ლიდერი ყოველთვის მართალია

ფილმის რეცენზია არასდროს დამიწერია, მაგრამ ვეცდები ერთ ძალიან კარგ დოკუმენტურ ფილმზე მოკლედ გელაპარაკოთ და გირიოთ, ნახოთ.

სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმი “ლიდერი ყოველთვის მართალია”, პატრიოტთა ბანაკშია გადაღებული. გარდა იმისა, რომ სანახავად ძალიან საინტერესოა, ფილმი ძალიან მაგარია ბევრი მიზეზის გამო: თემა თავისთავად ძალიან კარგია. კარგად არის შერჩეული ბანაკი, რაზმი, რაზმის ლიდერი (რომელიც ყოველთვის მართალია), მთავარი გმირი, 13 წლის ბავშვი (მგონი ერთადერთი ნათელი წერტილი მთელ ბანაკში, რომელიც თუ ასე გააგრძელებს, ძალიან მაგარი როჟა გაიჩითება). ფილმის დასასრული, რომელიც ასევე ძალიან მაგრად არის მოფიქრებული და კარგად ჩანს მთელი ის იერარქიები, რაც ჩვენს მსგავს სახელმწიფოს ახასიათებს.


აქვე ჩემი პატარა აზრი და ამბავი გამოდილებიდან

2007-ში თუ 2008ში მეც ვიყავი პატრიოტების ბანაკში. სანამ წავიდოდი, მამაჩემი მეუბნებოდა, რად გინდა მანდ, ჩვეულებრივი პროპაგანდა იქნება, არჩევნებისთვის წლებით ადრე იმზადებენ ხმებსო. მე კიდევ ვეუბნებოდი, რა პროპაგანდა, გავერთობი და წამოვალ მეთქი. კარგი, შენ თვითონ ნახავო, მითხრა და წავედი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, იქ ყოფნის ასე, მე-5 თუ მე-6 დღეს, შეგვკრიბა ბანაკის ხელმძღვანელმა (მოგვიანებით ეგ ტიპი კახეთის გუბერნატორი გაიჩითა, გიორგი ბოტკოველი, როგორც მახსოვს) და გვეუბნება:

– მოგწონთ ბანაკი?
– კი
– გართობა კარგია?
– კი
– საჭმელი კარგია?
– კი.
– ჰოდა ასე კარგი რომაა ყველაფერი, შემდეგ არჩევნებზე ნათელაშვილს ხომ არ მისცემთ ხმასო (თან იცინის, ვითომ ნახევრად ხუმრობით ამბობს).

(დაბრუნებულზე მამაჩემს ხელი ჩამოვართვი, მეთქი ჩუმად ვარ) 🙂

დასკვნა

ეს პატრიოტების ბანაკი სახელმწიფოს ერთგვარი (და ერთერთი) მიკრო მოდელია, სადაც ძალიან კარგად შეიძლება დაკვირვება და დასკვნების გამოტანა იმის შესახებ, თუ რა ძალებითა და საშუალებებით იმართება სახელმწიფო. რა არის სინამდვილეში ის, რასაც ჩვენ, საზოგადოებას, გვტენიან, როგორც დემოკრატიას. ბავშვებს (საზოგადოებას), ტვინს ურეცხავენ ლიდერები (დიდი იმედი მაქვს, ყველა ასეთ არაა, მაგრამ უმეტესობა, ფაქტია, რომ არის), ლიდერებს იმათი ლიდერები, იმათ ლიდერებს კიდევ უფრო ლიდერები და ა.შ.

ფილმი ყველაზე მეტად იმიტომ მომეწონა, რომ ძალიან კარგად არის ნაჩვენები, დიქტატურის კლასიკური ელემენტები: როგორ ჰპირდებიან ბავშვებს, რომ ისინი აუცილებლად გახდებიან ლიდერები, რომ აუცილებლად გაუწევენ რეკომენდაციას, ოღონდ მთავარია “კარგად მოიქცნენ”. კარგად მოქცევა კი ნიშნავს, დაემორჩილო რეჟიმს. ერთი შეხედვით, ამ პატრიოტული ბანაკების რეჟიმი შემოიფარგლება დილით ადრე ადგომით, ვარჯიშით,ჰიმნის სიმღერით და რაღაც აქტივობებით, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს ყველაფერი იქცევა ერთ დიდ ტვინისმრეცხავ აქტად, რომელიც უმეტეს შემთხვევაში კარგად მოქმედებს. მთელი ეს ფსევდოპატრიოტული, პათეტიკური გამოსვლები, “ჩვენ შემდეგ წელს ბანაკს სოხუმში გავაკეთებთ” და ა.შ. კიდევ სხვა არაფერია, თუ არა Brainwashing.

“თუ არ იქნებით ერთი გუნდი, თქენ თუ ვერ გაუძლებთ სიძნელეებს და თქვენ თუ პატარა წინააღმდეგობაზე დაიწყებთ პროტესტის გამოთქმას, ვერანაირად, ერი, რომელიც მხოლოდ სოციალურ პრობლემებზე იქნება დაფუძნებული, ვერ გააკეთებს საერო საქმეს, გასაგებია?”. ეს წინადადება კი, რომელსაც ბანაკის ლიდერი ბავშვებს ეუბნება, მგონი მთელი ფილმის საკვანძო წინადადებაა.

მოკლედ, ძალიან ბევრი ვილაპარაკე მგონი, ფილმს რომ ნახავთ, თვითონაც მიხვდებით, რასაც ვგულისხმობ.

იმ ბავშვს,  ფილმის მთავარ გმირს, კი ჩემი დიდი სიმპათია!

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in რეცენზია and tagged , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to ლიდერი ყოველთვის მართალია

  1. M.K. ამბობს:

    საინტერესო და დამაფიქრებელი პოსტია, მაგრამ მაინც brainwashing ასე იწერება მგონი 🙂

  2. salolas ამბობს:

    ^_^ ერთი სული მაქვს, სახლში მივიდე და ვუყურო 🙂

  3. temidaoficial ამბობს:

    vaime cudad var 😦 zalain didi diskriminaciis qveshaa axalgazrdebi : vnatrobdi rom iq vyofiliyavi da pasuxi gameca titoeuli lideristvis 😦 ubralod agmashpota

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s