ეძებენ და ეძებენ

1. ახალგაზრდული მოდური ბლოგი (ნუ ეხაააა, ლოგიკურია, გუგლმა აქ რომ გადმოგაგდოთ) :დ

2. შეიძლება თუ არა ჩასახვის შემდეგ ქალს წესი მოუვიდეს (რა წესია ახლა ეს?) :დ

3. ქართველი გოგოები ქალიშვილები არიან? (ნუ, გააჩნია, ქალიშვილობას რა კუთხით შევხედავთ)

4. მენძრევინება და რა ვქნა? (დავწერო აქ რამე?)

5. საქართველო 1918 (ნაწილობრივ გეთანხმებით, საქართველო ერთგვარი საცდელი ლაბორატორიაა) :დ

6. ქართული ოცნების მაიკები (მისამართი შეგეშალათ, ეგ უფრო https://www.facebook.com/beraofficial?ref=ts აქ :)

7. სექსი თვრამეტწლამდე ვიდეოები (აქაც შეგეშალათ მისამართი, თუმცა დალინკვის იმედი არ გქონდეთ) :დ

8. ქალიშვილობის ინსტიტუტი საქართველო (უნივერსიტეტი, უფრო) :)

9. რა არის ჩემთვის მარხვა? (დიეტა ალბათ?)

10. ქართველი ქალები მაგრა ბოზობენ (კონკრეტულად ვინ გაინტერესებთ, უკაცრავად?) :დ

11. რამდენი სტუდენტი სწავლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში? (ეგ მე კი არა, მეგობარო, ადმინისტრაციაში არ იციან და მაგიტომაც დგას რიგები ყოველი სემესტრის დასაწყისში) :)

12. მწვანე კაცი რომ უყურო და ჩავიწერო (უკაცრავად?) :დ

13. ჩემი ათი მცნება (ააა, გინდათ გამომიჭიროთ ხო? ვერ მოგართვით) :დ

14. giorgi goguas blogi (ეს ისე, თურმე ვიღაც მგუგლავდა ^_^) :დ

Posted in მშვიდობიანი საკითხავი | Tagged , , , , , | 5 Comments

აქცია გუდიაშვილის ბაღში – ხელოვნება გარემოს დასაცავად

Posted in მულტიმედია | Tagged , , , , , | Leave a comment

5 გენიალური სათაური

ამ ბოლო დროს საინფორმაციო სააგენტოები ინტერნეტში ისე გააქტიურდნენ, რომ შეუძლებელია, ყურადღება არ მიაქციო. ინფორმაციის გენიალურობაზე აღარაფერს ვამბობ, ამ შემთხვევაში ყელაზე მეტად რაც მხიბლავს, სათაურებია. სათაურები თან როგორი! აი ისეთი, თვალის შევლებისთანავე ამბის წაკითხვას რომ მოგანდომებს. ჰოდა, მეც სხვა რა საქმე მქონდა, დიდი ხნის შესვენების შემდეგ გადავწყვიტე ბლოგი ახალი რუბიკით გამოვაცოცხლო.

5 გენიალური სათაური.

დაააა, მეგობრებო! ჩვენი რუბრიკის პირველი სტუმარია, ვებგვერდი droni.ge!

მეხუთე ადგილი: Continue reading

Posted in წყევლაკრულვიანი საკითხავი | Tagged , , , , , , , | 16 Comments

როგორ დაგვაავადეს მომაკვდინებელი ვირუსით Vol. 2

როდესაც ამ წერილს ვწერ დედამიწაზე 7 300 235 812 ადამიანი ცხოვრობს. ამ წამს მსოფლიოში 2011 წლისთვის 115 888 792-ე ადამიანი დაიბადა  49 495 266 ადამიანი გარდაიცვალა. ეს ციფრები ყოველ წამს იზრდება.

ვდეოთამაშებში ამ წამისთვის ადამიანებმა უკვე დახარჯეს 86 590 000 $ (ციფრი სწრაფად პროგრესირდება).

ამ წამს დასაშვებ წონას მსოფლიოში მე-548 858 520 ადამიანმა გადააჭარბა. ციფრს წამში 1 ადამიანი ემატება.

არალეგალურ ნარკოტიკებში ამ წამისთვის მსოფლიოში 350 127 600 000-მდე დოლარია დახარჯული (ციფრი ძალიან სწრაფად პროგრესირდება).

დღეს მსოფლიოში 1 010 303 ახალი წიგნი გამოიცა (ციფრი ბოლო 1 წუთია, უცვლელია).

შიმშილისაგან მსოფლიოში დღეს 15 099 ადამიანი დაიღუპა.

***

ეს სტატისტიკაა. სტატისტიკა კონტროლის ერთერთი სახეა. ეს და კიდევ სხვა მონაცემები, რომლების აქ ჩამოწერაც ძალიან შორს წაგვიყვანდა, კონტროლის გავლენის შედეგებს აღწერენ.

***

„მე ვუყურებ სერიალებს, ოღონდ მარტო ამერიკულს!“.

„მე ბრაზილიურ სერიალზებსაც ვუყურებ. ვიცი, სისულელეა, მაგრამ ბევრი ფიქრი არ სჭირდება, მასვენებს“.

„მე საერთოდ არ ვუყურებ ტელევიზორს, საყვარელი სერიალები ინტერნეტშიც შემიძლია ვიპოვო“.

ყველა სერიალის სცენარი აზრი და, განსაკუთრებით, მიზანი ერთნაირია, მხოლოდ გადმოცემის ფორმაა განსხვავებული, რომ მეტი მაყურებელი „დაბოლდეს“.

***

„დღეს საქართველოში კიდევ ერთი მონუმენტი გაიხსნა, ჩუსტები კვერცხებზე“.

„რასმუსენმა თქვა, დღეს არა და ხვალ ნატოში შეხვალთო“.

„პენსია უკვე ას ლარამდე გაიზარდა, მალე 127 ლარი იქნება“.

ჩემ ქვევით მაღაზიაძი პური 90 თეთრი ღირს. ადრე 50 თეთრი ღირდა. უფრო ადრე – 40.

***

„თურმე საქართველოში ანარქისტული იდეოლოგიის მქონე ახალგაზრდები არსებობენ. ანარქიზმი ანტირელიგიურია. ანარქიზმი სატანიზმია“.

„რატომ უსმენ ბითლზს? არ იცი, რომ მისით შენში სატანა შემოდის?!“

„ვისაც უნივერსიტეტის დღევანდელი მდგომარეობა არ მოსწონს, შეუძლია, სხვაგან გადავიდეს, არჩევანი დიდია.“

„დაუჯერეთ მშობლებს, ყოველთვის გაითვალისწინეთ სხვისი აზრი. თქვენ ჯერ პატარები ხართ, მათ მეტი გამოცდილება აქვთ…“

ბოლო არჩევნებში მმართველი პარტია საქართველოს პარლამენტში ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით მოხვდა.

***

„სისხლისმსმელები! ქართველობას გვართმევენ“.

„მიშა წადი!“

„მთავარია ეს წავიდეს და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოვა!“

„თუ არ მოგვეწონება, იმასაც ჩამოვაგდებთ, ჩვენი ნება არაა?!“

დემოკრატია ხალხის მმართველობაა, სადაც ცვლილებები, ჩვეულებრივ, საზოგადოების „დაბალი ფენებიდან“ მოდის. დემოკრატიის პირობებში განვითარებულია სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანებს აქვთ საკუთარი აზრი, მოთხოვნები და პრეტენზიები. ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოში გამართული მიტინგების 95 %-ზე მეტის დევიზი იყო „გადადექი!“.

***

ყველა ფრაზა, რომელიც აქ ჩამოვწერე ან პირადად ჩემთვის იყო მომართული, ან ინტერნეტში წავწყდომივარ, ან ტელევიზიით მომისმენია.

 „პროპაგანდა დემოკრატიის პირობებში იგივეა, რაც დაშინება ტოტალიტარულს სახელმწიფოში“ – ფრაზა ნოუმ კომსკის წიგნიდან „მედიაკონტროლი“.

***

ისინი გვაკონტროლებენ, ოღონდ არა ისე, როგორც ჩვენ გვგონია. არ უსმენენ ჩვენს ტელეფონებს, არ გვიდგამენ ჩიპებს, არ გვაშინებენ. ისინი გვაკონტროლებენ იმით, რაც მოგვწონს. ისინი აყალიბებენ ჩვენს გემოვნებას, შეხედულებებს, აზრებს. ისინი განსაზღვრავენ, იმას, თუ რას ჩავიცვამთ დღეს, ხვალ და საერთოდ. რას შევჭამთ, რას ვიყიდით. ისინი იდეალურად გეგმავენ ჩვენს ცხოვრებას და ჩვენც ამ გეგმას იდეალურად მივყვებით. ჩვენ ვიცით, ვხვდებით, რომ გვაკონტროლებენ, მაგრამ ამის ასაცილებლად არაფერს ვაკეთბთ, რადგან ეს მოგვწონს კიდეც.

***

ჯორჯ ჰარისონმა ალბომ Brainwashed-ის (ტვინგარეცხილი) ჩაწერა ჯერ კიდევ 1988 წელს დაიწყო.

Posted in ნაფიქრი, წყევლაკრულვიანი საკითხავი | Tagged , , , , , , , , , , , | 3 Comments

ელფის ყური, კეტჩუპი და ეშმაკის თანაზიარები

არადა, რასაც ახლა წაიკითხავთ, რამდენად აბსურდულადაც უნდა მოგეჩვენოთ, სულ არ არ ის ჩემი ფანტაზიის ნაყოფი. მით უმეტეს, პლანი ცხოვრებაში არ მომიწევია.

“ახლა გავაცნობიერე, როგორია, როდესაც ადამიანი ხარ ლავრენტი ბერია და უეცრად მინერვა მაკგონაგელად გადაიქცევი”
/ბორგეზა – ტიპი, რომელიც გუშინ გავიცანი ჰელოუინზე/

ყველაფერი მანამ დაიწყო, სანამ კეტჩუპი მაგიდაზე დაეწვეთებოდა. თუმცა ერთი მნიშვნელოვანი რამ მანამდე უკვე მოხდენილი იყო: ფოკს ესემესი მისწერეს!

ბექამ, რომელიც იმ ხალხში რთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც პირველად ვხედავდი, დემონსტრაციულად უდემონსტრაციოდ  დაითრია ფოკის ტელეფონი და ყველა შესულ-გასული მესიჯი იმდენჯერ წაიკითხა, სანამ ბოლომდე სიტყვა-სიტყვით არ დაიზეპირა.

თუმცა ეგ არაფერი. სასაცილო წერილები კი იყო, მაგრამ ცოტა ბანალურიც. გეხვეწებით, შეგიძლიათ, დათვალოთ რამდენია ისეთი ადამიანი, რომელიც ყველას, რომელიც ჰელოუინს აღნიშნავს, ეშმაკის თანაზიარს უწოდებს?! (არადა, იმ ტიპს რომ სცოდნოდა, ოცდაათ ადამიანს ამხელა ჰელოუინზე ერთი წყვილი ელფის ყურისა (რომელიც, ბორგეზას, როგორც გამოცდილი ყუროლოგის მტკიცებით ელფის კი არა, ჰობბიტის იყო) და მაკგონაგელის ორი ქუდის გარდა კოსტიუმის მსგავსი  არაფერი გვქონდა, მაგის დასაწერად ცერა თითი როგორ მოუბრუნდებოდა).

მაგრამ ეს არ იყო მთავარი.

ნათიამ ლამის ყველა იქ მყოფს უმკითხავა კარტზე, მაგრამ სიმართლესთნ ახლოს მარტო ჩემთან იყო, ისიც “წარსულის გამოცნობისას” (ალბათ, იმიტომ, რომ, კარგა ხანია, მიცნობს  და ეს ყველაფერი ისედაც მშვენივრად იცოდა). ცოტა ხანში კი ყველამ აღმოვაჩინეთ, რომ, თურმე, ელენეს ქუთაისური ჩამიჩი ჰყვარებია.

ყველამ ძალიან ბევრი დავლიეთ, მთვრალები კი მაინც არ ვიყავით… ყოველ შემთხვევაში, ასე გვეგონა, სანამ თავს ის საოცრება დაგვატყდებოდა, თუმცა ყველაფერი წინ იყო – ჯერ ლუდი უნდა დაღვრილიყო იატაკზე.

არადა ყველაფერი ძალიან მშვიდად მიდიოდა (თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დათას პუდრით გათეთრებული სახე და წითელი პომადა აღგზნებულ ტრანსვისტიტს ამსგავსებდა)…

თუმცა შემდეგ ოთახში ბერია შემოვიდა. ოღონდ ახალგაზრდა ბერია, ჯერ კიდევ სამხედრო სამსახურში მყოფი: მწვანე პლაშით და რუსული “უშანკა” ქუდით, თუმცა ეს არ იყო ყველაზე საინტერესო…

შემოსვლისთანავე, ბერიას ამხანაგ გებელსად გავეცანი, რასაც იგი, რატომღაც, სრულიად არ შეუშინებია! პრიქით, მომახალა, ჰიტლერი ცოტა ხნის წინ მოვკალიო, რაზეც ვუპასუხე, უი, თქვენ გეჩქარებოდათ მეთქი და გვერდითა ოთახისკენ მივუთითე, სადაც ლუდი უკვე დაღვრილი იყო.

მაგრამ არც ეს იყო ყველაზე საინტერესო.

ბერიას შესვლიდან ორ წამში ოთახიდან შეშინებული ფოკი გამოვიდა, რომელიც ამბობდა, რომ ორი წამის წინ პასტერნაკის “ექიმი ჟივაგოს” რომელიღაც გმირის ქმარს შეხვდა, იმ ტიპის სახელს კი ვერ იხსენებდა. როგორც ბოლოს აღმოჩნდა, იმ კაცს სტრელოკი თუ სტრელკოვი ერქვა (შეიძლება, სხვა რემეც, თუმცა მის სახელზე პირველი და ერთადერთი ვერსია სწორედ ეს იყო და არც არავის გაუპროტესტებია).

თუმცა არც ეს იყო ყველაზე საინტერესო -კეტჩუპი მაგიდაზე ჯერ არ იყო დაწვეთებული.

ცოტა ხანში იმავე ოთახიდან ჩიქო გამოვიდა, რომელსაც ბერიას მწვანე პლაში ეცვა. “ჩიქომ ბერია მოკლა და შემდეგ გაძარცვა” – აი ეს გავიფიქრე იმავე წამს, თუმცა ბოლომდე დარწმუნებული მაინც არ ვიყავი. ჩიქო ამხანაგ ლავრენტიზე ბევრად პატარა იყო და მკვლელსაც სულაც არ ჰგავდა, თუმცა როდესაც იგი ისევ შებრუნდა ოთახში და იქიდან უკვე ბერიას ქუდით გამოვიდა,  მივხვდი, რომ ჩემს ეჭვებს წყალი არ გაუვიდოდა.

არადა, არც ეს იყო ყველაზე საინტერესო.

ბორგეზა ბერიას უეცარი გამოჩენის შემდეგ ჯერ კიდევ შოკში იყო, როდესაც იმ ოთახში შესვლა გავბედე, რომელშიც, როგორც გითხარით, ლუდი უკვე დასხმული იყო იატაკზე. მინდოდა, ლავრენტი პავლოვიჩის გვამისთვის მაინც დამეხედა, თუმცა გვამი არა ის! – ბერია მკვდარი სულაც არ იყო! უფრო მეტიც, ამ ათი წუთის განმავლობაში მინერვა მაკგონაგელად გადაქცევაც კი მოესწრო და სიმართლე გითხრათ, საშინლად გამოიყურებოდა.

 თუმცა არც ეგ იყო ყველაზე საინტერესო.

ცოტა ხანში ვიღაცას მაგიდაზე კეტჩუპი დაეწვეთა…

Posted in მშვიდობიანი საკითხავი | Tagged , , , , , , , , , | 7 Comments

ისწავლეთ ქართველობა

გაწუხებთ ცხოვრების მოსაწყენი სტილი?

გგონიათ, რომ თქვენი მამაკაცური ღირსებები ნელ-ნელა ქვეითდება?

უკმაყოფილო ხართ თქვენი სხეულის ქართული ტრადიციებისათვის შეუფერებელი აღნაგობით?

გინდათ, ეს პრობლემები რაც შეიძლება, შორს მოისროლოთ?

მაშინ თქვენ სწორად მოხვედით! Continue reading

Posted in მშვიდობიანი საკითხავი | Tagged , , , , , , , , , | 9 Comments

ჩვენ და პოლიტიკა – კომიქსები ქართულად

ჩვენ სუპერგმირი გვჭირდება.

გვჭირდება ადამიანი, რომლის იმედიც გვექნება – ალბათ იმიტომ, რომ საკუთარი თავის იმედი, თითქმის, არასდროს გვაქვს.

რაც თავი მახსოვს, ასე იყო. სიმართლე გითხრათ, ისტორიაც დაახლოებით ამავეს ამბობს (ყოველ შემთხვევაში, მე ასე მესმის).

ასე იყო, როდესაც ევროპასთან გზის ჩაკეტვის შემდეგ რუსეთის მეფეს ვთხოვდით დახმარებას, თუმცა მაშინ, ალბათ სხვა გზა არც გვქონდა.

ასე იყო, როდესაც სტალინს ვეცით თაყვანი, თუმცა მაშინ, ალბათ, გვეშინოდა კიდეც. ვინც მას თაყვანი არ სცა ხომ წამებში გააქრეს ან „დაამუშავეს“!..

შემდეგ გამსახურდიაზე გავაფანატეთ, რადგან ის „განმათავისუფლებლად“ მოგვევლინა. თუმცა, მაშინ, ალბათ, დამოუკიდებლობის ხიბლმა მაინც თავისი ქნა.

შევარდნაძეზეც გავაფანატეთ. დავუჩოქეთ! თუმცა… რაღა თუმცა! მაშინ არც ომში მივდიოდით ხმალამოწვდილები, არც ბოლშევიკები გვემუქრებოდნენ, არც ოსმალები და არც სხვა მსგავსი. გამსახურდია უკვე მკვდარი იყო, უფრო სწორად, მოკლული. საბჭოთა კავშირიც დიდი ხნის დაშლილი იყო. ერთი სიტყვით, ფიქრსა და განსჯას, პრინციპში არც არავინ და არაფერი გვიშლიდა, მაგრამ ცდუნება დიდი იყო: ჩვენ სუპერგმირი გყავდა, ახალი სუპერგმირი!
Continue reading

Posted in ნაფიქრი, წყევლაკრულვიანი საკითხავი | Tagged , , , , , , , , , , , , , , , | 7 Comments

ჰიპი

ამ მორომანო მოთხრობის წერა ასე, ორი წლის წინ დავიწყე. ცოტა ხანს ბლოგზე ვაქვეყნებდი და რამდენიმე მუდმივი მკითხველიც მყავდა, თუმცა, მერე, რატომღაც, შევჩერდი და ერთი წელია, სიტყვაც არ დამიმატებია. დღეს კი, რატომღაც, მომინდა, წერა გამეგრძელებინა და ჰიპი ბასთარდის ისტორია ბოლომდე მიმეყვანა. იქნებ მოგეწონოთ, იქნებ, არც, თუმცა კომენტარებში თქვენი შეხედულების გამოხატვის აბსოლუტური თავისუფლება გაქვთ. მოკლედ, ვაქვეყნებ რომანის (რაღაც მეუხერხულება, რომანს რომ ვეძახი, მაგრამ არ ვიცი რა დავარქვა, ნოველა, ალბათ? პრინციპში, მოთხრობა მირჩევნია, რაც უნდა იყოს), კი არა და, მოთხრობის პირველი ნაწილის დასასრულს. ვისაც დასაწყისი არ გინახავთ, შეგიძლიათ, შეხვიდეთ ამ ლინკზე, რა იცით, იქნებ დაგაინტერესოთ კიდეც. ჰოდა, თუ დაგაინტერესებთ, აჰა დანარჩენი ნაწილებიც. გაგრძელებებს კი თანდათან დავამატებ.

ახლა კი, ერთი წლის დაგვიანებით, “ჰიპი” – პირველი ნაწილის დასასრული.

***

სანამ იზი ყავას ამზადებდა, ძლივს წამოვწიე თავი ლოგინიდან. ჩემი ტელეფონის ეკრანი ოც გამოტოვებულ ზარს მამცნობდა. ყველა დაფარული ნომრიდან იყო ერთის გარდა: რედაქტორიც მირეკავდა. შემდეგ ესემესიც გამოეგზავნა: მეუბნებოდა, როგორც კი შეძლებ, რედაქციაში მოდიო.   ვერ იყო მთლად კარგი ამბავი. Continue reading

Posted in ჰიპი ბასთარდი | 10 Comments

“ავიღებ გრემის”, ანუ ბერას “ქართული ოცნება”

ვფიქრობდი, ამაზე დამეპოსტა თუ არა, მაგრამ როცა Facebook–ზე კიდევ ერთმა მომხმარებელმა გააზიარა ბერა ივანიშვილის ახალი სიმღერა, ვეღარ მოვითმინე. ვეღარ მოვითმინე იმიტომ, რომ ბმულის მორიგი გამზიარებელი იყო ჯგუფი, “ვაპროტესტებთ 80 თეთრად მგზავრობას“.

ჰოდა, რას გეუბნებოდით… Continue reading

Posted in მშვიდობიანი საკითხავი, ნაფიქრი | Tagged , , , , , , , , , , , | 7 Comments

გილოცავთ სარკოზობას

წინასწარ გილოცავთ სარკოზობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ევროკავშირის მადლი შეგეწიოთ!  ხვავი და ბარაქა შემოეტანოს თქვენს ოჯახში ევრო ვალუტას.

ნატო გფარავდეთ!

პ.ს. შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს საქართველოში  ჩამოდის ოთხი მახარობლიდან (იოანე, ლუკა, მათე და სარკოზი) ერთერთი, რომელმაც ჩვენს ქვეყანაში უნდა ჩამოიტანოს დოლჩე და გაბანას ხელთუქმნელი კოსტიუმი, რომლითაც თავადვე იქნება შემოსილი. მოგიწოდებთ ყველა პოლილტიკურად მორწმუნეს, ამ ღირსშესანიშნავ დღეს აუცილებლად შეიკრიბოთ თავისუფლების მოედანზე და ყურადღებით მოისმინოთ მახარობლის უმწიკვლო ქადაგება. მან ერთხელ უკვე დაიფერთხა თავისი ძვირფასი კალთა ჩვენს ქვეყანაში, როდესაც მტრის ბოროტი კლანჭებისაგან გვიხსნა, ხოლო ახლა იგი კვლავ დაბრუნდა, რომ ჭეშმარიტებას კიდევ ერთხელ გვაზიაროს.

Posted in მშვიდობიანი საკითხავი | Tagged , , , , , , , , , | 9 Comments