როგორ დაგვაავადეს მომაკვდინებელი ვირუსით Vol. 2

როდესაც ამ წერილს ვწერ დედამიწაზე 7 300 235 812 ადამიანი ცხოვრობს. ამ წამს მსოფლიოში 2011 წლისთვის 115 888 792-ე ადამიანი დაიბადა  49 495 266 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ციფრები ყოველ წამს იზრდება.

ვდეოთამაშებში ამ წამისთვის ადამიანებმა უკვე დახარჯეს 86 590 000 $ (ციფრი სწრაფად პროგრესირდება).

ამ წამს დასაშვებ წონას მსოფლიოში მე-548 858 520 ადამიანმა გადააჭარბა. ციფრს წამში 1 ადამიანი ემატება.

არალეგალურ ნარკოტიკებში ამ წამისთვის მსოფლიოში 350 127 600 000-მდე დოლარია დახარჯული (ციფრი ძალიან სწრაფად პროგრესირდება).

დღეს მსოფლიოში 1 010 303 ახალი წიგნი გამოიცა (ციფრი ბოლო 1 წუთია, უცვლელია).

შიმშილისაგან მსოფლიოში დღეს 15 099 ადამიანი დაიღუპა.

***

ეს სტატისტიკაა. სტატისტიკა კონტროლის ერთერთი სახეა. ეს და კიდევ სხვა მონაცემები, რომლების აქ ჩამოწერაც ძალიან შორს წაგვიყვანდა, კონტროლის გავლენის შედეგებს აღწერენ.

***

„მე ვუყურებ სერიალებს, ოღონდ მარტო ამერიკულს!“.

„მე ბრაზილიურ სერიალზებსაც ვუყურებ. ვიცი, სისულელეა, მაგრამ ბევრი ფიქრი არ სჭირდება, მასვენებს“.

„მე საერთოდ არ ვუყურებ ტელევიზორს, საყვარელი სერიალები ინტერნეტშიც შემიძლია ვიპოვო“.

ყველა სერიალის სცენარი აზრი და, განსაკუთრებით, მიზანი ერთნაირია, მხოლოდ გადმოცემის ფორმაა განსხვავებული, რომ მეტი მაყურებელი „დაბოლდეს“.

***

„დღეს საქართველოში კიდევ ერთი მონუმენტი გაიხსნა, ჩუსტები კვერცხებზე“.

„რასმუსენმა თქვა, დღეს არა და ხვალ ნატოში შეხვალთო“.

„პენსია უკვე ას ლარამდე გაიზარდა, მალე 127 ლარი იქნება“.

ჩემ ქვევით მაღაზიაძი პური 90 თეთრი ღირს. ადრე 50 თეთრი ღირდა. უფრო ადრე – 40.

***

„თურმე საქართველოში ანარქისტული იდეოლოგიის მქონე ახალგაზრდები არსებობენ. ანარქიზმი ანტირელიგიურია. ანარქიზმი სატანიზმია“.

„რატომ უსმენ ბითლზს? არ იცი, რომ მისით შენში სატანა შემოდის?!“

„ვისაც უნივერსიტეტის დღევანდელი მდგომარეობა არ მოსწონს, შეუძლია, სხვაგან გადავიდეს, არჩევანი დიდია.“

„დაუჯერეთ მშობლებს, ყოველთვის გაითვალისწინეთ სხვისი აზრი. თქვენ ჯერ პატარები ხართ, მათ მეტი გამოცდილება აქვთ…“

ბოლო არჩევნებში მმართველი პარტია საქართველოს პარლამენტში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მოხვდა.

***

„სისხლისმსმელები! ქართველობას გვართმევენ“.

„მიშა წადი!“

„მთავარია ეს წავიდეს და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოვა!“

„თუ არ მოგვეწონება, იმასაც ჩამოვაგდებთ, ჩვენი ნება არაა?!“

დემოკრატია ხალხის მმართველობაა, სადაც ცვლილებები, ჩვეულებრივ, საზოგადოების „დაბალი ფენებიდან“ მოდის. დემოკრატიის პირობებში განვითარებულია სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანებს აქვთ საკუთარი აზრი, მოთხოვნები და პრეტენზიები. ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში გამართული მიტინგების 95 %-ზე მეტის დევიზი იყო „გადადექი!“.

***

ყველა ფრაზა, რომელიც აქ ჩამოვწერე ან პირადად ჩემთვის იყო მომართული, ან ინტერნეტში წავწყდომივარ, ან ტელევიზიით მომისმენია.

 „პროპაგანდა დემოკრატიის პირობებში იგივეა, რაც დაშინება ტოტალიტარულს სახელმწიფოში“ – ფრაზა ნოამ ჩომსკის წიგნიდან „მედიაკონტროლი“.

***

ისინი გვაკონტროლებენ, ოღონდ არა ისე, როგორც ჩვენ გვგონია. არ უსმენენ ჩვენს ტელეფონებს, არ გვიდგამენ ჩიპებს, არ გვაშინებენ. ისინი გვაკონტროლებენ იმით, რაც მოგვწონს. ისინი აყალიბებენ ჩვენს გემოვნებას, შეხედულებებს, აზრებს. ისინი განსაზღვრავენ, იმას, თუ რას ჩავიცვამთ დღეს, ხვალ და საერთოდ. რას შევჭამთ, რას ვიყიდით. ისინი იდეალურად გეგმავენ ჩვენს ცხოვრებას და ჩვენც ამ გეგმას იდეალურად მივყვებით. ჩვენ ვიცით, ვხვდებით, რომ გვაკონტროლებენ, მაგრამ ამის ასაცილებლად არაფერს ვაკეთბთ, რადგან ეს მოგვწონს კიდეც.

***

ჯორჯ ჰარისონმა ალბომ Brainwashed-ის (ტვინგარეცხილი) ჩაწერა ჯერ კიდევ 1988 წელს დაიწყო.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ნაფიქრი, წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

5 Responses to როგორ დაგვაავადეს მომაკვდინებელი ვირუსით Vol. 2

  1. თორნიკე ამბობს:

    ძალიან მომეწონა, ოღონდ, ჩემი აზრით, დასკვნის გარეშე უკეთესი იქნებოდა – თავისთავად ჩანს ყველაფერი მანამდე მოყვანილ მაგალითებში.

  2. Gina Retchs ამბობს:

    saucxooa, btw amis nacarmoebs gadaxede youtubze dagevaseba 100% —> “David Icke” & “Michael Moore”.

  3. chikarindatoka ამბობს:

    dzalian saintereso postebia…momwons da albat xshirad gadavikitxav kidec..:)…

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s