ინტერვიუ კვენტინ ტარანტინოსთან: “ეს მახინჯი კინემატოგრაფიაა”

კვენტინ ტარანტინოსთან ეს ინტერვიუ ვებგვერდზე, The Talks, 2013 წლის 28 ოქტომბერს გამოქვეყნდა. დღეს შემთხვევით გადავეყარე, მომეწონა და ვიფიქრე, საინტერესო იქნებოდა, ქართულად გადმომეთარგმნა. მართალია, მხატვრული თარგმანის დიდოსტატი ვერ ვარ, მაგრამ მგონი შეიძლება წაკითხვა. ისიამოვნეთ 🙂 პ.ს. დღეს ფორთ(ო)ხლების ბლოგის მე-4 დაბადების დღეა, გილოცავთ. quentin-tarantino ბატონო ტარანტინო, თქვენი ფილმებიდან გამომდინარე მინდა გკითხოთ, ქალების ფეხებით ხართ შეპყრობილი? არც ვმალავ. თუ დავფიქრდებით, რეჟისორებზე, ვისი ფეხებზე გაგიჟებაში დადანაშაულებაც შეიძლება, ესენია, ალფრედ ჰიჩკოკი, ბუნუელი, სემუელ ფიულერი – მშვენიერი ჯგუფია. და ეს მეტყველებს, რომ ისინი ძალიან კარგი კინორეჟისორები იყვნენ, იმიტომ, რომ იცოდნენ, საით მიემართათ კამერა. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ფეხებს და ტრაკს ჩემს ფილმებში თანაბარი დრო ეთმობა. ისევე, როგორც ძალადობას.

მე უბრალოდ ჩემს საქმეს ვაკეთებ და ამბებს გიყვებით. მე მიყვარს ჟანრებში ჩაძრომა და ქვეჟანრებში ჩასვლა. ჟანრები, რომლებზეც მიმუშავია, სენსაციური, ძალადობრივი ხასიათი ჰქონდა: გნებავთ კრიმინალური ფილმები, ფილმები კუნგ ფუზე, სამურაებზე, სლეშერებზე, მანქანით დევნაზე – ისინი ბუნებრივად მიილტვიან ამისკენ. თუ თრილერებზე ვსაუბრობთ, ეს ჟანრები გულის გამაჩერებელი, ძალადობრივები არიან. ეს მომწონს. მაგრამ რაც შეეხება ჯეკი ბრაუნს, აქ ძალადობა არ არის, ეს ფილმი მთლიანად პერსონაჟზეა.

რა არის ასეთი თვალსაჩინი პრესონაჟების შექმნის თქვენი რეცეპტი? პირდაპირი პასუხი ამაზე არ მაქვს, მაგრამ… მე მწერალი ვარ. აი რას ვაკეთებ. მწერლის საქმე არამხოლოდ საკუთარ თავზე წერაა. ის ირგვლივ სხვა ადამიანებს უნდა დააკვირდეს, აღმოაჩინოს ისინი – თუ როგორ ლაპარაკობენ, რა ფრაზებს იყენებენ. ჩემი თავი ღრუბელივითაა: მე ვუსმენ ყველას საუბარს, ვუყურებ მათი ქცევების თავისებურებებს, როდესაც ხუმრობენ, ვიმახსოვრებ. როდესაც მათი ცხოვრებიდან საინტერესო ამბებს მიყვებიან, ამასაც ვიმახსოვრებ. და თუ დაგავიწყდათ? მაშინ, ალბათ, არც ღირდა დამახსოვრებად. საქმე ისაა, რომ ყველაფერი ჩემს თავშია – ექვს თვეში იქნება, თუ ხუთი წლის შემდეგ, როდესაც ვჯდები და ახალ პერსონაჟებს ვქმნი, ჩემი კალამი ანტენასავით ხდება: ის იღებს ინფორმაციას და უცებ ყველა ეს პერონაჟი მეტ-ნაკლებად სრულად ყალიბდება. მე მათს დიალოგებს კი არ ვწერ, არამედ ერთმანეთთან ვასაუბრებ. დავუბრუნდეთ ძალადობას.  თქვენ თვითონ რისი გეშინიათ? ჩემი ნომერ პირველი შიში – ალბათ ყველაზე ძლიერი შიში იმ ირაციონალურ შიშებს შორის არის… ვირთხების მეშინია. მართლა? ეს ერთადერთი რამაა, რასაც ცუდად მხდის. ახლა ამ მაგიდაზე ვირთხა რომ გაჩნდეს, რომელიმე გოგოს კალთაში ჩავუხტებოდი, ან მხრებზე შევადგებოდი და ძუკნასავით ვიკივლებდი. კოშმარები თუ დაგსიზმრებიათ? ძალიან, ძალიან დიდი ხანია, აღარ. როცა პატარა ხარ და კოშმარი გესიზმრება, მიდიხარ და მშობლების საწოლში ძვრები, მაგრამ დედაჩემი ძალიან მკაცრი იყო. როდესაც გარკვეულ ასაკს მივაღწიე, ჩემი საკუთარი ლოგინი მომიჩინეს და მივხვდი, რომ კოშმარების ნახვის კომფორტი აღარ მექნებოდა, რადგან დედაჩემის ლოგინისკენ ვეღარ გავიქცეოდი. უმეტესწილად ამიტომაც შევწყვიტე კოშმარების დასიზმრება. ოდესმე ბავშვს იყოლიებთ, თუ ფიქრობთ, რომ ისინი მხოლოდ ფილმების გადასაღებ დროს წაგართმევენ? ვნახოთ, რა მოხდება, მაგრამ მთელი ცხოვრება ფილმების გადაღებას არ ვაპირებ. მინდა, ასე, 60 წლისამ შევწყვიტო. დარწმუნებული ხართ? არა, მაგრამ ეს ერთგვარი გეგმაა. არ მინდა, ბებერი რეჟისორი ვიყო, რომელიც ბებრულ ფილმებს იღებს და ვერ ხვდება, რომ უკვე წასვლის დროა. არ მინდა ჩემს ფილმოგრაფიას ბებრული რამეებით დედა მოვუტყნა. თუ 62 წლის ასაკში ფილმის გადაღება მომინდება და შემეძლება, ვიზამ. მაგრამ მინდა არენა ტრიუმფალურად დავტოვო. მინდა ის ტიპი ვიყო, ვისაც ახლა ხედავთ, ტიპი, რომლებიც ფილმებს ქმნის და არა ვიღაც გაცვეთილი მასტი. მაგ დროისთვის მირჩევნია, უბრალოდ ვწერო. ვწერო წიგნები კინოზე, ვწერო ნოველები, ვიყოლიო ბავშვები. დაახლოებით რამდენი ფილმი გექნებათ მთელი ცხოვრების მანძილზე ნანახი? აზრზე არ ვარ და არც ვეცდები დავითვალო. 17-დან 22 წლამდე მქონდა სია, სადაც წლის განმავლობაში კინოთეატრებში გასულ ყველა ფილმს ვწერდი, რომელიც ნანახი მქონდა. თუ ახლად გამოსული ფილმი იყო, ციფრს ვამრგვალებდი. ვარჩევდი ფილმებს და ვაჯილდოებდი. მაშინ სულ ერთი და იგივე რაოდენობა იყო, 197 ან 202. აი მაშინ გავტყდი და მე თვითონ დავიწყე თამაში. იმ დროს, როდესაც ყველაზე ხშირად დავდიოდი კინოში, საშუალოდ 200 გამოდიოდა. ვფიქრობ, სწორი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ საკმაოდ მაღალი ციფრია. რომელია თქვენი 3 უსაყვარლესი ფილმი? ამ წამს მეკითხებით და გეტყვით, იმ სამს, მაგრამ ხვალ ან ექვსი საათის შემდეგ რომ მკითხოთ, სულ სხვა რამეს გიპასუხებთ. და რომლებია ამ წამს? ვიტყოდი, „ებოტი და კოსტელო ხვდებიან ფრანკენშტეინს“, რადგან პატარა ბიჭი ვიყავი, როდესაც ეს ფილმი ვნახე და მაშინ ჩემი საყვარელი ფილმი იყო. ნაწილობრივ იმიტომ, რომ ჟანრების აღრევაა – ებოტის და კოსტელოს ამბავი ძალიან სასაცილოა და როდესაც ფრანკენშტეინის მონსტრი ჩნდება, ფილმი საკმაოდ საშიში ხდება. როდესაც 5 წლის ვიყავი, არ ვიცოდი, რომ ჟანრებს ვასხვავებდი მაგრამ როგორც ჩანს, შემეძლო. ზუსტად ამას ვაკეთებ მთელი კარიერის მანძილზე – ჟანრებს ერთმანეთში ვურევ. ასევე, გამოვარჩევდი „ტაქსის მძღოლს“. თუ რატომ, ცოტა ძნელი სათქმელია. შეუძლებელია, ამ ფილმის ხიბლი ორ წინადადებაში მოაქციო. მე ვიტყოდი, ეს ალბათ ყველაზე მხატვრული, პერსონაჟების ყველაზე კომპლექსური კვლევაა კონოს ისტორიაში იმ ფულით, რომელიც მქონდა. მხოლოდ მხატვრულ ნაწარმოებში შეგხვდებათ ასეთი პერსონაჟი. მაგრამ ამავე დროს გასართობადაც კარგი ფილმია – მთელი ფილმის განმავლობაში იცინი. და ბოლო ფილმი, როგორც ყოველთვის ვამობობ, არის „კარგი, ცუდი და მახინჯი“ არის, რომელიმე ჟანრი, რომელიც არ მოგწონთ? ყველაფერი არ მიყვარს. მიყვარს ისტორიული ფილმები, მაგრამ არა კოსტიუმირებული დრამები. კიდევ ერთი ჟანრი, რომელსაც არ ვაფასებ, ბიოგრაფიული ფილმებია. ეს მხოლოდ კარგი საშუალებაა მსახიობებისთვის ოსკარის მოსაგებად. ეს მახინჯი კინემატოგრაფიაა. რატომ?

ყველაზე საინტერესო ადამიანის ამბავიც კი, თუ მის ცხოვრებას თავიდან ბოლომდე ყვები, დედამოტყნულად მოსაწყენი გამოდის. თუ ამას აკეთბ, მათი ცხოვრების კომიქსური ვერსია უნდა გააკეთო. მაგალითად, თუ ელვის პრესლიზე იღებ ფილმს, არ არის საჭირო, მთელ მის ცხოვრებას მოჰყვე. გადაიღე ფილმი იმ დღეზე, როდესაც ელვის პრესლიმ Sun Reords-ის სტუდიაში შეაბიჯა. მოყევი მთელი დღე იქამდე, სანამ ელვის პრესლი Sun Records-ში შევიდოდა და დაამთავრე ფილმი მაშინ, როდესაც მან კარებში შეაბიჯა. აი ეს არის ფილმი.

თქვენს ცხოვრებაზე რომ ფილმი გადაეღოთ, ესეც მოსაწყენი იქნებოდა? ალბათ გამიხარდებოდა, მაგრამ არ ვუყურებდი.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in თარგმანი, ინტერვიუ, ფილმი and tagged , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s