ჩვენ და პოლიტიკა – კომიქსები ქართულად

ჩვენ სუპერგმირი გვჭირდება.

გვჭირდება ადამიანი, რომლის იმედიც გვექნება – ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი თავის იმედი, თითქმის, არასდროს გვაქვს.

რაც თავი მახსოვს, ასე იყო. სიმართლე გითხრათ, ისტორიაც დაახლოებით ამავეს ამბობს (ყოველ შემთხვევაში, მე ასე მესმის).

ასე იყო, როდესაც ევროპასთან გზის ჩაკეტვის შემდეგ რუსეთის მეფეს ვთხოვდით დახმარებას, თუმცა მაშინ, ალბათ სხვა გზა არც გვქონდა.

ასე იყო, როდესაც სტალინს ვეცით თაყვანი, თუმცა მაშინ, ალბათ, გვეშინოდა კიდეც. ვინც მას თაყვანი არ სცა ხომ წამებში გააქრეს ან „დაამუშავეს“!..

შემდეგ გამსახურდიაზე გავაფანატეთ, რადგან ის „განმათავისუფლებლად“ მოგვევლინა. თუმცა, მაშინ, ალბათ, დამოუკიდებლობის ხიბლმა მაინც თავისი ქნა.

შევარდნაძეზეც გავაფანატეთ. დავუჩოქეთ! თუმცა… რაღა თუმცა! მაშინ არც ომში მივდიოდით ხმალამოწვდილები, არც ბოლშევიკები გვემუქრებოდნენ, არც ოსმალები და არც სხვა მსგავსი. გამსახურდია უკვე მკვდარი იყო, უფრო სწორად, მოკლული. საბჭოთა კავშირიც დიდი ხნის დაშლილი იყო. ერთი სიტყვით, ფიქრსა და განსჯას, პრინციპში არც არავინ და არაფერი გვიშლიდა, მაგრამ ცდუნება დიდი იყო: ჩვენ სუპერგმირი გყავდა, ახალი სუპერგმირი!

შემდეგ კი, როდესაც, რამდენიმე წელიწადში, აღმოვაჩინეთ, რომ ყველაფერი მთლად ისეც ვერ იყო, როგორც თავიდან წარმოგვედგინა, ისევ დავკარგეთ მოსვენება. და ჩვენ, სწორედ ჩვენ, ვინც სულ ცოტა ხნის წინ შევარდნაძეს „ჩვენს გადამრჩენს“ ვეძახდით, ახალი სუპერგმირის ძებნა დავიწყეთ. თუმცა დავიწყეთ არა ჩვენში, ერთმანეთში ან საკუთარ თავში, არამედ სადღაც, გარეთ, ჯერ კიდევ წარმოუდგენელ, მიუწვდომელ სივრცეში და, როგორც ყოველთვის, ვიპოვეთ კიდეც.

2003 წელი დადგა. გიორგობის იმედი ხომ ყოველთვის გვონდა და გვქონდა, ჰოდა 23 ნოემბერს კიდევ ერთი სუპერგმირი გამოგვეცხადა. ჩვენც, რა თქმა უნდა, ისევ გავაფანატეთ. იმ დღეს ყველა მიხეილ სააკაშვილზე ლოცულობდა. ბებიაჩემმაც კი, რომელსაც 1998 წლის შემდეგ, რაც ბაბუაჩემი გარდაიცვალა, ლამის სამჯერაც არ გაეღიმა, ტელევიზორის წინ სიხარულით ხმამაღლა უსტვენდა! ისევ ჩავვარდით ეიფორიაში, ისევ დაგვიარა ბედნიერებისა და მომავლის რწმენის ტალღამ. ისევ სრული უმრავლესობით ავირჩიეთ ჩვენი ერთადერთი და განუმეორებელი ლიდერი (მომკალით და მწამს, რომ ეგ არჩევნები გაყალბებულიც კი არ იყო)! ჩვენ ხომ წინამძღოლი გვჭირდებოდა! ქარიზმამ მოგვხიბლა, როგორც ყოველთვის.

თუმცა, მას შემდეგ, აგერ, უკვე, 8 წელი გავიდა. აჟიტირების ტალღამ ნელ–ნელა გადაგვიარა. მართალია, ჩვენში ჯერ კიდევ შემორჩნენ ერთგული „ცარისტები“, „სტალინისტები“, „ზვიადისტები“… ისეთებიც შემორჩნენ, რომლებიც შევარდნაძის დროს მისტირიან (მიუხედავად იმისა, რომ ისიც ფაქტია, დღეს შევარდნაძის პერიოდზე ბევრად უკეთ „გამოვიყურებით“). მიშისტები ხომ არიან და არიან (ამაში რომ დარწმუნდეთ, შეგიძლიათ, უბრალოდ, რომელიმე ცენტრალური ტელეარხის საინფორმაციო გამოშვებას უყუროთ). მაგრამ, მიუხედავად ამდენი „ისტისა“, ნელ ნელა მაინც გაღვივდა აზრი, რომ სუპერგმირი უკვე აღარ გვჭირდებოდა. არა, მაპატიეთ, მინდოდა მეთქვა, ის სუპერგმირი აღარ გვჭირდებოდა. ჰოდა, ჩვენც, რა თქმა უნდა, ისევ დავფაცურდით, სანთლები მოვიმარჯვეთ და ველად გავიჭერით ბედის მოსანახად.

ბევრი ძებნა, პრინციპში, აღარ დავჭირვებია. ახალი სუპერგმირი თავისითვე გამოგვეცხადა. ზუსტად ისე, როგორც ამერიკულ კომიქსებშია ხოლმე. ადამიანი ორი ცხოვრებით: კოსტიუმში და მის მიღმა. ჩვენც მეტი რა გვინდოდა, მაშინვე ორად გავიყავით: ერთნი თვალწარმტაც კოსტიუმზე გამოსახულ S-ს (თუ I–ს) ვეთაყვანეთ ბრმად, სხვებმა მის მიღმა დამალულ საიდუმლოებით მოცულ ცხოვრებაში ასევე ბრმად დავიწყეთ ხელების ფათური. ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, როგორც ყოველთვის ხდებოდა ხოლმე, ახლაც ერთმა ნაწილმა მაშინვე ავიტაცეთ „გაუმარჯოს ივანიშვილს! ბიძინა ჩვენი მარჩენალი!“; მეორე ნაწილმა კი უყოყმანოდ, ყოველგვარი მყარი საფუძვლის გარეშე დავიწყეთ საუბარი ბინძურ წარსულზე, შავბნელ ფულზე (რადა ამ შავბნელ ფულს როგორ შევნატრით), მაფიასა და ათას მსგავს რამეზე.

ტრადიციები ხომ ყოველთვის გვიყვარდა და არც ახლა დავარღვიეთ კიდევ ერთი ურყევი წეს–ჩვეულება, ლამის უკვე „მეთერთმეტე მცნებად“ ქცეული, „არა იფიქრო“. ჩვენ ხომ წინამძღოლი გვჭირდება, როგორც ფარას. რადგან მე, ცხვარს, ყოველთვის ვაცის იმედი უფრო მაქვს, ვიდრე საკუთარი თავის. მაშინაც კი, როდესაც ეს ვაცი უფსკრულისკენ მიმაქანებს (თუ გადავიჩეხები, ე.ი. ასეა საჭირო, მან უკეთ იცის!).

შეიძლება ჯერ პატარები ვართ, „დამოუიდებლობის“ 20–მა წელმა ჯერ კიდევ ვერ გაგვზარდა. ჰოდა, როგორც ბავშვებს სჩვევიათ ხოლმე, ყოველთვის იმ ბიძიებისანი ვართ, ვინც უფრო გემრიელ და უფრო მეტ შეოკოლადს გვაჭმევს. არ გვიყვარს ის ადამიანები, ვინც თხუპნიობის ან ცუდი საქციელისთვის დაგვსჯის და გრძელ, მომაბეზრებელ „ლექციას“ წაგვიკითხავს „კარგად მოქცევის“ შესახებ. ჯერ კიდევ იმ ასაკში ვართ, როდესაც გვგონია, „უფროსები“ ყოველთვის ჩვენზე უკეთ მოაგვარებენ ჩვენსავე პრობლემებს. მანამდე კი ისევ ვაგრძელებთ კომიქსების კითხვას იმ სუპერგმირების შესახებ, ხალხზე რომ ზრუნავენ და დღედაღამ სხვა საფიქრალი არ აქვთ. თუმცა ერთი გვავიწყდება: ადამიანი ობობა, ბეტმენი, სუპერმენი და სხვები ისეთივე უბრალო მოკვდავები იყვნენ, როგორც მე და თქვენ. ისინი ხალხმა გაზარდა, ჩვეულებრივმა ხალხმა, იმ ადამიანებმა, რომლებსაც ყოველდღე ვხვდებით ქუჩაში. ჩვენ მათ ვიცნობთ, ისინი – ჩვენ. ხოლო, რაც შეეხება, ოცნებებს, გმადლობთ, მირჩევნია, რეალისტი ვიყო.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი, წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

7 Responses to ჩვენ და პოლიტიკა – კომიქსები ქართულად

  1. katerina ამბობს:

    საზოგადოება ავად არის, თუ არის საერთოდ. ლიკე შენ 🙂

  2. purclebi ამბობს:

    სანამ ქარტველი ხალკჰი არ განვიტარდება მენტალურად ,მანამ არაფერი გვესჰველება
    და მმარტველი რაც არ უნდა კარგი იყოს იგი ,საქარტველოსჰი მაინც ტირანად გადაიქცევა საბოლოოდ …

  3. ხოზე ამბობს:

    სამწუხაროა, რომ ეს პოსტი ყველაზე მეტად რომელ ადამიანებსაც სჭირდებათ (გამოსაღვიძებლად), ისინი ბლოგებს არ კითხულობენ.

    ინტერნეტშიც ძირითადად ფილმების საყურებლად შედიან 😦

  4. taledream ამბობს:

    რა საინტერესოა ამ ახალ „გმირსაც“ რომ მოვიწყენთ შემდეგი რა იქნება? ჩვენ ქართველები ხომ ყველაზე მაგრები ვართ 🙂 და ამიტომ შემდეგი გმირი უცხოპლანეტელი იქნება ალბათ, რავიცი მაინც ეხლა უცხოპლანეტელების ბუმია :დ :დ :დ

  5. Jessie ამბობს:

    ბრავო

    ბრაააავოოოოოოოო :)) ეჰ ზემოთქმულს აზრს ვეთანხმები..სამწუხაროა რომ მარტლაც არ წაიკითავენ ამ პოსტს…
    I am just a dreamer :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s