7 იდუმალი ადგილი დედამიწაზე

ყველას გვსმენია მსოფლიოს ერთერთი ყველაზე იდუმალი ადგილის, ბერმუდის სამკუთხედის შესახებ. ადგილზე, რომელიც ყლაპავს ყველაფერს, რაც კი მიუახლოვდება და მიაქვს იქ, სადაც ლეგენდების თანახმად დრო და სივრცე ირღვევა. თუმცა ბერმუდის სამკუთხედი არ არის  ერთადერთი ასეთი ადგილი დედამიწაზე. ჩვენს პლანეტაზე კიდევ ბევრი და ბევრად იდუმალი ადგილი არსეობს.

7. ცრურწმენების მთა – აღმოსავლეთ ფენიქსი, არიზონას შტატი, აშშ

1

ლეგენდის თანახმად, მეცხრამეტე საუკუნეში, ვინმე ჯეიკობ ვოლცმა ამ ადგილას ოქროს საბადო აღმოაჩინა. საბადოს ადგილმდებარეობა მას არავისთვის გაუმხელია და საიდუმლო სამარეში წაიღო (თუმცა ზოგი ლეგენდა ამბობს, რომ მან ეს საიდუმლო ერთადერთ ადამიანს გაუმხილა). მიუხედავად იმისა, რომ  ლეგენდის გადასამოწმებლად  ამ მთაზე ძალიან ბევრი ექსპედიცია ჩატარდა, ოქროს საბადო ვერ აღმოაჩინეს, თუმცა ადგილობრივებს სჯერათ, რომ იმ ადამიანების სულები, რომლებმაც ოქროს ძებნას სიცოცხლე მიუძღვნეს ჯერ კიდევ დაბორიალობენ განძის აღმოსაჩენად. აბორიგენი ამერიკელების ლეგენდა იმასაც კი ამბობს, რომ მთის საგანძურს იცავენ ქმნილებები, რომლებსაც “ტურ-ტუმები” (“პატარა ადამიანები) ეწოდებათ, ზოგი ლეგენდა კი იმასაც კი ამბობს, რომ ჯოჯოხეთის კარიბჭე სწორედ ამ მთის ერთერთ გამოქვაბულში.

6. ანჯიკუნის ტბა – ჩრდილოეთ კანადა

2

1930 წელს, მონადირე, სახელად ჯო ლეიბლი ღამის გასათევს ეძებდა და გადაწვიტა ადგილი უახლოეს სოფელში, ინუიტში ეპოვა. თუმცა მონადირე ძალიან გაკვირვებული დარჩა, როდესაც ადგილზე მისულს სოფლის მცხოვრები 2000-მდე ადამიანი უკვალოდ გამქრალი დახვდა. ლეიბლმა მაშინვე გაგზავნა ტელეგრამა ამის შესახებ და გამოძიებაც დაუყოვნებლივ დაიწყო. თუმცა მაძებრებმა სოფლისგან 300 ფუტის მოშორებით 7 ძაღლის გვამის გარდა ვერაფერი იპოვეს. საკვირველი ის იყო, რომ ეს ძაღლები შიმშილისგან იყვნენ დახოცილები, არადა სოფლის ყველა სურსათის მაღაზია ღია და ხელუხლებელი იყო. ლეგენდა ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობა სწორედ ანჯიკუნის ტბამ “ჩაყლაპა, რომლის მიდამოებშიც ინუიტი იყო აშენებული. ზოგი ლეგენდის თანახმად, სწორედ იმ დროს, როდესაც სოფლის მცხოვრებლები უნდა გამქრალიყვნენ, ტბის თავზე უცნაური ნათება შეინიშნებოდა.

5. ეშმაკის ზღვა (ან დრაკონის სამკუთხედი) – ატლანტის ოკეანე

3

ამ ადგილს, რომელიც იაპონიის სანაპიროსთან მდებარეობს, იდუმალებას ისიც სძენს, რომ ცნობილ ბერმუდის სამკუთხედთან საკმაოდ ახლოსაა. ე.წ. დრაკონის სამკუთხედი სავსეა ისეთი ფენომენებით, როგორიცაა მაგნიტური ანომალიები,  აუხსნელი გამოსხივება და, რა თქმა უნდა, უგზო უკვლოდ გამქრალი ადამიანები.  1952 წელს, იაპონიის მთავრობამ ადგილის გამოსაკვლევად ხომალდი, სახელად “კაიო მარუ #5” გაუშვა, თუმცა მკვლევართა 31 კაციანი ჯგუფი მას შემდეგ არავის უნახავს. ამ ადგილთან დაკავშირებული მეორე ამბის თანახმად, ყუბილაი ყაენმა, რომელმაც იაპონიაში შეჭრა სწორედ ეშმაკის ზღვის გავლით გადაწყვიტა, ამ ადგილას 40 000 მეომარი უგზო უკვლოდ დაკარგა. ამ ანომალიის ახსნას ბევრი თეორიით ცდილობენ, მათ შორის უცხოპლანეტელების, პარალალური განზომილების და იდუმალი ქალაქის, ატლანტიდის შესახებ.  მანამდე კი დრაკონის სამკუთხედი ადამიანების “ყლაპვას” აგრძელებს.

4. მიჩიგანის სამკუთხედი – მიჩიგანის ტბა, აშშ

4

კაპიტან დონერის ამბავი: 1937 წლის 8 აპრილს, კაპიტანი ჯორჯ დონერი, პენსილვანიიდან პორტ ვაშინგტონის მიმართულებით მიფრინავდა და გზად მიჩიგანის ტბისთვის უნდა გადაეფრინა. მოულოდნელად კაპიტანმა ძლიერი დაღლილობა იგრძნო და თანაშემწეს სთხოვა, მისი ადგილი დაეკავებინა, სანამ ის თავის კაბინაში ისვენებდა.  დანიშნულების ადგილას მისულ თანაშემწეს კაბინა ცარიელი დახვდა. კაპიტანი დიდი ძებნის მიუხედავად ვეღარსად იპოვეს.

რეისი 2501:  1950 წლის 23 ივნისს, ჩრდილო-დასავლეთის ავიახაზების რეისი 2501, ბორტზე 58 მგზავრით ნიუ იორკიდან მინიაპოლისისკენ მიფრინავდა, როდესაც უამინდობის გამო კურსის შეცვლა და მიჩიგანის ტბის თავზე გადაფრენა მოუწია.  დაახლოებით შუაღამისას, ბორტმა, მოულოდნელად, ცენტრისგან 3500 მეტრიდან 2500 მეტრზე დაშვების ნებართვა ითხოვა, მიზეზის დაზუსტების გარეშე. ხომალდმა ნებართვა ვერ მიიღო, თუმცა ეს კავშირი რეისი 2501-ის ისტორიაში უკანასკნელი აღმოჩნდა. რამდენიმე დღეში თვითმფრინავი მიჩიგანის ტბაში იპოვეს. ავარიის მიზეზი ვერ დადგინდა, რადგანაც ხომალდი ტექნიკურად სრულიად გამართული იყო.  ზემოთ მოყოლილ ორივე ანომალიას სწორედ მიჩიგანის სამკუთხედს უ კავშირებენ.

3. სენტ ლუის ველი – სამხრეთ კოლორადო, აშშ

5

ეს ერთერთი ყველაზე იდუმალი ადგილია დედამიწაზე, რომლის მცხოვრებლებიც ირწმუნებიან, რომ ძალიან ხშირად ხედავენ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს. გარდა ამისა, ამ ცხოველები გაურკვეველ ვითარებაში მუდმივად იხოცებიან.

ყველაფერი 1967 წელს დაიწყო, როდესაც ერთერთი ადგილობრივი მცხოვრების ცხენი, სახელად სნიფი ერთ დილას ველზე მკვდარი იპოვეს. ცხოველის გვამს ტვინი და კისრის ძვლები ამოცლილი ჰქონდა. მას შემდეგ ასეთ ვითარებაში ათასობით ცხოველი დაიხოცა. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ გვამის ახლო-მახლო არასდროს იყო სისხლის ერთი წვეთიც კი, ხოლო ყველა ცხოველი მხოლოდ ღამღამობით იხოცებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ  ადგლს მეცნიერები ჯერაც უშედეგოდ იკვლევენ, ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ღამღამობით  ხშირად ხედავენ უცნაურ ნათებას და თავიანთი შინაური ცხოველების იდუმალ სიკვდილს უცხოპლანეტელებს უკავშირებენ.

2. ბენინგტონის სამკუთხედი – სამხრეთ-დასავლეთ ვერმონტი, აშშ

6

კიდევ ერთი იდუმალი სამკუთხედი, რომელთანაც 1945-1950 წლებში ხუთი იდუმალი “გაუჩინარებაა” დაკავშირებული.

1945 წლის 12 ნოემბერს, 75 წლის მიდი რივერსი მონადირეებს მიუძღვებოდა. უკანა გზაზე მან ჯგუფს ოდნავ გაასწრო, რის შემდეგაც რივერსი აღარავის უნახავს. ერთადერთი რაც მისგან დარჩა, სანადირო თოფია, რომელიც მონადირეებმა ნისლში იპოვეს.

ბენინგტონის მცხოვრები, 18 წლის პაულა უელდენი, რომელიც 1946 წლის 1 დეკემბერს  სახლიდან პიკნიკზე გავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს. ზუსტად 3 წლის შემდეგ, 1949 წლის 1 დეკემბერს, ომის ვეტერანი, ჯეიმს ე. ტეტფორდი, ნათესავებისაგან შინ ბენინგტონში  ბრუნდებოდა. ის უკანასკნელად ავტობუსის გაჩერებაზე ნახეს, თუმცა როდესაც ავტობუსი გაჩერებასთან მივიდა, ის იქ აღარ იყო. მას შემდეგ აღარავის უნახავს.

1950 წლის ოქტომბერში ამ მიდამოებში უგზო უკვლოდ გაუჩინარდა კიდევ ორი ადამიანი: 8 წლის პოლ ჯეპსენი და ფრიდა ლენგერი.  ეს უკანასკნელი იყო ერთადერთი, რომლის ცხედარიც გაუჩინარებიდან 6 თვის შემდეგ აღმოაჩინეს, თუმცა ის იმდენად იყო დაზიანებული, რომ სიკვდილის მიზეზი ვერ დადგინდა.

1. ბრინგუოლერის სამკუთხედი –  სამხრეთ მასაჩუსეტსი, აშშ

7

იდუმალ “სამკუთხედებს “ სამკუთხედებს შორის ერთერთი ყველაზე დიდი, ბრინგუოლერის სამკუთხედია, რომელიც სამხრეთ მასაჩუსეტსის ტერიტორიის  დაახლოებით 200 კვადრატულ მილს იკავებს.

 1970 წლის შემდეგ ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ ხშირად ხედავენ გიგანტურ, ბანჯგვლიან არსებებს, რომლებიც ახლომახლო დაბორიალობენ. გარდა ამისა, მათი მტკიცებით, ასევე ხშირია გაურკვეველი წარმომავლობის გიგანტური ფრინველები, რომლებიც ძალიან გვანან მილიონობით წლის წინ გადაშენებულ პტირადაქტილს. 1970 წელს ერთერთი ადგილობრივი ამტკიცებდა, რომ ნახა უზარმაზარი, წითელთვალება ძაღლი, რომელმაც მის ორ პონის კისერი გადაუმტვრია.

გარდა უცნაური არსებებისა, ბრინგუოლერის სამკუთხედზე ასევე ხშირია ცხოველების უცნაურ ვითარებაში სიკვრილი. ადგილობრივები ასევე ირწმუნებიან, რომ ხშირად ხედავენ UFO-ს (ამოუცნავ მფრინავ ობიექტს) და ანომალიებს სწორედ უცხოპლანეტელებს აბრალებენ.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in შემეცნება and tagged , , , , . Bookmark the permalink.

3 Responses to 7 იდუმალი ადგილი დედამიწაზე

  1. Rusa ამბობს:

    მე და შენც რომელიღაც სამკუთხედში დავეკარგეთ ერთმანთს, ქაზინ :))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s