მე თქვენ… მიყვარხართ, თქვენო ღირსებავ

მე შენ მიყვარხარ, ჩემო ქვეყანავ, აგერ უკვე თითქმის ერთი საუკუნეა, მძღნერში რომ ცხოვრობ და გვარწმუნებ, რომ მძღნერი სასარგებლოა შენი ჯანმრთელობისთვის.

მე შენ მიყვარხარ, საქართველოვ, შენი ქართველებით, ნაციონალიზმით, შოვინიზმით, ნაციზმით, რადიკალიზმით… მიყვარხარ სტუმართმოყვარეობისა და კაცთმოყვარეობის უდიდესი ტრადიციით… 1918 დამოუკიდებლობის დეკლარაცით, რომელშიც საქვეყნოდ აცხადებ, რომ შენ ყველა გიყვარს განურჩევლად მისი რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა ნებისმიერი კუთვნილებისა.

მე თქვენ მიყვარხართ, ჩემო თანამოქალაქეებო, თავი რჩეული ერის შვილები რომ გგონიათ. ზუსტად ისე, როგორც თავის დროზე ჰიტლერს ეგონა. სინამდვილეში კი ეს ილუზიაა, არასრულფასოვნების კომპლექსით გამოწვეული.

მე თქვენ მიყვარხართ, ჩვენო პოლიტიკოსებო, ასე თავდადებით რომ ზრუნავთ ჩვენს კეთილდღეობაზე, თუმდა საბოლოოდ, რატომღაც, მხოლოდ თქვენ ხართ კეთილ დღეში.

მე თქვენ მიყვარხართ, ჩვენო ახლანდელო, წინა, იმის წინა და ყველა უწინდელო მთავრობებო, თქვენსავე რევანშიზმსა და შურისმაძიებლობას ქვეყნის აყვავების დაუძლეველი სურვილით რომ აპრავებთ.

მე შენ მიყვარხარ, ჩემო ეკლესიავ, ასე კარგად რომ გაქვს გამჯდარი ქრისტეს მოძღვრება, განსაკუთრებით „გიყვარდეს მტერი შენი“. და ხვალ კი, რომ მართლა მოვიდეს, შენ თვითონ აცვამ ქრისტეს ჯვარს.

მე თქვენ მიყვარხართ, გამპრავებლებო, ეს ოდესღაც სიურრეალისტური სიტყვა კონკრეტულ პროფესიად, მეტიც, ცხოვრების აზრად რომ გადაიქციეთ.

მე თქვენ მიყვარხართ, ჟურნალისტებო, რომ გგონიათ, რამე განსაკუთრებულს აკეთებთ, სინამდვილეში კი მხოლოდ იმას ამჩნევთ, რაც ზედაპირზეა, ჩაყვინთვა კი გეზარებათ: საამისოდ არც გამბედაობა გყოფნით, ამის არც სურვილი გაგაჩნიათ.

მე შენ მიყვარხარ, ჩემო მედიავ: ტელევიზიავ, 50-იანი წლების მაუწყებლობის პრინციპს რომ ვერ გასცდი; ბეჭდურო მედიავ, 80-იანებში რომ ხარ ჩარჩენილი და კომპიუტერი შენთვის საბეჭდი მანქანაა და მეტი არაფერი; ინტერნეტ მედიავ, აქამდე რომ ვერ გაგიგია, რისთვის არსებობ. შენც მიყვარხარ  რადიოვ, ცოცხალ-მკვდარო, ძლივს რომ სუნთქავ.

მე თქვენ მიყვარხართ, კორპორაციებო და კორპორაციულო ვირთხებო! თქვენი საზიზღარი, კარიერისტულ აზრებში მონებივრე ტვინებით; თქვენ ღრმად გწამთ, რომ ყველასთვის და ყველაფრისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებთ, არადა იმასაც ვერ ამჩნევთ, რომ მუდმივად ბეწვის ხიდზე გადიხართ, რომ სინამდვილეში თქვენი ერთი მცდარი ნაბიჯიც საკმარისია, რათა თავიც დაიღუპოთ და თქვენი მაცოცხლებელი კორპორაციაც თან გადაიყოლოთ.

მე თქვენ მიყვარხახრთ, შეფებო და ბოსებო, პრეზიდენტებო და მენეჯერებო, დიდებო და უდიდესებო, ძლევამოსილებო… მე თქვენ უბრალოდ მიყვარხართ. ძალიან, ძალიან მიყვარხართ!

მე თქვენ მიყვარხართ, ნაცებო და ქოცებო, მიშისტებო და ბიძინისტებო, თქვენი უმწიფარი  აზროვნებით, გადამწიფებული ერთგულებით, არჩევნებიდან არჩევნებამდე რომ სულდგმულობთ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე საუბრობთ, სინამდვილეში კი თვითონ თავყანს სცემთ კერპებს და ირგვლივაც კერპთაყვანისცემლობას ნერგავთ.

მე შენ მიყვარხარ, ჩემო ქვეყანავ! ძალიან, ძალიან მიყვარხარ!

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to მე თქვენ… მიყვარხართ, თქვენო ღირსებავ

  1. winterwillend ამბობს:

    მე კიდევ თქვენი საერთოდ,საერთოდ აღარ მჯერა,არავისი,მიუხედავად იმისა რომ მეც მიყვარხართ.

  2. melanqoliaa ამბობს:

    დამბურძგლავი პოსტი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s