკავდებოდა.მაგრამ მაშინ ღამით ისე მშვიდად ვერ დაიძინებდა. არავინ აუხსნა იმ ბედნიერების გრძნობა,როდესაც ხელობას,ცოდნას მისცემ უმწეოს და არა მუჭში ფულს–როგორც მათხოვარს.როგორც სჩანს ,გულთბილი ბიჭია,მაგრამ მუდამ ბავშვი დარჩება, რომელიც სათამაშოებით ერთობა…მომავალი არავინ იცის ….”..დრონი მეფობენ და არა მეფენი”.გულით მებრალება.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s