როგორ გავხდეთ პოპულარული

პოპულარულობის მოპოვების ძალიან ბევრი ხერხი არსებობს, მაგრამ მათ შორის ყველაზე ეფექტური, მაინც, კარგი PR კამპანიაა. ვხელმძღვანელობ რა, უკვე გამოცდილი მეთოდებით, ვცდილობ, დავხვეწო გამოყენებული ხერხები და მათ, ვინც პოპულარულობაზე ოცნებობს, მივაწოდო ჩემი მოკრძალებული 5–პუნქტიანი გეგმა, თუ როგორ გავხდეთ პოპულარულები.

  1. კვლევა
    1.1. ვიკვლევთ, რა მარშრუტკით წაიყვანა გოგა ხაჩიძემ ბლოგერები.
    2.2. რომელი კონიაკი იყიდა.
  2. მოქმედება
    2.1. ვქირაობთ უკეთეს მარშრუტკას (სასურველია, შიგნით იყოს Wi-Fi ან ტელევიზორი მაინც)
    2.2. ვყიდულობთ უკეთეს კონიაკს. ან ვისკის ან ბეილისს (უკეთესია, თუ ორივე ერთად) (ნუ, შეიძლება, კარგ კონიაკს არცერთი არ სჯობდეს, მით უმეტეს, თუ სუპერმარკეტში ვყიდულობთ, მაგრამ მაინც ვისკია რა).
    2.3. მივდივართ პოტენციურ ფანებთან სახლში (ასე უფრო ეფექტურია: ამით ვამბობთ, რომ ჩვენ უკეთ შეგვიძლია და უფრო თამამები ვართ), ვაკაკუნებთ, გამოგვყავს სახლებიდან და მივდივართ პირდაპირ ბაკურიანში (ბორჯომზე უფრო პრესტიჟულია)
  3. იქ ვაწყობთ დისკუსიას მაკდონალდსის ჩისბურგერების ან ელვისის ტაილანდური კერძების ფონზე (გამომდინარე იქიდან, რომ პოტენციური ფანების 90%–ს უყვარს ელვისი).
    3.1. ვიღებთ ფოტოს ყველასთან ერთად და მერე სათითაოდ.
    3.2. მთელს დისკუსიას ვიდეოკამერით ვიწერთ და შემდეგ ვაქვეყნებთ სოციალური ქსელით (ასე უფრო დამაჯერებელია). (იმ ადგილებს, სადაც ჭამის დროს წკლაპუნი ისმის, ვჭრით, ამით ვიგებთ ქრონომეტრაჟსაც, რადგან 1 საათიანი დისკუსიიდან გამოსაქვეყნებლად გვრჩება მხოლოდ 5 წუთი)
  4. Afterparty
    4.1. მივდივართ სათხილამუროდ ან საციგურაოდ (ვისაც როგორც უნდა). ეს გუნდაობაზე უფრო საინტერესო და მოგებიანიცაა.
    4.2. დაღლილზე ვთავაზობთ ჰეინიკენს, ან თუ ფული არ გვეყო, კარლსბერგს (არამც და არამც ნატახტარი!) თუ მაინცდამაინც, გაგვიჭირდა, შეიძლება, ნატახტარი გადავასხათ ჰეინიკენის ქილებში, მაინც ვერ მიხვდებიან განსხვავებას.
  5. დაბრუნება
    5.1. ვბრუნდებით თბილისში და მარშრუტკაში ჩართულია 90–იანი წლების პოპულარული მუსიკა. მაგ. ბეკი.
    5.2. ყველს სათითაოდ ვაცილებთ სახლში ლოგინამდე და ვაფარებთ საბანს.

5.3   საწოლის ახლოს ვდებთ ბორჯომის ბოთლს მეორე დილისთვის.

ამ ყველაფრამდე ვაქვეყნებთ ვიდეოს იუთუბზე, სადაც ვსაუბრობთ ჩვენს უკვე განხორციელებულ გეგმაზე. შემდეგ ვიკალათებთ სავარძელში, რადგამ ჩვენი პოპულარულობა ერთი–ათად გაიზარდა.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to როგორ გავხდეთ პოპულარული

  1. orange ამბობს:

    ძალიან ბევრი ვიცინე :დდდდ

  2. რკო ამბობს:

    😀 :DDDDD hahahahaa 😀 😀 kargiii xar

  3. siyvarulovna ამბობს:

    :დდდდდდდდდდდდდდდდდდდდდ

  4. prodigycow ამბობს:

    მე უფრო მარტივ ფორმულას გეტყვით:
    გავაკეთოთ ფეისბუქის პროფილი, მოვიფიქროთ რამე უცხოური სახელი და გვარი, პროფილის სურათად დავიყენოთ ვინმე ცნობილი ექსცენტრიული ტიპის ფოტო, დავიმეგობროთ რაც შეიძლება მეტი ადამიანი და სტატუსებში ვაგინოთ ყველას, მორწმუნეს და ათეისტს, მიშისტს და ბიძინისტს, გეის და ჰომოფობს, ბებერს და ახალგაზრდას, მემარცხენეს და მემარჯვენეს და ა.შ. ამით ჩვენ სხვების თვალში ავმაღლდებით ყველაზე და პოპულარული გავხდებით.
    ხო, შიგადაშიგ პაზოლინის და ფელინის ფილმები “დავაშეაროთ” და კაფკა საყვარელ მწერლებში დავამატოთ.

  5. როდე ამბობს:

    მინდა ყველაზე პოპულარული ვიყვეე ;დ

  6. Floydian-girl ამბობს:

    “თუ მაინცდამაინც, გაგვიჭირდა, შეიძლება, ნატახტარი გადავასხათ ჰეინიკენის ქილებში, მაინც ვერ მიხვდებიან განსხვავებას.”
    განსაკუთრებით ამ მომენტზე ვიცინე 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s