თავზეხელაღებული მამაძაღლი


“სასიამოვნოა შენი გაცნობა მკითხველო, მე თვზეხელაღებული მამაძაღლი ვარ ვარ, ამ ბლოგის ავტორი… უფრო მეტი გაინტერესებს? პოსტებში იპოვი ყველაფერს :)” – ასე ჟღერდა ჩემი ავტობიოგრაფია დასაბამიდან დღემდე, თუმცა დღეს, რატომღაც, გადავწყვიტე, ცოტა მეტი რამე მომეთხრო ჩემზე 🙂

 

ზუსტად იმ დროს, როდესაც 90–იანი წლები პირველ ნაბიჯებს დგამდა საქართველოში, მე ერთ ჩვეულებრივ ოჯახში დავიბადე ერთ ყველასგან მივიწყებულ რაიონში. ჰოდა, რადგანაც, ეს ის ხანა იყო, როდესაც დამოუკიდებლობა ნელ–ნელა ფეხს იდგამდა საქართველოში, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ ახალი, პოტენციურად თავისუფალი, თაობის ერთერთი პირველი წარმომადგენელი ვარ  🙂

შემდეგ იყო 90–იანი წლები მთელი თავისი სიმშვენიერით: „სალიარკის“ ლამპებით, შეშის „ფეჩით“ (რომელსაც, მართალი გითხრათ, დღესაც აქტიურად მოიხმარენ რაიონებში), გამჭვარტლული ჭერით, ხუთწუთშიდნობადი სანთლებით და, შესაბამისად, გაკვეთილების სწავლაში დათხრილი თვალებით. თუმცა სულ ეს არ არის, რაც ოთხმოცდაათიანებში ცხოვრებას მიმშვენიერებდა: მე მუდამ ჯიბეში მედო საღეჭი რეზინი „ტურბო“, მიუხედავად იმისა, რომ ამბობდნენ, ბოროტი ბიძიები შიგ საზიზღარ მატლებს სვამენო (არ მჯეროდა!), მქონდა ხისგან გამოთლილი პისტოლეტი, რომლითაც „დრახობანას“ ვთამაშობდი სხვა ჩემნაირებთან ერთად, და ათასგვარი სხვა მსგავსი ნივთი.

თუმცა, ასეთი ონავრობის ხანა ორიათასი წლის დადგომამ წაიღო. აქ უქვე სხვა, ბევრად აქტუალური საკითხი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. არა, მე არასოდეს ვკამათობდი იმის შესახებ, 21–ე საუკუნე ორიათასი წლიდან იწყებოდა თუ ორიათას ერთიდან: ყოველთვის ვიცოდი, ჩვენთვის 2050 წელიც ჯერ კიდევ მეოცე საუკუნე იქნებოდა. მე უფრო ის მანაღვლებდა, როგორ მომესწრო ჩემი ახალი SEGA–კომპიუტერის ჩართვა დროის იმ შუალედში, როდესაც „მოამბეზე“ სარეკლამო გაჭრა იყო – აბა შუქი მარტო რვიდან თორმეტამდე მოდიოდა და ხომ უნდა მომესწრო თამაში?!

შემდეგ ნელ–ნელა სინათლე (დენს ვგულისხმობ) შემოვიდა ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გაკვეთილების სწავლაში თვალები აღარ მეთხრებოდა. რატომ? იმიტომ რომ ისევ ლამპას ან სანთელს ვხმარობდი? არა, უბრალოდ გაკვეთილებს აღარ ვამზადებდი (გარდატეხის ასაკი ხომ იცით). 🙂

შესაბამისად, დღეს მიკვირს, როგორ ჩავაბარე ეროვნული გამოცდები, როგორ გავხდი სტუდენტი და უნივერსიტეტის წინ, მიწისქვეშა გადასასვლელში ფენოვანები რომ იყიდება იმ ფენოვანების გამყიდველის მორიგი კლიენტი, შემდეგ როგორ დავიწყე წერა და, საერთოდ, რისთვის ვწვალობ ამ ბლოგზე… თუმცა, რა იცი, რა ხდება: იქნებ ტყუილადაც არ ვწვალობ – ეს უკვე თქვენი გადასაწყვეტია 🙂

Advertisements

31 Responses to თავზეხელაღებული მამაძაღლი

  1. Annie ამბობს:

    fgamrjoba me ani var 🙂 😀

  2. bzuuk ამბობს:

    ბლოგრლში დაგამატებ,მაინტერესებს შენი მოთხრობა

  3. merabino ამბობს:

    ბლოგროლში დაგამატე :პ

  4. TinaTin ამბობს:

    CemTvisac sasiamovnoa . momwons sheni postebi.. 🙂 ici ra ver vipove shens postebshi? 😀 sheni skypes idi (blush) 😀

  5. TinaTin ამბობს:

    ar dagekargos arsad :D:D:D vxumrob :*

  6. dekemberiusi ამბობს:

    მომეწონა შენი ბლოგი 🙂

  7. »♥» ana «♥« ამბობს:

    ბევრი ვიმხიარულე შენ ბლოგზე და სასიამოვნო დრო გავატარე. 😀

  8. ტასი ამბობს:

    ყოჩაღ, ნამდვილი მამაძაღლი ხარ 🙂 :*

  9. Jessie ამბობს:

    მომწონს შეი წერის სტილი.. თითქოს ავტობიოგრაფია დაწერე, არადა მთელი ისტორია განიხილე…. ^^ საინტერესო პსოტები გაქვს.. ნამდვილად წავიკითხავ ხოლმე ^^

  10. xatia ამბობს:

    შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ შენს სტილს დატო ტურაშვილისას ვამსგავსებ…მასავით მარტივად და თვისუფალი სტილით წერ.განსაკუთრბით შენი კარგი იუმორი მომწონს, სარკასტული კილო…(აუუ, ისე გამოდის, თითქოს გაბამ, მარა რა ვქნა?! ასე ვფიქრობ :D:D:D) თუმცა ამ მსგავსების მიუხადავად(რომელიც, ალბათ, მარტო მე შევამჩნიე)შენი გამორჩეული მანერა შკარაა..მოკლედ, ბევრი, რომ არ გავაგრძელო,ძალიან მომწონხარ(ნუ, რა თქმა უნდა, როგორც ავტორი):D:D:D:D

  11. saltkrokeli ამბობს:

    ვაიმე, ჩემი ბავშვობა გამახსენდა : დ მატლები მაინც საოცარი დამთხვევაა, ექსპერიმენტებსაც კი ვატარებდი, მათ აღმოსაჩენად :დ ეჰ, ტკბილი 90იანები :დ
    მოკლედ, მაინც ახალბედა ვარ ამ სფეროში, თუმცა ერთი რამ ნათელია, ისე უნდა წერო მკითხველს მიწვდე და ამას ნამდვილად ახერხებ 🙂
    პ.ს. უნივერსიტეტის მიწისქვეშა გადასასვლელში ფენოვანს რა გაჭმევს :დ

  12. ნათია ამბობს:

    იმ კევს ,,ტურბო” ერქვა თუ არა აღარ მახსოვს, მაგრამ რომელიღაც საღეჭ რეზინზე რომ მეც მაგას მეუბნებიდნენ მახსოვს… 😀

    ისე, მთელი პირველი კურსის განმავლობაში მეც მანდ ნაყიდ ფენოვანს ვჭამდი ხოლმე და დღემდე ვერ ვხვდები რატომ… 😀

  13. makaradze ამბობს:

    ძალიან თავისუფლად და გასაგებად წერ, მომეწონა. “კერასინკების” ხანა მეც გამახსენა შენმა ბიოგრაფიამ. წარმატებები, შემოგივლი ხოლმე. 🙂

  14. Nuca ამბობს:

    xatiaaa… exlaaa postebs vkitxulobdi da zustad iseti azri gamichnda rogoric shen. aramarto shen amsgavseb dato turashvils aramed mec…..miyvars es stilii dzalian…martalixar dzalian advilad da gasagebad wers. yochag…..me dzalian momewona sheni postebi rac ki wavikitxe… dzalian kargi weris stiligak agebuli rogoric datos…

  15. kariman kimadze ამბობს:

    გამარჯობათ,

    მე ვარ ბლოგ http://www.igeorgia.org -ის ავტორი ქარიმან ქიმაძე. მაინტერესებს ხომ არ დაგაინტერესებდათ ლინკების გაცვლა? თქვენ ბლოგროლში დაამატებდით ჩემი საიტის ლინკს, მე კი footer-ში თქვენი საიტის ლინკს.

    ლინკი უნდა გამოიყურებოდეს ასე ბლოგი ekonomica

    ველი თქვენს გამოხმაურებას. ჩემი ელფოსტაა: info@igeorgia.org

    პატივისცემით,
    ქარიმან ქიმაძე

  16. adeepergreen ამბობს:

    ჩვენი თაობის ნამდვილი რეალობა :)) მაგარი წერის სტილი გაქვს!!!

  17. Floydian-girl ამბობს:

    კარგი ხარ! კარგი ხარ! კარგი ხარ! ძალიან. მეტი რა გითხრა:)

  18. ეველინი ამბობს:

    მომეწონა შენი წერის სტილი 🙂 დაგაფოლოვე და შემოგივლი ხოლმე 😉

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s