5 გენიალური სათაური

ამ ბოლო დროს საინფორმაციო სააგენტოები ინტერნეტში ისე გააქტიურდნენ, რომ შეუძლებელია, ყურადღება არ მიაქციო. ინფორმაციის გენიალურობაზე აღარაფერს ვამბობ, ამ შემთხვევაში ყელაზე მეტად რაც მხიბლავს, სათაურებია. სათაურები თან როგორი! აი ისეთი, თვალის შევლებისთანავე ამბის წაკითხვას რომ მოგანდომებს. ჰოდა, მეც სხვა რა საქმე მქონდა, დიდი ხნის შესვენების შემდეგ გადავწყვიტე ბლოგი ახალი რუბიკით გამოვაცოცხლო.

5 გენიალური სათაური.

დაააა, მეგობრებო! ჩვენი რუბრიკის პირველი სტუმარია, ვებგვერდი droni.ge!

მეხუთე ადგილი:
საქართველოში რუსეთის ბოლო ელჩი: „თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, რუსეთი ზომებს მიიღებს“ 

“ჰარი პოტერი” თუ წაგიკითხავთ, გეცოდინებათ, რას ნიშნავს “ჩვენ რომ ვიცით”, ან “ის, ვისი სახელიც არ ითქმის”. ემ “ტერმინებს” როულინგის გმირები მაშინ ხმარობენ ხოლმე, როდესაც “ბოროტი ბიძიის” ვოლდემორდის, სახელის ხსენება უწევთ. პრინციპში, რაღა ჰარი პოტერთან მივდივარ. ბებიაჩემი ბავშვობიდან ჩამჩიჩინებდა, არიქა შვილო, გველის სხელს ნუ ახსენებ, უხსენებელი თქვი, ავი ამბები იცისო. ჰოდა, ახლა დრონი ჯი, ეს ჩვენი ქართული ტრადიციების მიმდევარი და ფრიად ნაკითხი (ჰარი პოტერიც ექნება წაკითხული, რაღა თქმა უნდა) საიტი იმ გათახსირებული რუსეთის ელჩის სახელს როგორ იხმარდა (მაპატიეთ გამოთქმისთვის), თან სათაურში!

მეოთხე ადგილი:

როგორ “ჩანგლაობდა” ლალი მოროშკინა “ნანუკას შოუს” სტუდიაში (ვიდეო)

პრინციპში აქ ბევრი სათქმელიც არაფერია. უბრალოდ დააკვირდით სათაურის მოფიქრებისას ჟურნალისტის უზადო ფანტაზიასა და კლავიატურის (ყოფიილი კალმის) სისხარტეს. როგორ ოსტატურად აღწერს იგი მთელ იმ მოვლენებს, რომლებიც ნანუკას შოუში ტრიალებდა, სულ ერთ სიტყვაში. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ამ ამბის ავტორს ქართული ენის გამრავალფეროვნებისთვის ღირსების ჩანგალი ეკუთვნის!

მესამე ადგილი:

გია ხუხაშვილი ბიძინა ივანიშვილის საწამლავთან შედარებას შეეწირა

რაზე უნდა დაწეროს ჭეშმარიტმა ქართველმა პატრიოტმა სამშობლოსმოყვარულმა ჟურნალისტმა თუ არა ბიძინა ივანიშვილის ცხოვრებაზე. თან სათაურშივე უნდა იგრძნობოდეს სკანდალი, რომ მკითხველმა ერთი ამოსუნთვით ჩაყლაპოს ამბავი. მით უმეტეს, როგორც ჟურნალისტიკის პრინციპები გვამცნობენ, სტატიის წერისას, მაინცდამაინც სავალდებულო არაა წყაროების ყოლა, ამბის გადამოწმება, თხრობის სტილის დაბალანსება. მთავარია ფანტაზია, მეგობრებო, ფანტაზია. ჰო, კიდევ მარჯვე ხელები, ეგ როგორ გამომრჩა 🙂

მეორე ადგილი:

მაღალი ტექნოლოგიები და უაზრო წინასაარჩევნო დაპირებები

ყველგან ველოდი ივანიშვილზე ამბის წაკითხვას, მაგრამ არა რუბრიკა “ტექნოლოგიებში”. მოდით, თავი დავანებოთ სათაურშივე გამოყენებულ ტკბილ ეპითეტებს, droni.ge-სთვის ესოდენ სათაყვანებელ ადამიანს რომ მიემართება; უბრალოდ იმ მცირე მოსაზრებათა კონას გადავავლოთ თვალი, ამ შესანიშნავმა ჟურნალისტმა რომ მოგვიმზადა. როგორი აზროვნება, როგორი სისადავე, როგორი იუმორი იგრძნობა ამ სტატიაში! როგორი ნარნარი ხელითაა დაწერილი. აქვე ვხვდებით  ერთ ფრიად საჭირბოროტო ფრაზასაც: “ეტყობა, ბევრს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჰარი პოტერში რომ ჰოგვართსია, საიდანაც ჯადოქრებს უშვებენ, ისეთი რამ ჰგონიათ. დაამთავრებს კაცი ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს და ეტაკება მხეცივით მაღალტექნოლოგიურ წარმოებას” (ხომ ვამბობდი, droni.ge-ელებს “ჰარი პოტერი” წაკითხული აქვთ მეთქი). მოკლედ, ეს კაცი ძალას და ღონეს არ იშურებს ივანიშვილის მიიმართ ტკბილ-ტკბილი ფრაზებით თავისი სტატია სათაურიდანვე შეამკოს. ასე გააგრძელე მეგობარო, დიდი ჟურნალისტი გაიზრდები!

პირველი ადგილი:

ივანიშვილის მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის გამო ზურაბ ბიგვავა გალოთდა 

აქ მგონი ბევრი კომენტარი არცაა საჭირო. უბრალოდ, ერთი რამ მაინტერესებს:

ამ სათაურის მერე რას ვუმკურნალოთ: ივანიშვილის “მანიაკალურ-დეპრესიულ ფსიქოზს”, ბიგვავას ალკოჰოლიზმს თუ იქნებ სტატიის ავტორის ჯანმრთელობისთვისაც მიგვეხედა ცოტა? 🙂

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

16 Responses to 5 გენიალური სათაური

  1. თორნიკე ამბობს:

    პირველადგილოსანი სათაური მუზეუმშია გასაშვები, თვით ვეშია ))

    მედიაზე სწავლა სათაურების დანახვისთანავე სხვა ხედვას რთავს – ანალიზში ვატარებ ხოლმე ყველა ჰედლაინს.

  2. snake ამბობს:

    აუ ვიხალისე! პირველი ადგილი გლიჯავს! 😀

    შენ მაგათზე ნუ ინერვიულებ, თავს გაუფრთხილდი!

  3. რა მანერვიულებს :დ იმდენს მაცინებენ, მაგათ თითო სტატიაზე 10 წელი მემატება 😀

  4. სივრცე ამბობს:

    პირველი ყველაზე კარგია ❤

  5. orange ამბობს:

    ვხოხავ, ვფორთხავ და რა ვიცი კიდე, უმაგრესია! :დ გააგრძელე რა, კიდევ დაწერე :დ

  6. bioblog.me ამბობს:

    რაღაც სპეციალური კურსები აქვთ ეტყობა დამთავრებული, სადაც სათაურების ასე წერას ასწავლიან )))

  7. siyvarulovna ამბობს:

    გეშველებათ რამე ქართველ ჟურნალისტებს? დ

  8. tamta jap. ამბობს:

    მოიძიე ხოლმე ესეთი “მარგალიტები”, კარგი მასალაა ))

  9. Chiamaria ამბობს:

    😀 :D:D მეხო დამეცი! ან მე რა შუაში ვარ…

  10. ლაშა ამბობს:

    გამარჯობა, მე “დრონი.ჯი”-ს რედაქტორი ვარ, ლაშა ბერულავა. ბავშვებო, დიდი მადლობა ვებ-გვერდის პოპულარიზაციისთვის, თქვენ ნამდვილად გეკუთვნით თანადგომის ჩანგალი!:) რაც შეეხება ბლოგის ავტორს, იქნებ გაერჩია, რომ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული მასალის ავტორი არა ჟურნალისტი, არამედ სპეციალისტია – სტატიის სათაურისა და ანონსის გარდა, შიგთავსიც უნდა ენახა და დარწმუნდებოდა, მით უმეტეს, თუ ბლოგის მიძღვნის ღირსად ხდიდა. რაც შეეხება დანარჩენს, გასაგებია, ბიძინაზე და რუსეთზე დაწერილი სტატიები რატომაც აირჩიეთ საილუსტრაციოდ – ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის. ისე კი, მიხარია, ჩვენი სათაურები რომ წლებს გმატებთ, იმედია, რაც უფრო მეტად მოგემატებათ წლები, მით უფრო უკეთ ისწავლით მშობლიურ ენას და უფრო გამართული ქართულით დაწერილ ტექსტებს შემოგვთავაზებთ, წარმატებები!

  11. ლაშა ამბობს:

    ჰო, კინაღამ გამომრჩა: თქვენი გენიალური ბლოგ-ტექსტის სათაურში სიტყვა “გენიალური” ბრჭყალებში უნდა ჩაგესვათ, თორემ ასე გამოდის, რომ მართლაც გენიალურ სათაურებზე ჰყვებით, ჩვენ კი, თავმდაბალ ხალხს, მაგხელა ამბიცია არ გვაქვს. აბა ჰე და აბა ჰო, თქვენ ხართ ვენახები:)))

  12. კომპას ამბობს:

    😦 მგონი ვიღაცას აწყენინე შენი პოსტით. ასეც არ შეიძლება, იქნებ როგორ იმოქმედა ადამიანზე…
    ლა ქნან ამათმაც კაჩო, უნდათ ფულები :3

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s