როგორ გაითიშა ერთ დღეს ინტერნეტი

მოდი, ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მარკ ცუკერბერგს (ფეისბუქის დამფუძვნებელი) და ლარი პეიჯს (გუგლის ერთერთი დამფუვნებელი) უცებ ტვინი გადაუბრუნდათ და გადაწყვიტეს, ერთი კვირით გაეთიშათ, ფეისბუქი, იუთუბი, ჯიმეილი და გუგლი. ან, ხელს რა გვიშლის, უფრო დავძაბოთ სიტუაცია და, წარმოვიდგინოთ, რომ მთელი მსოფლიოს ინტერნეტ პროვაიდერებმა პირი შეკრეს და გადაწყვიტეს, ინტერნეტის მიწოდება 1 კვირით შეეწყვიტათ მომხმარებლისთვის.

გიჭირთ ხომ?

ჰო, სიმართლე გითხრათ, ამის წარმოდგენა არცისე ადვილია, მით უმეტეს, არცისე სასიამოვნო, თუმცა, მოდი, მაინც დავხატოთ პატარა „სამენიერო ფანტასტიკური“ სურათი.

01.01.2013 უსაქმურობისაგან გამო გაკეთებული ჩანაწერები:

შუადღეა. უკვე 5 საათია, კომპიუტერთან ვზივარ და ვერაფერს ვაკეთებ. დილით არცერთი სოციალური ქსელი არ მუშაობდა. არც ახლა მუშაობს.

ფიქრობთ, ეს ამონარიდი ერთი უბრალო ინტერნეტდამოკიდებულის დღიურიდანაა და ეს თქვენ არ გეხებათ?

არა!

ზუსტად ასეთივე იქნებოდა თქვენი დღიური, ვორდის ფაილი, კედელზე გაკეთბული წარწერა, თუ უბრალოდ თავში მოსული აზრი, 2013 წლის პირველ დღეს, როდესაც დილით აღმოაჩინეთ, რომ ინტერნეტი ისეთი აღარაა, როგორიც გუშინ იყო, ან სულაც, აღარაა.

აბა წარმოიდგინეთ, ერთ წამში გაქრა მთელი თქვენი უზარმაზარი სამეგობრო; აღარ  გაქვთ ადგილი, სადაც ისაუბრებთ, ითამაშებთ, სისულელეებს ჩაიდენთ, აზრს გამოთქვამთ რამის შესახებ…

ცოტა ხანს კიდევ იჯდებით და მერე გადაწყვეტთ, რომ სახლიდან გახვიდეთ და რომელიმე მეგობარი ნახოთ. ძალიანაც კარგი აზრია, ეს ადრეც უნდა გაგეკეთებინათ, მაგრამ შეხედეთ რა ხდება: უებ აღმოაჩნეთ, რომ იმ 1000-ზე მეტი მეგობრიდან, ფეისბუქზე, მეტ-ნაკლებად, აქტიურად რომ ეკონტაქტებოდით, მხოლოდ რამდენიმე ათეულს იცნობთ. ამ ათეულებიდან კი სულ რამდენიმეა ისეთი, რომელთანაც მინიმუმ იმდენი საერთო გაქვთ, რომ 2-3 საათი მოკლათ ლუდისს ან, გნებავთ, ყავის სმასა და საუბარში (ლუდი და ყავა სავალდებულო არაა, რა თქმა უნდა).

ჰოდა, ჯანდაბას, ნახავდით იმ რამდენიმე მეგობარს, მაგრამ აქ კიდევ ერთი პრობლემაა:

02.01.2013 უსაქმურობის გამო გაკეთებული ჩანაწერები:

ორი დღეა, ვცდილობ, ირაკლის დავუკავშირდე. ის ჩემი ბავშვობის მეგობარია და ფეისბუქზეც ყოველდღე ვსაუბრობდით. ირაკლი ტელეფონს არასოდეს თიშავს, ეს ზუსტად ვიცი. 18 წელი საკმარისი იყო მის იმ დონემდე გასანობად, რომ მივმხვდარიყავი, ის იმდენად საქმიანი ტიპია, ტელეფონს არათუ თიშავს, ტუალეტშიც კი ხელმისაწვდომ ადგილას უდევს (რა იცი, რა ხდება, იქნებ უფროსმა ძალიან მნიშვნელოვან საქმეზე დაურეკოს!). გამახსენდა, რომ მან ცოტა ხნის წინ რომელიღაც ბანკში დაიწყო სამსახური. როგორც ჩანს, კორპორატიული ნომერი მისცეს, ეს კი მას ჩემთვის არ უთქვამს. წამით ვბრაზდები: როგორ არ მოუვიდა თავში, რომ ახალი ნომერი მოეწერა. თუმცა შემდეგ ამ აზრს გოენბაშივე ვკლავ. რაში მჭირდება ტელეფონი, როდესაც ფეისბუქი არსებობს?!  მაგრამ ახლა სულ სხვა შემთხვევაა, ფეისბუქი აღარ მაქვს არც მე, არც თქვენ, არც არავის.

სიმართლე გითხრათ, ეს არ არის მოგონილი შემთხვევა: მე ნამდვილად მყავს ბავშვობის მეგობარი, ირაკლი, რომელიც, აგერ, უკვე, 4 თვე იქნება, არ მინახავს და მხოლოდ გუშინ აღმოვაჩინე, რომ ნომერი გამოუცვლია. რატომ? იმიტომ, რომ სოციალური ქსელი არსებობს, მე კი მას ყოველ დღე საათობით ვიყენებ.

მოკლედ, რადგანაც არც მეგობრების ნომრები გვაქვს, არც ფეისბუქი, ვცდილობთ, რამე გასართობი მოვნახოთ. პირველი, რაც თავში მოდის, მუსიკის მოსმენაა. მაგრამ ზუსტად ამ დროს გვახსენდება, რომ კომპიუტერში არცერთი MP3 ფაილი არ მოგვეძებნება. რატომ? იმიტომ, რომ ჯერ კიდევ გუშინ იუთუბი გვქონდა, ასე რომ რატომ გადაგვევირთა ვინჩესტერი ისეთი რამეებით, რასაც არასოდეს გამოვიყენებდით?!

სხვა გზა არაა, ვიღებთ პირველსავე წიგნს, რომელიც ხელში გვხვდება და კითხვას ვიწყებთ. სხვათა შორის, ძალიან კარგი რამე ყოფილა. არა, კარგი კი არა, ძალიან მაგარი. აი ეს უნდა დაიპოსტოს ფეისბუქზე! ამ შეგრძნების არგაზიარება არ შეიძლება! ინსტინქტურად ვდგებით, კომპიუტერთან მივდივართ და… ინტერნეტი რომ გვქონოდა, აღარც მოვუბრუნდებოდით კითხვას, თუმცა დღეს ხომ უკვე 2013 წლის 6 იანვარია. ანუ მეექვსე დღე, რაც ვირტუალური კონტაქტის არანაირი საშუალება არ გვაქვს. შესაბამისად, ერთი კვირა სრულდება, რაც სახლში ვზივართ.

06.01.2013 უსაქმურობის გამო გაკეთებული ჩანაწერები

ერთ კვირაში, უკვე, 3 წიგნი წავიკითხე. ესეც მომბეზრდა. გადავწყვიტე, სახლიდან გავიდე. ჯანდაბას, მარტო მაინც გავისეირნებ. თან დღეს კვირაა, ქალაქში ბევრი ხალხი არ იქნება: კვირაობით ყველა სახლში ზის, კომპიუტერთან _ ისვენებენ.

ამ ჩანაწერის გაკეთბის შემდეგ რამდენიმე წუთში უკვე ტრანსპორტში ვართ. ნეტავ რატომაა ეს ავტობუსი ასე გადაჭედილი? თან ყველა მხოლოდ ერთ რამეზე საუბრობს. ალბათ ხვდებით, რაზეც.

ქუჩაში უჩვეულოდ ბევრი ხალხია. არადა, კვირაობით, თბილისი  ჩვეულებრივზე ბევრად ნაკლებად ხმაურიანია ხოლმე. ისეთი ხალხმრავლობაა, სიარული ჭირს. აი, ვიღაც ნაცნობი გამოჩნდა. საიდან მეცნობა ეს გოგო? ან სახელს რატომ ვერ ვიხსენებ? არადა, აშკარად ვიცნობ. არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს, მედიასთან ურთიერთობის სამსახურში. ქმარს ორი წლის წინ გაეყარა. ერთი შვილი ჰყავს, 4 წლის. ბავშვი ბებიასთან იზრდება, რადგან მამა ლოთია, დედა კი მთელი დღის განმავლობაში მუშაობს. ეს ვყელაფერი კარგი, მაგრამ რა ჰქვია სახელად? აჰააა! გამახსენდა! საშა მიუნჰაუზენი. უკვე პირისპირ ვდგავართ. ისიც მაკვირდება. აშკარად მიცნო, თუმცა, როგორ ჩანს, ისიც ჩემს დღეშია. მინდა, სახელით მივმართო, მაგრამ, ჯანდაბა! საშას ხომ არ დავუძახებ? ეს აშკარად არ არის მისი ნამდვილი სახელი. მეხსიერება მღალატობს? აშკარად არა. მას ნამდვილად საშა მიუნჰაუზენი ჰქვია ფეისბუქზე! მე კი მთელი იმ 5 თვის განმავლობაში, რა ასე აქტიურად ვეკონტაქტები, ერთხელაც არ  მომსვლია აზრად, ნამდვილი სახელი მეკითხა.

რამდენიმე წამს კიდევ ვიდექით და შემდეგ სიტყვის უთქმელად ჩავუარეთ ერთმანეთს. ის საშა მიუნჰაუზენია, მე _ პიერ დოელი. კიდევ რამდენჯერმე ვიხედები უკან. ისიც იხედება, თუმცა ვერცერთი ვბედავთ, ერთმანეთს გამოველაპარაკოთ. ისე ვიქცევით, თითქოს საერთოდ არ ვიცნობდეთ ერთმანეთს. ან იქნებ ეს მართალიაცაა?! ჩვენ ერთმანეთს სრულიად არ ვიცნობთ!

საღამოს სახლში ვბრუნდებით. ეს ყველაზე ცუდი დღე იყო მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე. თუმცა, არ მახსოვს ვინ თქვა (ან, საერთოდ, ვინმემ თუ თვა), ყველაფერ ცუდს ბოლოს რაღაც კარგი მოჰყვებაო. კარგი კი ის არის, რომ შინ მისულები აღმოვაჩენთ, რომ გათიშვიდან 1 კვირის შემდეგ ჩვენი ეკრანის მარჯვენა დაბალ კუთხეში ისევ ორი პატარა მონიტორი. ინტერნეტი ჩაირთო!

07.01.2013 ამონარიდი ფეისბუქის ჩეთიდან

–         Hey Sasha! მგონი, გუშინ ქუჩაში გნახე.

–         ჰეი :* როგორ ხარ? მართლა?

–         ჰო, მგონი შენ იყავი.

–         ეეე, მერე რატომ არ მოხვედი?

–         რავი, აშკარად გეჩქარებოდა, ისე გარბოდი, ნამდვილად ვერ შემამჩნიე 😛

–         ჰო, როგორც ჩანს. ალბათ სამსახურში გავრბოდი :/

არადა, გუშინ კვირა იყო.

Advertisements

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in მშვიდობიანი საკითხავი and tagged , , , . Bookmark the permalink.

4 Responses to როგორ გაითიშა ერთ დღეს ინტერნეტი

  1. ანა ამბობს:

    იცი რა ? მე მართლა დავისვენებდი.. ერთი კვირა ფბსგან შორს..

  2. პოვეტი არის ამბობს:

    იარსებებდა იანდექსი, რომელიც ხშირ შემთხვევაში ისედაც მირჩევნია გუგლს და “ფეისბუქის” გაუქმებით უამრავ დროს მოვიგებდი საკუთარი თავისთვის, dat would be great, yayy

  3. melanqoliaa ამბობს:

    ზაფხულის არდადეგებზე ისე მივდივარ რომ თან ტელეფონიც არ მიმაქვს

  4. bluehummingbirdss ამბობს:

    ზუსტად იგივე სიტუაციაში აღვმოჩნდი მეც 🙂 ორი თვე მანუელა კოსტა ვიყავი, იმ ორ თვეში კიდე უამრავი ახალი მეგობარი შევიძინე,როცა სახელი და გვარი დავაწერე მერე შევეგუე იმ ფაქტს , რომ კოსტას ან მანუელას დაძახებაზე მე არ უნდა მიმეხედა ))) მივხვდი რომ სახელი ხატიაც მშვენივრად ჟღერს და მომნატრებია კიდევაც ))
    რაც შეეხება სოციალური ქსელის გარეშე ცხოვრებას,მქონდა ეგ ბედნიერებაც და სხვათა შორის ძალიან ბევრი ვიკითხე ….

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s