ლარს ულრიხი – „ჯერ კიდევ ასე კარგია“ (პირველი ნაწილი)

ძალიან საინტერესო ინტერვიუ ჯგუფ მეტალიკის (Metallica) შემქმნელთან და დრამერთან, ლარს ულრიხთან (Lars Ulrich). ინტერვიუ 2013 წლის 21 ნოემბერს გამოქვეყნდა საიტზე The Talks. ულრიხი მეტალიკის ადრეულ წლებზე, ხელოვნებით მის დაინტერესებასა და სხვა საინტერესო ამბებზე საუბრობს.

LarsUlrich
ნაწილი პირველი

ლარს, ხელოვნება ყოველთვის გაინტერესებდათ?

მე ხელოვნებით ძალიან მდიდარ ადგილას გავიზარდე. გვიან 60-იანებში, კოპენჰაგენი სავსე იყო მუსიკით, ხელოვნებითა და კულტურაზე ამბებით, რომელიც მსოფლიოში იხდებოდა. ასე რომ, ძალიან ვიყავი დაინტერესებული, მაგალითად, უორჰოლით. მახსოვს, ასევე, ძალიან პატარა ვიყავი, როდესაც ჩემი მსობლები მაცნობდნენ ისეთ ხელოვანებს, როგორიცაა, მარკ შაგალი და ა.შ.

2004 წელს გადაღებულ ფილმში, Some Kind of Monster (ერთგვარი მონსტრი), თქვენ გადაგიღეს, თუ როგორ გამოგქონდათ აუქციონზე თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების 13 მილიონ დოლარზე ძვირად ღირებული კოლექცია. როდეს დაიწყეთ ამ ნამუშევრები შეგროვება?

80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დასაწყისში თვითმფრინავით მოგზაურობაში ძალიან დიდ დროს ვატარებდი. სწორედ მაშინ დავიწყე არტ ჟურნალებისა და კატალოგების თვალიერება. ვიღებდი სოსბისა და კრისტის კატალოგებს და ვათვალიერებდი ყველაფერს, რაც მომწონდა. ჩემს ბავშვობაში მშობლებს სასადილო ოთახში უორჰოლის ნამუშევარი ეკიდათ, მაგრამ როდესაც ისინი დაშორდნენ, მე კი წავედი, რომ მეტალიკა ჩამომეყალიბებინა, გაყიდეს. როდესაც მეტალიკასთან ერთად შემოსავალი გამიჩნდა, გადავწყვიტე, ამ ნამუშევრის კვალს გავყოლოდი. უორჰოლის ამ ნახატზე სამი ვაშლი დახატული, რომელიც ჩვენ სამს – მე, მამას და დედას გამოგვყატავდა. ბოლოს ვიპოვე და გამოვისყიდე – ეს ჩემი პირველი არტ შენაძენი იყო. შემდეგი ორი წლის განმავლობაში ნელ-ნელა დავიწყე ისეთი მხატვრების ნამუშევრების შეძენა, როგორიცაა კარლ ეპელი, ასგერ იორნი, კობრას რამდენიმე ტიპის. ასევე უცხოელი არტისტების, როგორიცაა დაბფეტი.

ხომ არ ცდილობდით უბრალოდ გაგერკვიათ, რა გექნათ იმ ფულისთვის, რაც მეტალიკასთან ერთად იშოვეთ?

არა, ფული არაფერ შუაშია. როდესაც 17, 18 ან 19 წლის ხარ და უკრავ, რაღაც ბანდის მენტალიტეტივითაა: ყველანი ერთნაირად ვიცვამდით, ერთსა და იმავე საჭმელს ვჭამდით, ვეტანებოდით ერთსა და იმავე ალკოჰოლს, ვუსმენდით ერთსა და იმავე მუსიკას. მგონი არტი პირველი იყო 10 წლის შემდეგ, რაც მეტალიკისგან დამოუკიდებლად გავაკეთე. მე არ ვიყავი მეტალიკის წევრი, მე უბრალოდ ლარსი ვიყავი. მე უბრალოდ ჩემს ინსტინქტებს მივყვებოდი და თავს თავისუფლად ვგრძნობდი. მგონი, მაშინ ეს ძალიან მჭირდებოდა. ასე რომ ჩემი ეს მოგზაურობა, რომელიც 90-იანების დასაწყისში დაიწყო, ჩემთვის საკუთარი თავის, საკუთარი გულისხმის აღმოჩენა იყო.

გრძელთმიანი მეტალისტისთვის არტ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება ძნელი არ იყო

მაშინ არტის სამყარო საკმაოდ კონსერვატიული იყო, ამიტომაც თუ 28-30 წლის გრძელთმიანი ტიპი იყავი, თან შემოსავლით და ეგეთი რამეებით, ცოტა „ვინ ჩემი ყლე ხარ“ პონტი ნამდვილად იყო. მახოსვს, ერთხელ 1988 წელს, And Justice For All-ის ტურის დროს, ბევერლი ჰილსზე საიუველირო მაღაზიაში შევედი და ხალხს ეგონა, მძარცველი ვიყავი. რესტორანში გრძელი თმებით არ გიშვებდნენ. მაგრამ თყ ნახატების ყიდვა ერთგვარი ბილეთი იყო იმისათვის, რომ სერიოზულად აღექვით და არა ვიღაც უტრაკოდ, რომელიც გალერეაში შემთხვევიტ მოხვდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა.

80-იანებს რომ დავუბრუნდეთ. როგორც ჩანს მეტალი მაშინ ისეთი მეინსტრიმული არ იყო, როგორც დღეს, არა?

ამას მე არ უნდა მეკითხებოდეთ, მაგრამ რაც მართალია, მართალია – მსოფლიო დღეს ბევრად პატარაა, ვიდრე 20-30 წლის წინ. როდესაც მსოფლიოს სხვადასხვა კუტხეს სტუმრობდი, ადგილობრივი ესთეტიკა ბევრად ჭარბობდა. ცოტა ხნის წინ ვიყავით მალაიზიაში, სინგაპურში, ინდონეზიაში, ჩინეთში და სხვა ადგილებში და გვხვდებოდა სტარბაქსი, ბურგერ კინგი და ეგეთი რამეები, რაც დანარჩენ მსოფლიოში. 1986 წელს, ჩვენი პირველი გასვლისას ისეთი შეგრძნება იყო, თითქოს სხვა სამყაროს ვსტუმრობდით. 1988 წელს რკინის ფარდის პირველად გადავკვეთა და უნგრეთში ჩასვლა კი მთვარეზე ფეხის დადგმასავით იყო. ახლა კი მუსიკა, ალბათ ბევრად მეტად ვრცელდება, ვიდრე ადრე.

თქვენს თავს, როგორც მეტალიკის წევრს, ხელოვანს თუ დაარქმევდით?

ჩემი აზრით, როდესაც ასაკი გემატება, თავს უფრო მეტად აღიქვამ, ვიდრე ხელოვნად. მაგრამ მაინც მგონია, რომ ცოტა ხელოვნურია – „მე ხელოვანი ვარ, ანუ ძალიან მაგარი ვარ!“ სინამდვილეში ასე არ არის. რას აკეთებენ არტისტები? ისინი ქმნიან. ჰო, მე ვქმნი, მე ვოცნებობ, აღვიქვამ საგნებს საკუთარი გონებით, ან ვისმენ და ვცდილობ, გავაუმჯობესო.

ერთხელ თქვით, რომ მეტალიკა პროდუქტი არ არის. ეს არის ნამდვილი ადამიანები, რომლებიც ქმნიან ნამდვილ მუსიკას ისე, რომ შედეგბზე არ ნაღვლობენ. ჩემთვის ეს ხელოვნების მნიშვნელოვანი ნაწილია – ქმნიდე რაღაცას მხოლდო შენთვის და სხვა არავისთვის.

გაგრძელება წაიკითხეთ ამ ბმულზე

 

 

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in თარგმანი, ინტერვიუ, მუსიკა and tagged , , , , , , , , , , , , , , . Bookmark the permalink.

One Response to ლარს ულრიხი – „ჯერ კიდევ ასე კარგია“ (პირველი ნაწილი)

  1. გამოხმაურება: ლარს ულრიხი – „ჯერ კიდევ ასე კარგია“ (მეორე ნაწილი) | ფსევდოლიტერატურული ბლოგი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s