მშვენიერი აფდეითი Instagram-ისგან

ინსტაგრამის ბოლო რამდენიმე აფდეითმა იმედები გამიცრუა, იმიტომ, რომ რეალურად ახალი არაფერი დაუმატებიათ. მაგრამ გუშინდელი განახლება საკმაოდ საინტერესო გამოდგა. (თუ ინსტაგრამს მარტო სელფისთვის იყენებთ, დაიკიდეთ მარტო ფილტრებიც გეყოფათ). გარდა იმისა, რომ დიზაინი ოდნავ შეიცვალა, მთავარი ფუნქცია, რომელიც დაემატა არის “Tools” – მარჯვნივ. ასევე გაუმჯობესდა ფოტოზე გადაღებისას ეკრანზე თითის დადების დროს ფოკუსისა და განათების გასწორების ფუნქცია. აქამდე ინსტაგრამის ეს ფუნქცია ცუდადმუშაობდა tumblr_mxzfxd2ovT1sbyjvso1_1280 რაც შეეხება Tools-ს 20140605-132053-48053299.jpg     Tools-ში, პრინციპში არის ყველა ის ფუნქცია, რომელიც შეგიძლიათ, მობილურში ფოტოს მინიმალურად, ფილტრების გარეშე დასამუშავებლად დაგჭირდეთ. 20140605-132053-48053014.jpg   თბილი/ცივი ფერები 20140605-132052-48052731.jpg გამოსახულების გამკვეთრება/სიმკვეთრის დაკლება 20140605-132052-48052169.jpg   Highlits, ანუ ზედმეტი შუქის ჩაქრობა/ამოწევა. 20140605-132052-48052448.jpg Saturation – ფერების გამკვეთრება/დაკლება 20140605-132052-48052588.jpg ასევე, Brightness and contrast – ანუ განათება და კონტრასტი, Shadows, ანუ ჩრდილებისა და ბნელი ადგილების ჩაქრობა/ამონათება. ორი ფუნქცია, რომელიც Tools-ის ჯგუფში შევიდა, ინსაგრამს ცოტა ხნის წინ დაემატა. ესაა Adjust, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ფოტო გაასწოროთ/ამოაყირავოთ და ა.შ. და Tilt Shift, რომელიც მარტივად რომ გითხრათ, სასურველ ადგილებს გიბლარავთ (მაგრამ ამ ფუნქციის გამოყენება მე დიდად არ მიყვარს). საერთო ჯამში, მგონი Instagram-მა საკმაო კონკურენცია გაუწია Snapseed-ს, რომელიც ჩემთვის ჯერჯერობით მაინც რჩება ტელეფონში ფოტოების დასამუშავებელ საუკეთესო უფასო აპლიკაციად.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მიმოხილვა, ტექნოლოგია, შთაბეჭდილება and tagged , , , , , , , . Bookmark the permalink.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s