Category Archives: შთაბეჭდილება

მშვენიერი აფდეითი Instagram-ისგან

ინსტაგრამის ბოლო რამდენიმე აფდეითმა იმედები გამიცრუა, იმიტომ, რომ რეალურად ახალი არაფერი დაუმატებიათ. მაგრამ გუშინდელი განახლება საკმაოდ საინტერესო გამოდგა. (თუ ინსტაგრამს მარტო სელფისთვის იყენებთ, დაიკიდეთ მარტო ფილტრებიც გეყოფათ). გარდა იმისა, რომ დიზაინი ოდნავ შეიცვალა, მთავარი ფუნქცია, რომელიც დაემატა არის “Tools” – … Continue reading

Posted in მიმოხილვა, ტექნოლოგია, შთაბეჭდილება | Tagged , , , , , , , | დატოვე კომენტარი

თსუ – ბედნიერების მანქანა

მესამე წელია, უკვე თსუ–ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობ, ჟურნალისტიკის მიმართულებით. ეს პროფესია ავირჩიე ჩაბარების პირველსავე დღეს, ყოველგვარი ყოყმანისა და სჯა–ბაასის გარეშე. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ, როცა ახალი სემესტრისთვის საგნებს ვირჩევ, საგამოძიებო ჟურნალისტიკასა და მეტაფიზიკას შორის უპირატესობას პირველს მივანიჭებ. … Continue reading

Posted in შთაბეჭდილება | Tagged , , , , , , , , | 10 Comments

შავი კვადრატი თუ თეთრი ჩარჩო

ადრე მეგონა, რომ პოსტმოდერნისტი მხატვრები მაღიზიანებდნენ: ტიპები, რომლებმაც ტილოზე რამდენიმე სწორი ხაზი გაავლეს და ამის გამო მილიონებად არიან შეფასებულები. ტიპები, რომლებმაც აიღეს და ყველაფერი ღირებული, რაც კი მანამდე ხელოვნებაში იყო, სანაგვეზე მოისროლეს; რომლებმაც უარყვეს ყველანაირი ტაბუ, კლიშე, ჩარჩოები და მთელი … Continue reading

Posted in შთაბეჭდილება | Tagged , , , , , , , | 36 Comments

გაქცევა შაუშენკიდან

უბრალოდ, ვნანობ, რომ ეს ფილმი პირველად მხოლოდ დღეს ვნახე…

Posted in შთაბეჭდილება | Tagged , , , | 2 Comments

Easy A – მსუბუქი ყოფაქცევის ხუთოსანი

როცა ყველაფერი ყელში გაქ ამოსული, ცხოვრება გეზარება და უაზრო უსაქმურობისგან უკვე არ იცი რა აკეთო, უკიდურეს საშუალებას, რომელიმე ქართულ პირატულ საიტს მიმართავ ფილმის გადმოსაწერად. რამე ადვილად მოსანელებელი კომედია მინდოდა მენახა და ისიც ვიცოდი, რომ ჩვენი საიტების გადამკიდე მითითებულ ჟანრს დიდად … Continue reading

Posted in შთაბეჭდილება | Tagged , , , , , , , , , , , , , | 6 Comments

ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები

26 ნოემბერს ჩვენს კინოთეატრებში „ჰარი პოტერის“ მორიგი ფილმი, „სიკვდილის საჩუქრები“ გამოვიდა  და პოტერომანებმაც დიდად გავიხარეთ. მართალია, დღეს ბევრს სასაცილოდ არ ჰყოფნის როულინგის მოთხრობის წაკითხვა და, მით უმეტეს, მისი ეკრანიზაციის მორიგი ნაწილის მოუთმენელი ლოდინი, მაგრამ, ასეთი ხალხის საყურადღებოდ: მართალია, დიდ პატივს … Continue reading

Posted in შთაბეჭდილება | Tagged , , , , , , , | 5 Comments

დასაწყისი

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჰოლივუდში რამდენიმე ფილმი გადაიღეს ისეთი, რომელმაც ხალხის დიდი რეაქცია გამოიწვია. „ავატარი“, „2012“, „უსახელო ნაბიჭვრები“… ეს ფილმები იმ სიაში შედიან, ალბათ, რომლებიც კინოთეატრების ეკრანებზე ერთი წრის დარტყმის შემდეგ საწყობში დებისგან მტვრით შეჭმა ნამდვილად არ ემუქრებათ. პირადად მე, … Continue reading

Posted in შთაბეჭდილება | Tagged , , , , | 4 Comments