თსუ – ბედნიერების მანქანა

მესამე წელია, უკვე თსუ–ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ვსწავლობ, ჟურნალისტიკის მიმართულებით. ეს პროფესია ავირჩიე ჩაბარების პირველსავე დღეს, ყოველგვარი ყოყმანისა და სჯა–ბაასის გარეშე. შესაბამისად, გასაკვირი არაა, რომ, როცა ახალი სემესტრისთვის საგნებს ვირჩევ, საგამოძიებო ჟურნალისტიკასა და მეტაფიზიკას შორის უპირატესობას პირველს მივანიჭებ. ჩემი პროფესიის საგანია და იმიტომ.

უმცა ხედავთ ჩემს ცხრილში სადმე საგამოძიებო ჟურნალისტიკას? ვერა, მეგობრებო… სამაგიეროდ, აგერ, რიგით მეოთხეს თუ დააკვირდებით თვალში მოგხვდებათ “მეტაფიზიკა და ონტოლოგია”. ამის შემდეგ, შეიძლება, მკითხოთ კიდეც, თუ ძმა ხარ, რაში გჭირდება ეს გაურკვეველი საგანი ჟურნალისტსო?! – რაში და არც არაფერში. უბრალოდ, არეულ–დარეული ჯგუფების, სტუდენტების ჯერ კიდევ დაუდგენელი რაოდენობის, არარსებული საორგანიზაციო საკითხებისა და კიდევ ათასი პრობლემის გამო ჩემი ძირითადი სპეციალობიდან სულ სამი საგანი მაქვს 🙂

ამას კიდევ თუ დავამატებთ იმ ამბებს, რომლებიც უნივერსიტეტში სულ რამდენიმე თვის წინ გადამხდა (ვინც არ იცით, შეგიძლიათ, ნახოთ, აქ, აქ და აქ), სულ არ იქნება  გასაკვირი, რომ 3 ოქტომბერს, თსუ–ის გახსნისას ნამდვილად არ მჯეროდა იქ ნათქვამი სიტყვების “ყველაზე მაგარ უნივერსიტეტზე”, “პროგრესულ სწავლებაზე”, “განუმეორებელ რეფორმებზე” და ა.შ.

პირველკურსელი რომ ვყოფილიყავი, შეიძლება ამ ყველაფერს მოვეხიბლე კიდეც…

მე მინდა, რომ უნივერსიტეტში სწავლა უფრო ხარისხიანი იყოს.

მინდა, რომ ჩემი სპეციალობის საგნების ასარჩევად ყოველდღე უზარმაზარ რიგში არ მიწევდეს დგომა მე–6 კორპუსში (მაშინ რა ჩემ ფეხებად მინდა sms.tsu.ge?)…

მინდა, იმიტომ, რომ ეს ჩემი კანონიერი უფლებაა.

სხვა თუ არაფერი, ჯნდაბა, მესამე წელია უკვე, აქ ვსწავლობ…

About თავზეხელაღებული მამაძაღლი

Journalist, Photographer, Multimedia reporter based in Tbilisi, Georgia.
This entry was posted in შთაბეჭდილება and tagged , , , , , , , , . Bookmark the permalink.

10 Responses to თსუ – ბედნიერების მანქანა

  1. Gocha Gabodze ამბობს:

    მეტაფიზიკა საინტერესო საგანია ოღონდ ქართულად არანაირი მასალა არ მოიძიება . გიგა ზედანიასთან მქონდა მე და მხოლოდ საინტერესო ლექციებით ვიჯერე გული .

  2. bla bla ამბობს:

    shen pirvel kurselebtan shexvedraze ar yopilxar etyoba meore korpusshi, ( iuristebs vguslixmob am shemtxvevashi )
    zgaprebi
    zgaprebi
    zgaprebi
    ,,,,,,,,

  3. თორნიკე ამბობს:

    ორ სავარაუდო სამაგისტრო პროგრამას შორის ერთი თსუ-ს მედიის და ახალი ტექნოლოქიების პროგრამა მაქვს არჩეული და ახლა ვიფიქრე, ინფორმაცია ექნება ლექციების დონეზე მეთქი. როგორც ვხვდები, რეკომენდაციას გაუწევდი თსუ-ს ჟურნალისტიკის ლექციებს?

  4. ten minutes older ამბობს:

    თორნიკე, ჯერ არ ვიცი. სწავლა 10-ში იწყება.

  5. Permweri ამბობს:

    ამმ… მე ვაპირებ წელს ბედი ვცადო და პირველს დავწერ ალბათ ჟურნალისტიკას, იმედია არ მომიწევს მეტაფიზიკით “აღფრთოვანება” . :დ

  6. ანა ამბობს:

    აბიტურიენტი ვარ და ჯავახიშვილის სოციალურ-პოლიტიკურზე ვგეგმავ ჩაბარებას,თუმცა უკვე იმდნეი ცუდი მესმის,აღარც ვიცი რამდენად ღირს..სულაც არ მინდა სულ სხვა საგნები ვისწავლო და საბოლოო ჯამში არ ვიცოდე ის,რაც მინდა… 😦

დატოვე კომენტარი