ელფის ყური, კეტჩუპი და ეშმაკის თანაზიარები

არადა, რასაც ახლა წაიკითხავთ, რამდენად აბსურდულადაც უნდა მოგეჩვენოთ, სულ არ არ ის ჩემი ფანტაზიის ნაყოფი. მით უმეტეს, პლანი ცხოვრებაში არ მომიწევია.

“ახლა გავაცნობიერე, როგორია, როდესაც ადამიანი ხარ ლავრენტი ბერია და უეცრად მინერვა მაკგონაგელად გადაიქცევი”
/ბორგეზა – ტიპი, რომელიც გუშინ გავიცანი ჰელოუინზე/

ყველაფერი მანამ დაიწყო, სანამ კეტჩუპი მაგიდაზე დაეწვეთებოდა. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ მანამდე უკვე მოხდენილი იყო: ფოკს ესემესი მისწერეს!

ბექამ, რომელიც იმ ხალხში რთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც პირველად ვხედავდი, დემონსტრაციულად უდემონსტრაციოდ  დაითრია ფოკის ტელეფონი და ყველა შესულ-გასული მესიჯი იმდენჯერ წაიკითხა, სანამ ბოლომდე სიტყვა-სიტყვით არ დაიზეპირა.

თუმცა ეგ არაფერი. სასაცილო წერილები კი იყო, მაგრამ ცოტა ბანალურიც. გეხვეწებით, შეგიძლიათ, დათვალოთ რამდენია ისეთი ადამიანი, რომელიც ყველას, რომელიც ჰელოუინს აღნიშნავს, ეშმაკის თანაზიარს უწოდებს?! (არადა, იმ ტიპს რომ სცოდნოდა, ოცდაათ ადამიანს ამხელა ჰელოუინზე ერთი წყვილი ელფის ყურისა (რომელიც, ბორგეზას, როგორც გამოცდილი ყუროლოგის მტკიცებით ელფის კი არა, ჰობბიტის იყო) და მაკგონაგელის ორი ქუდის გარდა კოსტიუმის მსგავსი  არაფერი გვქონდა, მაგის დასაწერად ცერა თითი როგორ მოუბრუნდებოდა).

მაგრამ ეს არ იყო მთავარი.

ნათიამ ლამის ყველა იქ მყოფს უმკითხავა კარტზე, მაგრამ სიმართლესთნ ახლოს მარტო ჩემთან იყო, ისიც “წარსულის გამოცნობისას” (ალბათ, იმიტომ, რომ, კარგა ხანია, მიცნობს  და ეს ყველაფერი ისედაც მშვენივრად იცოდა). ცოტა ხანში კი ყველამ აღმოვაჩინეთ, რომ, თურმე, ელენეს ქუთაისური ჩამიჩი ჰყვარებია.

ყველამ ძალიან ბევრი დავლიეთ, მთვრალები კი მაინც არ ვიყავით… ყოველ შემთხვევაში, ასე გვეგონა, სანამ თავს ის საოცრება დაგვატყდებოდა, თუმცა ყველაფერი წინ იყო – ჯერ ლუდი უნდა დაღვრილიყო იატაკზე.

არადა ყველაფერი ძალიან მშვიდად მიდიოდა (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დათას პუდრით გათეთრებული სახე და წითელი პომადა აღგზნებულ ტრანსვისტიტს ამსგავსებდა)…

თუმცა შემდეგ ოთახში ბერია შემოვიდა. ოღონდ ახალგაზრდა ბერია, ჯერ კიდევ სამხედრო სამსახურში მყოფი: მწვანე პლაშით და რუსული “უშანკა” ქუდით, თუმცა ეს არ იყო ყველაზე საინტერესო…

შემოსვლისთანავე, ბერიას ამხანაგ გებელსად გავეცანი, რასაც იგი, რატომღაც, სრულიად არ შეუშინებია! პრიქით, მომახალა, ჰიტლერი ცოტა ხნის წინ მოვკალიო, რაზეც ვუპასუხე, უი, თქვენ გეჩქარებოდათ მეთქი და გვერდითა ოთახისკენ მივუთითე, სადაც ლუდი უკვე დაღვრილი იყო.

მაგრამ არც ეს იყო ყველაზე საინტერესო.

ბერიას შესვლიდან ორ წამში ოთახიდან შეშინებული ფოკი გამოვიდა, რომელიც ამბობდა, რომ ორი წამის წინ პასტერნაკის “ექიმი ჟივაგოს” რომელიღაც გმირის ქმარს შეხვდა, იმ ტიპის სახელს კი ვერ იხსენებდა. როგორც ბოლოს აღმოჩნდა, იმ კაცს სტრელოკი თუ სტრელკოვი ერქვა (შეიძლება, სხვა რემეც, თუმცა მის სახელზე პირველი და ერთადერთი ვერსია სწორედ ეს იყო და არც არავის გაუპროტესტებია).

თუმცა არც ეს იყო ყველაზე საინტერესო -კეტჩუპი მაგიდაზე ჯერ არ იყო დაწვეთებული.

ცოტა ხანში იმავე ოთახიდან ჩიქო გამოვიდა, რომელსაც ბერიას მწვანე პლაში ეცვა. “ჩიქომ ბერია მოკლა და შემდეგ გაძარცვა” – აი ეს გავიფიქრე იმავე წამს, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული მაინც არ ვიყავი. ჩიქო ამხანაგ ლავრენტიზე ბევრად პატარა იყო და მკვლელსაც სულაც არ ჰგავდა, თუმცა როდესაც იგი ისევ შებრუნდა ოთახში და იქიდან უკვე ბერიას ქუდით გამოვიდა,  მივხვდი, რომ ჩემს ეჭვებს წყალი არ გაუვიდოდა.

არადა, არც ეს იყო ყველაზე საინტერესო.

ბორგეზა ბერიას უეცარი გამოჩენის შემდეგ ჯერ კიდევ შოკში იყო, როდესაც იმ ოთახში შესვლა გავბედე, რომელშიც, როგორც გითხარით, ლუდი უკვე დასხმული იყო იატაკზე. მინდოდა, ლავრენტი პავლოვიჩის გვამისთვის მაინც დამეხედა, თუმცა გვამი არა ის! – ბერია მკვდარი სულაც არ იყო! უფრო მეტიც, ამ ათი წუთის განმავლობაში მინერვა მაკგონაგელად გადაქცევაც კი მოესწრო და სიმართლე გითხრათ, საშინლად გამოიყურებოდა.

 თუმცა არც ეგ იყო ყველაზე საინტერესო.

ცოტა ხანში ვიღაცას მაგიდაზე კეტჩუპი დაეწვეთა…

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მშვიდობიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

8 Responses to ელფის ყური, კეტჩუპი და ეშმაკის თანაზიარები

  1. siyvarulovna ამბობს:

    სულ გაუბერე შენ :დ

  2. qetusia ამბობს:

    სცენარი მაქვს,ხვალიდან მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღებას ვიწყებ =))

  3. scorpion ამბობს:

    არც დასასრული, არც დასაწყისი, მაგრამ ძალიან საინტერესოა :)))) ნასვამი ადმაიანის მახსოვრობის ფრაგმენტებად აღვიქვი

  4. qetusia ამბობს:

    მმმ… ვიფიქრებ მაგაზე, ხო იცი რა,ძალიან შრომისმოყვარე, გამოცდილი და საქმის ერთგული სტაფი მჭირდება თორემ არ გეტყოდი უარს….ჯანდაბას,განათება რომ ჩაგაბარო? :დ თავიდან მაინც,გამოგცდი :დ

  5. ძალიან მომწონს, გიო

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s