როტერის კონტროლის ლოკუსის სკალა

კითხვარის მიზანია, ადამიანებზე მნიშვნელოვანი მოვლენების ზეგავლენის დადგენა. კითხვარის ყოველი პუქტი შედგება წყვილ, „ა“ და „ბ“ მტკიცებებისგან. გთხოვთ, მათგან შეარჩიოთ ერთი, როპმელიც პირადად თქვენ უფრო სწორად მიგაჩნიათ. კითხვარი ადგენს პიროვნულ მრწამსს და, ცხადია, არ არსებობს სწორი და არასწორი პასუხები.

გთხოვთ, პასუხები დაკვირვებით შეარჩიოთ, მაგრამ, ამასთან, ბევრი დრო არ მოანდომოთ კითხვარის შევსებას (საუკეთესო შემთხვევაში, ეცადეთ, ასე, თხუთმეტ წუთში ჩაეტიოთ). ზოგჯერ შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თქვენ სწორად მიგაჩნიათ ორივე მტკიცება, ან არცერთს არ ეთანხმებით. ამ შემთხვევაში შეარჩიეთ ის (აუცილებლად), რომელიც მაინც ოდნავ უფრო მეტად სწორად მიგაჩნიათ.

აბა, მოიმარჯვეთ საწერკალამი და ფურცელი (ეს პრიმიტიულად, თორემ ისე, ვორდი და კლავიატურაა დღეს მოდაში 🙂  )

1 ბავშვები ხშირად აწყდებიან ხიფათს იმის გამო, რომ მშობლები მათ ზედმეტად მკაცრად ექცევიან
ჩვენს დროში ბევრი ბავშვის პრობლემა ისაა, რომ მშობლები მათ ზედმეტად ლმობიერად ექცევიან
2 ცხოვრებაში ადამიანთა უსიამოვნებების მიზეზი, ნაწილობრივ, უიღბლობაა
უსიამოვნებები, რომლებიც ადამიანს ცხოვრებაში ხვდება, მისივე შეცდომების შედეგია
3 ომების ერთერთი ძირითადი მიზეზი ისაა, რომ ადამიანები პოლიტიკისადმი საკმაო ინტერესს არ იჩენენ.
ომები ყოველთვის  იქნება, როგორც უნდა ეცადონ ადამიანები მათს თავიდან აცილებას
4 საბოლოო ჯამში ყველა ადამიანი დამსახურებულ აღიარებას მოიპოვებს
სამწუხაროდ, მუხედავად მისი მცდელობებისა, ადამიანი ხშირად ვერ მოიპოვებს დამსახურებულ აღიარებას
5 აზრი იმის შესახებ, რომ მასწავლებლები სტუდენტების მიმართ უსამართლონი რიან, მცდარია
სტუდენტთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, თურა დიდ ზეგავლენას ახდენს მათს შეფასეაზე შემთხვევითობა
6 ხელშემწყობი პირობების გარეშე ადამიანი წარმატებული ლიდერი ვერ იქნება
უნარიანი ადამიანები იმიტომ ვერ ხდებიან ლიდერები, რომ დროულად ვერ იყენებენ არსებულ შესაძლებლობებს
7 რამდენიც უნდა ეცადო, ყველას მოსაწონი ვერ იქნები
ადამიანები სხვების მოწონებას იმიტომ ვერ იმსახურებენ, რომ არ იციან სხვებთან ურთიერთობა
8 პიროვნების ჩამოყალიბებაში ძირითად როლს მემკვიდრეობა ასრულებს
პიროვნების ჩამოყალიბებას ცხოვრების გამოცდილება განსაზღვრავს
9 მე ხშირად დავრწმუნებულვარ, რომ რაც მოსახდენია, მაინც მოხდება
ბედის იმედზე ყოფნას ჩემთვის არასდროს გაუმართლებია ისე, როგორც გადაწყვეტილების მიღებას
10 კარგად მომზადებული სტუდენტისათვის თითქმის არ არსებობს უსამართლო გამოცდა
საგამოცდო კითხვები ხშირად იმდენად მოწყვეტილია სასწავლო საგანს, რომ სწავლას აზრი არ აქვს
11 წარმატება სერიოზული შრომით მიიღწევა – იღბალი თითქმის არაფერ შუაშია
კარგი სამუშაოს შოვნა, ძირითადად, იმაზეა დამოკიდებული, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდე
12 რიგითმა მოქალაქემ შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს მთავრობის გადაწყვეტილებაზე
მსოფლიოს მართავს ძალაუფლების მქონე ადამიანთა მცირერიცხოვანი ჯგუფი. რიგით მოქალაქეს ბევრი არაფრის გაკეთება შეუძლია
13 როცა რამეს ვგეგმავ, მის განხორციელებაში თითქმის დარწმუნებული ვარ
ზოგჯერ აზრი არ აქვს წინასწარ დაგეგმვას, რადგან ბევრი რამ ბედზეა დამოკიდებული
14 არიან ადამიანები, რომლებიც არაფრად ვარგიან
ყველა ადამიანში არის რაღაც კარგი
15 ჩემს შემთხვევაში იმის მიღწევას, რაც მსურს, საერთო არაფერი აქვს იღბალთან
ხშირად სულ ერთია, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ
16 ის, თუ ვინ გახდება უფროსი, ხშირად დამოკიდებულია იმაზე, თუ ვის აღმოაჩნდა იღბალი, ყოფილიყო შესაბამის ადგილზე
ხელმძღვანელობა დამოკიდებულია ადამიანის უნარზე, სწორად დაასაქმო სხვები და იღბალი აქ არაფერ შუაშია
17 რაც შეეხება მსოფლიო მოვლენებს, ადამიანთა უმრავლესობა იმ ძალათა მსხვერპლნი ვართ, რომელთ არც გაგება, არც კონტროლირება შეგვიძლია
პოლიტიკურ და სოციალურ მოვლენებში აქტიური მონაწილეობით ადამიანებს შეუძლიათ, მსოფლიო მოვლენათა კონტროლი
18 ადამიანთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებს, თუ რამდენად განსაზღვრავს მის ცხოვრებას შემთხვევითობა
ფაქტობრივად, „იღბალი“, როგორც ასეთი, არ არსებობს
19 ყოველთვის მზად უნდა იყო, აღიარო საკუთარი შეცდომები
ჩვეულებრივ, ჯობია, დამალო შენი შეცდომები
20 ძნელია იმის გაგება, ნამდვილად მოსწონხარ თუ არა ადამიანს
მეგობრების რაოდენობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სასიამოვნო პიროვნება ხარ
21 უსიამოვნებები, რომელიც ცხოვრებაში გვხვდება, საბოლოო ჯამში სასიამოვნო მოვლენებით წონასწორდება
უსიამოვნებები, ძირითადად, უუნარობის, უცოდინარობის, სიზარმაცის ან სამივე მათგანის შედეგია
22 თუ გულმოდგინედ ვეცდებით, შეგვიძლია, პოლიტიკური კორუფციის აღმოფხვრა
ადამიანებს არ შეუძლიათ, რამე გავლენა მოახდინონ იმაზე, თუ რას აკეთბენ პოლიტიკოსები
23 ხანდახან მიჭირს ავხსნა, თუ რა კრიტერიუმით მიწერენ მასწავლებლები ნიშნებს
ჩემი ნიშანი, პირდაპირი კავშირია იმასთან, თუ როგორ ვიმეცადინე
24 კარგი ლიდერი ხალხს აძლევს გადაწყვეტილების უფლებას
კარგი ლიდერი თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს
25 ხშირად ვფიქრობ, რომ ძალიან მცირე გავლენა მაქვს იმაზე, რაც ჩემს თავს ხდება
არ შემიძლია დავიჯერო, რომ ბედი ან იღბალი რამე როლს თამაშობს ჩემს ცხოვრებაში
26 ხალხი მარტოსული იმიტომაა, რომ ისინი არ ცდილობენ სხვებთან ურთიერთობას
არაა საჭირო, ვინმეს თვი მოაწონო. თუ მოსწონხართ, ისედაც მოეწონებით
27 ვთვლი, რომ უნივერსიტეტში ზედმეტი ყურადღება ექცევა ფიზკულტურას
გუნდური სპორტი განმსაზღვრელი ფაქტორია პიროვნების ჩამოყალიბებაში
28 რაც მომდის, ყველაფერი ჩემი თავით
ხანდახან ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრების წარმართვა ნაკლებად შემიძლია
29 ხშირად მიჩნდება კითხვა, თუ რატომიქცევიან პოლიტიკოსები ისე, როგორც იქცევიან
ადამიანები პასუხს აგებენ მათს მთავრობაზე როგორც ნაციონალურ, ასევე, ადგილობრივ დონეზე

თუ დაამთავრეთ ჩაწერა, მიიღეთ გასაღები (მარტივად, დააჭირეთ “გასაღებს” 🙂 )

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in ფსიქოლოგიური ტესტი and tagged , , , . Bookmark the permalink.

56 Responses to როტერის კონტროლის ლოკუსის სკალა

  1. იოანე ამბობს:

    8 ქულა დავაგროვე, აბა რას მეტყვი?

  2. იოანე ამბობს:

    საკმაოდ საინტერესო ტესტია , განსაკუთრებით შედეგი მომეწონა :)))
    ცოტა გრძელი კი იყო, მაგრამ კარგი ვარიანტებია.

  3. sako ამბობს:

    16 😀 😀 :* :*

  4. ლიბიკა სილვესტრის ამბობს:

    13 … და? 🙂

  5. salome ამბობს:

    15 ქულა..:)შედეგი მაინტერესებს:)

  6. mari ამბობს:

    12 qula maqvs. davinteresdi 🙂 zusti pasuxi ar mqonda mag kitxvaze 🙂

  7. K ამბობს:

    11 da pasuxs rodis gamomigzavni ??? :D:D:D

  8. Di@ ამბობს:

    მეც 11 მაქვს… 🙂 ველოდები პასუხს… 🙂

  9. nino ამბობს:

    17 qula maqvs giooo, aba mitxari erti ra mchirs :)) nino

  10. naavganetari ამბობს:

    10 damemtxva(tu sworad davtvale) da ras miqadis bediswera? : )

  11. isi ამბობს:

    16. xom kargad viqnebi? 😀

  12. salome ამბობს:

    12… ganachens velodebii :))

  13. gvantsa ამბობს:

    rozenbergis rodis iqneba? 🙂

  14. Me ამბობს:

    6 მივიღე და დამერხა თუ ავშენდი? 🙂

  15. mariami ამბობს:

    12 qula. male minda shedegi ra =]]]

  16. ჩაკო ამბობს:

    ვაა ლექციაზე 5 მქონდა და ეხლა 2 ქულა :))) იქ რაღაცეები ვერ გავიგე და ეხლა სრუფასოვნად გავაკეთე :)) რა გინდა 2 ქულაც რაღაცას ნიშნავს :)))) როზენბერგს ველოდებიიიიი :))))

  17. qeti ამბობს:

    ვაი, ესეთი რა ეწერა, რომ არ მეუბნებით 🙂

  18. teeK ამბობს:

    ოიი იმდენი დავაგროვეე მე :)) 20 მაქვს 😀

  19. Ir ამბობს:

    aba, 15 ras nishnavs?
    ni tuda ni sudas? ^^

  20. Madona ამბობს:

    Cota gvian vnaxe es post i mara mainc .. 14 qula : )))

  21. ანდრო ამბობს:

    5

  22. ketusi ამბობს:

    მე 7 მაქვს.
    ძალიან მაინტერესებს პასუხიიიიიიი

  23. scorpion ამბობს:

    dagvianebit ki vnaxe magram mainteresebs pasuxi….. 13 qula maqvs. ise aqve ro dagedo shefasebis kriteriumebi ar jobda???

  24. gvantsa ამბობს:

    17…. :))))

  25. ana ამბობს:

    17 kula 🙂

  26. DaviTi ამბობს:

    2 ქულა დავაგროვე, პასუხი ჩემითვე ვიცი, რომ ინტერვენტი ვარ, ანუ რეალისტი… (რატო უხარია ხალხს ექსტრავენტის სტატუსი არ ვიცი…) ყველაზე მეტი შფოთვა, თვითშეფასების დაბალი უნარი და სუიციდისკენ მისწრაფება მათ გააჩნიათ. არიან ეგოისტურად ოპტიმისტები. მათი მეტაფორა ვერცხლისწყალია, სოციუმს გაურბიან, როცა სოციუმი მაღალ ფენას წარმოადგენს…

  27. Sally Gaprindashvili ამბობს:

    9 ქულა დავაგროვე , ტუმცა ვიცოდი რა ტესტიც იყო ამიტომ კითხვებზე პასუხი მეკონტროლინებოდა 😀 ტუმცა პასუხი მაინც მაინტერესებს

  28. bibi ამბობს:

    15 დავაგროვე და რომელი ვარ???

  29. არა რაობა ამბობს:

    11 დავაგროვე, ველოდები პასუხს. ისე ძალიან საინტერესოა 🙂

  30. SuDdeNLy PSyCHotIC ამბობს:

    18 qullaaa

  31. Michel Djerzinski ამბობს:

    2 ქულა. პასუხი ვიცი. აქამდეც ვიცოდი 😀

  32. Nini ამბობს:

    15ქულა ^_^

  33. Anna Dumbadze ამბობს:

    12 qula avige pasuxs velodebi :))

Leave a reply to salome კომენტარის გაუქმება